მილიონიანი სახლების საიდუმლო - ვინ ყიდულობს ძვირად ღირებულ ბინებს საქართველოში?
font-large font-small
მილიონიანი სახლების საიდუმლო - ვინ ყიდულობს ძვირად ღირებულ ბინებს საქართველოში?
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"

"მითხარი, სად ცხოვრობ და გეტყვი ვინ ხარ შენ!" - ძნელი სათქმელია, ბოლომდე ვენდოთ თუ არა ამ ბანალურ ფრაზას, მაგრამ საცხოვრებელი ბინა მის მფლობელზე მართლაც ბევრ რამეს გვიყვება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეშენებელურ ვილაში იცხოვროს, თუმცა, ასეთი ვილები და სახლები ჩვენთან ყოველთვის შენდებოდა და ახლაც შენდება. თუ საქმე.ჯი-ს (ss.ge) ვებგვერდზე შეხვალთ, მილიონიანი და უფრო ძვირად ღირებული სახლების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.


ნახავთ 3-სართულიან სახლს, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს - მას საკუთარი ავტოფარეხი, სარდაფი, ლამაზი აივანი აქვს და "სულ ცოტა", 5.480.550 ლარი ღირს. აქვე იპოვით მილიონ დოლარად შეფასებულ ბინას, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ბინა მაღალჭერიანია, ორი სველი წერტილით, აივნითა და მოქმედი ბუხრით. იყიდება კერძო სახლი 3 240.000 დოლარად დიღომში. სახლს საცურაო აუზი, ევრორემონტი, თანამედროვე ავეჯი და ძვირფასი ტექნიკა ამშვენებს. დიღომში იყიდება 4 მილიონ დოლარად შეფასებული, კეთილმოწყობილი სახლი, ხოლო ვაკეში მდებარე კერძო სახლი 4,5 მილიონ ლარად არის შეფასებული. მთაწმინდაზე მდებარე კომფორტული, ფეშენებელური სახლი კი - 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირს...
დავინტერესდით, როგორ განისაზღვრება ამ სახლების ფასი ან ვინ ყიდულობს მათ...
ნიკა ჯაფარიძე, შპს საქმე.ჯი-ს დირექტორი:
- ბატონო ნიკა, როგორ განისაზღვრება ძვირად ღირებული ბინების ფასი?
- როგორც ყოველთვის, გასაყიდი ბინის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მთავარია მისი ფართობი - რამდენი კვადრატული მეტრია სახლი და ეზო. ასევე სერიოზული ფაქტორია იმ უბნის პრესტიჟულობა, სადაც ბინა მდებარეობს და ხარისხი - როგორი რემონტი აქვს და რა დონის კომფორტს სთავაზობს პოტენციურ მყიდველს. სხვათა შორის, ბოლო ხანებში ერთი რამ შეიმჩნევა: თუ ადრე ძალიან ძვირი და პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. ალბათ, იმის გამო, რომ დედაქალაქის ცენტრში კერძო სახლები იშვიათად შენდება, ძალიან გაძვირდა გარეუბნებში აშენებული სახლები.
GzaPress
- ყველაზე ძვირად ღირებული ბინები სად მდებარეობს?
- საკმაოდ ძვირი ღირს უძრავი ქონება წყნეთში, დიღომში, საგურამოში, სადაც ძალიან ბევრი სახლი ღირდა მილიონ დოლარზე მეტი. უკვე გითხარით, რომ ძალიან გაძვირდა თბილისის ახლოს მდებარე აგარაკებიც. როდესაც სახლი ფეშენებელურია და ეზოც დიდი აქვს, ცხადია, ის ძვირი ეღირება. შეიძლება ბინა ვაკეში იყოს, მაგრამ გარეუბანში გასაყიდი სახლი უფრო ძვირი ღირდეს. დღეს მთავარი მოთხოვნა კომფორტი და სუფთა ჰაერია, ამიტომ ბევრს ურჩევნია კერძო სახლი აიშენოს თბილისთან ახლოს და სამსახურში გარეუბნიდან იაროს. მით უმეტეს, რომ გარეუბანში უფრო დიდი სახლის აშენება შეიძლება.
- გადავხედე და თქვენს ვებგვერდზე ზოგი ბინა ეროვნული ვალუტითაა შეფასებული, ზოგიერთი კი - დოლარით. შეფასება რის მიხედვით ხდება?
- ეს ბინის მფლობელზეა დამოკიდებული: როგორც ურჩევნია, თავის ქონებას ყველა ისე აფასებს.
- მილიონ დოლარად და უფრო ძვირად როგორ ბინებს ყიდიან?
- ძვირად ღირებული ბინა ან პენტჰაუსია, ან ძალიან დიდი ფართობი აქვს. ზოგიერთ ბინას 400 კვადრატული მეტრი და უფრო დიდი ფართობი აქვს, ზოგიც - ორ-სამ სართულზეა განთავსებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, როდესაც ასეთი სახლი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ბუნებაც იქვეა და სახლშიც სრულყოფილი კომფორტია, ის არანაკლებ ძვირი ღირს, ვიდრე ბინა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში. სხვათა შორის, სიძვირის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა მაღალი დონის რემონტია.
GzaPress
- დაბოლოს, ხშირად იყიდება თუ არა მილიონიანი სახლები და ვინ ყიდულობს მათ?
- ვინ ყიდულობს, ამას ჩვენ ვერ ვიგებთ და არც შედის ჩვენს კომპეტენციაში. ss.ge-ს მიზანია, ინფორმაცია მოიპოვოს და მომხმარებელს მიაწოდოს, ვინ და რამდენად შეიძენს მილიონიან ქონებას, ეს ჩვენ არ გვეხება. უბრალოდ, ერთი რამეა კიდევ შესამჩნევი: თუ უძრავი ქონების ფასი რეალურია, ის ყოველთვის იყიდება, მაგრამ როცა პატრონი თავის ქონებას არაადეკვატურ ფასს ადებს, მისი გაყიდვა ყოველთვის ჭირს. ასეთი განცხადებები უფრო დიდხანს გვიდევს საიტზე და როცა დაძველდება, სხვა განცხადებებით ვცვლით.
და მაინც, ვინ ყიდულობს მილიონიან სახლებს საქართველოში? - ამ შეკითხვით უძრავი ქონების სააგენტოებს მივმართეთ. მათი პასუხი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა:
"მილიონიანი და უფრო ძვირი ბინები თბილისში და ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში ყოველთვის იყიდებოდა. უფრო ხშირად, მათ მდიდარი ადამიანები ყიდულობენ, ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქმიანობს, ზოგს კი - აქ მსხვილი ბიზნესი აქვს. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მილიონიანი ბინების გაყიდვა ძალზე გაჭირდა. ვფიქრობთ, ეს ლარის გაუფასურების ბრალია. უძრავი ქონების სააგენტოები პატარა ბინებსაც ვეღარ ყიდიან, დოლარი ისეა გაძვირებული. როგორც ჩანს, მდიდარი ადამიანებიც სიტუაციის შეცვლასა და ლარის გამყარებას ელოდებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
970 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი