პირველი WOODSTOCK FESTIVAL - სამხრეთ კავკასიაში!
font-large font-small
პირველი WOODSTOCK FESTIVAL - სამხრეთ კავკასიაში!
გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის...

სოფელ წერაქვში მეექვსედ გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი One Caucasus. წელს ფესტივალმა მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია უმასპინძლა.
მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსულ 50 მოხალისესთან ერთად ააშენეს სრულიად ახალი შემოქმედებით სივრცე სამი კულტურის გზაჯვარედინზე - რადგან წერაქვი, ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. მულტიდისციპლინური - მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები. ფესტივალი აერთიანებს: მუსიკოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან და აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის განხორციელებით, ასევე, მხარს უჭერს პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის რეალიზებას უშუალოდ წერაქვსა და სხვა რეგიონებშიც.
GzaPress
8 აგვისტოდან მოხალისეები უკვე წერაქვში ცხოვრობდნენ და ფესტივალის მზადებისა და თანაცხოვრების პერიოდში შექმნეს მოდელი - ვიცხოვროთ ერთად ერთიან კავკასიაში - კონფლიქტების გარეშე. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ხომ ესაა - შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან.
სამი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი, სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, იქმნება შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ყველა ცდილობს ფესტივალის მომზადების ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს.
ფესტივალზე დასწრება-ტრანსპორტირება თბილისიდან და ქვემო ქართლის რაიონული ცენტრებიდან უფასო იყო. ასევე უფასო იყო საკარვე ზონა.
პროექტი თანადაფინანსებული და მხარდაჭერილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამა "საჯარო დიპლომატია 2019" ფარგლებში, ვარშავის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მიერ. ფესტივალი წარადგინა კომპანია "არემჯიმ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს
ძველი ლიდერების დასამარებისა და ახალი ლიდერების გამოჩენის დრო დგება
არავის ვამტყუნებ, ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელი იყო...
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
"უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო დავა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია მორალური თვალსაზრისითაც"
"დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი