გუჯაბიძეების ენით აღუწერელი ტრაგედია
font-large font-small
გუჯაბიძეების ენით აღუწერელი ტრაგედია
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ

მთელი საქართველო შეძრა გუჯაბიძეების სახლში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ამ დრომდე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არა აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ჩამოიხრჩო თავი 21 წლის გიორგი გუჯაბიძემ. 4 სექტემბრიდან მოყოლებული, ამ დრომდე (მასალა მომზადებულია 10 სექტემბერს) ის ქუთაისის საავადმყოფოში, აპარატზეა შეერთებული. ოჯახის წევრები და ექიმები უფლის სასწაულის მოლოდინში არიან. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმები ოჯახს დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებიან. ამ შემზარავ ფაქტს მეორე ტრაგედია დაემატა, გიორგის შუათანა ძმამ, გიგა გუჯაბიძემ პოლონეთში შეიტყო ძმის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ, როგორც ჩანს, აფექტურ მდგომარეობაში მყოფს ნერვებმა უმტყუნა, ერთ-ერთი შენობის მაღალი სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლა ახლობლები პოლონეთიდან გიგას ჩამოსვენებას ელოდებიან და ძალიან უჭირთ მომხდარზე საუბარი.
სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. ყველა შოკირებულია და მომხდარს ვერაფრით ხსნიან. დადებითად ახასიათებენ ძმებს და ყველა მათ საოცრად კარგ ძმობაზე საუბრობს.

მათი ბიძაშვილი, ქეთა ლატარია ფაქტობრივად, ამ ბიჭებთან ერთად გაიზარდა. ისინი ფოთში, ერთ ეზოში ცხოვრობენ და კარგი ბიძაშვილობა აქვთ. ქეთა საბედისწერო დღეებში ორივე ძმას ესაუბრა. ინტერვიუს მხოლოდ ერთადერთი მიზეზით დათანხმდა: იმდენი ჭორი ითქვა, მინდა, სიმართლე დაიწეროს და მხოლოდ ამიტომ დაგელაპარაკებით, თორემ ისე ვარ განადგურებული, ლაპარაკის ძალა და თავი არ მაქვსო.

ქეთა ლატარია:
- გიორგი ყველაზე პატარაა, 21 წლის არის. ამ ოჯახში სამი ბიჭი გაიზარდა. ფაქტობრივად, მე მათი და ვარ. გიგი შუათანაა, 24 წლის. ბიჭებს უფროსი ძმაც ჰყავთ, ის დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს. ერთად, ერთ ეზოში გავიზარდეთ, სადაც ორი სახლი დგას და მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ძალიან თბილი, მზრუნველი ბიჭები მყავს, მე და გიორგი თანატოლები და თანაკლასელები ვართ, ერთი თვეა ჩვენ შორის სხვაობა. ერთად მოვდივართ. ერთ ლოგინში გვეძინა, ერთი თეფშიდან ვჭამდით საჭმელს. სანამ ორივეს ვერ ვნახავ, კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რა უბედურება დაგვატყდა თავს. სული მეწვის, მთელი სამყარო დამექცა, ჩემი გიგი და გიორგი, ჩემი ძმები ასეთ მდგომარეობაში რომ არიან, ამის გააზრებაც მიჭირს. საოცარი ძმობა ჰქონდათ, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. გიორგის ამბავი ვერ გადაიტანა გიგიმ. ეს სრული შოკია. ისიც ვერ ამიხსნია, რატომ გაგვიმეტა და როგორ ჩაიდინა ეს გიგიმ, თან ოჯახი ახალი შექმნილი აქვს. პოლონეთში ცხოვრობდნენ გიგი და მისი მეუღლე მარიამი, შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ და უცებ, ცა ჩამოიქცა.
- ქეთი, რა ვითარებაში ჩამოიხრჩო თავი გიორგიმ და მიზეზი ხომ არ იცით?
- გიორგი აქ იყო, ფოთში. საოცრად თბილი და მოსიყვარულე, ნიჭიერებით გამორჩეული, სულ მოღიმარი დადიოდა. სიმღერა უყვარდა ძალიან და სულ მღეროდა, სხვადასხვა ინსტრუმენტზეც უკრავდა, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. ხელობაც იცოდა და სოფელში ბევრის სახლის მშენებლობაში ჩაუდვია თავისი წვლილი. თავის სახლში ელექტროენერგიის სადენებიც მისი გაყვანილია. საოცრად მშრომელი და საქმიანი ადამიანი იყო. ბაბუა რომ გარდაიცვალა და ბებია ლანჩხუთში მარტო დარჩა, გიორგი სოფელში, ბებოსთან გადაბარგდა. გულიანი იყო და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვერაფრით აგვიხსნია, რატომ ჩაიდინა თვითმკვლელობა.
GzaPress- აღელვება არავის შეუმჩნევია? რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა?
- არაფერი შეგვიმჩნევია. გამუდმებით იმას ვაანალიზებთ, სად რა გამოგვეპარა. არანაირი პრობლემა არ ჰქონია, მათ შორის, არც მატერიალური. ის არც მოთამაშე იყო, ფული რომ წაეგო. თამაში გამოირიცხება კატეგორიულად, ტელეფონიც კი არ უყვარდა. კარტს რომ ვთამაშობდით, იმითაც უკმაყოფილო იყო. იტყოდა, - რაში ვკარგავთ დროს, ჯობია, ერთმანეთს მოვესიყვარულოთ და ერთმანეთს ვესაუბროთო. მისი საქმე იყო ოჯახი, ბებია და ყველა, მთელი სოფელი, ვისაც მისი მხარში დგომა სჭირდებოდა. ბოლო პერიოდი ფოთში იყო, გიორგის დეიდა იტალიაშია, სახლი იყიდა ფოთში და რემონტს აკეთებდა. გიორგი ზედამხედველობდა ამ მშენებლობას, რომ მუშებს ყველაფერი კარგად გაეკეთებინათ. 4 სექტემბერს წავიდა დეიდის სახლში. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე ნათესავს დაგვირეკა, ახლა რომ ვფიქრობთ, ეტყობა გამოგვემშვიდობა, თუმცა ვერაფერი შევატყვეთ, ვერც აღელვება, ვერც ნერვიულობა. პირადად მესაუბრა. მითხრა, შენი ნახვა მინდაო. დიდხანს არ მყავდა ნანახი. შევთანხმდით, საღამოს 5 საათზე მუშებს რომ გავუშვებ, შენთან მოვალ და გნახავ, ახლა არ მცალიაო. ეს იყო ჩვენი ბოლო დიალოგი. ბებიასთანაც დაურეკავს, მუშებს საჭმელი უნდათო. დეიდის სახლში, სადაც რემონტი კეთდებოდა, ზედა სართულზე ასულა. ამ დროს მუშები ფანჯრებს ცვლიდნენ და რაღაც ხმა შემოესმათ თურმე. რომ მივიდნენ, საშინელება დახვდათ, გიორგი თოკით იყო ჩამოკიდებული, ფართხალებდა და ვეღარ სუნთქავდაო. მაშინვე ჩამოუხსნიათ თოკიდან, "სასწრაფო" გამოუძახებიათ და ჯერ ფოთის, შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაუყვანიათ. დღემდე იბრძვის სიცოცხლისთვის. შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა შანსი, მაგრამ ღმერთისა და სასწაულის იმედად ვართ, ჯერ გული მაინც მუშაობს. ისე, ტვინის შეშუპებაც "წავიდა", ფილტვი ჰქონდა გამსკდარი და ოპერაცია გაუკეთეს, გულის ოპერაციაც დასჭირდა. დღემდე აპარატზეა გიორგი, ჩვენ კი გიგის გადმოსვენებას ველოდებით.
- გიგიმ იცოდა, ძმა უიმედო მდგომარეობაში რომ იყო?
- გიგიმ იმავე დღეს გაიგო გიორგის ამბავი. მას მერე, ყოველდღე ვუკავშირდებოდი მას და მის მეუღლეს, გიოს ამბებს ვაგებინებდი. იმ დღეს გიორგის მძიმე მდგომარეობაზე არაფერი გვითქვამს, იცოდა, რომ სტაბილურად იყო, ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა. ტელეფონი არ ჰქონდა გიგის, ვინმეს რომ დაერეკა, მთელი დღე ტელეფონი მარიამს ჰქონდა. მარიამი სულ ამბობდა, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, პირველივე დღიდან დარდობს, ნერვიულობს, ტირის, განიცდისო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა? საბუთებს აწესრიგებდა, ჩამოსვლა უნდოდა. გიორგის ამბიდან რამდენიმე დღეში ჩაიდინა ეს საშინელება. რამდენიმე წუთით ადრე ველაპარაკე. ვფიქრობ, აფექტის მდგომარეობაში მოიკლა თავი, თორემ წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაგეგმილი ჰქონოდა. ცოლს ასე მარტო იქ როგორ დატოვებდა? უდიდესი სიყვარულით შექმნა ოჯახი, შარშან შეუღლდნენ, ძალიან ბედნიერები იყვნენ და ჩვენც გვიხაროდა. ველაპარაკებოდი მარიამს და გიგის, მერე მარის უთხრა, გავდივარო, ფაქტობრივად, ორი წუთით მოშორდა თვალს და ეს ჩაიდინა. რომ არ გამოჩნდა, მითხრა, გიგი არ ჩანს და ვნახავ, სად წავიდაო. მაღალი სართულიდან გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა, სისხლისგან დაიცალა. ძალიან განიცდიდა ძმის მდგომარეობას. მითხრა, გიოს რამე რომ დაემართოს, ამას ვერ გადავიტანო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ თვითონაც იმავეს გააკეთებდა. არც დამიშვია, რომ უცხო ქვეყანაში მარის ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდა. იქ შეუღლდნენ. მარი გერმანიაში სწავლობდა, გიგი პოლონეთში იყო, მარი სწავლას რომ მორჩა, დაქორწინდნენ.
- გიორგის შეყვარებული ხომ არ ჰყავდა და ტრაგედიამდე მასთან ხომ არ ჰქონდა კონფლიქტი?
- გიორგის შეყვარებული არ ჰყავდა, ეს გამორიცხულია. დღემდე ვერ აგვიხსნია მისი საქციელი, არანაირი პასუხი არ გვაქვს. არც ფულის პრობლემა ჰქონდა, საკმაოდ ძლიერია მათი ოჯახი, თვითონაც ყოველთვის მუშაობდა და საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა.
- როდის ჩამოასვენებენ გიგის?
- გიგის ამ დღეებში ჩამოასვენებენ. კონსულიც ჩართულია და ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ. გიგის ძმაკაცები არიან ახლა მისი მეუღლის, მარიამის გვერდით. ღმერთისა და სასწაულის იმედად ვართ, თითქმის არ არის შანსი გიორგის გადარჩენის. უმძიმესია მისი მდგომარეობა.
"გსაყვედურობთ ორივეს, რა დაგიშავეთ ასეთი, ასე რომ მოგვექეცით? რატომ არ დაგვინდეთ ან ერთმა, ან მეორემ? გული არც გასკდა... აი, ასე, ნელ-ნელა მაწამებს და მკლავს... გადაგიცვლიდით სიცოცხლეს ორივეს, დაუფიქრებლად. თქვენ მერე მე აღარ ვარსებობ!!! მკვდრები ვართ, მკვდრები... ცოცხლადმკვდრები... ეს უფრო მწარე სიკვდილია. ეს ის ჯოჯოხეთია, თქვენ რომ დაგვიტოვეთ... მიყვარხართ უკიდეგანოდ", - წერს ბიჭების დეიდა.
გიორგი გუჯაბიძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმეზე გამოძიებაა დაწყებული და ძალოვანები დეტალებს არკვევენ. პარალელურად, გამოძიება დაიწყო პოლონეთშიც.
მართლა ძნელია, ასეთ დროს ოჯახს რამე უთხრა. ჩვენც ვიზიარებთ მწუხარებას და ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ მომხდარი ტრაგედიის გამო.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1298 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი