გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გუდამაყრის ხეობის კულტურის კერად იქცევა
font-large font-small
გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გუდამაყრის ხეობის კულტურის კერად იქცევა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"

ოქტომბრის იმ დღეს მანქანების კოლონა მიემართებოდა გუდამაყრისკენ. ჩოხი ერთი მართალი კაცის დაბადების დღესა და მის ახალმოსახლეობას დღესასწაულობდა. სოფელში ახალი სახლი აშენდა, ორსართულიანი და თანაც ყველასგან გამორჩეული იერით, არემარითა და სულით. სახლი ჯერ ცარიელია, მხოლოდ ოთახები აქვს. როგორც გავარკვიე, ორი საგამოფენოდ უნდა იყოს, ერთი იმ მართალი კაცის კაბინეტად, ერთი ბიბლიოთეკისთვის და ერთიც ადმინისტრაციისთვის. სახლს დიდი ეზო აქვს, თუმცა ჯერ ხეები და ყვავილები აკლია. ამბობენ, სახლიც მალე შეივსება და ეზოც გალამაზდებაო. თუმცა იმ დღესაც შეივსო სახლი: ფოტოებით, მზითა და ადამიანებით. მერე იმ ადამიანებმა ეზოც აავსეს ღიმილით, თბილი სიტყვებით, სიხარულისა და სევდის ცრემლებით, ხალხური სიმღერებით, ერბოიანი ქადებით, იქვე მოხვეულ-მოხარშული ხინკლით...


ამ მართალ კაცს მშობლიურ სოფელში პირველად ეღირსა სახლი, 65 წელიწადს ელოდა, ეღირსა და მას დღეს გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ჰქვია.
ჩემმა საყვარელმა პოეტმა და ადამიანმა ტარიელ ხარხელაურმა ბრძანა, - მუზეუმი გოდერძი ჩოხელს არ სჭირდებოდა, ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას, როგორც საყრდენი, წუთისოფლის სივრციდან რომ არ წაიშალოს. როგორც ვაჟა-ფშაველა არის ჩარგლის სასიცოცხლო არტერია, გუდამაყრის ხეობის სასიცოცხლო არტერია გოდერძი ჩოხელი უნდა იყოსო.
თემურ ბაბლუანი, კინორეჟისორი:
- გოდერძის მუზეუმის გახსნა ჩემთვის ისეთი ამბავია, გულზე რომ მოედება კაცს და თან კიდევ - სევდიანიცაა; კარგი საქმეა, რაღაც სიჯანმრთელეა ქვეყნისთვის. გოდერძი ამ მთიდან ჩამოსული კაცი იყო, მე სვანეთის მთებიდან ჩამოსული ვიყავი. ჩვენ მთებიდან ჩამოსული ადამიანების თანაგრძნობა და ერთობა გვაახლოებდა. პრინციპში, ძმები ვიყავით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მაღლა, ამ მოვლენას - მუზეუმის გახსნას კი ყველას ვულოცავ - გუდამაყრელებს, მთიულებს, სვანებს, მოხევეებს... ყველას, ვინც ქართველია, ქართული აწუხებს და სტკივა, რადგან აქ მხოლოდ მუზეუმი კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის კერა შეიქმნა.
GzaPress
შალვა კერესელიძე სახელმწიფო მოხელეა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, კიდევ ის ადამიანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის გოდერძის მუზეუმის აშენებაში და ვინც გოდერძისთან, ახალ სახლში, განსაკუთრებულად ხელდამშვენებული მივიდა - ახალმოსახლეობაზე მისი "თევზის წერილების" ხელნაწერის დედანი მიუტანა საჩუქრად:
- გოდერძი ჩოხელი მამაჩემთან მეგობრობდა. ეს ხელნაწერი 1984 წელს თავად აჩუქა მამას და მას შემდეგ ის ჩემი ოჯახის რელიკვია იქცა. ბატონი გოდერძის გარდაცვალების შემდეგ მამამ მითხრა, გოდერძის ეს ორიგინალი საქართველოს და ქართველი ერის საკუთრებაა, მას უნდა გადავცეთო. სამწუხაროდ, მამა ამ დღეს ვეღარ მოესწრო, ამიტომ მე შევუსრულე სურვილი და დღეიდან ეს შედევრი, ხატ-ქმნილება სამუდამოდ დაიდებს ბინას გოდერძი ჩოხელის მუზეუმში. ამ სახლის აშენებით, ერთი მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ბატონი გოდერძის ხსოვნას, საქართველოს წინაშე მისი ღვაწლი დავაფასეთ, მეორე მხრივ კი, ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გუდამაყრის ხეობის გაცოცხლებაში. აქ ივლიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, გარდა ამისა, ხეობაში უკვე ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტიც გაუშვეს, ასე რომ, აქაურობა ნამდვილად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ამბავში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის.
GzaPress
ნინო მელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე:
- არ მჯეროდა, რომ ასეთი მუზეუმი აშენდებოდა და კულტურის ცენტრიც გაკეთდებოდა გუდამაყარში. ეს იდეა გოდერძის გარდაცვალების შემდეგ გაგვიჩნდა ოჯახს და ჩვენს ახლობლებს - საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, ირმა სანაძეს, მაია ჭინჭარაულს, ნინო ზედელაშვილს და კიდევ რამდენიმეს, მაგრამ აქამდე მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. არც გოდერძის უყვარდა ხელისუფლებისთვის მადლობების გადახდა და არც მე შემიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები, გუბერნატორი შალვა კერესელიძე რომ მოვიდა და თქვა, ამ ადგილას გოდერძის მუზეუმი უნდა ავაშენოთო. მახსოვს, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, რადგან ვერაფრით წარმომედგინა, რომ ერთ წელიწადში მუზეუმს მართლა ააშენებდნენ. გულწრფელად მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომ გუდამაყრისა და რეგიონის ხელისუფლების თხოვნა გაიზიარა და დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ასე უჭირს, გამოყო თანხა ქართველი მწერლისა და რეჟისორის მუზეუმის ასაშენებლად. რა სიმბოლური იყო, როდესაც ბატონმა შალვამ სცენაზე გადმომცა გოდერძის "თევზის წერილების" მის ოჯახში შენახული ხელნაწერი. დავხედე თუ არა, თვალში გოდერძის ხელით ნაწერი დასაწყისი მომხვდა: "სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, - მითხრა გუშინწინ გამიხარდამ და გამცდა"... წარმოგიდგენიათ? გოდერძიმ ამით ყველას, აქ მყოფებს გვითხრა, რომ ამ წუთშიც ჩვენთან არის, აქ არის, რადგან სულს მართლა არ აქვს დასასრული!
გოდერძის აქ არ ჰქონდა სახლი. იგი ბიძის სახლში ცხოვრობდა, ქვემო ჩოხში. ახლა კი უკვე იქნება ასეთი ადგილი და ჩვენც - მისი ოჯახი და მეგობრები ყველანაირად ვეცდებით, რომ გოდერძის სახლში ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი