გერმანელი ექიმი, რომელიც ქართველ ბავშვებზე ზრუნავს
font-large font-small
გერმანელი ექიმი, რომელიც ქართველ ბავშვებზე ზრუნავს
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"

ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი და ნუტრიციოლოგი მიხაელ ლენცე საქართველოს პირველად 2005 წელს ესტუმრა და მას მერე გერმანელი პროფესორის ბედი ჩვენს ქვეყანას მჭიდროდ დაუკავშირდა. მან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი არაერთხელ შემოიარა. 2012 წლიდან იგი სისტემატურად ჩამოდის თბილისში და ექვსი თვის მანძილზე პატარა პაციენტებს კონსულტაციებს უწევს. ამ პროექტს გერმანია აფინანსებდა. მიხაელ ლენცესთან კომუნიკაციაში დამეხმარა ექიმი-პედიატრი მარიამ ღუღუნიშვილი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.


- საქართველომ 2005 წელს უმასპინძლა გასტროენტეროლოგების პირველ პედიატრიულ საზაფხულო სკოლას. თქვენს ქვეყანაში თავიდან სამი რამ მომეწონა: დავიბადე ბაიერნში, ამიტომ მთები მიყვარს და კავკასიის მთებიც ულამაზესია; მომეწონა ის, რომ ადამიანები ძალიან მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან; და მესამე, 14 წლის წინ, ბევრი რამით საქართველო ძალიან უკან იდგა და შემეძლო დახმარება. მაშინ საკონტაქტო პირი იყო ექიმი ყარამან ფაღავა, რომელმაც დაგვათვალიერებინა თბილისი, ჯვარი, გორი, თელავი, ალავერდი. 2012 წელს გერმანიაში პენსიაზე გავედი, ბონში ვიყავი კლინიკის დირექტორი და პროფესორი. დავიწყე საბუთების მოწესრიგება აქ ჩამოსასვლელად. ეს მოხერხდა ორგანიზაცია გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მეშვეობით, მათი სტიპენდია მივიღე და საქართველოში დავიწყე მუშაობა.
- საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად რომელი მიგაჩნიათ - დიაგნოზის დადგენა, პროფილაქტიკა თუ მკურნალობა?
- მე ვიტყოდი, რომ სამივე პრობლემური საკითხია. დიაგნოსტიკის კუთხით ამჟამადაც ბევრი კვლევა ფიზიკურად ვერ ტარდება. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ მაგალითად, ლიმბახის ლაბორატორიას. მასალას ვგზავნით გერმანიაში და იქიდან ისევ მოდის საქართველოში, ეს კი საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია. როდესაც დავიწყე მუშაობა, თითქმის შეუძლებელი იყო მოლეკულური გენეტიკური კვლევების ჩატარება. ამ საკითხს აგვარებდნენ ჩემი მეგობრები გერმანიიდან სრულიად უფასოდ. ახლა მეტი დახმარებები არსებობს, ქალაქ როსტოკიდან კოლეგა პროფესორი მეხმარება, რომელიც გენეტიკურ კვლევებს გადასახადის გარეშე გვიკეთებს. საქართველოში არ არის იშვიათი დაავადებებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები. მაგალითად, არსებობს ვილსონის დაავადება, როცა ხდება ორგანიზმში სპილენძის დაგროვება. დაავადება იკურნება წამლით, რომელიც დაგროვებულ სპილენძს გამოდევნის. სამწუხაროდ, საქართველოში ეს წამალი არ გვაქვს. ყოველთვის, როცა გერმანიიდან ჩამოვდივარ, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მომაქვს წამლები-ტაბლეტები. ეს ძვირად ღირებული პრეპარატებია და მშობლებს უჭირთ თანხის მოძიება. წესით, ამ მედიკამენტებზე ფინანსური მხარდაჭერა ჯანმრთელობის სამინისტროსგან უნდა მოდიოდეს. ამ წამლების გარეშე დაავადებულები დიდხანს ვერ იცოცხლებენ.
GzaPress
- ქართველ მშობლებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- გერმანელ და ქართველ მშობლებს შორის ის განსხვავებაა, რომ ქართველს მკურნალობისთვის სურს მინიმუმ 5 წამლის დანიშვნა, მაშინ როცა გერმანელ მშობელს ეს არ უნდა. არასდროს ვნიშნავ ბევრ წამალს, თუკი საჭირო არ არის. ძალიან ცუდია, რომ თქვენთან ყველას შეუძლია ნებისმიერი წამლის იოლად ყიდვა. გერმანიაში ეს დაუშვებელია. იქ ნებისმიერი პრეპარატი ექიმმა უნდა გამოწეროს. ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები. ნუ მისცემთ ბავშვს წამალს ხშირად და ექიმის დაუკითხავად. მეორე რჩევა - აუცილებლად აცრან ბავშვები.
- აქ ბევრი ქართველი მეგობარი შეიძინეთ?
- რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი მყავს და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. საქართველოში ყოველთვის მეუღლესთან ერთად ჩამოვდივარ. ხშირად ოჯახები ერთად ვიკრიბებით და სხვადასხვა დღესასწაულს აღვნიშნავთ. გერმანიაში ყოველთვის ვსაუბრობთ აქაურ შთაბეჭდილებებზე, ხალხზე, ბუნებაზე... როცა ჩვენი ნათესავები ჩამოგვყავს, მათ საქართველოს მოვატარებთ ხოლმე. მგონი, ჩემმა მეუღლემ ზოგიერთ ქართველზე კარგად იცის თქვენი ქვეყანა. ერთადერთი თუშეთია, რაც არ გვინახავს, რადგან ჩემი ჩამოსვლის პერიოდი იქ წასვლის სეზონს არ ემთხვევა. ბოლოს ნათესავებთან ერთად უფლისციხე და კახეთი მოვინახულეთ. წინა შაბათ-კვირას ჭოპორტში კოლეგამ რთველში დაგვპატიჟა. ეს ჩემთვის მეხუთე რთველია.
- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძი შეგიყვარდათ?
- თქვენი განსხვავებული სალათები (მხალეულობას გულისხმობს) მომწონს. ძალიან მიყვარს ჯონჯოლი, ჩაქაფული, მწვადი, ხაჭაპური, თევზი, ღომი ყველით. თამადობაც ძალიან მომწონს, კარგია, როცა სუფრას ვინმე უძღვება.
- ქართულ ლიტერატურას თუ იცნობთ?
- რუსთაველი გერმანულად წაკითხული მაქვს. გერმანიაში მოღვაწეობს ძალიან ცნობილი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომლის ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ. მისი ერთ-ერთი რომანი "მერვე სიცოცხლე" ფაქტობრივად მთელი საქართველოს ისტორიას გაცნობს.
- რას უსურვებთ ბავშვებს და საქართველოს?
- თქვენს ბავშვებს ვუსურვებ, რეგიონშიც სამედიცინო მომსახურება ისეთივე მაღალი ხარისხის იყოს, როგორიც თბილისშია და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. სამწუხაროდ, ამჟამად, ასე არ არის. საქართველოს მინდა ვუსურვო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ევროპასთან უფრო ახლოს ინტეგრაცია.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი