20 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ლენტეხიდან
font-large font-small
20 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ლენტეხიდან
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ

ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა. მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს და ამისთვის თავდაუზოგავად ემზადება. მარცხს არ ურიგდება - ბევრჯერ უფიქრია ჭიდაობისთვის თავის დანებება, მაგრამ მებრძოლი ხასიათისა და სიჯიუტის წყალობით, კვლავ აგრძელებს და შედეგსაც აღწევს.


- ლენტეხიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, ჭიდაობის წრეზეც პირველად იქ მივედი. ცელქი ბავშვი ვიყავი. სხვა გოგონები თუ თოჯინებით თამაშობდნენ, მე თოფები მომწონდა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. 8 წლისამ, თანატოლებთან ერთად ძიუდოს წრეზე შესვლა გადავწყვიტე. მომეწონა და ვთქვი, რომ ბოლომდე გავყვებოდი. ძიუდოზე მაშინ მხოლოდ ბიჭები დადიოდნენ, გოგო მარტო მე ვიყავი. ზოგადად, სპორტის სიყვარული ალბათ ოჯახიდანაც მომყვება. ბიძაჩემი ოლეგ ლიპარტელიანი მორაგბე იყო, ტრაგიკულად დაიღუპა. მყავს მშობლები, 2 და და ერთი ძმა. ჩემი ძმაც ძიუდოზე დადიოდა. ერთხელ სვანეთში შეჯიბრება გაიმართა, ერთმანეთს შევხვდით, მოვუგე და გაბრაზებულმა საერთოდ დაანება თავი ჭიდაობას, თორემ მასაც კარგი მონაცემები ჰქონდა. ისე, ბიჭებთან ხშირად ვიგებდი, ბევრი მედალიც ამიღია.
- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? ბევრი თვლის, რომ ჭიდაობა გოგოსთვის შეუფერებელია.
- მამა თანახმა იყო, დედას უფრო გაუჭირდა შეგუება. ჭიდაობას თავი დაანებე და რამე უფრო ნაზ სახეობას გაჰყევიო, ყველა მეუბნებოდა (იცინის). ერთხანს ცეკვის წრეზეც შევედი, მაგრამ მივხვდი, არ იყო ჩემი საქმე. რაღაც პერიოდში მართლაც შევწყვიტე ვარჯიში, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი და ისევ დავუბრუნდი. დედა ახლა ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩემი. ხშირად ესწრება ხოლმე შეჯიბრებასაც, თუმცა ვერ უყურებს, ეშინია, რამე არ დამიშავდეს და ლოცულობს.
- როგორია წარმატების შენეული გზა?
- ბიძაჩემმა, რაკი ლენტეხში გოგონები არ ვარჯიშობდნენ, თბილისში წამომიყვანა. სავარჯიშოდ რუსთავიდან დიღმის მასივში დავდიოდი, 12-13 წლამდე ბიძა დამყვებოდა, მერე უკვე დამოუკიდებლადაც შევძელი. 15 წლისამ ბავშვთა ოლიმპიადა მოვიგე, 2016 წელს კადეტებში ევროპის ჩემპიონი გავხდი, 2018 წელს უკვე ახალგაზრდებში ვიასპარეზე და მეორე ადგილი ადგილი დავიკავე. ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის პირველი ქალი ჩემპიონი გავხდი და მერე მსოფლიოსთვის დავიწყე მზადება, შედეგი უკვე იცით.
- ამას დიდი შრომის შედეგად მიაღწიე, თუმცა გამარჯვებით გამოწვეულმა ემოციებმა ალბათ ყველაფერი გადაფარა, ხომ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში სწორედ ეს გამარჯვება იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 5 შეხვედრის ჩატარება მომიხდა. კარგად ვემზადებოდი მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ერთად, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ, ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. ფინალში გადასასვლელად კორეელს შევხვდი. ვაგებდი, მაგრამ შევძელი და ვაჯობე. ფინალში კი, როგორც იცით, იაპონელს შევხვდი. იაპონელები ძლიერი მეტოქეები და კარგი სპორტსმენები არიან, კაცებიც და ქალებიც. ფსიქოლოგიურად ისე მოვემზადე, აუცილებლად უნდა მომეგო და მართლაც, ერთი წუთიც არ დამჭირვებია. ძალიან ამაღელვებელია, კვარცხლბეკზე მდგარი რომ ხედავ, შენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა ფრიალებს და შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ამაყი ვიყავი, ამაში ჩემი წვლილი რომ შევიტანე.
- 20 წლის ხარ, თუ გრჩება დრო მეგობრებისთვის - გასართობად, გასაპრანჭად...
- რთულია ჩემი გრაფიკი, დღეში რამდენიმე საათს დარბაზში ვატარებ, თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. თუ მრჩება, ისეთი დაღლილი ვარ, არსად წასვლის თავი აღარ მაქვს ხოლმე და დასვენებას ვამჯობინებ. ვიპრანჭები კიდეც (იცინის), ოღონდ ხშირად ვერა.
- მითხარი, ძირითადად, ბიჭებთან ვარჯიში მიწევსო, ალბათ გინდობენ?
- რადგან ჩემს წონით კატეგორიაში გოგონები არ არიან, ხშირად მიწევს მათთან ვარჯიში, თუმცა ფედერაცია მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და საზღვარგარეთ ვახერხებთ მოსამზადებლად წასვლას. ზოგი მინდობს, მაგრამ უმეტესობა ისე მიყურებს, როგორც სპორტსმენს და არა - როგორც ქალს. ასე უფრო სწორია. ზოგჯერ ისინი გვჯობნიან, ზოგჯერ ჩვენ ვუგებთ. ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ, დამარცხებულს დანარჩენები სიცილს დააყრიან ხოლმე.
- მოწინააღმდეგის შიში საერთოდ არ გაქვს?
- არასდროს შემშინებია. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ უნდა მომიგოს ამან, მასაც 2 ხელი აქვს და მეც, ვითომ ჭკუით უნდა მაჯობოს-მეთქი? ასე ვამხნევებ საკუთარ თავს. ფიზიკურ ძალასთან ერთად აუცილებელია მონდომება, აზროვნება, სისწრაფე. შენ უნდა დაასწრო იმ ილეთის გაკეთება, რის გაკეთებასაც თვითონ გიპირებს, ან კონტრილეთი უნდა გაუკეთო უცებ. ამას ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, წინასწარ უნდა შეისწავლო შენი მოწინააღმდეგე, აუცილებლად უნდა იცოდე მისი ხასიათი, ტექნიკა.
- ეთერ, ფავორიტი ილეთი თუ გაქვს?
- ასეთი 2 ილეთი მაქვს - ერთია სარმის ვარიანტი, ქართულად "ამოსმული შუასარმა" ჰქვია, უცხოელები კი "უჩიმატას" ეძახიან და მეორეს, რითიც ფინალი მოვიგე, "ხაბარელი" ჰქვია.
- სამომავლო გეგმები როგორია?
- ნოემბრის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელებში ვიასპარეზებ, შემდეგ უკვე დიდებშიც ჩავერთვები და ვეცდები, ოლიმპიური თამაშების საგზური მოვიპოვო.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი