"მკვლელი" ექიმები და მოძალადე ღვთისმსახური
font-large font-small
"მკვლელი" ექიმები და მოძალადე ღვთისმსახური
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა

არასდროს უნანია, პროფესიად იურისტობა რომ აირჩია. ეს ის სფეროა, რომელშიც წარმატებული და რეალიზებულია. ნესტან ლონდარიძე ზაზა სარალიძის ადვოკატია და ამბობს, რომ ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმის - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ ბევრ რამეზე დაფიქრდა.


- ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომი ნამდვილად მაქვს და ჯგუფელებიდან სამს კი არა, ბევრ დავასახელებ (იცინის), მათთან დღემდე ვმეგობრობ. ბავშვობაში რატომღაც ექიმობა მინდოდა. ოჯახშიც ყველა თანახმა იყო, ეს პროფესია ამერჩია, მაგრამ ბოლოს, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მივხვდი, ექიმობა არ მხიბლავდა და იურიდიულზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობრებმა დავაარსეთ იურიდიული ფირმა. საადვოკატო გამოცდა ჯერ კიდევ მაშინ ჩავაბარე, როდესაც იუსტიციის საბჭო ატარებდა. თავიდან კერძო ადვოკატობით დავინტერესდი. იმავე პერიოდში საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში იურისტად ვმუშაობდი. ეს ორგანიზაცია საავტორო უფლებებს იცავდა და სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავდა. იქ მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. 2007 წელს არასამთავრობო ორგანიზაციაში - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" - დავიწყე მუშაობა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე. ის ცენტრი მეორე ოჯახი გახდა ჩემთვის.
- პირველი საქმე ალბათ განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ...
- ასეა, ეს იყო საქმე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - სამინისტროს კერძო პირის მიმართ ჰქონდა დავალიანება, რომელსაც არ აღიარებდა. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, ასაკითაც პატარა ვიყავი და ტანითაც. მინდოდა, სოლიდური იერი მქონოდა და ასაკი მომმატებოდა, წავედი და შარვალი და პიჯაკი ვიყიდე. ვიფიქრე, მოწინააღმდეგე ასე უფრო სერიოზულად აღმიქვამდა. მალევე მივხვდი, რომ ამ საქმეში ჩაცმულობა ბევრს არაფერს წყვეტდა. ძალიან ვნერვიულობდი. სიტყვა რომ მოვამზადე, მახსოვს, სახლში რამდენჯერმე წავიკითხე, მაინტერესებდა, როგორი გამომეტყველებით ვამბობდი თითოეულ სიტყვას. ეს პროცესი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა.
- წარმატებული ადვოკატი რომ გახდე, ამისთვის რა არის აუცილებელი? ვფიქრობ, არტისტიზმიც მნიშვნელოვანია, ხომ?
- დიახ და კიდევ, თავდაჯერებულობა, სხვისი დარწმუნებისა და მოთმინების უნარის ქონა. თუ არ გჯერა ჯერ საკუთარი თავის და მერე იმ ადამიანის, ვისაც იცავ, წარმატებას ვერ მიაღწევ. ზოგჯერ იცი, რომ კლიენტი დამნაშავეა, მაგრამ არ "იხსნება". ამ შემთხვევაში თანამშრომლობა ვერ შედგება და საქმეს სწორი გზით ვერ წაიყვან. ადვოკატი, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიც უნდა იყოს. როდესაც დამნაშავის უფლებებს ვიცავთ, კი არ ვამართლებთ თავის ქმედებაში, არამედ სტრატეგიას ვიმუშავებთ, რა კუთხით უფრო მსუბუქი იქნება სასჯელი. ის უნდა მენდოს, მე მისი მხარე ვარ და ყველა ნიუანსი ჩემთვის ცნობილი უნდა იყოს. ასე ერთობლივად უფრო მარტივია, სტრატეგიის დაგეგმვა.
- საუბრისას მითხარით, რომ არის საქმეები, რომლებსაც ხელს არაფრის ფასად არ მოჰკიდებთ.
- როგორც ადვოკატისთვის, შეიძლება, ეს ჩემს სისუსტედაც ჩაითვალოს, მაგრამ არის გარკვეული საქმეები, რომელზეც არ ვიმუშავებ. ვერასდროს დავიცავ ბავშვების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს! ჩემი აზრით, ძლიერმა ადვოკატმა ყველა საქმეს პროფესიული თვალსაზრისით უნდა შეხედოს და არა ემოციებით, მაგრამ ჩემთვის ეს ძალზე რთულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ 2 შვილის დედა ვარ. არ ვამბობ, რომ ასეთები დაცვის გარეშე უნდა დარჩნენ. დღეს ცუდი ტენდენციაა - ადვოკატს ყოველთვის დაცვის ქვეშ მყოფთან აიგივებენ. ლანძღავენ ბრალდებულსაც და მის ადვოკატსაც.
- ახლა კუბლაშვილის მიმართ ისმის მსგავსი საყვედურები, ჯიშკარიანს რატომ იცავსო?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ადვოკატი დასაცავ პირთან გაიგივდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, მე ჩემი აზრი მქონდეს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადვოკატს დავუპირისპირდე. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ჯიშკარიანს როგორ უნდა იცავდესო, ბევრისგან გავიგონე, მაგრამ ასეთი მიდგომა არასწორია.
- ალბათ იყო საქმე ან საქმეები, რომლებმაც გაგაკვირვათ.
GzaPress- 2006 წლიდან ვმუშაობ და რამდენიმე შემთხვევა მახსოვს განსაკუთრებულად. ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის, რომ ეკლესიის მსახური მოძღვარი, რომლის ნდობაც აქვს ადამიანს, ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ამ წყვილს ერთი შვილი ჰყავდა. საბოლოოდ განქორწინდნენ, მე მისი მეუღლის ინტერესებს ვიცავდი. დღეს ოჯახური ძალადობის თემა ძალზე აქტუალურია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბავშვებზე უარყოფითად აისახება. ხშირად ამბობენ ქალები, შვილების გამო ოჯახს ვერ დავანგრევთო, მაგრამ სწორედ მათ გამო უნდა შეაფასონ სიტუაცია ადეკვატურად. იმ ბავშვის გონებაში, რომელიც ყოველდღიურად ძალადობის მომსწრეა, ყველაფერი ილექება და ხშირად პროტესტი კი არ უჩნდება, თვითონაც იმეორებს იმას, რასაც ხედავს. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ასეთ გარემოში გაზრდილები აგრესიულები არიან და მოძალადეებად ყალიბდებიან. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის "ლანცეტის" საქმეც - გახსოვთ ალბათ, პაციენტი ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაიცვალა. როდესაც ამ საქმეს გავეცანი, მივხვდი, რამდენი სიბინძურე და დანაშაული იმალებოდა ამის უკან. ღვიძლის პრობლემების გამო წლების განმავლობაში ეს პაციენტი ესპანეთში მკურნალობდა. იქ უთხრეს, რომ ტრანსპლანტაცია არ სჭირდებოდა. საქართველოში ჩამოსვლისას გაიგო, რომ "ლანცეტში" ცნობილი თურქი ექიმები ჩამოდიოდნენ. მივიდნენ კონსულტაციაზე. წამებში დაითანხმეს ოპერაციაზე, რომლის ღირებულებაც 40.000 დოლარი იყო. უფრო მეტიც, ვალის აღიარების ხელწერილი დააწერინეს მაღალი პროცენტით (ვითომ კლინიკის იურისტის ვალი ჰქონდა), თან ღამის საათებში კათეტერიდან მოხსნეს და ისე წაიყვანეს ნოტარიუსთან. ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი შედეგის მისაღწევად. მართლაც, დანაკლისის განცდა არ მაქვს ამ საქმეში. ამჟამად კლინიკის აზერბაიჯანელი მფლობელი დაკავებულია და პასუხისგებაშია, ვითომ თურქი ექიმი კი, რომელიც აზერბაიჯანელი აღმოჩნდა, დღემდე მიმალვაშია. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დაუსწრებლად მიმდინარეობს. მესამე პაციენტისთვისაც უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია, ის ყველაზე მძიმედ იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ ბათუმელ ექიმებს ენდო და დღემდე ჯანმრთელადაა. თაღლითური სქემა იყო. სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი დანაშაული იმალებოდა და ბევრი რამ არ გამოაშკარავდა.
- როგორ რეაგირებთ, როდესაც პროცესს აგებთ?
- ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ, ამას ვერ ავიცილებთ, თუმცა წინასწარვე ვაფასებთ რისკებს - ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება დადგეს.
- ყველაზე რეზონანსული ალბათ მაინც სარალიძის საქმე იყო, არა?
- ეს საქმე იმ პერიოდისთვის, როდესაც მე ჩავერთე, არ იყო ასეთი გახმაურებული და მასშტაბური. "კვირის პალიტრაში" წავიკითხე სტატია, რომელშიც ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ მას არ ჰყავდა ადვოკატი და არც ამის საშუალება ჰქონდა. დღევანდელი კანონმდებლობით კი დაზარალებულს მხარის სტატუსი არ აქვს, რაც ართმევს შესაძლებლობას, სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, გადაეცეს დოკუმენტაცია და ა.შ. ამიტომაც შევთავაზე, რომ მის ინტერესებს დავიცავდი. თავდაპირველად პრესასთან არ ვაქტიურობდი, მაგრამ რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მასალებს, ვხვდებოდი, რომ ისე არ მიდიოდა საქმე, როგორც უნდა წასულიყო და ბევრი დარღვევა იყო. განვითარებულ მოვლენებს ჩემთვის წარმოუდგენლად აღწერდნენ. გონებიდან არ ამომდის ერთი ეპიზოდი - პროკურორი გვიხსნიდა, რომ დათუნა, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა ჭრილობები, შეტრიალდა და თვითონ მიუშვირა თავდამსხმელს მეორე გვერდი, თურმე ამიტომ ჰქონდა ყველა მხრიდან ჭრილობები. შოკის მომგვრელი იყო ბევრი სხვა ნიუანსიც. ამის შემდეგ ღიად დავუპირისპირდით პროკურატურას, რომელსაც მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდოდა. ზაზას არ უნდა, დაისაჯოს ის, ვინც დამნაშავე არ არის. პროცესებზე მისი გამოხედვა არასდროს ყოფილა აგრესიული და ზიზღის გამომხატველი მსჯავრდადებული ბავშვების მიმართ. იმდენი ადამიანობა აქვს, რომ სულ ამას ამბობს: ჩემთვის მთავარია, სიმართლე დადგინდეს და მათთვის უმკაცრეს სასჯელს არ ვითხოვო. არაერთხელ უთქვამს ისიც, მირჩევნია გარდაცვლილი დათუნას მამა ვიყო, ვიდრე იმათი, ვინც ეს ჩაიდინაო. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური საქმეა. მშობელს, რომელმაც ბავშვი სკოლაში გაუშვა, სახლში მიუსვენეს შვილი 12 ჭრილობით! დღევანდელი შედეგი, რასაც მივაღწიეთ, ჯერ კიდევ არ არის რეალური სურათი. ზოგიერთმა შეძლო თავის დაღწევა პასუხისმგებლობისგან. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დადუნაშვილის მკვლელი დამნაშავე არ იყო სარალიძის ეპიზოდში, იმის მიმანიშნებელი გახლდათ, რომ პროკურატურამ კეთილსინდისიერად არ შეასრულა თავისი ფუნქცია. ყველა ცილისწამება სარალიძეების მისამართით იყო მიზანმიმართული. ბულინგის ავტორად დათუნა რომ სახელდებოდა, ესეც მიზანმიმართული იყო. საგამოძიებო კომისიის დასკვნის იმ ნაწილში, სადაც საუბარია 51-ე სკოლაში გაზრდილ აგრესიულ ფონზე, ინიციალებით გარკვევითაა ის პირები მითითებული, რომლებიც არაერთგზის დისციპლინურ გადაცდომაში შეიმჩნეოდნენ, მათ შორის, მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მათ რიგებში არ არის დავით სარალიძის სახელი, სამაგიეროდ, მათ შორის არიან სწორედ ის პირები, რომელთა ახლობლებიც აქტიურად ცდილობდნენ ბულინგის ავტორად სწორედ დათო დაესახელებინათ. ამხელა ბიჭი, რომ იცოდეთ, რა ნივთებს ინახავდა და როგორი ბავშვური ბუნება ჰქონდა, გაოცდებით - მისი ჯიბეებიდან ამოიღეს "ლოვეს ნაკლეიკები", სხვებს კი ჯიბეებში დანები ეწყოთ. ვერავინ ამბობს, რომ მასაც ჰქონდა დანა. სამწუხაროდ, სკოლამ თავისი ფუნქცია არ შეასრულა, ეს ინციდენტი სკოლის ეზოდან დაიწყო და მასწავლებლებისთვის მაშინვე გახდა ცნობილი, მაგრამ არაფერი იღონეს მის აღსაკვეთად. ამ საქმემ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე - შიში მაქვს, სწორად ვზრდი თუ არა ბავშვებს, ისეთ შეცდომას ხომ არ დავუშვებ, რასაც შემდეგ ვინანებ...
- ნესტან, საქმიანობის პარალელურად შვილების აღზრდაშიც აქტიურად ხართ ჩართული, როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს? ოჯახიც გაგვაცანით.
- მაქსიმალურად მეხმარება ოჯახი - მეუღლე, დედა, რომლის გარეშეც ბევრ რამეს ვერ შევძლებდი, თუმცა ძირითადი ტვირთი და პასუხისმგებლობა მაინც ჩემზეა. 2 ვაჟი მყავს, სკოლაში სწავლობენ, დადიან სხვადასხვა წრეზე. ბევრჯერ მიფიქრია, ამდენს უკვე ვეღარ შევძლებ-მეთქი, მაგრამ რომ გადავხედავ ხოლმე შვილებს, ვხვდები, სხვა გზა არ მაქვს და უნდა შევძლო - ისინი ხომ მთლიანად ჩემზე არიან დამოკიდებულები.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი