ინტერვიუ "საფირმო ფრაზის" ავტორთან
font-large font-small
ინტერვიუ "საფირმო ფრაზის" ავტორთან
"დროშა ვერ დაკიდენ" ანუ როგორ ხუმრობენ ქუთაისში


მას მთელ საქართველოში იცნობენ, ხოლო მისი "საფირმო" ფრაზა - "დროშა ვერ დაკიდენ" - კარგა ხანს იყო ხუმრობისა და განსჯის საგანი... მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ყოველთვის აქტიურობდა და დღესაც ძალზე აქტიურია, თავისი ენაკვიმატობით მაინც გახდა პოპულარული. ჩვენი სტუმარია ქუთაისის კოლორიტი და უბრალოდ, პოზიტიური ადამიანი - გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე სახალისო ისტორია გვიამბო.



- ბატონო გოგი, თქვენი "საფირმო" ფრაზით დავიწყოთ: საიდან გაჩნდა ეს "დროშა ვერ დაკიდენ" - სპონტანურად, ცხელ გულზე თქვით, თუ წინასწარ მოიფიქრეთ?
- ცხელ გულზე ვთქვი: იმ ხანებში ქუთაისში ყველაფერი გადათხრილი იყო, ვაპროტესტებდით მოუწესრიგებელ ქუჩებს, სტადიონს, თანაც, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა, მთელი ქალაქი უცხოელებით იყო სავსე, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობდა: ვერც გზა დააგენ, ვერც ტროტუარები მოაწესრიგენ, წყალიც ვერ გეიყვანენ, ყველაფერი უშნოდ გააკეთენ და სტადიონზე ნორმალური დროშაც ვერ დაკიდენ. ეს ჩემი სიტყვებიც ემოციურ ფონზე წამომცდა: "დროშა ვერ დაკიდენ, ამ შობელძაღლებმა"-მეთქი. მერე ეს გამონათქვამი ვანო ჯავახიშვილმა გააპიარა და მისი დამსახურებაა, მთელმა ქვეყანამ რომ აიტაცა.
- ქუთაისი ოდითგანვე გამორჩეული იყო თავისი იუმორით, თქვენი ენაკვიმატობაც ამ ქალაქის დამსახურებაა?
- რასაკვირველია, ქუთაისში უბრალოდ რომ გაიაროთ და ხალხს მოუსმინოთ, მიხვდებით, რომ მართლაც გამორჩეული, იუმორით სავსე ქალაქია. მეც აქ გავიზარდე, მამა ინჟინერი მყავდა, დედა - ექთანი. მამაჩემს ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, ჩვენი მეზობლები, მეგობრები - ყველა ამ თვისებით იყო დაჯილდოებული. მეც ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ვამბობ, იუმორით შევაზავო და ისე მოვყვე. გამომდის თუ არა, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. ახლა კი, რამდენიმე სახალისო ისტორიას მოგიყვებით: ძალიან ლაღი და კარგი სტუდენტობა მქონდა. კომუნისტების დრო იყო, მაგრამ ხელს სულაც არ გვიშლიდა ეს, ხშირად შევკრებილიყავით, დღესასწაულები აღგვენიშნა და სტუდენტობის წლები გაგვეხალისებინა. ერთხელაც, "ზასტავაში" ვიყავი სტუმრად, დავლიე, ცოტა მეტი მომივიდა და სახლში ვეღარ წამოვედი - ჩემს მეგობართან დავრჩი. მე ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობ - ეს "ზასტავასთან" იქვე, ახლომდებარე უბანია. მეორე დილას, სახლში მისულს გაკვირვებული მამაჩემი მეკითხება: სად იყავი წუხელო?
- ისეთი მთვრალი ვიყავი, სახლს ვერ მოვაგნებდი და ჩემს ჯგუფელთან დავრჩი-მეთქი, ვუპასუხე.
- ბიჭო, მერცხალს ერთი ციდა თავი აქვს, ინდოეთიდან აგნებს ქუთაისს, შენ ამხელა თავი გაბია და სახლს რავა ვერ მოაგნებდიო?
მამაჩემს ძალიან უყვარდა სუფრა, დალევა და მოლხენა... ერთხელაც, მაგარი ნასვამი ბრუნდება სახლში და როგორც იტყვიან, კედლებს მოჰყვება. ცოტას გაივლის, წაიქცევა, მერე ისევ კედელს მიეყუდება, წავა, მერე ისევ ჩერდება და მოკლედ, არის ერთ გაწამაწიაში. გამოიარა მეზობელმა, მანქანა გაუჩერა და უთხრა:
- გურამ, წამოდი, სახლში წაგიყვანოო.
- შენი წასაყვანი რა მჭირსო - გაგულისდა მამაჩემი და ერთი კარგად, მამაპაპურად შეუკურთხა.
- ე, ბიჯო, გამეგელევა მა კედელი და მერე ნახავ, ყოფა ვის ეტირებაო - უპასუხა მეზობელმა.
მართლაც, კედელი გათავდა და 2-3 საათს ვიდექი ერთ ადგილზეო - ჰყვებოდა მერე მამაჩემი და ამას ისე მოსწრებულად, ისე კვიმატად ამბობდა, რომ მის მოსმენას არაფერი სჯობდა.
GzaPress
- ქუთაისურ იუმორს დავუბრუნდეთ - თქვენი აზრით, რა ასაზრდოებს მას?
- საქართველოს ყველა კუთხეს თავისი, გამორჩეული იუმორი აქვს, მაგრამ ქუთაისში მაინც სულ სხვაგვარად ხუმრობენ. ამის მიზეზი იცით, რა არის? - ეს მართლა ქართული ქალაქია, სადაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს: გურულები, რაჭველები, ლეჩხუმელები, მეგრელები - ქუთაისი ყველასია. ამიტომ, მკვიდრი ქუთაისელები ხუმრობენ - ქუთაისის განთავისუფლების დღეები შაბათ-კვირააო. რომ ჰკითხოთ - რატომო? - გიპასუხებენ:
- ეს იმიტომ, რომ ვანელები, ხონელები და ლეჩხუმელები თავიანთ სოფლებში მიდიანო.
მოკლედ, ეს ქალაქი ყველასია, აქ ყველა კუთხის იუმორი და კოლორიტია შეზავებული და თავმოყრილი. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა ქუთაისის მერი ლეჩხუმელი იყო, საკრებულოს თავმჯდომარე - ლეჩხუმელი, მერის მოადგილე - ლეჩხუმელი, მოკლედ, მთელი მერია ლეჩხუმელებით იყო სავსე და ქუთაისელები ვხუმრობდით: მერიის შენობას უნდა ეწეროს "ცაგერის ფილიალი - ქუთაისის მერია"-თქო.
- ალბათ ბევრი ენაკვიმატი მეგობარი და ნაცნობი გყავთ.
- ჩემ გარშემო თითქმის ყველას ძალიან კარგი, განსაკუთრებული იუმორი აქვს. ერთი მეგობარი მყავს - ემზარ ენდელაძე, ძალიან გამხდარია, როგორც იტყვიან, ერთი გარეცხვაა დარჩენილი და უბანში "ჭლექას" ვეძახით. მეზობელი ეუბნება - თუ ძმა ხარ, ერთი ღერი სიგარეტი მომაწევინეო. იმანაც, ამოიღო სიგარეტის ყუთი და აჩვენებს:
- შეხედე ამ კოლოფს რა აწერია? - სიგარეტის მოწევა კლავს ადამიანს, თორემ ყიდვა კი არ კლავსო.
ერთი მეგობარი მყავდა - ბეჟანი, რომელიც მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე იყო თერჯოლაში. ჩემი ძმაკაცი - ზურიკო ნიკოლაძე და მეორე მეგობარი ერთად მივიდნენ ფაბრიკაში, დალევა უნდოდათ. იფიქრეს, ერთ ქათამს მაინც დაგვიკლავს და სუფრას გაგვიშლისო. სიხარულით გაგიჟდა ბეჟანი, ორივე გადაკოცნა, მოიკითხა და მთელი ფაბრიკა შემოატარა: აქ ქათმები კვერცხს დებენო, აქ ინკუბატორი გვაქვსო, აქ - ვარიები ბუდობენო, აქ - დაფრთიანებული ქათმები გვყავსო... ასე ატარა კარგა ხანს და ბოლოს ორივე გარეთ გამოიყვანა. ზურიკო ეუბნება ბეჟანას: ბიჭო, ბოკასა იყო აფრიკაში - სასტიკი დიქტატორი, სტუმრები რომ მიუვიდოდა, თავის მინისტრებს უკლავდა და რა გახდა, ერთი ქათამი მაინც დაგვიკალიო.
სხვათა შორის, ზურა ნიკოლაძე ძალიან განათლებული და ნაკითხი კაცია. ერთხელ შეკრებილან მეზობლები და სვამენ. ზურიკო ამბობს - მეცნიერება ისე განვითარდა და ისეთი წამალი გამოიგონეს, ადამიანი 600 წელიწადს ცოცხლობსო. ერთი, უზომოდ მშრომელი მეზობელი გვყავს, მთელი ცხოვრება წვალობს, შრომობს და წელებზე ფეხს იდგამს.
- ეეჰ, მაგ წამალს ჩვენ ვინ გვაღირსებსო - ამოიხვნეშა თურმე. ზურიე ეუბნება:
- ბიჯო, მაგი რომც დაგალევინონ, უკან უნდა ამოიღო, კიდევ 600 წელიწადს გინდა იშრომო და იწვალოო?
- ალბათ, პოლიტიკიდანაც გახსოვთ კურიოზული, სახალისო ისტორიები, რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც ხუმრობენ. მაშინ ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვიყავი და ჰოლანდიაში წავედით. 9 მაისი იყო და კუნძულ ტექსელზე უნდა ჩავსულიყავით, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი პარტიზანების სასაფლაოებია. თვითმფრინავით ამსტერდამიდან გადავფრინდით ტექსელზე, საფლავები შევამკეთ, მერე კიდევ ამგვარ ღონისძიებაზე წაგვიყვანეს, იქაც საფლავები შევამკეთ, მერე - სხვა სასაფლაოზე და იმ ვიზიტის დროს ხუთამდე სასაფლაო მაინც შემომატარეს. სასაფლაოების შემოვლის შემდეგ ამსტერდამში დავბრუნდით და მეორე დილას უკან გამოვფრინდით. მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" რიგები რომ დავტოვე, შემხვდა მიშა მაჭავარიანი და მისაყვედურა - რა უმადური ხარ, ჩვენი პარტია რატომ დატოვე, ამსტერდამში ხომ წაგიყვანეთ, მეტი რაღა გინდოდაო?
- კი ბატონო, ამსტერდამში წამიყვანეთ, ხუთი სასაფლაო მანახვეთ და უკან გამომაფრინეთ. მკვდრების მეტი ქუთაისში რა გვყავს, ჰოლანდიაში რომ არ ჩავსულიყავი და იქ არ მეტირა-მეთქი?
უფრო ადრინდელ ამბავსაც გავიხსენებ: მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო. ერთ-ერთ სხდომაზე, ერთიმეორის მიყოლებით, 27 ელჩი დაამტკიცეს. ვინც იცის, ეს რა რუტინული სამუშაოა, გამიგებს: თითოეულის ბიოგრაფია ცალ-ცალკე განიხილეს და სათითაოდ ამტკიცებდნენ. პარლამენტის სხდომა მაშინ არის საინტერესო, როცა კამათი და დებატები იმართება, თორემ ბიოგრაფიების მოსმენა და სათითაოდ დამტკიცება რა სასიამოვნოა? მოკლედ, ძალიან მოსაწყენი პროცედურა იყო და რომ მომბეზრდა, მივედი ნინო ბურჯანაძესთან და ვუთხარი: ქალბატონო ნინო, ყველა ერთად დავამტკიცოთ და მერე ქვეყნები თვითონ დაინაწილონ-მეთქი. იმასაც გულიანად გაეცინა და სხვებსაც.
დღევანდელი ინტერვიუს დასასრულს კი, თქვენი ჟურნალის მკითხველს ვეტყვი: იუმორის გარეშე ჩვენი ყოფა იმაზე უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად ვიხუმროთ და ერთმანეთს ცხოვრება კი არ დავუმძიმოთ, პირიქით - შევუმსუბუქოთ და გავულამაზოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი