ცნობილთა საახალწლო ნატვრები
font-large font-small
ცნობილთა საახალწლო ნატვრები
ანუ ბევრი ფული, ბილეთები, მიშა და ბიძინა ერთ ხურჯინში...

ახალი წლის ჯადოსნური ღამე ახლოვდება და თოვლის ბაბუისთვის გასაგზავნი წერილების შეგროვება დავიწყე. სასწაულები ხდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ამის გულით გჯერა და მით უმეტეს - ახალი წლის ღამეს. ვნახოთ, რას სწერენ თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები თოვლის ბაბუას, როგორია მათი ნატვრები და სურვილები.


"ემოციების გაცვლის პროცესი მაბედნიერებს"

გიორგი გაბუნია:
- მისტიკის მოყვარული ვარ, თოვლის ბაბუის არსებობის ბავშვობაშიც მჯეროდა და დღემდე მჯერა. ის ჩემს წარმოსახვაში ძალიან კეთილი მოხუცი იყო, თეთრი წვერითა და წითელი მოსასხამით. საოცარია, მაშინ წერილებს რომ არ ვწერდი.
ბავშვობაში ქუთაისში ვცხოვრობდი. იქ ახალ წელს ყველანი ოჯახში ერთად ვხვდებოდით. ნათესავები მოდიოდნენ. ნაძვის ხის მორთვა გამორჩეულად მიყვარდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იშლებოდა დიდი სუფრა და 12 საათს წუთები რომ დააკლდებოდა, ეზოში გავდიოდი, მაშხალებს ვისროდით.
GzaPress
- იმ პერიოდიდან გამორჩეულად რა გახსოვს?
- ერთხელ სასაცილო ამბავი შეგვემთხვა. ახლა ვამბობ, "სასაცილოს", თორემ მაშინ ლამის ნერვიულობით მოვკვდი. მოკლედ ერთ-ერთ ახალ წელს, ჩემთან მეგობარი მოვიდა. აფეთქებების პერიოდი უკვე ჩავლილი იყო, პირველი საათი სრულდებოდა და რადგან ჩემები წინა საღამოს 7 საათიდან ქეიფობდნენ, მამა უკვე ძალიან მთვრალი იყო. მეგობარმა რაღაც უცნაური ასაფეთქებელი მოიტანა, ერთად ავაფეთქოთო. დიდი რაღაც იყო, დიდი ფითილი ჰქონდა, მეუცნაურა. ამ დროს მამა მოგვიახლოვდა, დაინახა ეს ასაფეთქებელი და თქვენ ბავშვები ხართ, მომეცით, მე ავაფეთქებო. გამოგვართვა. ქუჩაში საერთოდ არავინ იყო. მამამ ფითილს მოუკიდა, ერთხანს ხელში თავისუფლების ქანდაკებასავით ეჭირა, წამიერად სასმელმა გათიშა, ჩამოეძინა. მივხვდი, ხელში რომ აუფეთქდეს, ვეღარ გადარჩება-მეთქი და მთელი ხმით ვუყვიროდი, "მამა, გადააგდე! ჩქარა გადააგდე!" როგორც ჩანს, სასმელმა შეაქანა, ხელი ინერციით წაიღო და გადააგდო, ამ დროს ჩიხიდან მანქანა გამოვიდა, კარის მინა ჩაწეული ჰქონდა და გასროლილი ასაფეთქებელი პირდაპირ სალონში შეუვარდა. მძღოლი ვერც მიხვდა, რა მოხდა, სვლა განაგრძო. მამა მომენტალურად გამოფხიზლდა. ჩვენ დავიძაბეთ, ვუყურებთ, ვხვდებით, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. დაახლოებით 100 მეტრი რომ გაიარა, უეცრად მანქანა შიგნიდან განათდა, დიდ ვეებერთელა პროჟექტორს რომ აანთებ, ისე. მძღოლმა საჭეს ხელი გადაჰკრა, გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან მურიანი, წარბებშეტრუსული და ყვირილი დაიწყო, - მე რომ ახალი წელი გამითენდა, თქვენი დედა ვატირე, თქვენი ოჯახიო... გვაგინა, გვწყევლა. სასწრაფოდ სახლში შევვარდით. არ ვიცი, შუა ზამთარში ან ფანჯრის მინა რატომ ჰქონდა ჩაწეული, ან ასე უეცრად საიდან გაჩნდა. ცხოვრებაში არც იმ კაცის სახე დამავიწყდება, არც მამის და არც ჩემი მეგობრის.
- წელს ახალ წელს როგორ და სად ხვდები?
- ოჯახთან ერთად ვხვდები, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად სადმე წავალ. ასეთ დროს უმეტესად სოფლებში, რომელიმე ჩვენგანის სახლში მივდივართ, ეს პროცესი ყველას ძალიან გვიყვარს. აურზაური, კლუბი, რესტორანი, ხმაური და ბევრი ხალხი არ მსიამოვნებს. ამას მირჩევნია, წავიდე სადმე მთა სოფელში, ხის სახლში, ბუხარი ავანთო და ერთი დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გავატარო; თოვლიც თუ იქნება, მთლად უკეთესი. აი, ჩემი ბედნიერი ახალი წელი ასეთია.
მეგობარს სოფელი ზესტაფონში, კვალითში აქვს. ერთ ახალ წელს მეგობრები იქ წავედით. გამთენიისას ჩავედით, პირველი იანვარი თენდებოდა. 20-მდე მეგობარი ვიყავით, საჭმელი, სასმელი - ყველაფერი წავიღეთ. რომ მივედით, მწვადის შეწვა დავიწყეთ. ხის სახლი იყო, დიდი, ლამაზი ეზო და აივანი ჰქონდა. ძალიან სასიამოვნო გარემო გახლდათ. გული მხოლოდ იმაზე გვწყდებოდა, რომ თოვლი არ იყო.
სუფრას რომ მივუსხედით, ისე მოხდა, 2 საათი ეზოში არავის გაგვიხედავს. მერე ერთ-ერთი ჩვენგანი გავიდა და რამდენიმე წუთში დათოვლილი შემოვიდა. გავიხედეთ, ლამაზად ბარდნიდა, იმხელა თოვლი მოვიდა, მეორე დღეს მოძრაობა გადაიკეტა. ჩვენ კი პატარა ბავშვებივით გავიხარეთ, ვიგუნდავეთ. წელს გურიის მთებში გვინდა დამდეგს შევეგებოთ და იმედია, გამოგვივა.
- საახალწლო სამზადისში რამდენად ერთვები?
- ბაზარში სიარული მიყვარს, სამზარეულოში ტრიალიც, მაგრამ სამზარეულოს არ მაკარებენ. მხოლოდ მომარაგებას მანდობენ. ხალხთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ზოგი რას მელაპარაკება, ზოგი - რას, მე კი ვარჩევ, ვსინჯავ და ერთ ამბავში ვარ. რომ მხედავენ, ეცინებათ. ზოგიერთი მასაჩუქრებს, ეს ემოციების გაცვლის პროცესი მაბედნიერებს.
ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. დეკემბერი რომ დადგება, საახალწლო მუსიკებს ვუსმენ, კარგ განწყობას მიქმნის.
- თოვლის ბაბუას რას მისწერ?
"ძვირფასო თოვლის ბაბუა!
გწერ არცთუ ისე ცუდი ბიჭი გიორგი გაბუნია, ის არა, მეორე, "იმედის". პირველად გწერ წერილს და იმედია, ქვემოთ ჩამოთვლილ სურვილებს ამისრულებ. ყურადღებით წაიკითხე, რაიმე არ გამოგრჩეს, თორემ შენზე ვიტყვი ხუმრობებს ჩემს შოუში.
მოკლედ, მინდა ჰოვერბორდი 2 ცალი: ერთი ლურჯი, მეორე - თეთრი. მინდა ასევე სახლი ტყეში, ბუხრით (იყოს პატარა). მინდა კარგი მშვილდ-ისარი, რომ იქ ვინადირო ხოლმე; თუ შესაძლებელია, მინდა დავრბოდე სწრაფად, როგორც Flesh-ი.
ახლა რაც შეეხება სიტუაციას, მინდა სიმშვიდემ დაისადგუროს, ხალხს შეეძლოს მეტი სითბოსა და სიყვარულის გაცემა. მინდა ადამიანები იყვნენ ბედნიერები და გუბაზ სანიკიძეს დაეხმარე წონის დაკლებაში.
სიყვარულითა და პატივისცემით, გიორგი გაბუნია".

"რა უნდა ვითხოვო, ჩემს შვილს და მეუღლეს ვერ გააცოცხლებს და..."

გელა ჩარკვიანი:
- ჩემი შვილიშვილი ნანა თოვლის ბაბუას წერილებს ხშირად სწერდა. მისი სურვილების შემსრულებელი კი მე, ნამდვილი ბაბუა ვიყავი, ეს რა თქმა უნდა, კარგად იცოდა. ბავშვობაში თოვლის ბაბუის სახელით საჩუქრებს მშობლები გვიკეთებდნენ. უმეტესწილად, ეს ტკბილეული და ნაძვის ხის სათამაშოები იყო. მისთვის წერილი თავად არასდროს მიმიწერია.
GzaPress
- ახლა რას მისწერთ?
- პირადად ჩემს კეთილდღეობაზე არაფერს მივწერ, 81 წლის ვარ და აღარც მაინტერესებს. რა უნდა ვითხოვო, ჩემს შვილს და მეუღლეს ვერ გააცოცხლებს და... დანარჩენს ყველაფერს არა - ჩემს თავს, არამედ ქვეყანას ვუსურვებ.
"თოვლის ბაბუ!
მე 81 წლის გელა ჩარკვიანი ვარ, ამდენი ხანია ვცხოვრობ ამ პლანეტაზე (როგორც ირაკლი იტყოდა, დავძუნძულებ ამ პლანეტაზე), ბევრი რამ მინახავს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მონაკვეთი ისტორიისა გამოვიარე. თავად ვიყავი მოწმე მოვლენებისა, რაც ხდებოდა. ქართველებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობა და ხალხის ბედნიერება. მესმის, ეს ყველაფერი სწრაფად არ ხდება, დრო უნდა. თოვლის ბაბუა, გთხოვ, რაც შეიძლება დააჩქარე ეს პროცესი და საქართველო გახადე მოწინავე, თავისუფალი, კეთილდღეობით სავსე ქვეყანა.
შენი გელა ჩარკვიანი".

"მიშა და ბიძინა წაიყვანე იმ შორეულ ლაპლანდიაში"

გოგი წულაია:
- ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები. სტუდენტობის წლების გარდა, არ მახსენდება სხვა დრო, ახალ წელს სახლში რომ არ შევხვედროდი.
- თქვენ თამადობთ?
- დიახ და არა მხოლოდ საახალწლო სუფრებს ვუძღვები, ოღონდ ეს ტრაბახში არ ჩამითვალოთ. ყოველთვის ვცდილობ, ამ დღეს ჩემ გვერდით ჩემი ბიძაშვილებიც იყვნენ.
GzaPress
- ბავშვობაში თოვლის ბაბუას რას სთხოვდით, გახსოვთ?
- მხოლოდ ერთი სათხოვარი მქონდა, მეოთხე კლასამდე მას წერილებს ვწერდი. ველოსიპედი მინდოდა. ღარიბი ბავშვობა არ მქონდა, მაგრამ მამა მაინცდამაინც ველოსიპედს არ მყიდულობდა. სანტა კლაუსი არ მომწონს, ჩემი წვერებიანი თოვლის ბაბუა მირჩევნია. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ.
- ახლა რას მისწერთ?
- ახლა ველოსიპედი აღარ მინდა, მანქანა მყავს, მეტ-ნაკლებად ყველაფერი მაქვს, რეალიზებული ადამიანი ვარ. მერკანტილურ სურვილებს ნამდვილად არ მივწერ. ამის თქმა პოლიტიკოსის მხრიდან თუ უცნაური არ არის, ამ ქვეყნის მომავლის შეცვლას ვთხოვ.
"ძვირფასო თოვლის ბაბუა!
სულ პოლიტიკურ თემებზე ვლაპარაკობ, დღეს დილა ბრიფინგით რომ დავიწყე, უკვე საღამოა და ჯერ არ გავჩერებულვარ. ორი რაღაც მინდა გთხოვო. რა მოხდება, დავით აღმაშენებელი რომ დააბრუნო ამ ქვეყანაში, იქნება დაგვილაგოს, მიხედოს და მეორე თხოვნასაც გაგანდობთ, ხურჯინში მიშა და ბიძინა ჩასვი და წაიყვანე იმ შორეულ ლაპლანდიაში, რა იქნება, დაგვასვენე, ამოგვასუნთქე, აღარ შეგვიძლია. ეგენი ერთ ხურჯინში კარგი სანახავები იქნებიან.
მიყვარხარ და ამ სურვილებს თუ ამისრულებ, უფრო მეტად შემიყვარდები.
პატივისცემით, გოგი წულაია".
- თოვლის ბაბუამ ეს სურვილი რომ აგისრულოთ, მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცეოდით?
- აბა, რა გითხრა, არც მთლად კარგად ვიქცეოდი და არც მთლად ცუდად. ყოველი შემთხვევისთვის, ამ ქვეყნისთვის არაფერი გამიფუჭებია. რომ ვთქვა, ანგელოზი ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება.

"ვისურვებ ბევრი ვიმოგზაურო"

იაკო ჭილაია:
- ბავშვობაში თოვლის ბაბუისთვის წერილი არასდროს მიმიწერია. არც მახსოვს, მაშინ ამ არსებაზე რას ვფიქრობდი, ალბათ ნაკლებად მჯეროდა. სამაგიეროდ, ჩემი შვილი ყოველ წელს თოვლის ბაბუას წერილს სწერს და ისიც საჩუქარს ტრადიციულად, ნაძვის ხესთან უტოვებს. წელსაც აქვს წერილი დაწერილი და მინდა ამ სასწაულის რაც შეიძლება დიდხანს სჯეროდეს, ეს ჯადოსნური შეგრძნება ჰქონდეს.
ნაძვის ხეს ყოველთვის დიდი ხალისით ვრთავთ, მაგრამ ჩემს მეორე შვილს ისეთი პერიოდი აქვს, ყველაფერს გვინგრევს. ნაძვის ხის დადგმა წელს სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. უახლოესი მეგობრები თუ მოვლენ, მიხარია, ძალიან "სახლური" განწყობა მაქვს. ამ დღეს დიდი ხმაური არც უხდება, მთავარია, ბუხარი, ტკბილეული და მყუდრო გარემო.
- ახალი წელი, რომელიც გამორჩეულად გახსოვს, რომელია?
- 2 წლის წინ, ზუსტად ახალი წლის წინადღეს გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდი. ის მართლა გამორჩეული ახალი წელი იყო, შამპანურზე უარი ვთქვი. უფროსი 6 წლის არის.
"თოვლის ბაბუ:
ამდენი წლის შემდეგ წერილს პირველად გწერ. პირველ რიგში, მინდა ჩემი შვილები, ოჯახის წევრები კარგად იყვნენ. ჯანმრთელად იყოს ყველა ადამიანი და მშვიდობა იყოს მსოფლიოში. ყველაზე მეტად რა გამახარებდა? ვისურვებ ბევრი ვიმოგზაურო. რა მოხდება, თვეში ერთხელ მოდი და სამოგზაურო ბილეთები დამიტოვე, ძალიან, ძალიან გამახარებ.
იაკო ჭილაია".

"ფანჯარა ღია გვხვდებოდა და საჩუქრებიც დადებული"

მანიკა ასათიანი:
- ახალ წელზე ვგიჟდები, გამორჩეულად მიყვარს და ყოველთვის ამაღლებული განწყობით ვხვდები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული პერიოდი მაქვს, მიუხედავად ამ ქაოსისა, მაინც ვახერხებ, სახლში რაღაცები გავაკეთო.
ბავშვობაში სულ მქონდა სურვილი, თოვლის ბაბუისთვის თვალი წამიერად მაინც მომეკრა. მინდოდა მენახა, ჩემს ფანჯარასთან როგორ მოფრინდებოდა. ვფიქრობდი, ახლა მოვა, აი, ახლა მოვა, მაგრამ თვალთახედვის არეში ვერასდროს ექცეოდა. სანამ ჩვენ ფეიერვერკის ამბებით ვიყავით გართული, ფანჯარა ღია გვხვდებოდა და საჩუქრებიც დადებული. ჩემი მშობლები ამას ძალიან ოსტატურად აკეთებდნენ, ასეთ ჯადოსნურ გარემოს მიქმნიდნენ.
GzaPress
- მაშინ წერილებს წერდი?
- ყოველთვის ვწერდი, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნები არასდროს მქონია, პრეტენზიული არ ვყოფილვარ. ნებისმიერი საჩუქარი დიდი ბედნიერება იყო და ეს თვისება დღემდე მაქვს. ერთმა შოკოლადმა და სიტყვამ "გილოცავ!" შეიძლება უფრო გამახაროს, ვიდრე ძვირად ღირებულმა საჩუქარმა.
- ახლა თოვლის ბაბუას რას მისწერ?
"თოვლის ბაბუ!
ამ შემთხვევაში კონკრეტულ ნივთს არ გთხოვ, ჩემი სურვილი ზოგადია. მინდა ყველა ბავშვს ოცნებები აუსრულო, ახალ წელს ყველა ბედნიერი და გაბრწყინებული თვალებით შეახვედრე. ყველა მშობელს შვილი ჯანმრთელად უმყოფე. დანარჩენს თავად მივხედავთ, ყველაფერი მატერიალური მეასეხარისხოვანია".

"ირმებშებმული ეტლით ედრიენ ბროუდს თუ ჩამომიყვან, ძალიან გამახარებ"

მარი არღუთაშვილი:
- 2019 წელი ჩემთვის კარგი იყო. ვერ გეტყვი მომავლისგან რას ველოდები, სპონტანურობა მიყვარს. ახალ წელს ხან მეგობრებთან ერთად ვხვდები, ხან - ოჯახში, საღამოც წამიყვანია და ზოგჯერ დამიძინია კიდეც.
ახალი წელი გამორჩეულად მიყვარს-მეთქი, რომ გითხრა, ტყუილი იქნება. თოვლის ბაბუს წერილს წელს შენი დახმარებით პირველად ვწერ. ჩემი სურვილები მატერიალურია, რადგან არამატერიალური სურვილების შესრულება მას არ შეუძლია, ეს განგების ნებაა.
"თოვლის ბაბუ!
გთხოვ, ახალი წლის ღამეს ბევრი ფული მომიტანე. თავად ზარმაცი არ ვარ, მაგრამ რისი გამომუშავებაც შემიძლია, ხშირად არ მყოფნის იმისთვის, რისი გაკეთებაც მინდა. ამ შემთხვევაში საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას არ ვგულისხმობ. ხშირად მინდა სხვებს დავეხმარო და ვერ ვახერხებ. ადრე ვამბობდი, ფული არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი, ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ აუცილებელია, საჭიროა. როცა ადამიანს ვერ ვეხმარები, ვითრგუნები. ბევრი ოჯახია ისეთი, რომელიც ზამთარში ვერ თბება, სათანადოდ ვერ იკვებება, ბავშვები უფულობის გამო ცუდად არიან. ყველა ადამიანს ყველა პრობლემას მოვუგვარებდი. გთხოვ, მომიტანე ბევრი ფული და გპირდები, მთელი წელი კარგად მოვიქცევი, ამ თანხით ბევრ ადამიანს გავახარებ. კუპიურებს გააჩნია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ერთი ხურჯინი ფული არ მეყოფა, ბევრი მინდა.
კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, ყველამ იცის და შენთან დასამალი რა მაქვს. ახალი წლის ღამეს, ირმებშებმული ეტლით ედრიენ ბროუდს თუ ჩამომიყვან, ძალიან გამახარებ. მის წამოყვანას თუ ვერ მოახერხებ, ჩემთან მოდი და მე გაგყვები, წამიყვანე. წელსაც კარგი გოგო ვიყავი და ამ სურვილების ასრულებას ვიმსახურებ, გელოდები".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი