დამალული ცოდნა და ბრძოლა კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის - გზაპრესი

დამალული ცოდნა და ბრძოლა კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის

"გილოცავთ ნამდვილ შობას და ახალ წელს. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო. 7 იანვარს კი არაო, 25 დეკემბერსაო. ყველაფერი ხომ ორი უნდა გვქონდეს..." - ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა ეს პოსტი საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე შობის დადგომასთან დაკავშირებით გაავრცელა. როგორც შემდგომ შევიტყვე, მას განსხვავებული მოსაზრებები (შესაძლოა ზოგიერთისთვის ცოტა უცნაურიც კი) აქვს ახალ წელსა და ნაძვის ხესთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, თოვლის ბაბუასა და ფიფქიას შესახებ ერთობ დაუჯერებელ და ცოტა არ იყოს, საშიშ ამბებსაც კი ჰყვება.

თორნიკე ბიძინაშვილი:

- ჩვენი წინაპრები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ. 21 დეკემბერს მზე კვდება, ის უძრავი ხდება, ამ დროს არც დღე მატულობს და არც ღამე. 3 დღე ის მდებარეობს სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედზე "გაკრული", სწორედ აქედან მოდის ჯვარზე გაკვრის და 3 დღის მერე აღდგომის მისტერიები, გარკვეული ალეგორიები ამ თემასთან დაკავშირებით. 25 დეკემბერს მზე იწყებს მოძრაობას და დღე იწყებს მატებას. ის აღდგა მკვდრეთით.

- 7 იანვრის ისტორიაზე რას გვეტყვით?

- არანაირი ისტორია არა აქვს. 7 იანვარი კალენდრის შეცვლის შედეგად მიღებული ციფრია და სხვას არაფერს ნიშნავს.

- 14 იანვარზეც გვითხარით რამე...

- გურული კალანდობაა. ნამდვილი ახალი წელი 20, 21 მარტია, როდესაც გაზაფხულის ბუნიაობაა და დღე და ღამე სწორდება, ამის მერე დღე მატებას იწყებს. ეს ხან 20 მარტს უწევს, ხან 21 მარტს. წელს 21 მარტია. ახლა ჯერ კიდევ მერკურის წელია, 21 მარტს მთავარი წელი დგება.

- როგორ ხვდებიან მერკურის წელს - 21 მარტს ამ თეორიის მიმდევრები?

- ბუნებაში გადიან, პატივს მიაგებენ სტიქიებს - წყალს, მიწას, ცეცხლს... ამ დროს ძალიან კარგია ღია ცის ქვეშ სურვილების ჩაფიქრება. საოცრად კარგი ენერგიაა ამ დროს სამყაროში. 21 ივნისი პოზიტიური დღეა, ძალიან კარგია ამ დღეს თუ დაამთხვევთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

- როგორც ვიცი, ნაძვის ხეზე, თოვლის ბაბუასა და ფიფქიაზეც ერთობ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ.

- ეს ჩემი მოსაზრება არ არის. ნაძვის ხე კელტური რიტუალის გადმონაშთია. წარმართი კელტები თაყვანს სცემდნენ ნაძვის ხეს. ფიქრობდნენ, რომ ეს ხე მაგიური იყო, რადგან სეზონურ ცვლილებას არ ემორჩილება და ზამთარ-ზაფხულ მწვანეა. თაყვანი სცეს და მისთვის ადამიანების შეწირვა დაიწყეს. ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ნაძვის ხეს კელტები ადამიანების ორგანოებით ისე რთავდნენ, როგორც დღეს ჩვენ ვრთავთ სათამაშოებით. მოგვიანებით, ადამიანები ცხოველებით შეცვალეს, საბოლოოდ ამ ყველაფერმა ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე გვაქვს. რაც შეეხება თოვლის ბაბუასა და "სნეგუროჩკას"... ესეც ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი. თოვლის ბაბუა ჩრდილოეთში მცხოვრები გრძნეული იყო, რომლისაც ხალხს ეშინოდა. ეს ბაბუა დასახლებული ადგილიდან ცოტათი მოშორებით, განმარტოებით ცხოვრობდა და დროდადრო სოფელში ჩამოდიოდა. თან დაჰქონდა გუდა, რომელშიც მოსახლეობა იმის შიშით, რომ არ დაეწყევლა, სურსათ-სანოვაგეს უწყობდა. ძალიან ცუდის მანიშნებელი იყო ოჯახში მისი გამოჩენა.

GzaPress- კეთილი თოვლის ბაბუა, რომელიც აქეთ გვირიგებს საჩუქრებს და თან გვლოცავს, როდის გამოჩნდა ჩვენს მითებში?

- კეთილი თოვლის ბაბუა წმინდა ნიკოლოზმა შემოიტანა, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ბევრს ჩუმად უკეთებდა საჩუქრებს. სწორედ მისი ეს ქცევა დაედო საფუძვლად საკვამურიდან ხურჯინით ჩამოსულ თოვლის ბაბუას. რაც შეეხება "სნეგუროჩკას", ესეც კელტური ამბავია. ისინი ჩრდილოელი ღმერთების გულის მოსაგებად მათ ახალგაზრდა გოგონებს სწირავდნენ. მათ ტყეში ხეზე აბამდნენ, შესაბამისად, გოგონა იყინებოდა. მეორე დღეს მის სანახავად მიდიოდნენ, თუ გოგონა გამლღვალი იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩრდილოელმა ღმერთებმა მისი სული წაიყვანეს... შემდეგ, როგორც სხვა დანარჩენმა საშინელმა ამბებმა, ამანაც ტრანსფორმაცია განიცადა. ზოგადად, ახალი წლის აღნიშვნის რიტუალი, ზეიმი რუსეთში პეტრე I-მა დაამკვიდრა, შემდეგ უკვე კომუნისტებმა, ბოლშევიკებმა ეს ყველაფერი ბურჟუაზიულ გადმონაშთად მიიჩნიეს და აკრძალეს. მოგვიანებით, სტალინმა ეს ყველაფერი აღადგინა და საბჭოთა ხალხმა 1935 წელს პირველად იზეიმა პირველი იანვარი დანარჩენ ევროპელებთან ერთად. ევროპელებმა რომ ახალი წლის იანვრიდან ათვლა იულიუს კეისრის მიერ შედგენილი კალენდრის მიხედვით დაიწყეს, ეს ყველას ეცოდინება. ის პატივს მიაგებდა ღმერთ იანუსს და შესაბამისად, აქედან მოდის ეს ამბავი.

- ხშირად ვსაუბრობთ სამყაროს კეთილი და ბოროტი ძალების შესახებ, თუმცა ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რას გვეტყვით თქვენ ამის შესახებ?

- სულ ტყუილად არ სჯერათ ზოგიერთებს სამყაროში ბოროტი ძალების არსებობის. კეთილ ძალასთან ერთად, ბოროტიც არსებობს. სამწუხაროდ, დღეს ბოროტი ძალა უფრო ძლიერია. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივიღოთ განათლება, ვიცხოვროთ სწორად და დიდი ყურადღება დავუთმოთ შვილების აღზრდას.

- განათლების მიღებაში ალბათ ეზოტერიკულ ცოდნას გულისხმობთ...

- სამყაროს კანონები უნდა ვიცოდეთ და არ ვარღვევდეთ.

- სამყაროს კანონები როგორია?

- სამწუხაროდ, ამ კანონებს სისტემა დასაბამიდან მალავს. მთელი ცოდნა, რაც სწორია: ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ეზოტერიკა... ამ ყველაფერს ხალხის ფართო მასებს ოდითგანვე უმალავდნენ.

- ჩვენ ხომ გვყავდა ასტროლოგი მეფეები?

- დიახ, ვახტანგ მეექვსე იყო პირველი ქართველი მეფე, ვინც მთავრის კალენდარი შექმნა და გამოსცა. მისი მეშვეობით ირკვეოდა მნათობთა და ეტლთა მდებარეობა, წარმოებდა ჰოროსკოპის გამოთვლები და ობიექტის გეოდეზური კოორდინატების განსაზღვრა. ვახტანგ მეექვსის ხელნაწერები დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა ფონდში. მისი ხელნაწერებიდან უნიკალურ ფაქტობრივ მასალას წარმოადგენს ვახტანგ VI-ის ხელით შედგენილი, მისი ვაჟის, ბაქარის ჰოროსკოპის ხელნაწერის ფოტოასლი. თუმცა, ეს არის ზღვაში წვეთი. ძალიან სერიოზული ცოდნაა დამალული...

- ალბათ "ოქროს საწმისიც" საიდუმლო ინფორმაციის მატარებელია, მართლა ოქროს ცხვრის ტყავი ხომ არ იქნებოდა?

- როგორც მე ვიცი, ეს ყველაზე ძველი ინფორმაცია იყო მედიცინის შესახებ, ასევე უძლიერესი ლოცვები... იმ პერიოდში საქართველოში იყვნენ ყველაზე ძლიერი ექიმები, სასწაულებს აკეთებდნენ მაშინ ქართველები.

- ვის რაში დასჭირდა ასეთი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა ხალხისგან?

- ქვისმთლელებმა, მასონებმა ეს ცოდნა მიიტაცეს, დამალეს და ხალხი დაარწმუნეს, რომ ეს ყველაფერი მითები და სისულელეები იყო. რატომ? მსოფლიოს სამართავად. მასონები მართავენ დღეს სამყაროს.

- როგორ შეაფასებდით საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას?

- ვრცელი თემაა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე ვინც კი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი, ყველას ინტერესი იყო პირადი კეთილდღეობა. მათ რომ ნდომოდათ ქვეყნის განვითარება და აყვავება, მოახერხებდნენ კიდეც. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს, ეს რესურსი იმდენად დიდია, კიდევ რამდენიმე ქვეყნის "ზურგზე წამოკიდება" შეგვიძლია. საქართველო არაფრითაა შვეიცარიაზე ნაკლები, მეტი თუ არა.

- თქვენი კოლეგებისგან მსმენია, რომ საქართველოში ბევრი მისტიკური და საიდუმლო ადგილია.

- მისტიკური და საიდუმლო ადგილებია საქართველოშიც, რუსეთშიც, აზერბაიჯანშიც... ყველა ქვეყანას თავისი იდუმალი ადგილი აქვს. ჩვენთან ასეთია ხვამლის მთა და ლომისი. ძალიან აინტერესებდა ხვამლის მთა ადოლფ ჰიტლერს. 1942 წელს მისიაც კი გამოუშვა საქართველოში სახელწოდებით "ედელვაისი". ტიბეტელი ლამებიც კი ჩამოიყვანეს. ნახეს რაღაც-რაღაცები, მაგრამ სტალინგრადის ბრძოლის წაგების მერე ეს მისიაც მოიხსნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რა სისულელეაო, მაგრამ ამის რეალური ფაქტები არსებობს, დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩავიდეს ცაგერის მუზეუმში და ის ნიშნები ნახოს, რაც გერმანელებმა მუშაობის დროს დატოვეს.

- გერმანელები თავს განსაკუთრებული რასის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ასეთი წარმოდგენა ქართველებსაც გვაქვს ჩვენს გენეტიკაზე. ეს მითია და ყველა ერის წარმომადგენელი ასე ფიქრობს საკუთარ გენოფონდზე, თუ მართლა განსაკუთრებულები ვართ?

- გერმანელები უძველესი, არიული რასის წარმომადგენლები არიან, რომლებიც კეთილ ძალებს ემსახურებიან. მათი მიზანი იყო, რომ დედამიწა გაეთავისუფლებინათ დამპყრობელი, ბნელი ძალებისგან, ანუ ებრაელებისგან.

- ჰიტლერის მიერ ებრაელების მიმართ ჩადენილ სასტიკ ქმედებებს თუ გავიხსენებთ, ძალიან ძნელი იქნება გერმანელებს კეთილი ძალების მსახურები უწოდო და ებრაელებს ბოროტი, დამპყრობელი.

- ჰიტლერს მეთოდები არ უვარგოდა, ბევრ რამეში იჩქარა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტად ხისტი გადაწყვეტილება მიიღო. არ დაუჯერა ასტროლოგებს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ომს წააგებდა. თუმცა ფაქტია, გერმანია ჰიტლერის დროს იყო ზესახელმწიფო, ტექნოლოგიურადაც ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ. 1935 წელს გერმანელები ბერლინსა და მიუნხენს შორის ვიდეოტრანსლირებას აკეთებდნენ. მათ კიდევ ბევრი სხვა საიდუმლოც ჰქონდათ, რომელიც ჩვენ არ ვიცით, თუმცა ჰიტლერმა ძალიან იჩქარა და ბევრი შეცდომა დაუშვა.

- ჰიტლერი თუ ასეთ ძალას და ინფორმაციას ფლობდა, მაშინ სტალინი, რომელმაც ის დაამარცხა, კიდევ უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო და მეტი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონოდა ხელთ.

- სტალინი "მთვარის კულტის" წევრი იყო. ძალიან დიდი დახმარება მიიღო ციმბირელი შამანებისგან. რაც შამანებმა ჩაუტარეს გარკვეული რიტუალები, მას შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა და გახდა ბელადი.

- როგორ ფიქრობთ, ეს დამალული ცოდნა, ინფორმაცია, ადრე თუ გვიან, გახდება რიგითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი?

- ამის დრო დადგა კიდეც. ახლა გადავდივართ მერწყულის ეპოქაში, სადაც სხვა კანონები და წესებია. მოდის დრო, როცა დაფარული უნდა გაცხადდეს, ცოდნა უნდა გავიდეს ხალხში. ამას ჩვენც მომზადებული უნდა დავხვდეთ. როგორ უნდა მოვემზადოთ? - ვეცადოთ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, ვიცხოვროთ სწორად და ჩვენი მოვალეობები შევასრულოთ პირნათლად.

ხათუნა ბახტურიძე