"ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა"
font-large font-small
"ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა"
როცა სიცოცხლე გიყვარს...
ნიგერიაში, წოლჭიმში 2020 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებიდან, რომელიც ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია, ქართველი პარასპორტსმენები გამარჯვებულები დაბრუნდნენ - 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ზურა ციხიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ნიგერიის მსოფლიოს თასი სერიოზული ღონისძიებაა, მასში უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ და ის, რომ ერთ კატეგორიაში 2 ქართული დროშა ფრიალებდა, ამაღელვებელი იყო.


ამჯერად ერთ-ერთ მედალოსანს - იაგო გორგოძეს გაგაცნობთ. იაგო +107კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ის პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. წოლჭიმის ევროპის რეიტინგში 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამეა, მსოფლიოში კი ოცეულში შედის. 3 წელია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის სამსახურში მუშაობს.
- წოლჭიმი ნიშნავს დაწოლილ მდგომარეობაში შტანგის აწევას. საკმაოდ რთული სახეობაა, მკაცრი წესებითა და სტანდარტებით. მუდმივად ფორმაში უნდა იყო, რადგან დიდი ფიზიკური ძალა გჭირდება. თავიდან მკლავჭიდს მეტ უპირატესობას ვანიჭებდი. მერე გავიგე, რომ პარაოლიმპიური სახეობა არ იყო და შტანგით ვარჯიში დავიწყე. 25-26 წლის ვიყავი და მოტივაცია, მონდომება მქონდა. ახალგაზრდობაშიც ყოველთვის ვვარჯიშობდი, სპორტი აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც.
GzaPress
- შეგიძლიათ მითხრათ, რა შეგემთხვათ?
- 1999 წელს ავარიაში მოვყევი. 22 წლის ვიყავი მაშინ, პოლიციის აკადემიაში ვსწავლობდი. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი და ინჟინერ-იურისტი ვარ. მეგობრები კახეთიდან ვბრუნდებოდით, მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა და საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო. 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი გადავრჩით. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, დეპრესიაც არ მქონია. პატარა ვიყავი, მაგრამ გონიერი და მომხდარი კარგად გავაანალიზე. როდესაც კომიდან გამოვედი, 5-6 დღის შემდეგ, ექიმებს არაფერი უთქვამთ, ისედაც ყველაფერს მივხვდი - მე ხომ ვგრძნობდი ჩემს სხეულს. ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობდი. ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რაც მჭირდა და მეც, ამიტომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, აღდგენითი პროცესები რამდენად მალე და შედეგიანად წარიმართებოდა. ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა, გამარჯვება თავისთავად, უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ადამიანს. ახლა დრო გადანაწილებული მაქვს. კვირაში სამჯერ სამსახურიდან პირდაპირ ვარჯიშზე მივდივარ.
- იაგო, სპორტის გარდა, რა ან ვინ გაძლევდა ყველაზე დიდ ძალას?
- ყველა ფიქრობს, აი, მე რომ ვყოფილიყავი, ასეთ განსაცდელს ვერ გავუძლებდიო, მაგრამ რაღაც ძალა გეძლევა, რაღაც გაძლიერებს... ზუსტად ვერ ხსნი, ეს რა ძალაა, ალბათ - სიცოცხლის სიყვარული. იოლი ნამდვილად არ ყოფილა. თავიდან უკრაინაში ვმკურნალობდი და ცოტა ხნით ჩამოვდიოდი საქართველოში. მადლობა უფალს, სირთულეები გადავლახე. დიდი ოჯახი მაქვს - მშობლები, 2 ძმა, ძმისშვილები. დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელიც საოცრად ძლიერი და შეუპოვარი ქალია. მასზე იტყვი, რაც არ კლავს, ის აძლიერებსო და მეც დედას ვგავარ. მამა ჩემი ამბის შემდეგ უფრო დანაღვლიანდა და ჯავრს მიეცა. უფალი ყველას ჩვენს წილ განსაცდელს გვიმზადებს და ყველა რაღაცას ვსწავლობთ - მე დათმობა და ადამიანის მეტი პატივისცემა ვისწავლე.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველები ადრე უფრო ბევრნი ვიყავით, ახლა 5 ოჯახიღაა
"არასოდეს დამავიწყდება მისი ჩაწითლებული, არაადამიანური თვალები..."
"ჩემს შვილებში ციპისავით ნიჭიერი არც ერთი არ არის"...
"ისპანკას" ვირუსის შემდეგ კაცობრიობა ასეთი განსაცდელის წინაშე აღარ დამდგარა
შემაშფოთებელი სტატისტიკა და დამაიმედებელი ტენდენციები
იუნკერი გოგონა, რომელიც სვანეთში სათხილამურო სკოლის გახსნაზე ოცნებობს
მამის ხსოვნისთვის მიძღვნილი საქართველოს ჩემპიონობა
კოსტას თავგადასავალი ნოდარ ნიკოლაიშვილის ხელნაწერმა შემოგვინახა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი