პრობლემა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა "ვუმკურნალოთ"...
font-large font-small
პრობლემა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა "ვუმკურნალოთ"...
შემაშფოთებელი სტატისტიკა და დამაიმედებელი ტენდენციები

ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ნაწილმა ქალთა საერთაშორისო დღე "იზეიმა". როგორც სადღესასწაულო დღეებში ხდება ხოლმე, გაჩუქდა უამრავი ყვავილი, სუნამო თუ სხვა ნივთი, სასიყვარულო ბარათი, ბევრი თბილი სიტყვა და სადღეგრძელო წარმოითქვა; აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალი, მისი როლი თითოეული მამაკაცის ცხოვრებაში, რაოდენ სათუთები არიან ქალები, როგორი მოფრთხილება სჭირდება მათ და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე, ქალებზე ძალადობა ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ დიდ პრობლემად მაინც რჩება და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ ქალი მათი საკუთრებაა; ის უნდა გაჩუმდეს, ემორჩილებოდეს; ქალი "უუფლებო მონაა", სიტყვა არ ეთქმის... ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მოძალადე მამაკაცები ქალებს სიცოცხლის უფლებასაც კი ართმევენ.



"კაცებო, აუხსენით კაცებს, რომ ქალის ცემა, მოკვლა, თმით თრევა, "დასჯა", დატუქსვა, ღირსების დაცვა კი არა, უღირსი საქციელია! იქნებ დაარღვიოთ დუმილი და ხმამაღლა დააფიქსიროთ თქვენი პოზიციები! ქალთა უფლებების დაცვა მხოლოდ ქალების საქმე არაა! დაეხმარეთ ქალებს, რომ ყოველდღე არ გვკლავდნენ!" - ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ქალთა ძალადობის ფაქტებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და მამაკაცებს ქალთა დასაცავად სოციალურ კამპანიაში ჩართვისა და მსგავსი ფაქტების საჯაროდ დაგმობისკენ მოუწოდა:
"მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა ფაქტია, უფრო მეტია საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი ოჯახის წევრმა მოკლა.
თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ. პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს - ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ასევე მოგიწოდებთ ჩემი კაბინეტის ყველა წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს - დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ. ზოგადად მნიშვნელოვანია, ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.
ჩვენი ამოცანა არ არის 8 მარტის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით".
ამ თემაზე საუბარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს, დიმიტრი ცქიტიშვილს ვთხოვეთ.
- ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სიტუაცია, გასულ წლებთან შედარებით, გაუარესდა. როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, როგორ ფიქრობთ, მათი კრიტიკა სამართლიანია?
- ზოგადად თუ შევხედავთ, პროგრესი ბევრი მიმართულებით გვაქვს. იდეალური მდგომარეობა არც ერთ ქვეყანაში არ არის და ცხადია, ჩვენთანაც ვერ იქნება. ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რეაგირება მუდმივად უნდა მოვახდინოთ და ასეც ხდება - შემთხვევები გამოვლენილია, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ, შესაბამისი ნაბიჯებიც იდგმება. ამიტომ ვფიქრობ, ამ კუთხით აშკარად ვვითარდებით. რამდენიმე მიმართულებითაა ჩამორჩენა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებია. ერთია, გამოხატვის თავისუფლება მისცე ადამიანს, მაგრამ თუ მას ეკონომიკური სიძლიერით არ უზრუნველყოფ, შეიძლება თავისი პოლიტიკური თუ სხვა უფლებებით ვერ ისარგებლოს. ამას საერთოდ, პოზიტიური უფლებები ჰქვია და სწორედ ამის უზრუნველყოფაა საჭირო.
- ქალთა ძალადობის შემთხვევები აშკარად მომრავლებულია და ბოლო ორი თვის განმავლობაში, ოჯახურ ძალადობას 8 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. რა უნდა გაკეთდეს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით?
- რეტროსპექტივაში თუ განვიხილავთ, 1990-იანი წლებიდან დღემდე, ქალთა უფლებების საზოგადოებრივი აღქმის კუთხით, აშკარა პროგრესია. თუმცა, ფემიციდის ამდენი შემთხვევა, ცხადია, სამწუხაროა, ტრაგედიაა და მე ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს. ესეც ალბათ იმის შედეგია, რომ ქალთა გაძლიერება ხდება. თუკი ადრე ისინი ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას მალავდნენ, ითმენდნენ, ახლა აღარ ჩუმდებიან. ამიტომ, ის მამაკაცები რადიკალურ ზომებზე გადადიან, სამწუხაროდ. ფაქტია, ამ კუთხით სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ და შეიძლება ითქვას, საქართველო ამ კუთხით მოწინავეა ევროპაშიც კი, რადგან ევროპის ბევრმა ქვეყანამ ეს ჯერ ვერ მოახერხა. შესაბამისად, ამას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებები - ოჯახში მოძალადეების მიმართ კანონები გამკაცრდა. ადევნება, თვალთვალი გახდა დასჯადი, რაც ბევრი ქალისთვის შემაწუხებელია, რადგან ამ დროს ის დაუცველი და შეშინებულია. მიმართვიანობა მომრავლდა, ბევრი შემაკავებელი ორდერიც იწერება. რაც მთავარია, სახელმწიფოს მიმართ ნდობა გაჩნდა. 2013-14 წლებში, წელიწადში დაახლოებით 300 მიმართვა იყო, ახლა - 8 000-ია. ზოგჯერ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, ზოგჯერ - ადმინისტრაციული, მაგრამ რეაგირება ყველა შემთხვევაში ხდება. სახელმწიფოს ამის რესურსი აქვს. სპეციალური თავშესაფრები არსებობს, ზოგ შემთხვევაში, ბინის ქირას გამოყოფენ. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაც ხდება, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო. ქალს საკუთარი თავის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს, ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მის მაგივრად ვიღაცები წყვეტენ - უნდა იმუშაოს თუ არა, უნდა ისწავლოს, თუ არა.
GzaPress
- დამეთანხმებით ალბათ, რომ მთავარი და უპირველესი იმ კატეგორიის მამაკაცებში ცნობიერების შეცვლა და ამაღლებაა, რომლებიც თავიანთი სიძლიერის დამტკიცებას სწორედ ასეთი ხერხებით, ძალადობის გზით, ქალის დამორჩილებით ცდილობენ. ქალს შემაკავებელი ორდერის დაწერა და თავის დაცვა კი არ უნდა დასჭირდეს, მამაკაცს თვითონ უნდა ჰქონდეს ქალთან ქცევის კულტურა გამომუშავებული, თუნდაც საკუთარი ნერვების მოთოკვის ხარჯზე. საბედნიეროდ, ბევრი ოჯახია, სადაც წყვილები ურთიერთპატივისცემით, ძალადობის გარეშე ცხოვრობენ.
- რა თქმა უნდა. რამდენიმე ასპექტი გამოვყოთ. ვთანხმდებით, რომ თუ არის ძალადობა, ამაზე რეაგირებაა საჭირო. ეს არის ეგზისტენციური პრობლემა და ფიზიკურ უსაფრთხოებაზეა საუბარი. იმისთვის, რომ მართლაც, აქამდე არ მივიდეთ, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ გარკვეული ინსტრუმენტები, რომ თავი დაიცვან. ცხადია, იარაღს არ ვგულისხმობ, არამედ - ეკონომიკურ თავისუფლებას, სიძლიერეს; ასეთი ქალი უფრო დაცულია.
პრევენციულად, რა თქმა უნდა, ეს არის ცნობიერების შეცვლა, ამაზე მეტი საუბარი, ბავშვობიდან ჩანერგვა და ა.შ. ისტორიულ კონტექსტში თუ შევხედავთ, კიდევ გავიმეორებ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სიტუაცია ძალიან განსხვავებული და პროგრესირებადია. დღის წესრიგში ეს საკითხი ყოველთვის დგას და კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი.
- რაც შეეხება სექსუალურ შევიწროებას: ამ მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს? მაგალითად, ცოტა ხნის წინ მსგავს ქმედებაში ვიზიტორი აბანოს თანამშრომელს ადანაშაულებდა.
- თავის დროზე ეს თემა სასაცილოდ მიიჩნიეს, ფლირტსა და შევიწროებას შორის განსხვავებას ვერ პოულობდნენ, დღესდღეობით კი კანონი მივიღეთ - 95 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, სამი მოსმენით და ყოველ სხდომაზე სრული მხარდაჭერა იყო მამაკაცების მხრიდან სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ - პრობლემა არსებობს. ახალი თაობა კიდევ უფრო პროგრესულია ამ მხრივ.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მამაკაცი ვერ ეგუება იმას, რომ თანამედროვე ქალი დღეს ბევრად აქტიურია და მისი ფუნქცია ახლა უფრო მეტია. იმედი მაქვს, ფემიციდის შემთხვევები დაიკლებს და იმ დაღუპული ქალების მაგალითზე, ბევრი მამაკაცი გააცნობიერებს, რომ ეს მოგონილი თემა არ არის და დაფიქრდება, რომ მსხვერპლი შეიძლება მისი ახლობელიც აღმოჩნდეს. პრობლემა თუ არ დაინახე, თუ დამალე, ვერ მოგვარდება. ამიტომ, ამას ყველამ ერთად უნდა "ვუმკურნალოთ".
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
"ეს ბავშვები ტკივილს თვითდაზიანებით იყუჩებდნენ, ბრიტვით ისერავდნენ ხელებს"
ადვოკატი ნაჩუქარ ბრილიანტისთვლიან ბეჭედზე, ძლიერ ქალებსა და პირად ცხოვრებაზე
"საოცარია ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი