იტალიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტის ნაამბობი
font-large font-small
იტალიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტის ნაამბობი
"პანიკაში ჩავარდნილი იტალიელი არ მინახავს"

- მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მთელ იტალიას მოედო, არც მიფიქრია ამ ქვეყნის დატოვება და საქართველოში დაბრუნება. თუ განწირული ვარ, მაინც ვერსად დავემალები. როგორც კი ეს ვირუსი გავრცელდა, ხელისუფლებამ ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართა: დეზინფექცია ჩაუტარდა ქუჩებსა და შენობებს, შეზღუდეს გადაადგილება, შემოიღეს სპეციალური წესები... მე მოხუც ქალბატონს ვუვლი, საკუთარ შვილებზე მეტად ვეიმედები. კვირაში ორი უქმე დღე მაქვს და გარეთ გავდივარ. ერთი სული აქვს, მასთან როდის დავბრუნდები. ეს ქალი როგორ მივატოვო?! მესმის, ადამიანებს კრიტიკულ სიტუაციაში ოჯახისა და ნათესავების გვერდით ურჩევნიათ ყოფნა, მაგრამ ჯერ ერთი, საცოდაობაა იმ მოხუცის მიტოვება, რომელსაც შვილებზე მეტად ეიმედები, მერე კიდევ, ყველაზე სახიფათო ადგილი ახლა აეროპორტი მგონია. აქ მე და ჩემი მოხუცი მარტო ვცხოვრობთ, ყველასგან იზოლირებული ვარ და უსაფრთხოების ნორმებსაც ვიცავ. რა ვიცი, აეროპორტში ვისთან ერთად მომიწევს მგზავრობა?! საქართველოში რომ ჩამოვიდე, ორი კვირა თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა ვიყო და მერე მაინც მეფიქრებოდეს, რამე ხომ არ მაქვს და ოჯახის წევრებისთვის საფრთხეს ხომ არ წარმოვადგენ-მეთქი.
- რომში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი?
- რომში, სხვა ქალაქებსა და რეგიონებთან შედარებით, სიმშვიდეა. ადგილობრივ კლინიკებში ძირითადად, სხვა რეგიონებიდან გადმოჰყავთ დაინფიცირებულები. პირადად მე, ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებ. ყოველდღე ვატარებ სახლში დეზინფექციას, მაღაზიებში პირბადისა და ხელთათმანების გარეშე არ გავდივარ. მაღაზიებში მხოლოდ ორი-სამი ადამიანი შედის, თუ დიდი ფართობი აქვს - ხუთ კაცსაც, დანარჩენი გარეთ ელოდება. რომაელების უმრავლესობა კურიერის მომსახურებით სარგებლობს. თავიდან ბოლომდე შეფუთული კურიერი შეკვეთას კართან ტოვებს და მიდის. ფულს ხელთათმნის გარეშე არ ვეხებით. ქუჩებში დეზინფექცია სისტემატურად ტარდება. სიტუაციას კარაბინერები აკონტროლებენ. მოსახლეობას შორ მანძილზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. გარეთ გამოსვლა მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად ან პროდუქტისა და წამლების შესაძენად გვიწევს, ისიც მხოლოდ ახლომდებარე მაღაზიასა და აფთიაქში. როგორც საქართველოში, უმრავლესობა აქაც დისტანციურად მუშაობს ან არ მუშაობს. ვინც აფთიაქებში, სურსათის მაღაზიებში, საავადმყოფოებსა და სხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებში მუშაობენ და შორ მანილზე უწევთ გადაადგილება, მათ სპეციალური საბუთები დაურიგეს და კარაბინერები თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ.
- პროდუქტი ან მედიკამენტები თუ გაძვირდა?
- არათუ გაძვირდა, პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიაფდა კიდეც. არც რაიმეს დეფიციტი შექმნილა. ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ყოველდღე ახალ-ახალი პროდუქტი მოაქვთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სადეზინფექციო საშუალებები მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან გაქრა, მაგრამ პრობლემა მალევე მოგვარდა.
GzaPress
- ამ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება მოსახლეობას რამით თუ ეხმარება?
- კომუნალური გადასახადები სამი თვით გააუქმეს. დასაქმებულებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახურში ვერ დადიან, ხელფასი შეუნარჩუნდათ. ემიგრანტებს ყოველთვიურად 100 ევრო გვერიცხება. ამ კრიზისმა იტალიელი ხალხის ბევრი დადებითი თვისება გამოკვეთა. როდესაც ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ტელევიზიებმა იქ არსებული მდგომარეობა გადმოსცეს, დავიზაფრე. აქ თითქოს ისეთი საშიში გარემო არ არის. იტალიელები უფრო ლაღები არიან, თითქოს არც სიკვდილის ეშინიათ. ჩვევად ექცათ ყოველ საღამოს აივნებზე გადმოდგომა და მხიარულება. როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ექიმები საქმეს ვეღარ აუდიოდნენ, პენსიაში გასული ექიმები სამსახურში დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-ჯგუფში შედიან, უკან არ დაუხევიათ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი იმსხვერპლა ვირუსმა. ამ კრიზისმა იტალია და იტალიელები სხვა თვალით დამანახვა. შემიყვარდა ეს ხალხი.
- დამსაქმებლებს ემიგრანტების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?
- ზუსტად ისეთი, როგორიც საკუთარი თანამემამულეების მიმართ. ბოლო დროს კიდევ უფრო დაგვაფასეს. ჩემი მოხუცის ქალიშვილი სულ მადლობას მიხდის. მეუბნება, რადგან ასეთ დროს დედაჩემი არ მიატოვე, ჩათვალე, რომ ჩემი ოჯახის წევრი ხარო. რაღა დაგიმალოთ, მეც მიხარია, მეტი სტიმული მაქვს. კვირაში ორი დღე უქმე მაქვს. შემიძლია ოთახში შევიკეტო და გარეთ ცხვირი არ გამოვყო. ამას არ ვაკეთებ, ის ორი დღეც ჩვეულებრივად ვმუშაობ.
- სხვა ქართველი ემიგრანტების შესახებ რა იცით?
- ერთმანეთს ყოველდღე ვეხმიანებით. ჩემს ნაცნობებს შორის პრობლემა არავის აქვს. ვინც მუშაობდა, ისევ მუშაობს, სახლიდან არავინ გამოუგდიათ. პრობლემა ის არის, რომ ვინც არ მუშაობდა, სამსახური ვერ იშოვა. ახლა უცხო ადამიანის შინ შეშვება ყველას ეშინია. ჩემს მეგობარს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა, საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდა და ასეთი ამბავი რომ დაიწყო, ბილეთები გააუქმა. ასე რომ, ქართველ ემიგრანტებს განსაკუთრებული გასაჭირი არ გვაქვს. უბრალოდ, ჩემები ძალიან მენატრებიან.
- იმის გამო, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია, ემიგრანტები ექიმების ყურადღების მიღმა ხომ არ რჩებიან?
- არა, მსგავსი არაფერი მსმენია. იტალიელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ადგილობრივი ხარ თუ ემიგრანტი, ყველას განურჩევლად ეხმარებიან. უბრალოდ, გვაფრთხილებენ, რომ ჩვენი ინიციატივით არ მივიდეთ საავადმყოფოში, - თუ თავს ცუდად იგრძნობ, "სასწრაფოში" უნდა დარეკო, მოვლენ, შეგამოწმებენ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად წაგიყვანენ, თუ არა და, სახლში ჩასატარებელ მკურნალობის კურსს დაგინიშნავენ. გვჯერა, იტალია მალე ნახავს გამოსავალს. 24 საათი თავაუღებლად მუშაობენ ექიმები, ექთანები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები, ხელისუფლება... შესაბამისად, ხალხი არ არის დათრგუნვილი, პანიკაში ჩავარდნილი იტალიელი არ მინახავს. წესებს ზედმიწევნით იცავენ, პოლიციას ემორჩილებიან, მითითებებს ითვალისწინებენ, მაგრამ არ ეშინიათ.
- არადა, ამბობენ, რომ იტალიელები სულაც არ არიან კანონმორჩილები...
- როგორც ქართლელი იმერელისგან, კახელი გურულისგან, აქაც ასევე განსხვავდებიან იტალიის სხვადასხვა რეგიონის მოქალაქეები. საერთოდ, იტალიელები ლაღი ხალხია, ცოტა დაუდევრებიც, საფრთხეებს არ უშინდებიან. რომში უფრო კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. აი, მილანის მერია ქუჩებში დასდევს ხალხს და სახლებში ერეკება. ჩრდილოეთში ცოტა სხვანაირი ხალხია. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ, აქაურებს საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადაბარება არ სჩვევიათ.
მშვიდობა მოგცეთ უფალმა...
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."
ექთანი, რომელიც 34 წელია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში მუშაობს
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომიწია პატრიარქის გვერდით მსახურებამ"
"სულ ფანჯრიდან ვიყურები, გარეთ გასვლა მინდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი