ქართველი მეცნიერის მოსაზრებები და 13 წლის წინ გაკეთებული პროგნოზი
font-large font-small
ქართველი მეცნიერის მოსაზრებები და 13 წლის წინ გაკეთებული პროგნოზი
"ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება ერთგვარი "ბომბია"..."

მეცნიერი მამუკა კოტეტიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის კათედრაზე, აგრეთვე - მეცნიერ-ექსპერტად მსოფლიოში ბიოლოგიური სტანდარტების ლიდერ ორგანიზაციაში ATCC (American Type Culture Collections). ამჟამად ბატონი მამუკა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო სფეროში; ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი. მეცნიერის საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალმხრივია, მაგრამ ამჯერად უახლესი მასშტაბური პრობლემის - კორონავირუსის პანდემიის შესახებ ვესაუბრეთ.


- თუ COVID-19-ის ინფექციის ისტორიას გადავავლებთ თვალს, ჩემი აზრით, მისთვის პანდემიის სტატუსის მინიჭება, გარკვეულწილად, დაგვიანებულად მოხდა. ამ ვითარებაში, ცხადია, პანდემია საქართველოსაც შეეხო; თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისა და საერთოდ, მთავრობის ძალზე ეფექტიანი რეაგირება, რისი წყალობითაც, დღეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. რაც შეეხება ნაწილობრივ თვითიზოლაციას ანუ შინ დარჩენას, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, თუმცა, არასაკმარისი მეთოდია დაავადების კონტროლისთვის. თანამედროვე სამყაროში ადამიანების აბსოლუტური იზოლაცია რეალურად, შეუძლებელია და ჯერჯერობით არც ვაქცინა, როგორც პრევენციის ერთ-ერთი ზომა და არც მკურნალობის ეფექტიანი საშუალება არ არსებობს. ამგვარად, ვფიქრობ, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რადგან ცალკეული ღონისძიება ვერ გამოიღებს ადეკვატურ შედეგს დაავადების (ამ შემთხვევაში, კორონავირუსული ინფექციის) კონტროლის თვალსაზრისით. ერთ აქსიომას მსურს გავუსვა ხაზი: დაავადებებთან ბრძოლისას, დროული და ეფექტიანი პრევენცია ზოგჯერ ასმაგად ზოგავს იმ სახელმწიფო ხარჯებს, რომლებიც გარდაუვალი იქნება მომავალში, თუ პრევენციული ზომები დროულად და ჯეროვნად არ გატარდა.
GzaPress
- ბევრი ვარაუდი გამოითქმის ახალი კორონავირუსის გაჩენასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ჩინეთისა და აშშ-ის მხრიდან ურთიერთბრალდებებიც გაისმა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
- საერთოდ, კორონავირუსული ინფექციები სიახლეს არ წარმოადგენს და ამაზე უკვე ბევრი რამ ითქვა. 2003 წელს, SARS-ის ეპიდემია 26 ქვეყანას შეეხო და 8000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა. ამჯერად კორონავირუსის შტამი (SARS-CoV-2), რომელმაც ბუნებრივი კლონური ექსპანსიით პანდემია გამოიწვია, პირველად, როგორც იცით, ჩინეთის ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში იდენტიფიცირდა 2019 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველწყაროდ კვლავაც ღამურას ვარაუდობენ. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი: 2007 წელს, მსოფლიოში კლინიკური მიკრობიოლოგიის სფეროს ნომერ პირველ ჟურნალში - "კლინიკური მიკრობიოლოგია", რომლის სარედაქციო საბჭოს წევრიც მაშინ გახლდით, გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია კორონავირუსულ ინფექციებზე და გამოითქვა პროგნოზი - რომ ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება ჩინეთში ერთგვარი "ბომბია" მწვავე კორონავირუსებით გამოწვეული რესპირატორული სინდრომის ინფექციების აფეთქებისთვის. როგორც ვხედავთ, ეს პროგნოზი, საუბედუროდ, გამართლდა - აფეთქებებმა თავი იჩინა, რაც ეპიდემიებსა და შემდგომ პანდემიაში გადაიზარდა. რაც შეეხება მოსაზრებებს ვირუსის "ხელოვნურობისა" და ამგვარად გავრცელების შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბუნებრივად ვირუსები ძალიან მუტირებადი ანუ ცვალებადი ორგანიზმებია, განსაკუთრებით - ერთჯაჭვიანი რნმ-ვირუსები, რომელთაც კორონავირუსების ოჯახი მიეკუთვნება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ვირუსებს უნარი აქვთ, ბუნებრივად შეიძინონ გენეტიკური მასალა გენეტიკური რეკომბინაციის გზით არა მარტო ვირუსებიდან, არამედ სხვა ორგანიზმებიდანაც. ამგვარად, ურთულესია (თუ არა შეუძლებელი), მსოფლიოში დღეს არსებული მეთოდებით დადგინდეს, შტამი ხელოვნურია თუ ბუნებრივი.
- რა სახის კვლევები მიმდინარეობს ამერიკულ და ევროპულ სამეცნიერო წრეებში COVID-19-თან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებენ ამერიკელი მეცნიერები, რაც ჩვენთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.
- დასავლური კვლევები COVID-19-თან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ ძირითად ტრენდს: 1. ეპიდემიური კვლევები, რომლებიც წარმოებს სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფის მიმართ COVID-19-ის ინფექციების სიმწვავის, ლოკალური და გლობალური გავრცელების გზებისა და თავისებურებების შესწავლის კუთხით; 2. იმუნოლოგიური კვლევები ეფექტიანი ვაქცინების შემუშავების მიზნით. კვლევები განსაკუთრებით ნაყოფიერად მიმდინარეობს აშშ-ში და ვარაუდობენ, რომ ვაქცინას საკმაოდ მალე შეიმუშავებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ 2021 წელზე ადრე ის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მაინც ვერ იქნება.
- თქვენი აზრით, რა დაეხმარება მსოფლიოს პანდემიასთან გამკლავებაში? აქვე გთხოვთ, სცადოთ საქართველოში მოვლენების განვითარების პროგნოზირება.
- როგორც უკვე მოგახსენეთ, კორონავირუსული ინფექციები არ არის სიახლე მსოფლიოსთვის და COVID-19-ის პანდემიაც გადაივლის, რასაც განაპირობებს როგორც ანთროპოგენული (მაგალითად, მსოფლიოს მოსახლეობაში იმუნური სტატუსის გაზრდა და დაავადების კონტროლისა და მართვის ეფექტიანი ღონისძიებები), ისე სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორი (ჰაერის ტემპერატურა, მზის რადიაცია და ა.შ.), რომლებიც ხშირად ძლიერ გავლენას ახდენს მიკრობთა პოპულაციების დინამიკაზე. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, მაგრამ პანიკისთვის მიზეზს ვერ ვხედავ. გამოსავალი ისაა, რომ გათვალისწინებული იყოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა პროფილური საერთაშორისო ინსტიტუციებისა და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციები. ქვეყნებმა, ადგილობრივი პირობების სიღრმისეული გააზრებით, უნდა განაგრძონ ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინირებული მუშაობა დაავადების პრევენციის აპრობირებული, შესაფერისი სქემების გამოყენებით. რაც შეეხება საქართველოს: სავარაუდოდ, არ ველოდები ისეთ სურათს, როგორსაც იტალიაში ჰქონდა ადგილი, რაც ბევრი მიზეზით იყო განპირობებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, ინფექციების მასობრივ გავრცელებამდე, იქ ტურისტების ნაკადი უწყვეტი და ძალზე მაღალი იყო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა ტურისტული ნაკადის შეზღუდვის, საზღვარზე მოქალაქეების დროული სკრინინგისა და სასწრაფო საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით. ამათანავე, ჰაერწვეთოვანი ინფექციების მკაცრი ლოკალიზება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ, ცხადია, უნდა ველოდოთ კორონავირუსული ინფექციების შემთხვევების ზრდას, რაც გარდაუვალია. ახლა ის დროა, როდესაც მთელ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს და მთავრობას მოუწევთ ერთ გუნდში თამაში, კორონავირუსის დასამარცხებლად.
GzaPress
- აშშ-ში წლების განმავლობაში ცხოვრობდით. გვიამბეთ თქვენს იქაურ საქმიანობაზე. საინტერესო და დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი და კონკრეტულად, მიკრობიოლოგიისა და ინფექციური აგენტების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის მიმართულებით მუშაობა განაპირობა ჩემმა ინტერესმა მიკრობების მოლეკულური გენეტიკის, გენომებისა და ევოლუციური დივერგენციის მექანიზმების მიმართ. 1990-იან წლების ბოლოს, ისრაელში, იერუსალიმის უნივერსიტეტში პოსტდოქტორალური პრაქტიკის გავლის შემდეგ, მუშაობა გავაგრძელე მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტში. 2003 წელს, ამავე დეპარტამენტში გადამიყვანეს კათედრაზე სამუშაოდ, ჯერ ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის ინსტრუქტორად, შემდგომ - ასისტენტ-პროფესორად. სწავლების კუთხით კი გახლდით სამაგისტრო კურსის - "ინფექციური დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგია" - თანადირექტორი ჩვენი დივიზიონის უფროსთან, დოქტორ სქუიბთან ერთად. ასევე ლექციებს ვკითხულობდი ჩემი კოლეგების მიერ შემუშავებული კურსების ფარგლებშიც, შტამების მოლეკულური ტიპირების სფეროში. სწავლებასთან ერთად, ორიენტირებული ვიყავი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სურსათისმიერი და სხვა ინფექციური აგენტების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის კვლევებზე.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."
ექთანი, რომელიც 34 წელია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში მუშაობს
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომიწია პატრიარქის გვერდით მსახურებამ"
"სულ ფანჯრიდან ვიყურები, გარეთ გასვლა მინდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი