როგორ უმკლავდება თვითიზოლაციას მოუსვენარი თიკო ბულია
font-large font-small
როგორ უმკლავდება თვითიზოლაციას მოუსვენარი თიკო ბულია
"სულ ფანჯრიდან ვიყურები, გარეთ გასვლა მინდა"

დღეს, როცა თვითიზოლაცია აუცილებელია და მოწოდებას - "დარჩი სახლში" ყველანი ვიზიარებთ, გადავწყვიტეთ, "კომედი შოუს" ყველაზე უმცროს მსახიობთან, 10 წლის თიკო ბულიასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. დავინტერესდით, რამდენად სწორად აღიქვამს პანდემიის გამო მსოფლიოში არსებულ სიტუაციას გოგონა, იცავს თუ არა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელ წესებს და როგორ ატარებს შინ დროს?


- თიკო, როგორ ხარ?
- ცოტათი ცუდ ხასიათზე ვარ, რადგან სახლში ჯდომით დავიღალე... ეს კორონა ძალიან ცუდი ვირუსია. მის გამო, სულ სახლში ვარ.
- რა იცი ამ ვირუსის შესახებ?
- ამბობენ, - ადამიანს კლავსო. ისე, ბევრი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მაინც საშიშია, რადგან გადამდები ვირუსია. ჭორი გავრცელდა, ვირუსი ცხოველებიდან (ძაღლებიდან, კატებიდან...) ადამიანზე გადადისო, მაგრამ გაირკვა, რომ ეს სიმართლე არ არის. ცხოველებს უნდა გავუფრთხილდეთ და მათზე ვიზრუნოთ.
- სკოლა გენატრება?
- კი, ძალიან. ბავშვები და მასწავლებლები მენატრებიან.
- დისტანციურად სწავლობ?
- კი. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს შექმნილი, სადაც გაკვეთილებს დებენ... გაკვეთილების ცხრილი გვაქვს. მასწავლებელი გვირეკავს და ყველანი ერთად, ონლაინ ვმეცადინეობთ.
- ონლაინსწავლება შენთვის მოსახერხებელია?
- კი. ჩვეულებრივი გაკვეთილებია. უბრალოდ, სახლიდან ვსწავლობ და არა - სკოლიდან.
- ონლაინგაკვეთილზე დასასწრებად როგორ ემზადები?
- კუთხეს ვარჩევ, სადაც უნდა ვიმეცადინო. წიგნებს იმის მიხედვით ვიმარაგებ, რომელი გაკვეთილიც მაქვს...
- ისევე იმოსები, როგორც სკოლისთვის?
- ჰო. ასევე, თუთიყუშის და მულტფილმის გმირების ბევრი ფორმა მაქვს. იშვიათად, მაგრამ ამ ფორმებში გამოწყობილიც ვჯდები.
- მასწავლებელს, თანაკლასელებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა მაგალითად, თუთიყუშის ფორმაში გამოწყობილს გხედავენ?
- ჯერჯერობით, ამ თემაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
- სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, ონლაინგაკვეთილზე, მასწავლებლის დასმულ შეკითხვაზე იტალიელ ბავშვს სწორ პასუხს დედიკო ჰკარნახობს. მსგავსი შემთხვევა შენც ხომ არ გქონია?
- უი, ეგ ვიდეო არ მინახავს... არა, მე არ მკარნახობენ. ონლაინგაკვეთილზე ყურსასმენებს ვიკეთებ და პასუხებზე თავად ვფიქრობ. უკვე ბუნებისა და ინფორმატიკის გაკვეთილი მქონდა. ტესტიც დავწერე.
- შენი აზრით, სკოლასა და დისტანციურ სწავლას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?
- ორივე ძალიან მომწონს. უარყოფითი მხარე არც ერთს არ აქვს. ორივე სახალისოა.
- შინ დროს როგორ ატარებ?
- დილით რომ ვდგები, ვწესრიგდები, მერე ხან ვხატავ, ხან - ტელევიზორს ვუყურებ, ხანაც ვმეცადინეობ... თოჯინებს ტანსაცმელებსაც "ვუკეთებ" - ამით ვერთობი: ჩემს ძველ ტანსაცმელს ვჭრი, გარკვეულ ფორმას ვაძლევ და თოჯინებს ქუდებს, კაბებს ვუმზადებ... საბავშვო კოსმეტიკით მაკაიჟსაც ვიკეთებ, ოღონდ - მკვეთრს არა: მხოლოდ ტუშს ან ტუჩსაცხს ვიყენებ. ისე, მაკიაჟი დიდად არ მიზიდავს.
GzaPress
- თვითიზოლაცია შენთვის რთულია?
- კი, რადგან ამ დროს ადამიანი სულ სახლში ზიხარ: დილით დგები, ცოტას იმეცადინებ, დაწვები... მოსაწყენია!
- თვითიზოლაციის დარღვევის სურვილი ხომ არ გაგჩენია?
- არა, მაგრამ სულ ფანჯრიდან ვიყურები, რადგან გარეთ გასვლა მინდა, თუმცა შეძლებისდაგვარად, წესებს ვიცავ.
- შენი აზრით, ზოგიერთი უფროსი თვითიზოლაციას რატომ არღვევს?
- ალბათ, მათ კორონავირუსის არ ეშინიათ, მაგრამ ამით სხვებსაც საფრთხეს უქმნიან. ასეთი საქციელის გამო, უნდა დაჯარიმდნენ.
- შინიდან არასოდეს გადიხარ?
- იშვიათად, მაღაზიაში ჩავდივარ. მთავრობის რეკომენდაციებს ვითვალისწინებ: ნიღაბს, რეზინის ხელთათმანებს ვიკეთებ, სოციალურ დისტანციას ვიცავ... როცა მზიანი ამინდია და საერთოდ არ ცივა, ცოტა ხნით სახლთან ახლოს გავისეირნებ ხოლმე, მერე კი შინ ვბრუნდები.
- თვითიზოლაციის პერიოდი რომ დასრულდება, პირველად რას გააკეთებ?
- დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, ბავშვებთან ერთად, მთელი დღე ეზოში ვიქნები.
- ახლა მეგობრებთან ვირტუალურად კონტაქტობ?
- კი, სოციალურ ქსელში 3-4 ბავშვს ჯგუფი გვაქვს: ერთმანეთს ვურეკავთ, ვწერთ... ერთმანეთი ძალიან გვენატრება, განსაკუთრებით - გოგონებს.
- "კომედი შოუს" გადაღებები აღარ გაქვს?
- დროებით შეწყდა. 1 კვირის წინ, ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში. მას შემდეგ გადაღება არ მქონია.
- ახლა მეტი დრო გაქვს, რომ "კომედი შოუს" ვიდეოებსაც უყურო...
- კი, მაგრამ რომელ "სკეტჩშიც" ვმონაწილეობ, არ ვუყურებ - უკვე ხომ ვიცი, რაც მოხდა? იშვიათად შევამოწმებ, შევხედავ - ვარგა თუ არა...
- ბევრი წუწუნებს, გავსუქდით - სახლში ყოფნის გამო, სულ ვჭამთო. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?
- კი, მეც გავსუქდი.
- ხშირად ჭამ?
- სახლში რომ ვარ, აბა, რა ვაკეთო (იცინის)? დღეს მხოლოდ ორჯერ ვჭამე, მაგრამ ტკბილეულს ვეძალები. "ფანქეიქები" განსაკუთრებულად მიყვარს. დედასთან ერთად ვაცხობ. ასევე, ფუნთუშებს, კექსებსაც ვაცხობ (რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად - არა).
- მომზადების რეცეპტები იცი?
- არა, მაგრამ ერთხელ, როცა ასეთი მკაცრი თვითიზოლაციები ჯერ არ იყო, დედა მეზობელთან დასახმარებლად გავიდა. ფურცელზე "ფანქეიქის" რეცეპტი მქონდა დაწერილი და დამოუკიდებლად მოვამზადე.
- როგორი გამოვიდა?
- ძალიან გემრიელი. დედასაც მოეწონა...
- სახლში ვარჯიშობ ხოლმე?
- ძალიან მოუსვენარი ვარ - ჩემი ვარჯიშიც ესაა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, ზოგჯერ სახლში დავრბივარ, ზოგჯერ - ტელევიზორს ჩავრთავ, იატაკზე რამეს დავაფენ და იქ ვვარჯიშობ, მაგრამ ვარჯიში არ გამომდის - ისე გავსუქდი, მოძრაობაც კი მიჭირს.
- წიგნების კითხვას თუ უთმობ დროს?
- კი. ერთი წიგნის წაკითხვა უკვე დავასრულე.
- შეგიძლია გვითხრა, რომელი წიგნი წაიკითხე?
- "დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა". ძალიან მომეწონა.
- თვითიზოლაციაში მყოფ ბავშვებს რას ურჩევ?
- მთავარია, არ დანებდნენ. ეს თვითიზოლაცია მალე დასრულდება. ეცადონ, რომ დღე მხიარულად გაატარონ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი