"ბოლო დროს ასტრონომია და პლანეტები იტაცებს"
font-large font-small
"ბოლო დროს ასტრონომია და პლანეტები იტაცებს"
გაიცანით პატარა ლუკა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 5 წლის ლუკას ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მამასთან ჩახუტება უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ახლა პანდემიის გამო შესაბამისი წესებია დასაცავი, ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთთან დისტანციურად არიან და მამა უარს ეუბნება ამაზე... ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, "ფეისბუკის" პირად გვერდებზეც დიდი სიყვარულით გააზიარეს. პატარა ლუკა სადუნიშვილი ინტერნეტმომხმარებელმა თბილი სიტყვებით აავსო.
ჩვენ ბიჭუნას და მისი ოჯახის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ლუკას დედა - ნინო გოგავა და მამა - გიორგი სადუნიშვილი ექიმები არიან.

ნინო:
- ლუკაჩო ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი შვილია, მეორე პატარასაც ველოდებით, რომელზეც ახლა ფეხმძიმედ ვარ... ორივე ექიმი ვართ - მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მეუღლე - ნევროლოგი. ლუკაჩოს უახლოესი ადამიანებიც ექიმები არიან, მამიდა და ბაბუა ნევროლოგები, ერთი ბებო გინეკოლოგია, მეორე - ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. იმის გამო, რომ კლინიკაში მორიგეობა ყველას გვიწევს, ბავშვს სულ ვენატრებით, ჩახუტება მისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვცდილობთ, სითბო არ მოვაკლოთ.
- ფეხმძიმობისას და ამ ვირუსის პერიოდშიც გიწევთ კლინიკაში საქმიანობა?
- რეანიმაციაში ამ ვირუსის პერიოდშიც და მანამდეც, უმძიმეს პაციენტებთან გვიწევს ურთიერთობა. ამიტომ, რადგან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ახლა დიდად შესაშფოთებელი თითქოს არაფერია. ბევრად გადამდებ და რთულ დაავადებებთან, პაციენტებთან მაქვს ხოლმე საქმე... ორსულების შემთხვევაში ამბობენ, რომ ნაყოფის დედისგან დაინფიცირების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ამიტომ, ახლა გაცილებით მეტად ვფრთხილობ და ვცდილობ, ვირუსიან პაციენტებთან ურთიერთობა არ მქონდეს. რეანიმატოლოგი ვარ და როდესაც ავადმყოფი ნებისმიერ განყოფილებაში დამძიმდება, ჩემი პაციენტი ხდება, ამიტომაც ვთქვი, რომ რთულ დაავადებებთან მაქვს შეხება. ახლა ადმინისტრაცია ხელს მიწყობს, რომ კორონავირუსიანებთან არ მქონდეს შეხება. გიორგის ეს პრივილეგიები არა აქვს, ის მთელი დატვირთვით მუშაობს და სულ საავადმყოფოშია...
GzaPress
- ლუკას ვიდეო მამამ გადაუღო?
- ამ ვიდეოს ამბავს გეტყვით, როგორც მოხდა - ჩემი მეუღლე იმ დღეს მორიგეობიდან დაბრუნდა, დაიბანა, მოწესრიგდა, დაისპირტა და ამ დროს მის ტელეფონზე ზარი გაისმა, რომ შესაძლებელი იყო, საჩხერის საავადმყოფოში დაინფიცირებულები ყოფილიყვნენ (რამდენიმე ექიმზე გახლდათ საუბარი). ვინაიდან გიორგის მათთან კონტაქტი ჰქონდა, ასევე კორონიან პაციენტებთანაც, ამიტომ, იზოლაციაში წასვლა აუცილებელი იყო. სანამ წავიდოდა, ეს ვიდეო გადაიღო. ბავშვი ახალი გაღვიძებული გახლდათ და მამა რომ დაინახა, ჩახუტებას სთხოვდა. ეს ეპიზოდია მათი საუბრიდან, - სანამ კამერას მოვიმარჯვებდი, უფრო საყვარლად ლაპარაკობდაო. სულ ვცდილობთ, ლუკაჩოს სითბო და სიყვარული ვუჩვენოთ, მაგრამ ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ... ვიდეო სოციალურ ქსელში რომ ავტვირთეთ, სულ არ ვფიქრობდით, რომ ამდენი "ნახვა" ექნებოდა და ადამიანები ასე მოიწონებდნენ. თავიდან ჩემს რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე და მათგან ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში "ატვირთა", მხოლოდ მის მეგობრებს შეეძლოთ ნახვა. შემდეგ ოჯახის წევრებმა მთხოვეს გაზიარება და მეც ავტვირთე. ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. ვინც ცუდი კომენტარი დაწერა, მგონია, ვერ გაიგეს, რატომ ტიროდა ბავშვი. ამიტომ, მეტი კეთილგონიერება და სიკეთე გამოვიჩინოთ ბავშვების და ზოგადად, ადამიანების მიმართ.
- როგორი ბიჭია ლუკა, რომელმაც ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა?
- თბილი ბავშვია, ძალიან კეთილი, მოსიყვარულე, გონიერი, მაგრამ პრინციპულიც. რაც მთავარია, ადამიანების შეყვარების დიდი უნარი აქვს. ბოლო დროს ასტრონომია და პლანეტები იტაცებს. რა ხდება და როგორ შეიქმნა პლანეტები? - სულ ეს აინტერესებს. ზოგჯერ ისეთ კითხვას მისვამს, პასუხიც არ მაქვს, სანამ სადმე არ წავიკითხავ... აინტერესებს, რატომ არ ცხოვრობენ სხვადასხვა პლანეტაზე ადამიანები? მთვარე რა ნივთიერებისგან წარმოიქმნა? დანარჩენი, რა გითხრათ, როგორც ყველა ბავშვი, ესეც ჩვეულებრივად, ტელევიზორით, მულტფილმებით, სხვადასხვა თამაშით ერთობა. ახლა ეზოში ვასეირნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუთქუჩაა, ჭამა დიდად არ უყვარს, მხოლოდ ტკბილეულსა და ლობიანს მიირთმევს დიდი სიამოვნებით.
- რა შეიცვალა კორონავირუსის შემდეგ ბავშვთან ურთიერთობაში?
- თავიდან ვცდილობდით, ლუკას ეს ყველაფერი ნაკლებად ეგრძნო და ენერვიულა, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეული პანიკაა და ეს მასზეც მოქმედებს. ვერ ეკონტაქტება თავის მეგობრებს, ბაღშიც ვერ დადის, ძირითადად სახლშია, რასაც, როგორც ყველა ბავშვი, განიცდის, მაგრამ იმედი გვაქვს, მალე ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი