დედა-შვილი კორონავირუსს ერთად ებრძოდნენ
font-large font-small
დედა-შვილი კორონავირუსს ერთად ებრძოდნენ
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."

2 წლის ანდრიამ კორონავირუსი დაამარცხა. ეს ინფორმაცია ანდრიას დედამ - ნანა პაპავამ იმ მიზნით გამოამზეურა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმული ადამიანები გაემხნევებინა... ქალბატონი ნანა თავად ჯერ ისევ ვირუსს ებრძვის...


ნანა პაპავა "გზის" მკითხველებისთვის გულახდილ საუბარზე დაგვთანხმდა:
- პროფესიით ექთანი ვარ. 14 წელი "ჯოენის" სახელობის სამედიცინო ცენტრში, ბავშვთა კარდიოქირურგიულ რეანიმაციაში ვიმუშავე, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. 2 წელია, რაც კლინიკა "თიმში" გადავედი, სადაც პროფესიული თვალსაზრისით, გავიზარდე. ამ პანდემიის პერიოდში, მივხვდი, რომ მართლაც ერთი გუნდი ვართ. მათგან მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობდი. ურთულესი ფსიქოლოგიური და მორალური სტრესი სწორედ მათ გადამატანინეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი...
პირადად მე, კორონავირუსით ძმისგან დავინფიცირდი (თავად მისი ინფიცირების პირველწყარო დაუდგენელია - ამაზე ეპიდსამსახური მუშაობს). პირველი კონტაქტიდან მეექვსე დღეს დამეწყო შემცივნება და ტემპერატურა 37,4 გრადუსი დამიფიქსირდა. ძალიან ავღელდი. ნერვიულობის ფონზე, თითქოს ყველაფერი ერთად დამეწყო: სუნთქვაც გამიჭირდა, გულმკერდიც ამტკივდა... მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადავიღე. ორმხრივი ინფილტრაცია აღმომაჩნდა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო! იმიტომ არა, რომ კოვიდინფიცირებული აღმოვჩნდი, არამედ - იმიტომ, რომ 4 დღის განმავლობაში, ჩემს ორგანიზმში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, უამრავ ადამიანთან კონტაქტი მქონდა... იმავე დღეს ცხელების ცენტრში გადავედი. სანამ ექიმი ანამნეზს მეკითხებოდა, სახლიდან მეუღლემ დამირეკა - ბავშვს ცრუ კრუპი (ზედა სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც ხველა და სუნთქვის გაძნელება ახლავს თან) დაემართაო. რა თქმა უნდა, პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ საეჭვო პაციენტი ვიყავი და გადავწყვიტე, ანდრია ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში გადაეყვანათ, სადაც მას PSR ტესტი აუღეს... დადებითი პასუხი მივიღეთ - ბავშვს COVID-19 ჰქონდა. ჩემთვის ეს ძლიერი შოკი იყო, მაგრამ უარესი ის გახლდათ, რომ პარალელურად, 68 წლის ბებია დაინფიცირდა, რომელიც ანდრიას უვლიდა. ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ჩემგან ჩემი 6 თანამშრომელი დაინფიცირდა... საოცარ კოშმარში აღმოვჩნდი, რომელიც მეგონა, არასოდეს დასრულდებოდა. მამხნევებდნენ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი ჩემგან გადაედოთ, ეს უზარმაზარ ენერგიას მაძლევდა. მადლობა ღმერთს და ჩვენს ექიმებს, რომ დღეს ისინი კარგად არიან... ჩემს შვილს, ჩემს პატარა "მზე ბიჭუნას" რაც შეეხება, ერთად ყოფნის უფლება მეორე დღესვე მოგვცეს. ვირუსს ერთად ვებრძოდით. ანდრია იმხელა პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, ისეთი ნიჭიერი და ყოჩაღი ბავშვია, რომ მას კორონავირუსმა ვერაფერი დააკლო - მის ორგანიზმში COVID-19 მსუბუქად, პნევმონიის გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა პროტოკოლის მიხედვით, სამ დღეში ერთხელ ანალიზების კონტროლი გვიწევდა (ვენიდან სისხლს უღებდნენ). რა თქმა უნდა, ამის გამო, ბავშვმა სტრესი მიიღო, მაგრამ ეს ერთად ყოფნით გადავლახეთ. პერიოდულად, სამედიცინო ხელთათმანს, შპრიცს (ნემსის გარეშე) ვაძლევდი, ნიღაბს იკეთებდა... ვთამაშობდით: ის ექიმი "იყო", მე - მისი "პაციენტი"... პალატაში ძალიან აქტიურობდა. თავისი სიცელქით პერსონალს ამხიარულებდა.
GzaPress
პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირის შემდეგ, Pშღ ტესტი გაუმეორეს. ამჯერად, უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ტესტი 24 საათის შემდეგაც გაუკეთეს - პასუხი ისევ უარყოფითი იყო. მე და ანდრია ისეთი ბედნიერები ვიყავით, რომ სიხარულისგან ვცეკვავდით, ვმღეროდით... სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ. მინდოდა, ფანჯარა გამომეღო და ბოლო ხმაზე მეყვირა - ჩემმა შვილმა ეს შეძლო, ახალი ვირუსი დაამარცხა-მეთქი! ექთანებთან გავვარდი - ანდრიას ტესტის პასუხი უარყოფითია, გამოჯანმრთელდა-მეთქი! ბავშვი დერეფანში გაიყვანეს და ჩაეხუტნენ... საოცარი განცდა იყო ეს - მათ შრომა დაუფასდათ...
თავის ასაკთან შედარებით, ანდრია გონიერი ბავშვია. მან კარგად გააცნობიერა, რომ მეორე დღეს კლინიკიდან უნდა გასულიყო. ჩემი და ანდრიას ცალ-ცლკე ყოფნის დღე დადგა: დამემშვიდობა, ლოყაზე მაკოცა. მითხრა, - დედა, მიყვარხარო... მას უბრალოდ, ეგონა რომ ეზოში მიდიოდა... როცა მიხვდა, გაიყვანეს, ცოტათი იტირა... ახლა კარგად გრძნობს თავს. მამიკო უვლის. სახლში ყოფნით ისევ ძველებურად აქტიური და ბედნიერია. საღამოობით ცოტათი პროტესტის გრძნობა უჩნდება - სურს, დედიკო გვერდით ჰყავდეს. იმედია, ეს კოშმარი მალე დასრულდება...
კორონავირუსი უკვე ბებიამაც დაამარცხა. იმ მშობლებს მივმართავ, ვინც ბავშვთან ერთად, ამ ვირუსთან ბრძოლაშია ჩაბმული: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ შეშინდებით და ბრძოლაში გამარჯვებას აუცილებლად შეძლებთ! ჩემმა 2 წლის ბიჭმა ეს შეძლო!.. მე ჯერ მკურნალობის პროცესში ვარ... მადლობა ღმერთს, ბოჭორიშვილის კლინიკის პერსონალს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თანამშრომლებს - მათი წყალობით გადავრჩი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
ექთანი, რომელიც 34 წელია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში მუშაობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი