დაუვიწყარი ზღაპარი ბებოებისთვის, ანუ "აჩუქე ადამიანებს სიხარული"
font-large font-small
დაუვიწყარი ზღაპარი ბებოებისთვის, ანუ "აჩუქე ადამიანებს სიხარული"
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ

მაია ხაბურძანია ადრე ჟურნალისტი იყო, მაგრამ მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წარიმართა: ამ სათნო, სიმპათიურ ქალბატონს დღეს სხვა სფეროში უწევს საქმიანობა - ის ასაკოვანი ადამიანებისთვის საექსკურსიო ტურებს ამზადებს. ამ ტურების დროს ის არის გიდიც, ორგანიზატორიც და ყველაფრის ინიციატორი. როგორც გვითხრა, ეს საქმე საოცარ სიხარულს ანიჭებს: "როცა მათ გაბრწყინებულ, ბედნიერ სახეებს ვხედავ, ვხვდები, რომ ეს ჩემი საქმეა, რომ ჩვენს საყვარელ ბებოებს სიხარული უნდა მოვუტანო" - ამბობს მაია, რომელიც ტურების მოწყობას ისევ გეგმავს.

- ქ-ნო მაია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ჟურნალ-გაზეთებშიც ვბეჭდავდი და არაერთ პროექტზე მიმუშავია. ყოველთვის, როცა ვმოგზაურობდი და როცა ტურისტებს შორის ხანდაზმულ ადამიანებს და მათ ბედნიერ სახეებს ვხედავდი, რაღაცნაირი შურით ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ჩვენი, ქართველი ბებოები სულ შინ სხედან და გული მწყდებოდა. სწორედ ასე გაჩნდა ჩემი ჩანაფიქრი, აქაც დამეწყო ტურები ბებია-ბაბუებისთვის. ერთხელაც, ტელევიზიით გადიოდა "ჩემი ცოლის დაქალები", იქ დავინახე მედიკო ლორთქიფანიძის გმირი - მანანა, რომელიც ან სამზარეულოში ფუსფუსებს, ან - მეუღლეს და ოჯახს უვლის და მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ ბებოებს სჭირდებათ ვიღაც, რომ ხელი ჩაჰკიდოს და სახლიდან გაიყვანოს. მე პირველად შვილმა მომკიდა ხელი და საქართველოს გარშემო სამოგზაუროდ წამიყვანა. მახსოვს, რა საოცარი შეგრძნება დამეუფლა მაშინ, როგორ შემრცხვა, რომ უცხოელებს ბევრად მეტი ჰქონდათ ნანახი საქართველოში, ვიდრე მე და გადავწყვიტე ჩემი იდეის განხორციელებაზე მეზრუნა.
- უცხოელ ტურისტებს შორის მართლაც ბევრი ხანდაზმულია, ჩვენთან რატომ ვერ დამკვიდრდა ეს ტენდენცია?
- სიტყვა "ხანდაზმულს" მე იშვიათად ვიყენებ, რადგან ეს სიტყვა თვითონაც არ მოსწონთ - ჩვენი ბებოები ხომ ძალიან ენერგიულები და სიცოცხლით სავსეები არიან. ახლა, კარანტინის შემდეგ, ყველანი მივხვდით, რას ნიშნავს, როცა გამოკეტილი ხარ და შენი მეგობარი მხოლოდ ტელევიზორია. სამწუხაროდ, ჩვენი ბებია-ბაბუები ასეთი ცხოვრებისთვის გვყავს განწირული - მათი ცხოვრებაც ხომ ძირითადად ამ რეჟიმში მიედინება? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის ხელი გამეწოდებინა.
- როგორ დაიწყეთ საქმიანობა?
- პირველად სამოგზაუროდ ახლობლები წავიყვანე: მათი "ოქროს ქორწილი" ახლოვდებოდა და მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. ისინი ცხოვრების ფერხულში ისე იყვნენ ჩაბმული, რომ ადრე აზრადაც არ მოსვლიათ ემოგზაურათ. ძალიან წარმატებული ადამიანები არიან, გაზარდეს შვილები, შვილიშვილები, უცხოეთში განათლებაც მისცეს და პენსიონერებისთვის ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდნენ. რომ ვუთხარი, კახეთში უნდა წაგიყვანოთ-მეთქი, გაუკვირდათ, მაგრამ ორივეს ისე ვუყვარვარ, უარი ვეღარ მითხრეს. წავედით და მათ რეაქციებს რომ ვაკვირდებოდი, მივხვდი, მე მათზე ბედნიერი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი ტურების ისტორია, რომელიც უკვე 3 წელია გრძელდება.
GzaPress
- ალბათ ასაკოვანი ადამიანებისთვის ტურის მოწყობა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
- დიახ, პირველივე ტურის დროს მივხვდი, რა იყო მათთვის საჭირო. პირველი გასვლა მცხეთაში დავგეგმე და აღმოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო მქონდა: უნდა წამეკითხა და მესწავლა ყველაფერი მცხეთის ისტორიიდან, რათა პასუხი ყველა შეკითხვაზე მქონოდა. ორი კვირის განმავლობაში ჩავდიოდი მცხეთაში და ყველა ბილიკს ვსწავლობდი, რომ მათთვის იქ სიარული ძნელი არ ყოფილიყო. უნდა მესწავლა სად და როგორ მიმეყვანა და ა.შ...
- როგორ ხვდებიან თქვენს ჯგუფს მასპინძლები?
- ალბათ მკითხველი ერთ რამეში დამეთანხმება: ბებია, ბაბუა - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სხეულში ყველას საოცარი სითბო გვეღვენთება. მათ ნებისმიერ ნივთთან შეხებისას, უტკბილეს მოგონებებში ვიძირებით. ალბათ ამიტომაა, რომ ჩვენი ჯგუფის დანახვისთანავე ყველა გვიღიმის. სრულიად უცხო ადამიანებს თვალებში სითბო უდგებათ. ისინი ჯერ ადგილზე შეშდებიან, შემდეგ სურვილი უჩნდებათ მათ შეეხონ, მოეხვიონ, მათთან ერთად სურათები გადაიღონ... როცა ახალგაზრდები ექსკურსიაზე, ან სამოგზაუროდ მიდიან, ეს ჩვენთან არავის უკვირს, მაგრამ როცა ბებიების ჯგუფს ხედავენ, სასწაული ხდება. ასე მოხდა უფლისციხის მუზეუმში: წიგნები აჩუქეს. ყველა ცდილობდა, მათთვის ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო. რაღაც საოცარი დღესასწაული მოუწყვეს. როცა ჩვენს ჯგუფს ხედავენ, ეს შოკია (იცინის).
- ნებისმიერი საქმის დაწყება რთულია, თქვენ როგორ დაიწყეთ ეს საქმე?
- ჯგუფის შედგენა არ გამჭირვებია: ჯერ ჩემი ნაცნობი ბებოები დავპატიჟე და მერე მათ თვითონ მოჰყავდათ თავიანთი ნაცნობ-მეგობრები. ასე იქმნებოდა ჩვენი ჯგუფი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე თბილი და კარგი ადამიანებისგან შედგება. თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, თითქოს ყოყმანობენ, მაგრამ მერე, როცა მოგზაურობას იწყებენ და ხედავენ, რომ სადღაც სხვა ცხოვრებაც არსებობს, ბედნიერები არიან. ხვდებიან, რომ მათ ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი იწყება და მემადლიერებიან. მე ვარ მათი გიდიც, ამ ტურების ორგანიზატორიც, საორგანიზაციო საკითხებიც ჩემი მოსაგვარებელია, რომ ჩემს საყვარელ ბებოებსა და ბაბუებს ყველაფერი წესრიგში დახვდეთ. წინასწარ ფეხით გავდივარ ყველა მარშრუტს და ყველაფერს ზუსტად ვგეგმავ. ვინც ერთხელ შემოგვიერთდება, მერე უკვე ვეღარ გვღალატობს და არ გვტოვებს. წარმოგიდგენიათ ბებიები, რომლებსაც უამრავი საქმე აქვთ, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს უვლიან, უეცრად წყდებიან ყოველდღიურ რუტინას და სულ სხვა სამყაროში გადადიან?! სანახავი კი ბევრი გვაქვს. პროფესიაც სწორედ ამ ადამიანების გამო შევიცვალე და როცა მათ გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, ვხვდები, სწორად მოვიქეცი. ჩვენი ტური იმითაც გამოირჩევა, რომ მათ შვილები უკეთებენ ამ საჩუქარს. ერთი ქალბატონი სიძემ დაპატიჟა და ამის გამო ძალიან გახარებული იყო.
GzaPress
- ვინ არის თქვენს ჯგუფში ყველაზე ასაკოვანი და ყოჩაღი?
- ჩვენი ტურის უხუცესი წევრი 93 წლის ამირან დარჩიაა; 92 წლისაა თამარ კალმახელიძე, რომელიც წარსულში მოსამართლე იყო. მან ახლახან კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზეც კი დაიწყო სიარული. ქალბატონმა თამარმა 92 წლის ასაკში იმოგზაურა უფლისციხეში, დავითგარეჯაში, დარიალისა თუ ძამას ხეობებში. არ შემიძლია არ დავასახელო დიმიტრი კვატაშიძე, რომელმაც 85 წლის ასაკში პირველად ნახა ვარძია. თქვენ უნდა გენახათ ასაკოვან იაპონელ ტურისტს რომ გადაეხვია და ეუბნებოდა: აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენაო... ტურის დროს ჩვენი წესები გვაქვს: პოლიტიკაზე საუბარი აკრძალულია, პრობლემებს ყველა შინ ტოვებს და მხოლოდ კარგზე, დადებითზე ვლაპარაკობთ. ცხადია, ეს ტურები მათი ჯანმრთელობისთვისაც კარგია, რადგან შინ ჩაკეტვა დეპრესიას და აპათიას იწვევს. ევროპაში ამ მხრივ სულ სხვა სიტუაციაა: იქ სპეციალური სახლებია ხანდაზმულებისთვის, ზოგი ხატავს, ზოგი - მღერის, ზოგი - ცეკვავს... აქ კი, ჩაკეტილები არიან. ბუნება საუცხოო ანტიდეპრესანტია და უცხოეთში ასეთ ტურებს რეცეპტივით უწერენ. მოგზაურობა ასაკოვან ადამიანებს დეპრესიის დაძლევასა და გამოჯანმრთელებაში ეხმარება. თანაც, ჩემი ბებოები მარტო ისტორიულ ძეგლებს და ადგილებს კი არ ნახულობენ, ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ, სტუმრად მიდიან. ეს ადამიანები უეცრად გახდნენ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები და ახლობლები. ახლაც, ყოველდღე მირეკავენ და მთხოვენ, როგორც კი ეს შეზღუდვები მოიხსნება, ახალი ტური დავგეგმო და გავაკეთო. მათთვის უკვე აუტანელია სახლში ჩაკეტვა. დამოკიდებულება, რომ ასაკოვანი ადამიანი შინ უნდა იჯდეს და ნორმალური ცხოვრება შეწყვიტოს, ჩემთვის მიუღებელია. მით უმეტეს, უმოძრაობა ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს: სახსრების დაავადებებს და უამრავ პრობლემას იწვევს. სად ვნახულობთ ჩვენს ბებიებს? - ან ექიმის მოსაცდელში, ან - აფთიაქში, ან - მაღაზიაში, საყიდლებზე. ამის გამო მათ პროტესტიც კი არა აქვთ, ამიტომ, ერთი დღე მაინც უნდა ვაჩუქოთ და ასეთი დღესასწაულები მოვუწყოთ. მოგზაურობა უდიდეს ბედნიერებას განიჭებს და თავად ბედნიერება სიბერეს გამორიცხავს. ისინი მართლაც არასდროს დაბერდებიან, რადგან ამ ყველაფერს ხედავენ და აღიქვამენ. დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ, მამხნევებენ და ახალ ტურებს ელოდებიან. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო გავჩერდით, მაგრამ ყველა წესისა და რიგის დაცვით ვაპირებთ ტურების აღდგენას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
- დაბოლოს, როგორია თქვენი გეგმები უახლოეს პერიოდში?
- სულ მალე თბილისს დავათვალიერებთ, თავიდან აღმოვაჩენთ ქალაქს, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. მანამდე კი, არ ვიცი უკვე მერამდენედ, წრეს ვუვლი ყველა ძეგლს. ვითვლი საფეხურებს, ნაბიჯებს, რომელიც ჩემმა ძვირფასმა ბებოებმა უნდა გაიარონ. მეშინია არ დავღალო, რადგან ისინი საოცრად საყვარლები და კარგები არიან. ჯერჯერობით, ბოტანიკურ ბაღში მინდა მათი წაყვანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღე მათთვის კიდევ ერთ დაუვიწყარ, ლამაზ ზღაპრად დარჩება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
27 წლის ლიკას ჩვენი დახმარება სჭირდება
"მიხარია, რომ დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა"
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი