"13 წლიდან ემიგრაციაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი"
font-large font-small
"13 წლიდან ემიგრაციაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი"
27 წლის ლიკას ჩვენი დახმარება სჭირდება


ლიკა ჩაკვეტაძეს ძვლის სიმსივნე აქვს. მართალია, ამ დღეებში სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ მას ჩვენი თანადგომა სჭირდება, მკურნალობის კურსი ბოლომდე რომ ჩაიტაროს. ლიკა 13 წლიდან ემიგრაციაში, მისი ასაკისთვის მძიმე შრომაში ატარებდა დღეებს. ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დაავადების გამო თვეებია, არ უნახავს და ძალიან ენატრება...

- სარკომა დამიდგინეს. დიდხანს ვწვალობდი, რომ როგორმე თურქეთში გადავსულიყავი, მაგრამ ამ პანდემიის გამო, ეს შეუძლებელი გახლდათ. როგორც იქნა, ახლა მომეცა ამის შესაძლებლობა და იმედია, იქ ზუსტ დიაგნოზს დამისვამენ, მკურნალობაც ჩამიტარდება და ვინ იცის, იქნებ განვიკურნო კიდეც. ამაში საზოგადოების მხარში დგომა ძალიან მჭირდება. ვიცი, დამეხმარებით.
- დაავადების პირველი სიმპტომები როდის გამოგივლინდა?
- მაშინ საბერძნეთში ვიყავი და ვმუშაობდი. დაახლოებით 13 წელი ვიცხოვრე იქ... რთული სამუშაო მქონდა და ხერხემლის ტკივილი დამეწყო. ბევრჯერ მივედი ექიმთან. მითხრეს, ეტყობა ნერვი გაქვს მოყოლილი და ეს იწვევს ტკივილსო. დამინიშნეს მკურნალობა, მასაჟები, მაგრამ ტკივილმა არ გამიარა. ფეხებში ძალა მეკარგებოდა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სწორი დიაგნოზი ვერ დამისვეს საბერძნეთში. ამასობაში ჩამომიყალიბდა ხერხემლის თიაქარი, რომელმაც, როგორც მეუბნებიან, ძვლის სიმსივნე გამოიწვია. ფეხებში ძალა არ მქონდა, ვიქცეოდი, საშინელი ტკივილები მტანჯავდა. ბოლოს ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ ბიოფსია უნდა გაიკეთოო. რადგან საბერძნეთი ვერ დაიკვეხნის საუკეთესო ექიმებით, გადავწყვიტე საქართველოში წამოვსულიყავი. აქ გამიკეთეს გამოკვლევები და ისევ ბიოფსია მირჩიეს. ქუთაისში ვცხოვრობ, იქიდან თბილისში გამომიშვეს. ბიოფსიის მერე მირჩიეს ოპერაციის გაკეთება... ბევრი ვიფიქრე და ავსტრიაში წასვლა გადავწყვიტე, სადაც მე და ჩემი ქმარი გავემგზავრეთ, თავშესაფარი ვითხოვეთ. იმედი მქონდა, განვიკურნებოდი. სინამდვილეში, ისე გამოვიდა, რომ 5 თვე დავკარგე... ვინაიდან ავსტრიაში დეპორტი მელოდა, გერმანიაში გადავიპარე. გერმანიაც იმავეს მიპირებდა და ამის გამო ჩვენს საელჩოს მივმართე გერმანიაში, ისინი ძალიან დამეხმარნენ. 2 დღეში მომიგვარეს ყველაფერი და გადმომაფრინეს. არადა, უკვე კორონავირუსზე იყო ლაპარაკი და ჭირდა ფრენა. ვინაიდან პასპორტი ჩაბარებული მქონდა, საელჩომ მე და ჩემს მეუღლეს დროებითი პასპორტი გაგვიკეთა. 2 თვეა, აქ ვარ.
- თურქეთში რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?
- ანალიზების პასუხები გავგზავნეთ ერთ-ერთ კლინიკაში და იქიდან მოწვევა მოგვივიდა. თურქებმა ახალი ვარაუდი გამოთქვეს, იქნებ ლიმფობლასტური ლეიკემია გაქვთო. ძალიან ბევრი ლიმფომა გამიჩნდა და ამიტომაც ეჭვობენ.
გერმანელ ექიმებს ყველა აქებს, მაგრამ მე იმითაც უკმაყოფილო დავრჩი, რაც გამიკეთეს. ძალიან სუსტი ექიმები ჰყავთ და ამას რომ ვამბობ, გარშემო მყოფები აპროტესტებენ, მაგრამ როცა მათ ჩემს ხელებს ვუჩვენებ, ჩუმდებიან. ელემენტარული, სისხლის ანალიზი ვერ ამიღეს, ვიდრე არ მაწამეს. ჩემი ხელები რომ ნახოთ, გადაირევით, 5 თვეა გასული და ნაიარევი არ გადამივიდა. სამაგიეროდ, ავსტრიელ ექიმებზე ცუდს ვერ ვიტყვი, პირიქით - მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. სამი ქიმია გამიკეთდა. სანამ ქვეყნიდან გაგიშვებენ, იქნებ მოვასწროთო. ყოველკვირა მიკეთებდნენ წამალს, - სანამ საქართველოში ჩახვალ და იქიდან თურქეთში მოახერხებ გადასვლას, მეტასტაზები არ წავიდესო. ისეთი წამლები დამინიშნეს, რომ სიმსივნემ ზრდა შეწყვიტა. მოკლედ, საოცარი მზრუნველობა გამოიჩინეს. ცნობაც მომცეს, რომ არ შეიძლებოდა ჩემი დეპორტირება, მაგრამ უძლურები აღმოჩნდნენ მთავრობის წინააღმდეგ და ამაში ჩვენი პრეზიდენტია დამნაშავე, რომელიც ჩამოვიდა და თქვა, - ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, კვალიფიციური ექიმები გვყავსო. აი, მისმა ამ სიტყვებმა დაგვღუპა სამკურნალოდ წასულები...
- ლიკა, 27 წლის ხართ. 13 წელი ემიგრაციაში ვიყავიო, ამბობთ. გამოდის, ძალიან პატარა წასულხართ საბერძნეთში.
- კი, 13 წლის წავედი, რადგან ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. სხვათა შორის, დედა იყო იქ, თორემ ალბათ ვერ გავრისკავდი. მარტო დედაც ვერ ახერხებდა ჩვენი პრობლემების მოგვარებას და მისი დახმარება გადავწყვიტე. 13 წლიდან ვმუშაობდი, ჩასვლიდან ერთ კვირაში მომცეს საქმე, სასტუმროებს ვალაგებდი. ძალიან რთული იყო ეს რეჟიმი ჩემთვის, მაგრამ... გარეგნულად ძლიერი ვარ და თუ თვალებს შევიღებავდი, ვერავინ იტყოდა, პატარა თუ ვიყავი. ახლა კი საკუთარ თავს ვერ ვცნობ, დავსივდი, გარეგნულად შევიცვალე. იმედია, გადავრჩები, ამაზე დარდი კი ამ ეტაპზე არ ღირს...
- შვილი გყავთ, ხომ?
- ერთი გოგო მყავს, 8 წლისაა და ახლა საბერძნეთშია, დედაჩემთან. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა, მაგრამ მასზე ზრუნვას ვერ მოვახერხებდი და იძულებული გავხდი, დამეტოვებინა. არც ის მინდა, ჩემს ტკივილებზე იფიქროს. ყველა შვილს ხომ ძლიერი დედა სჭირდება.


P.S. თუ ლიკას დახმარებას გადაწყვეტთ,
შეგიძლიათ თანხა გადაურიცხოთ ანგარიშზე:
"თიბისი ბანკი". მიმღები: თამთა ფასიეშვილი, E35TB7542345061100104
"საქართველოს ბანკი". მიმღები: თამთა ფასიეშვილი 33 00 106 28 45.
"ყველა ქვეყნიდან თქვენ შეგიძლიათ დარიცხოთ:
თამთა ფასიეშვილი, GE60BG0000000131319494. წინასწარ გიხდით მადლობას.

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
"მიხარია, რომ დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა"
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი