"ეს ხალხისთვის არანაირი შეღავათი არ არის"
font-large font-small
"ეს ხალხისთვის არანაირი შეღავათი არ არის"
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები

როგორც ცნობილია, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახალი სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა. პროგრამა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. მართალია, ხვნა-თესვა დიდი ხნის დასრულებულია, მაგრამ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო საწვავის ვაუჩერებს გასცემს. სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მოქალაქე ნანი ცაავა:
- რომ შევიტყვე, სახელმწიფო გასცემდა საწვავს შეღავათიან ფასად, გადავწყვიტე, ამ პროგრამით მეც მესარგებლა და ვაუჩერის ასაღებად იუსტიციის სახლში მივედი, სადაც 100 ლიტრ საწვავზე ფასდაკლების ვაუჩერი გადმომცეს. მითხრეს, რომ ამ ვაუჩერის განაღდება მხოლოდ კონკრეტულ ავტოგასამართ სადგურში შემეძლო, მაგრამ ასეთი სადგური მარტვილში საერთოდ არ არის, ჩემი სოფლიდან ხონამდე რომ წავიდე და უკან დავბრუნდე, 50 კილომეტრი უნდა გავიარო. მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ 1 ლარით ნაკლებ ფასად იყიდის ხალხი საწვავს, მაგრამ ეს ტყუილია. იმდენად გაბერილია ფასები მითითებულ ავტოგასამართ სადგურში, რომ ეს ხალხისთვის არანაირი შეღავათი არ არის. სხვაგან დიზელის ფასი რაც არის, იგივე ფასი გამოდის იქ, ვითომ 50-პროცენტიანი ფასდაკლებით - ეს სამარცხვინოა, მხოლოდ 11-თეთრიან შეღავათს მივიღებთ. სულ 100 ლიტრ საწვავში 10 ლარის ეკონომია გამომდიოდა, ამიტომ უნდა წავიდე ხონში, 50 კილომეტრი გავიარო და გზაში მანქანას ხომ უნდა საწვავი? გამოდის, უფრო მეტი უნდა დავხარჯო, ამიტომ ამ ვაუჩერის გამოყენებას აზრი არა აქვს. აშკარად, ვიღაცამ ფული "გააკეთა". მოაგებინეს სასურველ კომპანიას ტენდერი და ხალხისთვის არანაირი შეღავათი არ არის.
რაც შეეხება ქულებს, რასაც მოსახლეობას ურიცხავენ, ეს მისასალმებელია - ამ ქულებით ალბათ ვიყიდი სასუქს, მაგრამ ბევრი ჩემი მეზობელი ამ დახმარებასაც ვერ მიიღებს, რადგან ითხოვენ, მიწა საჯარო რეესტრში ელექტრონულად უნდა გქონდეს გატარებულიო. ეს დოკუმენტი რომ გააკეთო, 80 ლარი უნდა გადაიხადო. ეს თანხა, მე, პენსიონერმა გადავიხადე და მოვაწესრიგე, მაგრამ ბევრი ამასაც ვერ იხდის. უმუშევრად არის ხალხი დარჩენილი, ბევრს არც პენსია აქვს. მგონია, ამ ბარიერსაც ხელოვნურად ქმნიან. 2012 წელს მიწების რეგისტრაცია მოხდა ჩვენს სოფელში და მაშინ ყველამ დაარეგისტრირა, ნახაზებიც გაკეთდა, მაგრამ ახლა ითხოვენ ელექტრონულს, დისკების მიტანას და თავიდან დარეგისტრირებას - ეს ხალხის წვალებაა. ხომ აქვთ ერთხელ დაკანონებული მიწა, რატომ უნდა მჭირდებოდეს ისევ თანხების გადახდა? გასაგებია, ვისაც საერთოდ არ აქვს რეგისტრირებული, იმან უნდა მოაწესრიგოს დოკუმენტები, მაგრამ 2012 წელს რეგისტრირებულზე რატომ მეუბნები, თავიდან უნდა გააკეთოო? შეიძლება ბევრს ის 80 ლარი ვაუჩერის სახით არც ერგოს, რადგან მცირემიწიანია აქ მოსახლეობა. ხელოვნურად არ უნდა შეუქმნან პრობლემა ადამიანებს.
GzaPress
რუსუდან გიგაშვილი, "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე:
- პირველ რიგში, ეს პროგრამა ანტიკრიზისულია და პროგრამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნება პრეტენზია აგროგანვითარების კონკრეტულ გადაწყვეტაზე და სამომავლო პოლიტიკაზე, ეს უფრო ერთჯერადი პროექტია... როცა გადაწყვეტილების მიღება სპონტანურად ხდება და გარკვეული საკითხები არ არის გათვლილი, გარკვეული რისკები ჩნდება. მაგალითად, ამერიკაშიც მოხდა ასეთი რამ, ერთმა მილიონერმა მიიღო გარკვეული სუბსიდია შეცდომით და ცხადია, აქაც "გასროლილი" იქნება თანხები. ალბათ ვიღაცები ვაუჩერებს გაყიდიან კიდეც. აღმოჩნდა, დიზელის შეძენისას ფასთა სხვაობა რეალურად, არ იქნება დიდი. მთელი რიგი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რომ შევაფასოთ, რა ეფექტს გამოიღებს ქვეყანაში ესა თუ ის რეფორმა. ცუდი ჩართულობაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რესურსები არ ჰყოფნით, ცუდი საკადრო პოლიტიკაა, განათლების სერიოზული პრობლემა გვაქვს. როდესაც ამა თუ იმ საკითხში გაუნათლებელ ადამიანს აძლევ ფულს, ეს 80-პროცენტიანი რისკია. მაგრამ მეორე მხარეა: როდესაც ადამიანებმა დაკარგეს სამსახური და სოფლად წავიდნენ, ხელისუფლებას სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ თუნდაც ერთჯერადად, საზოგადოების გარკვეული კმაყოფილება მოეპოვებინა, განსაკუთრებით - წინასაარჩევნო პერიოდში.
- ბევრი ადამიანი წუხს, რომ ელექტრონულად მიწის დარეგისტრირებას სთხოვენ, ეს კი გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული.
- მიწის რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია აზომვითი ნახაზი წარადგინო, ამას კერძო ბიზნესი აკეთებს და იქ ცხადია, თანხაა გადასახდელი. ჩემი სუბიექტური შეფასებით, უკიდურესი მდგომარეობა შეიქმნა, მართლა არ აქვს ხალხს ის თანხა, რაც უნდა გადაიხადოს აზომვით ნახაზში, მაგრამ აუცილებელია, თავისი საკუთრება რომ დაირეგისტრიროს. გამოდის, სახელმწიფოს უნდა დაესუბსიდირებინა კერძო ბიზნესიც, რომ ხალხს ნახაზები უფასოდ აეღო, ეს კი, ჩემი აზრით, არაადეკვატური იქნებოდა...
საერთოდ, ქვეყანას თუ არ ეცოდინება, რა მიწას ფლობს, სად არის ზღვარი კერძოსა და სახელმწიფოს შორის, სად არის გადაფარვები, ამ შემთხვევაში რთულია რამეზე ლაპარაკი. ელექტრონული ბაზის შექმნამ უნდა დაალაგოს სიტუაცია და უნდა იცოდეს ყველამ, რამდენი მიწა აქვს რეგისტრირებული. მართლა ძალიან ბევრია დაურეგისტრირებელი მიწები. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ვერანაირ რეფორმას ვერ გავწევთ სოფლის მეურნეობაში. ყველასთვის მომგებიანი ვერ იქნება ეს ვაუჩერი, მაგრამ მიწებს რომ დაირეგისტრირებენ და მათ საკუთრებაში იქნება კონკრეტული ტერიტორია, ესეც უნდა იყოს მოტივაცია და სტიმული.
- მეორე პრობლემაა საწვავის ვაუჩერები, რომლებიც ხალხმა აიღო, მაგრამ ზოგიერთებს ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ მათ გასანაღდებლად. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამ გზით ვერაფერს დაზოგავს. რეალურად 8-11 თეთრია ლიტრზე შეღავათიო.
- მესმის მათი. როდესაც განფასება გაკეთდა საწვავთან დაკავშირებით, მაშინ საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის, რადგან ბაზარზე საწვავის ფასმა დაიწია. ამას წინასწარ ვერავინ გათვლიდა. თუმცა, როცა ბევრს ყიდულობ, შეღავათი მაინც გამოგდის. მესმის, ბევრს გზაში ეხარჯება ეს თანხა, მაგრამ თუ შეამხანაგდება რამდენიმე ადამიანი და ერთი წავა მოსატანად, გარკვეული დანაზოგი გაკეთდება. კოოპერაცია უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა. სოფელი, უბანი უნდა გაერთიანდეს. კარგი იქნებოდა, მეტი სარგებელი ყოფილიყო, მაგრამ სულ არარაობას, ეს სჯობს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ გავაკრიტიკებ, წინასწარ ვერ განსაზღვრავდნენ, რა ეღირებოდა, სოფელ-სოფელ ვერ ივლიდნენ იმის გასარკვევად, სად რომელი ავტოგასამართი სადგურია და ა.შ. თუმცა, შეეძლოთ დაერიცხათ შესაბამისი თანხა და სადაც ნაკლები ფასი იყო, იქ იყიდდა ადამიანი საწვავს. თუმცა, აქაც იყო რისკები, რომ გაცემული თანხა არამიზანშეწონილად დაიხარჯებოდა, მაგალითად, სასმელში, სიგარეტში. სახელმწიფოსა და ერთი კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის გამო, საბოლოოდ, შეიძლება დავინახოთ ნაკლებად მოგებული ფერმერი...
ლოჯისტიკაა მისახედი, ინფრასტრუქტურის პრობლემები დგას ძალზე მწვავედ. "კოვიდის" დროს ბოლნისი რომ ჩაიკეტა, ვნახეთ, რამდენი სირთულე წარმოიქმნა, ხალხს კიტრის მოსავალი უფუჭდებოდა, არ იყო კოორდინაცია, ამიტომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლია მნიშვნელოვანი, რომ გაუყიდავი არ დარჩეს პროდუქტი...
ბოლო დროს ყველამ ყურადღება გაამახვილა კენკრაზე, რადგან ითვლებოდა, ეს ძალზე მომგებიანი იყო, მაგრამ თუ გადამმუშავებელი საწარმოები არ მიჰყვა ამ ყველაფერს, აბსოლუტურად ზარალზე გავლენ ფერმერები, რადგან დავარდება ფასი. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობაში. გვიხარია, როცა ვხედავთ, სადღაც დათესილია, აყვავილებულია მიწა, მაგრამ მოწეულ მოსავალს მოგება უნდა მოჰქონდეს გლეხისთვის. წუხს ხალხი, ახლა 20 თეთრია კიტრის ასაღები ფასი, 30 თეთრია ბულგარული წიწაკა - ეს ძალიან დაბალი ფასია... მუნიციპალიტეტები მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ ლოჯისტიკურ ქსელებთან, ფერმერებს აქტიურად რომ მიაწოდონ მათი გრაფიკები და საერთოდ, ისე უნდა აეწყოს სისტემა, რომ ფერმერმა შეძლოს პროდუქციის რეალიზაცია და არ დაულპეს პროდუქტი, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი.
ვიცით, რომ გაიცემა შეღავათიანი აგროსესხი, მაგრამ ფერმერი როცა მიდის ამ სესხის ასაღებად ბანკში, მას უნდა მისცენ ზუსტი ინფორმაცია, რომელი კულტურაა იმ პერიოდში პრიორიტეტული და თუ ვთქვათ, ახლა წარადგენს მარწყვის პროექტს, არ უნდა დაუფინანსონ, რადგან უბრალოდ, ამ პერიოდში მარწყვს ვერ მოიყვანს, სეზონი აღარ იქნება და ცხადია, ზარალზე წავა, შედეგად - ვერც ბანკს გადაუხდის თანხას.
ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა, რადგან სისტემა არ გახლდათ მოქნილი, ერთ საათში დაიხურა ბაზა და ბევრმა ვერ მოასწრო მონაცემების ატვირთვა. აჭარის რეგიონში, მაგალითად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო დაერეგისტრირებინა, ეს მაშინ, როცა აჭარაში ტრაქტორის დეფიციტია. ამ მხრივ მექნება შენიშვნა სახელმწიფოსთან, უკეთესად უნდა მოემზადებინა ბენეფიციარები, ადრიანად რომ დაეწყო საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ასევე, უნდა დახმარებოდნენ ფერმერებს სოფლის რწმუნებულები. პრობლემაა დაგვიანებული ინფორმაციები, რეგიონებში ინტერნეტის სერიოზული პრობლემაცაა, დოკუმენტაციის ატვირთვასაც ვერ ახერხებენ ცუდი ინტერნეტის გამო და ამიტომ ეთიშებიან სიახლეს.
- რას ურჩევდით სოფლად მყოფ ადამიანებს?
- პირველ რიგში, ყველას ვურჩევ, სანამ რომელიმე სფეროს ხელს მოჰკიდებენ, კარგად შეისწავლონ საქმე. ცოტა ხნის წინ მომწერა ადამიანმა, 10.000 დოლარი მაქვს და რას მირჩევ, რაში ჩავდოო? ეს არასწორი მიდგომაა. ჯერ საქმე უნდა ნახო, შეისწავლო, გააანალიზო. თუ კარგად არ დავითვალეთ ყველაფერი, თუ სწორად არ მივუდექით, აუცილებლად იზარალებთ. სოფლის მეურნეობა ძალზე რისკიანია. ნებისმიერ სფეროში ტექნოლოგიებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. თუ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ ის მაინც შეუძლიათ, ინტერნეტში შევიდნენ და მოიძიონ ინფორმაცია, გათვალონ რისკები. ადგილობრივი რწმუნებულებიც ვალდებულები არიან, ხალხს დაეხმარონ. მეტ-ნაკლებად უნდა შევეცადოთ, ბაზარი შევისწავლოთ. თუ ვთქვათ, პროდუქტი არ გაიყიდა კარგად, შეგიძლია ჩირი გააკეთო და ის გაყიდო. მიუხედავად იმისა, რომ ვაზის და ღვინის ქვეყანა გვქვია, წარმოიდგინეთ, საქართველოში სომხეთიდან შემოგვაქვს სუფრის ყურძენი...
საერთოდ, თუ ერთხელ დაგვასუბსიდირეს, მერე სულ ხელებში ვუყურებთ სახელმწიფოს, ესეც არასწორი მიდგომაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ფერმერი უნდა გახდეს სახელმწიფოს პარტნიორი. პასუხისმგებლობით თუ მოვეკიდებით საქმეს, წინ წავიწევთ და არა მარტო საკუთარ თავს, სახელმწიფოსაც დავეხმარებით.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი