რა მოხდა რაჭაში და რა შემთხვევაში შეიძლება ჰესების აშენება?
font-large font-small
რა მოხდა რაჭაში და რა შემთხვევაში შეიძლება ჰესების აშენება?
"ამჯერად გადავრჩით - მოვარდნილ ღვარცოფს მსხვერპლი არ მოჰყოლია!"

რაჭაში მომხდარმა წყალდიდობამ მთელი საქართველო შეაშფოთა: დატბორილი სოფლები, დანგრეული გზები, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სტიქიამ ამ მშვენიერ კუთხეს შეუქმნა. რა მოხდა რაჭაში და როგორ აფასებენ ეკოლოგები საქართველოში მიმდინარე უჩვეულო მოვლენებს? - ეს შეკითხვა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს დავუსვით.


- როგორც ეკოლოგს, ეს მოვლენები სულაც არ მაკვირვებს: ამ რაოდენობის ნალექი, რა თქმა უნდა, ადრეც მოსულა, მაგრამ მთელ თვეზე იყო მაშინ ის გადანაწილებული, ახლა კი ნალექი ერთ დღეში მოვარდა. მთელ დასავლეთ საქართველოში თავსხმა წვიმა წამოვიდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ტროპიკულ წვიმას. ამან მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია. მთაში ძლიერი სეტყვა იყო და ეს გახდა კიდევ ერთი მიზეზი, რამაც რიონის ყველა შენაკადის ადიდება გამოიწვია. კალაპოტში დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა და აბობოქრებულმა რიონმა ნაპირები გამორეცხა. ამის გამო, გზები მთლიანად დაინგრა, რადგან შესაბამისი გამაგრება არ ჰქონდა. ლოგიკურია, მოვარდნილ წყალს გზამ ვერ გაუძლო. რა მოცულობის წყალმა გაიარა იმ დროს რიონში და რა ხდებოდა, არ ვიცით, რადგან ამ საკითხს ახლა შეისწავლიან. სამწუხაროდ, იქ არ არის წერტილი, საიდანაც შეიძლება ნალექის ზუსტი რაოდენობა გამოვთვალოთ. ვიცით მხოლოდ ის რაოდენობა, რაც შეიძლება, შოვის სადგურის მონაცემებით ვიანგარიშოთ: 84 მილიმეტრი 12 საათში, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია ამ ხეობისთვის.
GzaPress
- რამ გამოიწვია ასეთი ნალექი?
- ეს კლიმატის ცვლილებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: მთელ მსოფლიოში გლობალური დათბობა მიმდინარეობს და უნდა ველოდეთ, რომ ამგვარი პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიც განმეორდება. კლიმატი ძალიან შეიცვალა. მეტისმეტად ცხელ დღეებს და გვალვიან პერიოდს შეიძლება, ძლიერი წვიმები მოჰყვეს. კლიმატის ცვლილება ყველგან არაპროგნოზირებად სიტუაციას იწვევს და კატასტროფების რისკს ზრდის.
- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ის ზარალი, რომელიც ამჟამად რაჭასა და მის მოსახლეობას მიადგა?
- პირველ რიგში, უნდა გადაიხედოს ყველა სამშენებლო ნორმა და სტანდარტი. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს იმ გარემოზე, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად შეიქმნა. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. უკვე უნდა ვქმნიდეთ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ პრობლემებზე იმუშავებს. ბოლო წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მთის მდინარეები არაპროგნოზირებადია: ადიდება და წყლის მოვარდნა მათი მთავარი ნიშანია, მშენებლობა სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ჩვენთან მშენებლობა ასწლეულზე გათვლით მიმდინარეობს, არადა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა უკვე, რომ თითოეული ნაგებობა ათასწლეულებზე უნდა იყოს გათვლილი. ამიტომ, სამშენებლო ბიზნესს დღეს მოქმედი სტანდარტების სერიოზული გადახედვა მოუწევს. რატომ დაინგრა რაჭის გზები? - არც ერთი არ ყოფილა იმ სტანდარტზე გათვლილი, რომელიც წყალმოვარდნების დროსაა საჭირო, არადა, ასეთი წყალმოვარდნა საქართველოში გახშირდება.
- გამოდის, რომ ეს მარტო რაჭისა და მთიანი რეგიონების პრობლემა არ არის?
- რა თქმა უნდა. გლობალური კლიმატური ცვლილებები ყველა რეგიონსა და მსოფლიოს ყველა წერტილს ეხება, თუმცა, მთის რეგიონებში საქმე უფრო რთულადაა. კლიმატის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ნალექის უეცარი მოვარდნაა: ის, რაც უნდა მოსულიყო 2-3 თვის განმავლობაში, შეიძლება ერთ დღეში მოვიდეს. თქვენ მეკითხებით - რა მოხდა რაჭაში? იგივე, რაც ვერაზე 2013 წელს. ორივე მოვლენა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, უბრალოდ, ახლა გაგვიმართლა და წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
- ამ მიზეზით ხომ არ ეწინააღმდეგებიან "მწვანეები" ჰესების მშენებლობას?
- ნებისმიერი ჰესის აგებამდე გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რაც მის ამუშავებას მოჰყვება. დავინტერესდი, როგორ იმოქმედა არსებულმა ჰესებმა რაჭის წყალდიდობის დროს და გავარკვიე, რომ ყველა ჰესი შეეცადა ე.წ. ფარები გაეხსნა და დიდი რაოდენობით წყალი გაეტარებინა, თორემ მოვარდნილი წყალი იქაურობას სულ დაანგრევდა. ფარები საავარიო სიტუაციის დროს იხსნება და ეს აბსოლუტურად სწორი ქმედება გახლდათ. კიდევ კარგი, ასე მოიქცნენ, თორემ უეცრად მოვარდნილი ღვარცოფი რაჭას უარესად დააზიანებდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ სულ სხვა რეჟიმზე და მშენებლობაში სხვა მიდგომებზე უნდა გადავიდეთ, ყველა ადრე გაცემულ ნებართვას უნდა გადავხედოთ. ჰესისა და ნებისმიერი სხვა ნაგებობის აშენებამდე რისკები სწორად უნდა შეფასდეს.
GzaPress
- რატომ დაინგრა ასე ერთიანად რაჭის გზა? - სათანადოდ არ იყო დაგებული?
- ეს გზა არ იყო ფორსმაჟორზე გათვლილი და უეცრად მოვარდნილ ღვარცოფს ვერ გაუძლო. სწორად აშენებული ნაგებობა მოვარდნილმა წყალმა არ უნდა წაიღოს, როგორც თავის დროზე "მესტია ჭალა" წაიღო. ამ ჰესის მშენებლობა სწორად რომ ჩატარებულიყო და მოსალოდნელი რისკებიც სწორად ყოფილიყო გათვლილი, ის არ დაზიანდებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ მთის მდინარეზე მუშაობა ასე მარტივი და იოლი არ არის. "მესტია ჭალამაც" ერთი-ორი თვე იმუშავა და ცოტა ხანში წყალმა წაიღო. ეს ჰესი დღესაც არ არის აღდგენილი. სხვათა შორის, როცა პირველადი ნაგებობები წაიღო, ჩვენ მოვითხოვდით, პროექტი შეეცვალათ, მაგრამ არ მოგვისმინეს. ახლაც, თითქმის ყველა ჰესის პროექტს ანალოგიური პრობლემები აქვს.
- უფრო კონკრეტულად, რომელ პროექტებს გულისხმობთ?
- თუნდაც, ონის კასკადს ან ნამახვანის ჰესს. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, ამ მოვლენების შემდეგ ყველა პროექტი შეიცვალოს. სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა აშენდეს საიმედო სადგურები. კომპანიებს ეს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, ამიტომ არ სურთ პროექტების შეცვლა. როცა ჰიდროტექნიკური ნაგებობა შენდება, ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი გათვლილი უნდა იყოს.
- მით უმეტეს, ჩვენი ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ჰესები უნდა აშენდეს - ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მომავლისთვისო...
- კიდევ გავიმეორებ: უნდა აშენდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წინასწარ იქნება გათვლილი, მათ შორის, ყველა მდინარის თავისებურება, თუმცა, ბოლომდე ამასაც ვერ დავეყრდნობით, რადგან რიონი ივლისის ბოლოს ასე არ იქცევა - მას უფრო გაზაფხულსა და შემოდგომაზე სჩვევია მოვარდნები. რისკები უნდა გადაფასდეს უკვე მოქმედ თუ არამოქმედ ჰესებზე. რაჭაში მომხდარმა სტიქიამ მარტო გზები კი არა, 20-25 წლის წინ აშენებული თითქმის ყველა ხიდი წაიღო. ასეთ წყალმოვარდნაზე ყველაფრის გათვლა ძალიან დიდი ხარჯია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს. ამიტომ, შეცდომები რომ არ გავიმეოროთ, სამშენებლო სტანდარტები დროულად უნდა შეიცვალოს, მნიშვნელობა არა აქვს, გზა იქნება ეს, ხიდი თუ ჰესი... თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენ იმ მოვლენებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო ხდება და ახალ რეალობას ფეხი ავუწყოთ.
- დასასრულ, კიდევ ერთი საკითხი: ბოლო ხანებში უცნაური ინფორმაცია გავრცელდა - შავი ზღვა "აყვავილდაო". რისი ბრალია ეს?
- ამგვარი "ყვავილობა" ძალიან ხშირად, წყლის დაბინძურების ბრალია. შავ ზღვაში წყალმცენარეების რაოდენობა მართლაც მომატებულია. ვფიქრობთ, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ პრობლემის გამოსწორებას ხელშეწყობა სჭირდება. მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება მდინარეების სისუფთავეს და საკანალიზაციო სისტემების აშენებას. წყალმცენარეების აყვავებას ზღვაში ჭუჭყიანი წყლის ჩადინება იწვევს. ნორმალური გამწმენდი ნაგებობა და გამართული საკანალიზაციო სისტემა ყველა მდინარეზე რომ გვქონდეს, სიტუაცია შეიცვლებოდა. სოფლის მეურნეობაც საკმაოდ აბინძურებს ჩვენს მდინარეებს და ამ პრობლემას მკაცრი მიხედვა უნდა. როცა მდინარეები დაბინძურებულია, ზღვაც ჭუჭყიანდება, ამიტომ დაგეგმილია, რომ ბევრ ქალაქში გამწმენდი ნაგებობები აღდგეს. ამჟამად საქართველოში 4 გამწმენდი ნაგებობა მუშაობს, რამდენიმე კი რეაბილიტაციას ექვემდებარება და თუ ჩვენს ჰიდრორესურსზე მართლა ვზრუნავთ, ეს უნდა გაკეთდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი