"უხარისხო გამოძიება საქმეს აზარალებს"
font-large font-small
"უხარისხო გამოძიება საქმეს აზარალებს"
რა იწვევს უნდობლობას - ყოფილი პროკურორის, არაერთი რეზონანსული საქმის გამომძიებლის შეფასებები

საზოგადოებაში მუდმივად ისმის პრეტენზია პოლიციისა და პროკურატურის მისამართით. დაზარალებულები ძალოვანებს ხშირად უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ჩივიან უხარისხოდ გამოძიებული საქმეების გამო. განსაკუთრებით მაშინ განიცდის ჭირისუფალი, როცა სასამართლომდე მისული საქმე თითქმის იშლება და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი დგება.


არაერთ გახმაურებულ საქმეზე დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, ამიტომ ხშირად ადამიანები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას. ამის მაგალითია თუნდაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმე: 4-დღიანი ძებნის შემდეგ მანქანაში გარდაცვლილი გოგონა იპოვეს. ოჯახი განიცდის, რომ სამართალდამცველებმა კვალს დროულად ვერ მიაგნეს. შს სამინისტრომ აღიარა კიდეც, რომ ცხედრის აღმოჩენის ადგილას დრონებით დათვალიერება არც მომხდარა და სულ სხვა ლოკაციაზე ეძებდნენ ისინი დაკარგულ გოგონას...
ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება ასევე, წლის ყველაზე რეზონანსული, გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივ და ჯერჯერობით არავინ იცის, რა მტკიცებულებებით წარდგება სასამართლოში პროკურატურა.
ადვოკატი სოსო გორგაძე წლების მანძილზე პროკურატურაში მუშაობდა, მას თბილისში მომხდარი არაერთი რეზონანსული საქმე აქვს გამოძიებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელიც იყო და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, სრულყოფილი გამოძიება. ყოფილი პროკურორი გარკვეული პერიოდი შს სამინისტროშიც მუშაობდა გამოძიების კუთხით და ამ ორი უწყების საქმიანობაში კარგად არის ჩახედული. დღეს მოქმედი ადვოკატია და ბუნებრივია, ამჟამინდელი გამოძიების ხარისხსაც კარგად ხედავს.
- 1995 წელს, როდესაც გამომძიებლად დავიწყე მუშაობა, გამომძიებელი საკუთარი თავის პატრონი იყო, ყველა სამუშაოს ის ასრულებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან დაწყებული, ყველა წვრილმანში იყავი ჩართული; თუ რამე არ იცოდი, კითხვა არ იყო სირცხვილი. დღეს დეტექტივს მოწმის დაკითხვა რომ უნდოდეს, სანამ დაჰკითხავს, უამრავი ბარიერია გასავლელი: ნიმუში პროკურორს გაუგზავნოს, ტელეფონზე დაურეკოს ზემდგომს, ჩააყენოს საქმის კურსში, ის ზემდგომი კიდევ ზემდგომს ურეკავს და მითითებებს იღებს, გამომძიებელი მერე იწყებს თუნდაც მოწმის დაკითხვას. ამდენი ადამიანის ჩარევის შემდეგ კი საბოლოოდ გამოდის "აჯაფსანდალი". აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ ვარ მომხრე მთლიანი სივრცის პრინციპის - უწყებებში ერთ სივრცეში რომ სხედან ყველანი, ეს არ არის სწორი. ხანდახან ისეთ ყაყანს შევსწრებივარ, რომ ამ ვითარებაში გამომძიებელი ვერ იმუშავებს, შედეგს და ხარისხს ვერ დადებს. ერთმანეთის გვერდითაა გამომძიებლების მაგიდები; ერთი პირი რომ იკითხება, მის გვერდზე მეორე იმუქრება, მესამე იგინება. ასეთ დროს ყურადღება სხვა რამეზე გადადის. იქ თუ რაღაცას მოჰკრავ ყურს, შენც იმაზე იწყებ ფიქრს. რობოტი რომ არა ხარ, გონება გეფანტება. გამომძიებლები ცალკე კაბინეტებში ვისხედით და დაკითხვასაც მშვიდ გარემოში ვახდენდით, ეს მოწმისთვისაც, ბრალდებულისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნდობას უცხადებ გამომძიებელს, უფლება უნდა მისცე, ისე იმოქმედოს და ისე მოიპოვოს მტკიცებულებები, როგორც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ. სატელეფონო დირექტივებით არ უნდა ხდებოდეს გამოძიება. ზემდგომი პროკურორი ჩვენც გვყავდა. როდესაც ამოვწურავდი საქმეს, მერე ეცნობოდა. მანამდეც პერიოდულად, შეიძლება მოხსენება გამეკეთებინა და მცირე ინფორმაცია მეთქვა, ექსპერტიზას ვატარებდი თუ ჩხრეკას ვაპირებდი. ჩვენს დროს საბრალდებო დასკვნა იწერებოდა და დისერტაციის ტოლფასი იყო. ვალდებული იყავი, გამოგეძიებინა როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური გარემოებები, დანაშაულის წინა მიზეზები და თუ რამე იყო ბრალდებულის ჩადენილი ქმედების შემამსუბუქებელი, ეს გარემოებაც უნდა შეგესწავლა. საბოლოოდ გამოძიების შედევრი იქმნებოდა და შენ, საქმის გამომძიებელი, პასუხისმგებელი იყავი ამ დოკუმენტზე. დღეს, ოღონდ ბრალი იყოს და არ აინტერესებთ, საქმე სასამართლოში რომ წავა, იქ როგორ დასრულდება. მე ამ მუხლით გავუშვებ სასამართლოში და მოსამართლემ გაამართლოს თუ უნდა, - ხშირად ასეთი დამოკიდებულება გვხვდება, რაც გულდასაწყვეტია. იმდენი წელი ვიმუშავე პროკურატურაში და მხოლოდ ერთადერთი საქმე დამიბრუნდა გამოძიებაში. თუ საქმე დაგიბრუნდებოდა, ამის გამო ან სასტიკ საყვედურს მიიღებდი, ან საერთოდ გაგათავისუფლებდნენ, ეს კი ძალიან უწყობდა ხელს ხარისხს. იმ ერთადერთ საქმეზეც სამი თვე გავიძახოდი, საქმე შესაწყვეტი რომ იყო, მაგრამ ლამის კომისიაზე გამიყვანეს ამის გამო. თუმცა, საყვედური ვერ გამომიცხადეს...
GzaPress
- პროფესიონალი კადრების პრობლემა ხომ არ არის სისტემაში და ეს ხომ არ იწვევს ამ მდგომარეობას?
- დღეს კონკრეტულ გამომძიებელს დაავალებენ, ვთქვათ, დაჰკითხოს მოწმე. დაჰკითხავს და დაკითხვის ოქმს უგზავნის სხვას. აქ წყდება საქმის მიმართ მისი ინტერესი - მას არ უწევს პროცესზე გამოსვლა, სხვა გამოდის. ინტერესი აღარ აქვს, რადგან ბოლომდე არ მიჰყვება საქმეს, მოცილებაზეა, არ აინტერესებს შედეგი, ამიტომაა ასეთი პრობლემები დღეს. ყოფილა შემთხვევები, სამი დღე და ღამე არ მიძინია, როცა საბრალდებო დასკვნას ვწერდი. ოღონდ ყველა ფრაზა ამომეკითხა, ყველაფერი დამესაბუთებინა, ვინც ეჭვმიტანილი იყო, ის ტყუილად არ დამეჭირა და თუ დასაჭერი იყო, მოსამართლესთან ისეთი გამართული საქმე მიმეტანა, მერე კი ისეთი განაჩენი დამდგარიყო, რომ გული არ დამწყვეტოდა. თუ ეჭვი მეპარებოდა პირის ბრალეულობაში და ვხედავდი, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მქონდა, მერჩივნა, შევთანხმებოდი პროკურორს, დამესაბუთებინა, რომ ამ საქმეზე სასამართლოში განაჩენი ვერ დადგებოდა და საქმე შემეწყვიტა. მაშინ მოქმედ კოდექსში არსებობდა ძალიან კარგი მე-200 მუხლის მეორე ნაწილი. შეიძლება, ვიღაცამ კომუნისტობის გადმონაშთი ხარო, დამაბრალოს, აშკარად დემოკრატიის დარღვევაა, მაგრამ შეგეძლო, ახალ მტკიცებულებამდე იმ კონკრეტულ პირზე ძიება შეგეწყვიტა და თუ მოიპოვებდი ახალ მტკიცებულებას, მერე შეგეძლო თავისუფლად გაგეახლებინა საქმის გამოძიება და ის პირი მიგეცა პასუხისგებაში. დღეს ფაქტობრივად, პროკურატურას ადგილზე შეწყვეტილი საქმეები არა აქვს. არადა, თუ ხედავ, ბრალს ვერ უდასტურებ, შეწყვიტე პროკურატურაში საქმე, ნუ გაგზავნი სასამართლოში. გააკეთე ეს, ვიდრე მოსამართლე მიგითითებს, რატომ გამომიგზავნე გამოუძიებელი საქმე, რატომ მომაცდინე, სახელმწიფო რესურსი რატომ დახარჯეო?!.
- 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პოლიციას უხარისხო გამოძიების გამო პრეტენზიებს უყენებს და შს სამინისტრომაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ის ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს, არც კი დაუთვალიერებია. ამაზე რას იტყვით?
- ოჯახის ადვოკატი გაარკვევს, დრონმა გადაიფრინა თუ არა შემთხვევის ადგილზე. საქმის მასალები მისცემს საშუალებას, რეალობა გაარკვიოს. ჯერ არ ვიცით, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რა მიმართულებით ემუშავათ სამართალდამცველებს, რატომ არ განახორციელეს 15 კილომეტრის რადიუსში დათვალიერება, რა ოპერატიული მონაცემები ჰქონდათ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
- მოქმედი ადვოკატი ხართ, ხშირად გამოდის თქვენს საქმეებზე გამამართლებელი ვერდიქტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უხარისხო გამოძიების შედეგია?
- მოსამართლეები ძირითადად, ჩვენს პოზიციას იზიარებენ, ფაქტობრივად, ფარატინა ფურცელია ბევრ საქმეში და არ არის სათანადო მტკიცებულებები. დღეს დამცველის პოზიციიდან გამოვდივარ, მაგრამ არც ის მინდა, რომ დამნაშავეები გარეთ დადიოდნენ. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაა საჭირო კვალიფიციური გამოძიება, გამოძიების ხარისხი კი აშკარად ასამაღლებელია.
- არ შემიძლია არ გკითხოთ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით: ბევრტომიანი საქმის ლამის ყველა ფურცელი გამოვიდა საზოგადოების სამსჯავროზე; ამით გამოძიება არ ზარალდება?
- პირველ რიგში ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, ზარალდება გამოძიება. თავის ჩვენებაზე სხვადასხვა ინტერპრეტაციას, ვარაუდს რომ მოისმენს მოწმე, ის გამოძიებისთვის თვითონ უცხოვდება, ნდობა აღარ აქვს. ყველაფრის სამსჯავროზე გამოტანა არ შეიძლება... როცა გამომძიებელი ვიყავი, გაგვისაჯაროებია რაღაც დეტალები, მაგრამ ასე ყველა ფურცელი ჟურნალისტს არ უნდა გადასცე. რაც დღეს ხდება, ამან შეიძლება, შაქარაშვილის საქმე ძალიან დააზარალოს. აქვე გეტყვით, ნაჩქარევი მეჩვენა პროკურატურის ნაბიჯი, როცა თქვა, რომ ამ საქმეს დამატებით, 109-ე მუხლის კვალიფიკაცია მიენიჭა. კი ბატონო, შეიძლება ამ მუხლით დასასჯელები იყვნენ ადამიანები და კიდევ სხვა უამრავი მუხლი იყოს ამ საქმეში, მაგრამ კონკრეტულ პირებს მაშინ დროულად წარუდგინე ბრალი და სასამართლომ იმსჯელოს. თუ ვამბობთ, ე.ი. მტკიცებულებებიც გვაქვს და მაშინ რას ველოდებით? რატომ ვაძლევთ საზოგადოებას კიდევ ინტერპრეტაციების საშუალებას?.. მეტი კომპეტენცია, მეტი მტკიცებულება და მეტი შრომა მართებს პროკურატურას. რაც ამ საქმის გარშემო ხდება, ამან შეიძლება, ცუდად იმოქმედოს თვით მოწმეთა ბაზაზე და უნდობლობა გამოიწვიოს. წესით, არც ბრალდების და არც დაცვის მხარის ინტერესში არ უნდა შედიოდეს ეს ყველაფერი.
- რას ურჩევდით ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, გამოძიების ხარისხის ასამაღლებლად რა უნდა გააკეთონ?
- თუ საქმეს ანდობ გამომძიებელს, გამოძიება უნდა აცადო. მეტი დამოუკიდებლობა და მეტი სასჯელი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიძიებს საქმეს. ერთის დასჯა უხარისხო გამოძიებისთვის მაგალითი იქნება სხვებისთვის... მოწმის დაკითხვაც ხელოვნებაა, ამას დიდი უნარი სჭირდება, რაც ყველას არ შეუძლია. გამომძიებლობისთვის მოწოდებული უნდა იყო. ცალკე უნდა იყოს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებისთვის მოწოდებული პირი. დიფერენციაცია უნდა მოხდეს, ყველას გამომძიებელს ვერ დაარქმევ. სააკაშვილის პერიოდში შეიცვალა ეს ყველაფერი. მაშინ გადავედი პროკურატურიდან შს სამინისტროს ორგანოებში იმავე გამოძიების ხაზით და ვხედავდი, რაც ხდებოდა. არ ვიცი, რა მოსაზრებით მოხდა ეს, მაგრამ ძალიან რომ გააფუჭა გამოძიების ხარისხი, უდავოა.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი