უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ შეწყვეტილი ორი სიცოცხლე
font-large font-small
უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ შეწყვეტილი ორი სიცოცხლე
ვალენსიაში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს

ნაზი მეზვრიშვილი პოლიციამ ვალენსიაში, სკვერში გარდაცვლილი იპოვა. "ნაზი იმდენად ბედნიერი იყო, ისე უყვარდა სიცოცხლე, იმდენი გეგმა ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა. ის ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს", - ამბობენ მისი მეგობრები და ნათესავები. მომხდარს საზოგადოებაში და მით უმეტეს, ესპანეთში მცხოვრებ ქართველებში დიდი ინტერესი მოჰყვა. ის ფაქტი, რომ გოგონა ორსულად იყო, კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ამ ტრაგედიას. ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილის ახლობელს, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და ასევე ქალბატონს - ია კ-ს, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ.


- სიცოცხლით სავსე და მიზანდასახული გოგო იყო ნაზი. უამრავი გეგმა ჰქონდა, ამიტომ მის თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ - მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე. იმდენად ბედნიერი იყო, ისე ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, რომ ამას არ გააკეთებდა, თავს ვერ მოიკლავდა და ვერ შეწყვეტდა ორ სიცოცხლეს ერთად. ქმარი იმდენად უყვარდა, რომ ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდა. ნაზისა და გიგას საუკეთესო, მართლაც რომ მისაბაძი ურთიერთობა ჰქონდათ. მათი ყოველი დღე ბედნიერებით სავსე იყო, არც კი კამათობდნენ. ყველა საკითხს ერთად განიხილავდნენ და საბოლოო აზრამდე ერთად მიდიოდნენ. როდესაც გაიგეს, რომ მშობლები გახდებოდნენ, ისე უხაროდათ და ელოდნენ ბავშვის დაბადებას!.. სახელიც შეურჩიეს. ამ ფაქტმა ისინი კიდევ უფრო დააახლოვა, გიგას ნაზისადმი მზრუნველობა ერთიორად გაიზარდა. უნდა გენახათ მათი ეს ბედნიერება. როგორ წარმოვიდგენდით, რომ ასე ცოტა ხნით გაგრძელდებოდა მათი სიხარული?!. გიგა ძალიან ცუდად არის. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოხდა. უჭირს ამ ტრაგედიასთან გამკლავება.
- ბოლო პერიოდში განერვიულებული ხომ არ იყო?
- კი, ბოლო პერიოდში ემოციური გახდა, რასაც ფეხმძიმობას ვაბრალებდით, თუმცა, გაბრაზება მალევე გადაუვლიდა და თვითონვე უკვირდა, ნეტავ, აქ გასაბრაზებელი რა იყოო?! მის ასეთ ემოციურ ფონს ბოლო პერიოდში მისი და იას კონფლიქტიც დაერთო.
GzaPress
- ვინ არის ია? როგორც ვიცი, ის ერთადერთი ეჭვმიტანილია ამ საქმეში, ოჯახისა და ახლობლების აზრით.
- ია სამსახურში ნაზიმ მიიყვანა, რადგან ძალიან უჭირდა, ახალი ჩამოსული იყო. ნაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და გადაწყვიტა, დამხმარე მოეძებნა, დღეში ორი საათით ჰაერზე რომ გასულიყო სასეირნოდ. ახლობლებმა იაზე ურჩიეს. ნაზი ძალიან კეთილი იყო და ყველას ენდობოდა. უფროსებთან რეკომენდაცია გაუწია და იმ ორ საათში ია მასაჟს უკეთებდა მოხუცს, რაშიც დამატებით გასამრჯელოს იღებდა. ცხადია, ნაზი იმ ორი საათის საფასურს თავისი ხელფასიდან უხდიდა.
- რატომ დაიწყო კონფლიქტი მათ შორის?
- ოჯახიდან იკარგებოდა ნივთები, ნაზიმაც არაერთხელ დაკარგა თანხა და რადგან მხოლოდ ია იყო სახლში, ეჭვი მასზე მიიტანა. გააფრთხილა, მაგრამ ამის შემდეგაც, ოჯახიდან დაიკარგა მეპატრონის საათი. ნაზიმ, იმის დასამტკიცებლად, რომ ია იყო დამნაშავე, მაგიდაზე საფულე დატოვა და ქმართან ერთად სახლიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ეს ქმართან შეთანხმებულად გააკეთა. უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ იმდენი თანხა აღარ იყო საფულეში, რამდენიც დატოვა. იას ეჩხუბა და სახლიდან გაუშვა. მას შემდეგ, ერთხელ შეხვდნენ ქუჩაში და თურმე ია დაემუქრა, მოკვდები, მაგრამ - არა იარაღითო... ამის შემდეგ ისევ იყო მუქარა და ნაზი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. მან პოლიცია გააფრთხილა, თუ მოკვდებოდა, იას ბრალი იქნებოდა.
- მოჰყვა თუ არა ამ განცხადებას პოლიციის მხრიდან რეაგირება?
- არა. ია არავის დაუბარებია პოლიციაში. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში იპოვეს გარდაცვლილი. დილის ექვს საათზე პოლიციიდან დაგვირეკეს... ისე, არსებობს საეჭვო დეტალები. ნაზის გაუჩინარების შესახებ პოლიციისთვის არ მიგვიმართავს. ჩვენთვის გაუგებარია, დილის ექვს საათზე პოლიცია სკვერს რატომ ამოწმებდა.
- ჩვენ სხვა ნათესავსაც გავესაუბერეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ის ადგილი წინადღეს თქვენ ნახეთ, მაგრამ გვამი იქ არ იყო. ადასტურებთ ამ ფაქტს?
- ჩვენ მოვიარეთ ის ტერიტორია, სკვერშიც ვეძებეთ, მაგრამ - უშედეგოდ. მიჭირს რამის თქმა, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
- თქვეს ისიც, რომ ნაზიმ მეუღლესთან დარეკა. უთხრა, თავის მოკვლას ვაპირებო და ამის შემდეგ მისი ტელეფონიც გაითიშა.
- დიახ, ნაზიმ დაურეკა გიგას ღამის თერთმეტ საათზე და უთხრა, რომ თავის მოკვლას აპირებდა. ჩვენ ეს არასერიოზულად ჩავთვალეთ, თუმცა, მისი ძებნა დავიწყეთ. მან სახლში დაიბარა მის შემცვლელ გოგონასთან, რომ დაქალს ნახავდა და მალე დაბრუნდებოდა. მთელი ღამე ვეძებდით, დილით კი პოლიციამ შეგვატყობინა, რომ გარდაცვლილი იპოვეს. ნაზის ყელთან სისხლჩაქცევა აქვს, ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით არა გვაქვს, ალბათ ორ კვირაში იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ მეუღლე დაიკითხა. ველოდები, რომ მეც დამკითხავენ, ია კი ჯერ არავის დაუკითხავს.
- ბოლო დღესაც ნახეთ ის. საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავთ?
- ახლა ყველას გვაქვს გრძნობა, რომ მას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ. როგორც გითხარით, ბოლო დღეს განერვიულებული იყო, მაგრამ გადაღლას დავაბრალე. მასთან ვიყავი და ვუთხარი, ახლა წავალ სახლში-მეთქი და დამეთანხმა: კი, წადი და დაიძინე, დაღლილი ხარო. ადრე ასე არასდროს უთქვამს, ყოველთვის მთხოვდა, ცოტა ხნით კიდევ დავრჩენილიყავი. წამოვედი. ჩავთვალე, რომ ეძინებოდა და დასვენება უნდოდა...

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. წარმოიდგინეთ, მოწმენდილ ცაზე რომ მკვლელობა დაგაბრალონ, როგორ იქნებით?!" - გვეუბნება ია. იმის დასამტკიცებლად, რომ არანაირ მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მოგვაწოდა მათი მიმოწერის "სქრინებიც".
- კარგი ურთიერთობა გვქონდა, ბევრჯერ გამომიწოდა დახმარების ხელი, რისთვისაც მისი მადლობელი ვიქნები, თუმცა მეც ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო - ფიზიკურად ბევრჯერ ვიმუშავე ანაზღაურების გარეშე. ბევრ რამეს მიყვებოდა, ვსაუბრობდით მისი ცხოვრების ყველა დეტალზე.
- ხომ არ ჰქონია კონფლიქტი სხვა ადამიანთან, რამე ხომ არ უთქვამს ამის შესახებ?
- ვაძლევდი რჩევებს, როგორ მოქცეულიყო ორსულობის დროს, რა ეჭამა და რა - არა. ბევრ თემაზე ვსაუბრობდით, მეუღლესთან კონფლიქტის შესახებაც მიყვებოდა.
- კი, მაგრამ ოჯახი ამბობს, მეუღლესთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდაო.
- არსებობს საკითხები, რაც შეიძლება მისმა ახლობლებმაც არ იციან. ნაზის აბორტის გაკეთება უნდოდა და ეს გადავაფიქრებინე, ხშირად ვუგზავნიდი ვიდეოებს და ჩანაწერებს ბავშვის მუცლად ყოფნის შესახებ და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს აზრი თავიდან ამოეგდო.
- მისი ახლობლები გვიყვებიან, რომ ცოლ-ქმარს უნდოდა ბავშვის დაბადება და ამას სიხარულით შეხვდნენ. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ...
- ნამდვილად ასე იყო, მაგრამ მიზეზებზე არ მოვყვები, რადგან ეს ნაზის პირადული გახლდათ და ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს. მაქვს ამის დამადასტურებელი მესიჯები... არიან ადამიანები, რომლებსაც ნაზიმ დაურეკა და აბორტის გასაკეთებლად სთხოვა გაყოლა, თუმცა დღეს ისინი ჩუმად არიან.
- რა იყო თქვენსა და ნაზის შორის კონფლიქტის მიზეზი?
- ჩვენი კონფლიქტი ნივთებზე დავით დაიწყო. იმ ნივთებზე, რომლებიც თვითონ მაჩუქა და შემდეგ ქურდობა დამაბრალა. ჩვენი კონფლიქტი დანებისა და თეფშების გამო დაიწყო. მემუქრებოდა, რომ სახელს გამიტეხავდა. იმის აღიარებას მოითხოვდა, რაც არ ჩამიდენია. მე ქურდი არ ვარ, მაცივრის კარსაც არ ვაღებდი მის გარეშე. მის გამო ბევრჯერ კონფლიქტიც კი მომივიდა ჩემს მეუღლესთან.
GzaPress
- ერთადერთი ეჭვმიტანილი ხართ. დაგკითხათ თუ არა პოლიციამ?
- ჯერ არავის დავუკითხივარ, ადვოკატიც კი არ მყავს. ჩემთან პოლიცია არ მოსულა. როგორ გგონიათ, თუ ნაზი მივიდა პოლიციაში და ჩემი სახელი თქვა, რატომ არ დამკითხა პოლიციამ? ესეც ხომ საქართველო არ არის, სადაც ნათესავები და ახლობლები აგვარებენ საქმეს?
- დაგიკავშირდათ თუ არა ნაზის ოჯახი?
- კი, ნაზის მამა ესაუბრა ჩემს მეუღლეს. მასაც იგივე ვუთხარით, რასაც თქვენ გეუბნებით. ჩემსა და ნაზის შორის არ ყოფილა ისეთი კონფლიქტი, რის გამოც თავს მოიკლავდა. დამიკავშირდა ნაზის ახლობელიც და შვილების სიკვდილით დამემუქრა. მითხრეს, რომ მეც გამამწარებდნენ. ძალიან მინდა, გამოძიება მალე დასრულდეს და სიმართლე გაირკვეს. რთულია ჩემთვის, ამხელა ტვირთით ვიცხოვრო. ეს დღეები საუკუნედ იწელება.
- შეგიძლიათ, თქვენი და ნაზის მიმოწერა გვაჩვენოთ?
- დიახ, შეგიძლიათ ნახოთ და თავად დარწმუნდებით, მე არავის ვემუქრები და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს დაემუქრება. ვიმეორებ, ნაზიმ ბევრი სიკეთე გამიკეთა. გაჭირვების დროს გვერდით დამიდგა, თუმცა მერე სახელის გატეხით მემუქრებოდა. თვითონ ნაზი იყენებდა მუქარის სიტყვებს ჩემ მიმართ. მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და თუ ვინმეს მუქარის გამო თავი უნდა მოეკლა, ეს მე ვიყავი...
მე როგორც ვიცი, იმ დღეს გამოიპრანჭა და ძალიან კარგ ხასიათზე გავიდა სახლიდან. დაიბარა, რომ დაქალი ჩამოსდიოდა და ღამე სახლში არ დაბრუნდებოდა. ბევრი რამ იცის იმ ოჯახმა, ნაზი სადაც მუშაობდა, მაგრამ არ ლაპარაკობენ. მე გამოძიებისგან ვითხოვ წაიღონ ყველას ტელეფონი, მათ შორის, მისი მეუღლის და ყველაფერი გადაამოწმონ.
- როგორ გგონიათ, თავს მოიკლავდა?
- არა, ნაზი მოკლეს, თუმცა ვინ, არ ვიცი და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ სისხლიანი ხელები შემაწმინდოს. ჩემმა მეუღლემ ნახა ის ადგილი, სადაც ნაზი გარდაცვლილი იპოვეს და თქვა, მიუხედავად ნაზის ვაჟკაცური ხასიათისა, იქ ღამე მარტო ვერ შევიდოდა, საშიში ადგილიაო. არც პოლიცია მივიდოდა შემთხვევით იმ ადგილის შესამოწმებლად, თუ შეტყობინება არ მიიღეს. დაველოდები გამოძიების დასრულებას, ვიცი, ბოლოს ყველა ბოდიშს მომიხდის.
P.S. იმედია, პოლიცია მალე გამოიძიებს ამ ამბავს და თუ თვითმკვლელობასთან არ გვაქვს საქმე, დამნაშავეს საკადრისად დასჯიან.
ფიქრია რობაქიძე
"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი