"ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს"
font-large font-small
"ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს"
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი

16 წლის ბექა შეროზია ზუგდიდიდან გახლავთ. რამდენიმე წელია, ის ხელოვნური ინტელექტით დაინტერესდა, დამოუკიდებლად შეეცადა ე.წ. ბოტებში გარკვევას და დაიწყო კიდეც ამაზე მუშაობა. ამ ეტაპზე მიზანს მიაღწია, მაგრამ ქართველ მოზარდს წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.


- ვსწავლობ გიმნაზიაში. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი ქართველი მომხმარებლისთვის კარგი კონტენტის შექმნაა, ანუ ისეთი რამის, რომელიც მათ ინტერნეტში "ნავიგაციას" უფრო გაუმარტივებს.
- ბექა, ვინც ამ სფეროში ვერ ვერკვევით, იქნებ მარტივ ენაზე აგვიხსნა, რა არის ხელოვნური ინტელექტი?
- ხელოვნური ინტელექტი არის სისტემა, რომელიც ადამიანის ტვინის იმიტაციას ახერხებს; მას გარკვეული დონის ინტელექტი აქვს, ისევე როგორც ადამიანს. მეცნიერები ამ დარგს ხალხის ცხოვრების გასამარტივებლად იყენებენ...
GzaPress
- რატომ დაინტერესდი ხელოვნური ინტელექტით?
- ხელოვნური ინტელექტით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი. ასობით სტატიას ვკითხულობდი ამ თემაზე, უფრო მეტის გასაგებად და ცოდნის გასაღრმავებლად. სულ მაინტერესებდა, როგორ ახერხებდნენ დეველოპერები მსგავსი რამის შექმნას. სამწუხაროდ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სასწავლებლები, სადაც ამ სფეროში აკადემიურ განათლებას მიიღებ, ამიტომ ჩემი მასწავლებელი მხოლოდ ინტერნეტი აღმოჩნდა. ცოტა რომ წამოვიზარდე და გარკვეული ცოდნა დამიგროვდა, გადავწყვიტე მსგავსი სისტემა მეც შემექმნა... კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი მომავალში ძალიან გამოადგება. მაგალითად, შევძლებთ მანქანების სრულად ამ სისტემაზე გადაყვანას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ დასჭირდება ავტომობილს მძღოლი, მანქანა თვითონვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ხერხით უნდა წავიდეს კონკრეტული ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე. ამაზე ილონ მასკის კომპანია "ტესლა" კარგად მუშაობს და ყოველწლიურად ვითარდება. ზემოთ ხსენებული ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ხელოვნურ ინტელექტს რეალურად შეუძლია.
- რა არის "ბექმედი"?
- "ბექმედი" არის სისტემა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება გარკვეულ კითხვებზე დაყრდნობით ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის აღმოჩენაა. მომხმარებელს ალბათობის "ნახვა" პროცენტულობის მიხედვით შეუძლია. "ბექმედს" ასევე აქვს ახლომდებარე სასტუმროების, აფთიაქებისა და საავადმყოფოების მოძიების ფუნქცია. ასევე შეუძლია ტექსტის თარგმნა - ენის დეტექციას ახდენს ის, როგორც "გუგლის" მთარგმნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო იმის მითითება, თუ რომელ ენაზე წერთ, ის თავისით ხვდება. მას ასევე აქვს "ამინდის ფუნქცია". რაც შეეხება ზოგადად სისტემას, იგი თავისით ხვდება, რა უნდა მომხმარებელს. არაა საჭირო ღილაკებზე თითის დაჭერა და ფუნქციების ძებნა, ამისთვის მიწერაც საკმარისია. ასევე, აქვს "ვიკიპედიის" საძიებო სისტემა. მაგალითად, შეგიძლიათ ნებისმიერი სელებრითის, თუ გამოჩენილი ადამიანის ვინაობა ჰკითხოთ და ის ეგრევე გაგცემთ პასუხს. მაგალითად, "ვინ არის სტივ ჯობსი?" და უმალვე ამოგიგდებთ მის შესახებ ინფორმაციას. მას შეუძლია ფილმების მოძიებაც. მაგალითად, უნდა მისწეროთ: "ფილმი "გაქცევა შოუშენკიდან" და ფილმს ქართულად დაგილინკავთ. ასევე შეგიძლიათ ამ ფორმით მისწეროთ: "ფილმი ჯიმ ქერის მონაწილეობით" და დაგილინკავთ ფილმებს, რომელშიც მსახიობი თამაშობს. იგი ყოველდღიურად ვითარდება და ყოველკვირეულ რეჟიმში ახდენს ფუნქციების ოპტიმიზაციას, დამატებას.
GzaPress
- შენ ახსენე ავტომობილი-რობოტი. ბევრს სწორედ ასეთი სიახლე აშინებს. ხშირად გამიგონია, რომ ტექნიკისთვის ბოლომდე მინდობა არასახარბიელო სიტუაციაში ჩაგვაგდებს ან - თუ რობოტები "დასაქმდებიან", კიდევ უფრო მეტად შეგვაწუხებს უმუშევრობის პრობლემა, ადამიანი გახდება უსარგებლო და ბოლო, ყველაზე მთავარი შიში: შესაძლოა, ესა თუ ის ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდეს, რომ ოინები მოგვიწყოს. ადამიანებს ჯერ კიდევ გვაშინებს რობოტებთან ურთიერთობა და ზოგს სჯერა ფილმებში ნანახის, რომ ოდესმე რკინის კაცები დედამიწის დაპყრობას მოინდომებენ. ამ ყველაფერზე რას ფიქრობ?
- ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს. მსგავსი რამ მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ხდება, რაც არარეალურია. რაც შეეხება ადამიანის საქმიანობას, მომავალში სავარაუდოდ, ახალი პროფესიები გაჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "რობოტების" გამო ხალხის უმუშევრად დარჩენის საფრთხე თითქმის არ იარსებებს.
- რას გვეტყვი შენი და შენი თანატოლების შესახებ, როგორები ხართ?
- გამორჩეული ახალი თაობა ვართ, პირველ რიგში იმით, რომ ინტერნეტზე მიგვიწვდება ხელი. ნებისმიერი ინფორმაციის გაგება და ცოდნის გაღრმავება შეგვიძლია. ასევე - ნებისმიერი იდეის რეალიზაცია ამ ქსელის მეშვეობით. დიდი ტექნოლოგიური მიღწევები ზუსტად ინტერნეტის გაჩენის დღიდან დაიწყო.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი