"სირცხვილი არ არის, დავამარცხოთ სტიგმა"
font-large font-small
"სირცხვილი არ არის, დავამარცხოთ სტიგმა"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს

"ფსიქოლოგიური პრობლემა ყველას შეიძლება ჰქონდეს, ეს არ არის სისუსტე და სირცხვილი. მთავარია, არ შეგვრცხვეს მისი დანახვის, აღიარების და თქმის! ის უფრო სირცხვილი და სისუსტეა, თუ დავემალებით და არ ვაღიარებთ. მის მოსაგვარებლად ბრძოლა სიძლიერეა. დავამარცხოთ სტიგმა და პრობლემა აუცილებლად მოგვარებული იქნება! ამიტომ, ნუ დამალავ - შეებრძოლე!" - აღნიშნავს ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე, რომელიც ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ თემებსა და მათი მოგვარების გზებზე გვესაუბრება.


- ზოგადად, ჩვენს ცენტრს ყველანაირი სპექტრის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემის მქონე პაციენტები მომართავენ, ყველაზე მსუბუქითა და მარტივით დაწყებული, რთულით დამთავრებული. თუმცა, უფრო ფართოდ გავრცელებული მაინც სტრესი, შფოთვა, დეპრესია და მსგავსი რანგის პრობლემებია, ოღონდ, ხანგრძლივობისა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გავლენიდან გამომდინარე, ექიმს ამ დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მიმართავენ, ზოგჯერ, საკმაოდ დაგვიანებითაც კი, რაც ძირითადად, ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ეს სფერო მეტ-ნაკლებად სტიგმატიზირებულია და ადამიანებს უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, რომ სპეციალისტს მიმართონ.
- სწორედ ამაზე მინდა ვისაუბროთ. ხშირად, ადამიანები დროულად აცნობიერებენ თავიანთი პრობლემის არსს, საფრთხეებს, მაგრამ სიტყვა "ფსიქიატრი" მათთვის იმდენად უსიამოვნოდ ჟღერს, რომ ყველანაირად თავს არიდებენ მასთან ვიზიტს და მკურნალობის დაწყებას. ერთგვარი შიში აქვთ. როგორ უნდა გადალახონ ეს უხერხულობა?
- როგორც აღვნიშნე, ფსიქოლოგიური პრობლემები სხვადასხვა რანგის, სიმძიმისა და მიმდინარეობისაა. ნებისმიერი სახის ფსიქიკური პრობლემის ექიმი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს და ამას საექიმო მიმართულებით მკურნალობს, მხოლოდ ფსიქიატრია. ამის კვალიფიკაცია, შესაბამისი ცოდნა და უფლება აქვს ფსიქიატრს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გარკვეული ინტერვენცია ნებისმიერი სხვა სპეციალობის ექიმმაც ჩაატაროს. არც ის არის სწორი, შევადაროთ, თუ რა უფრო ეფექტურია - ფსიქოთერაპია თუ მედიკამენტოზური მკურნალობა, რადგან ორივეს თავისი უპირატესობა აქვს და უმეტეს შემთხვევაში, ორივე ერთადაა რეკომენდებული.
როდესაც გამოხატულია შფოთვითი აშლილობა თუ დეპრესია, რომელიც გვაწუხებს და ხელს გვიშლის, ეს უკვე დაავადებაა და ბიოლოგიურ დონეზე მის აღმოსაფხვრელად, სწორი გზა ისევ ბიოლოგიურ მექანიზმებზე ჩარევა, შეცვლა, დალაგებაა. ფსიქოთერაპია ძალიან კარგია, როცა გვინდა, უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, ემოციური სტრუქტურა, ხასიათი, ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან, გარემოდან მომდინარე სტრესებთან და სხვა ფაქტორებთან, ანუ სტრესის მართვა. ამას, ბუნებრივია, მედიკამენტი ვერ უზრუნველყოფს და სწორედ ამისთვისაა უფრო ეფექტური ფსიქოთერაპია და შედეგს კომპლექსური მკურნალობა იძლევა.
- რა კონკრეტული საშუალებები და თანამედროვე მიდგომები არსებობს?
- ყველაფერი ინდივიდუალურია, შაბლონი არ არსებობს. თუმცა, კარგია სოციალური აქტივობა, დასაქმება, სპორტული აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. მაგრამ როდესაც უკვე დაირღვევა რაღაც და შფოთვა, დეპრესია გვიპყრობს, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი, რომ ფსიქიკის სტაბილიზაცია და სულიერი ჰარმონია დავიბრუნოთ. ამიტომაა საჭირო სპეციალისტის ჩარევა.
- პრობლემატურ საკითხად რჩება სააფთიაქო ნარკომანიაც, "ტაბლეტების" უზომო და არასწორი მოხმარების კვალი ფსიქიკაზე; მინახავს ადამიანები, რომლებსაც ამის ფონზე, ისეთი აშლილობა და დეპრესია განუვითარდათ, სახლიდან გარეთ ვეღარ გადიოდნენ, ჩაიკეტნენ და პანიკური შეტევები ჰქონდათ, მაღალი წნევისა და ტაქიკარდიის თანხლებით...
- ადამიანები ოდითგანვე მიდრეკილნი იყვნენ, რომ გარკვეული ფსიქოტროპული ნივთიერებები მიეღოთ. ბუნებრივია, ყველანაირი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ხელს უწყობს, რომ სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და გარკვეული სისტემის შექმნაა საჭირო, რომ რისკები მაქსიმალურად შემცირდეს, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფში, როგორიცაა ახალგაზრდა თაობა. შეიძლება უფრო მძიმე დარღვევაც გამოიწვიოს - ფსიქოზი, პარანოია და ა.შ.
- რა ტიპის მკურნალობა ტარდება ასეთ დროს? ზოგჯერ, სასწრაფო დახმარების ბრიგადას იძახებენ, მათი დახმარებით შფოთვა და პანიკური შეტევა გაივლის ხოლმე და სპეციალისტთან, ხანგრძლივად სამკურნალოდ აღარ მიდიან. მერე, იგივე მეორდება, მეტი სიხშირითაც და კვლავ პრობლემის ერთჯერადად მოგვარება ხდება...
- შესაბამისი მკურნალობა იმის მიხედვით ტარდება, თუ რა ტიპის პრობლემა ვლინდება. რაც შეეხება პანიკურ შეტევას, ამ დროს ადამიანს საშინელი შეგრძნებები აქვს - ტაქიკარდია, ოფლიანობა, კანკალი, ტკივილი და ა.შ. და სწორედ ეს აგდებს მას პანიკაში. როგორც წესი, ეს რამდენიმე წუთს გრძელდება და მერე, თავისით სტაბილურდება, მაგრამ შესაძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს ან ხშირი, სერიული სახე მიიღოს. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა სწორია, დროებით ნამდვილად ხსნის პრობლემას, მაგრამ პანიკური შეტევა უკვე იმის სიგნალია, რომ შფოთვითი აშლილობა დაიწყო და სპეციალისტს აუცილებლად უნდა მივმართოთ.
- ზოგჯერ, ადამიანი ვერ ხვდება, რომ მას დეპრესიის ნიშნები აქვს. როგორ უნდა გააცნობიეროს ეს საწყისს ეტაპზევე, რომ დროულად მიმართოს ექიმს?
- რაც მთავარია, ადამიანმა თვითონ არ უნდა დაუსვას დიაგნოზი საკუთარ თავს, დეპრესია აქვს, ნევროზი თუ სხვა რამ. როდესაც ვგრძნობთ, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს, ჩვენი ფსიქოლოგიური სტაბილურობა არაჰარმონიული მდგომარეობით შეიცვალა და ის ხელს გვიშლის საქმიანობაში, ურთიერთობებში და ა.შ. პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. დიაგნოზების დასმა ექიმის საქმეა.
- ფობიებსაც შევეხოთ. მაგალითად, ხშირია მგზავრობის, გაშლილი სივრცის, სიმაღლის, ფრენის შიში, კლაუსტროფობია და ა.შ.
- ეს არის იზოლირებული ფობიები და ამის დაძლევას, ხშირად, ადამიანის ზოგადი შფოთვითი მდგომარეობის მოწესრიგება სჭირდება. უშუალოდ ფობიების დასაძლევად კი თავისებური მეთოდიკაა საჭირო. როცა ეს ფობიები ცხოვრებაში გვიშლის ხელს, ცხადია, მისახედია. თუ ადამიანს ფრენის ან ლიფტით მგზავრობის ეშინია და ეს ხშირად უწევს, ცხადია, მისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, ტანჯვაა. დღესდღეობით არაერთი ძალიან კარგი და ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდი არსებობს.
GzaPress
- რამდენიმე წლის წინ, სამხედრო პირებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა თავდაცვის სამინისტროში თქვენი მუშაობისას...
- ჩემთვის საამაყოა თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი. 2013 წელს შევქმენი პროექტი, თუ როგორ უნდა შექმნილიყო საქართველოში სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები. 2014 წელს შესაბამისი სამმართველო შეიქმნა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა და გახდა დეპარტამენტი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევდით, ეს დღესაც გრძელდება. მათ უნდა მიეღოთ ადეკვატური სერვისები, რომ მათი ბრძოლისუნარიანობა არ დაქვეითებულიყო, თუ როგორ განეხორციელებინათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა, მაგალითად, სამშვიდობო მისიებში, დამატებითი ფსიქოლოგიური რისკებისა და გართულებების გარეშე და ა.შ.
ყველა პირი, ვისაც სურს, ჯარისკაცი გახდეს, ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადის. ეს პროექტი დავიწყეთ 2015 წელს და ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალი ისეთი კადრებით დაკომპლექტდეს, რომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შესაბამისი უწყების მოთხოვნებს შეესატყვისება, რაც მათ ბრძოლისუნარიანობას, დავალებების წარმატებით შესრულებას ერთი-ორად აუმჯობესებს.
ასევე, სიამაყით მინდა გავიხსენო კიდევ ერთი პროექტი - სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელმაც თითქმის ოთხჯერ შეამცირა სუიციდის შემთხვევები თავდაცვის უწყებაში.
- რა იწვევს ჯარისკაცებში ამ პრობლემას?
- იგივე, რაც ყველა ადამიანში. სუიციდის ყველაზე ხშირი მიზეზი დეპრესიაა.
- როგორც ვიცი, თქვენთან არაერთი ცნობილი ადამიანი დადის და რთულ პერიოდებში ძალიან დაეხმარეთ მათ...
- ჩვენი მიმართულება კიდევ უფრო ღრმად კონფიდენციალურია, ამიტომ ამაზე არასდროს ვსაუბრობთ. ფსიქოლოგიური პრობლემები ყველას შეიძლება ჰქონდეს, ეს არ არის სისუსტე და სირცხვილი. მთავარია, რომ არ შეგვრცხვეს მისი დანახვის, აღიარების და თქმის. დავამარცხოთ სტიგმა და პრობლემა აუცილებლად მოგვარებული იქნება! ამიტომ, ნუ დამალავ - შეებრძოლე!
- რას ურჩევთ დამწყებ ფსიქიატრებს?
- კეთილსინდისიერ მუშაობას, საქმის სიყვარულს! ექიმი ყველგან ექიმია, ნებისმიერ სიტუაციაში, ყველგან საჭირო ადამიანი ხარ და იმდენად კარგი პროფესიაა, შინაგანად გავსებს, სიამოვნებას განიჭებს, როცა სხვებს ეხმარები. ადამიანებისგან მიღებული მადლიერების გრძნობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ექიმს ხალისს აძლევს, რომ კიდევ უფრო ენერგიულად და ხარისხიანად ემსახუროს ადამიანებს.
- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რა გზა გამოიარეთ წარმატებამდე?
- ექიმობა იოლი არ არის, ფსიქიატრია კი - ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. სტუდენტობისას, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, ფსიქიატრია ავირჩიე და დღეს კმაყოფილი ვარ, ვამაყობ ამით. საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. 2007 წლიდან კერძო სექტორში ვარ, 2009 წლიდან საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი ვიყავი, 2017 წლიდან კი საკუთარი ცენტრი დავაფუძნე და მას ვხელმძღვანელობ.
ფსიქიატრიულ სკოლას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს. მიხეილ ასათიანის სახელობის ინსტიტუტი ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაღალი დონის. ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი კი ყველამ იცის. ჩვენი სპეციალობა წინ მიდის, ვითარდება, ბევრად კარგადაა შესწავლილი ტვინი, ფიზიოლოგია, ნეირომედიატორული სისტემა, შესაბამისად, მედიკამენტებიც საკმაოდ დახვეწილია და მათი ეფექტურობა გაზრდილია, უსაფრთხო გახდა სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის მკურნალობა.
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი მეუღლეც რამდენიმე სამსახურში მუშაობს, აკადემიურ საქმიანობას ეწევა. ოჯახი ყველაზე მთავარია ადამიანისთვის, ამიტომ, დასვენების დღეებსა და საათებს ერთად ვატარებთ.
- როგორც მშობელი, რას ურჩევთ სხვებს? ხშირად, სიმკაცრესა და გათამამებას შორის ზღვარის გავლება უჭირთ და რომელიმე უკიდურესობაში ვარდებიან, რასაც კარგი შედეგი არ მოაქვს...
- ადამიანებს ერთი კარგი სიტყვა გვაქვს - ზომიერება, ეს ყველგან და ყველაფერთან მიმართებაში უნდა დავიცვათ, მით უმეტეს, აღზრდისას - სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ შემდგომში ბავშვებს უფრო მყარი ფსიქიკა ექნებათ, უფრო წარმატებულები და ბედნიერები იქნებიან...
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედა პოტამიას გულახდილი ინტერვიუ და რწმენის ძალა
"საქართველოში ქალთა უფლებები კარგად არის დაცული, კაცები კი უუფლებოდ დარჩნენ"
პოლიტიკოსი ქალბატონის გაუნელებელი პირადი ტკივილი
"ხშირად გაიღიმეთ, ცხოვრება უფრო ლამაზი და ფერადი გახდება"
ზაფხულში 6 კონცერტი მქონდა და ექვსივე სუპერკონცერტი გამოვიდა
"უმეტესობა უცხოეთიდან წამოსულ დირექტივებს ასრულებს..."
ჩვენ მაშინ ვერთვებით საქმეში, როდესაც ადამიანი რამდენიმე საათის დაკარგულია...
"მეშინოდა, ქვეწარმავალი არ შემხვედროდა, სულ დაბლა ვიყურებოდი"
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი