ზვიად ტომარაძე: "პოლიტიკა ბიზნესად აქციეს"
font-large font-small
ზვიად ტომარაძე: "პოლიტიკა ბიზნესად აქციეს"
"უმეტესობა უცხოეთიდან წამოსულ დირექტივებს ასრულებს..."

16 სექტემბერს პარლამენტში 35 000 ხელმოწერით შესულ ბინადრობის გაყიდვის აკრძალვის კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "ერი და სახელმწიფო" - დამფუძნებელს, ზვიად ტომარაძეს ეკუთვნოდა, 93 დეპუტატიდან მხოლოდ 16-მა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიღებას 50 ხმა სჭირდებოდა, მაგრამ ჩავარდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტის ავტორმა მიიღო გადაწყვეტილება, საარჩევნო მარათონში ჩაბმულიყო. ის "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობამ" წარადგინა.


ზვიად ტომარაძე:
- საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, საზოგადოებრივი საქმიანობა კი 2011 წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი კანონპროექტი "აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ" იყო, კობა დავითაშვილთან ერთად. 2012 წელს პირველ მოსმენაზე გავიდა, მეორეზე კი რამდენიმე ხმა დააკლდა. როგორც ჩანს, პარლამენტარები დაარწმუნეს იმაში, რომ ამით ვიღაცების ბიზნესი, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდებოდა და მხარი არ დაეჭირათ. 36 კანონპროექტის ავტორი ვარ - ეს იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, "სითი-პარკის" წინააღმდეგ, აბორტის შეზღუდვაზე, მოქალაქეობის გამკაცრებაზე და ა.შ. დიდი ბრძოლის შემდეგ შევძელი, მოქალაქეობის მისაღებად სავალდებულო გამხდარიყო ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა. ამას ჩემს წარმატებად მივიჩნევ და ყოველთვის მემახსოვრება. ვარ 5 საკონსტიტუციო ცვლილების ავტორი - ეს იყო ქორწინების დეფინიცია, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა, პარლამენტში ასარჩევი ასაკის 25 წლამდე გაზრდა, საომარი და საგანგებო მდგომარეობის ვადების გამოცხადებაში ცვლილება და რეფერენდუმის ჩატარებაზე არსებული ხარვეზების გამოსწორება. 1988 წლიდან მამაჩემი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში - 1989 წლის 9 აპრილს ის დაიჭრა, დედა კი მოიწამლა. მაშინ 11 წლის ვიყავი, ამ ყველაფრის მომსწრე გავხდი და ასე ვთქვათ, პატრიოტიზმით "მოვიწამლე". არ შემიძლია, უსამართლობაზე თვალი დავხუჭო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლებას ვეწინააღმდეგებოდი, ბევრ ბიზნესსაც დავეჯახე და ეს ნამდვილად არ იყო კომფორტული მდგომარეობა.
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს?
- მაშინდელ ხელისუფლებასაც ჰქონდა ბევრი უარყოფითი და საზოგადოება მაშინაც კრიტიკის თვალით უყურებდა ბევრ რამეს, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს იმდროინდელ ეროვნულ ლიდერებს ვერც კი შევადარებ, ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დღეს პოლიტიკა ბიზნესად აქციეს, პოლიტიკოსების უმეტესობა უცხოეთიდან წამოსულ დირექტივებს ასრულებს, ბიზნესის ლობირების ორგანოდ გადაიქცა პარლამენტი.
GzaPress
- ბინადრობის გაყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა. რატომ იყო დროული და საჭირბოროტო ამ კანონპროექტის მიღება?
- ეს კანონპროექტი 2018 წელს დავწერე, 35 000-მა კაცმა მოაწერა ხელი და პარლამენტში ოქტომბერში შევიტანეთ. მას შემდეგ ზუსტად 2 წელი გავიდა. ყველა ღონე იხმარა პარლამენტმა, დრო მაქსიმალურად რომ გაეწელა. ჩვენ არ ვართ აზიური მიგრაციის წინააღმდეგები - ჩამოვიდნენ ტურისტულად, სამკურნალოდ თუ სასწავლებლად, მაგრამ მათი აქ დაფუძნება და ამით კულტურულ-ეთნიკური ბალანსის მკვიდრი მოსახლეობის საზიანოდ შეცვლა, სრულიად მიუღებელია. სწორედ მიგრაციული პროცესების შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები. მსოფლიო ისტორიასაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მიგრაციული პროცესები ყოველთვის კონფლიქტებთან ასოცირდება და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი იკვეთება. როდესაც სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოვითხოვე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ 2015-2019 წლებში მხოლოდ ირანის მოქალაქეებზე 11 000-მდე ბინა და სახლია გაყიდული. შესაბამისად, მათ მიიღეს მოკლევადიანი ბინადრობის უფლება, ანუ იყიდება ეს უფლება. როდესაც უცხოელი ჩამოდის და ყიდულობს ბინას, 2019 წლის შემდეგ უკვე 100.000 ლარად და მეტად, შემდეგ მიდის "იუსტიციაში", აჩვენებს ამ საბუთს და ერთწლიანი ცხოვრების უფლებას აძლევენ. ვიდრე ეს ქონება მის საკუთრებაშია, რამდენი წელიც უნდა დარჩეს, ბინადრობის უფლება ყოველწლიურად უგრძელდება. გამოდის, რომ მუდმივად ცხოვრების უფლებას ყიდულობს, ხომ ასეა? ბინადრობის 10 სახე არსებობს და ერთ-ერთია ბინადრობის უფლება ოჯახის გაერთიანების მიზნით. რას ნიშნავს ეს? ვინც ბინადრობას მიიღებს, მას შეუძლია ჩამოიყვანოს ცოლი, ქმარი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილი... საშიშროების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც დემოგრაფიული კვდომა აქვს. მილიონ-ნახევარი კაცი გასულია ქვეყნიდან ემიგრაციაში ლუკმაპურის საშოვნელად და ამ დროს აზიელი მიგრანტების მომრავლება ნამდვილად, დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენებს. ივლიანე წულაიამ და გოჩა ენუქიძემ, როგორც იცით, 2019 წელს შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს ბინადრობის უფლების მისაღებად 35.000-ის ნაცვლად, 100.000-ად უნდა შეეძინა ბინა. ამბობდნენ, რომ ამით პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ 2019 წელს უფრო მეტი ბინადრობის უფლება გაიცა. ეს იყო სამშენებლო ბიზნესისთვის ლობისტური კანონპროექტი, რომელსაც ორმხრივი სარგებელი ჰქონდა - მიგრანტი იძულებული იყო, ძვირად ღირებული ბინა ეყიდა, და მეორე, ვისაც ბინა უკვე ნაყიდი ჰქონდა, ბინადრობის უფლებას ვეღარ გაუგრძელებდნენ, ამიტომ იძულებული ხდებოდა, გაეყიდა და ახალი ეყიდა. ჩვენმა სამარცხვინო პარლამენტმა ქვეყნის უსაფრთხოებას ანაცვალა ივლიანე წულაიასა და გოჩა ენუქიძის კოლეგიალობა. 35 000 მოქალაქეს უარს რომ ეუბნები, უნდა დაასაბუთო მაინც, რატომ. არავის აუხსნია, რატომ არ აძლევდნენ ხმას. 16 მომხრე იყო და 15 წინააღმდეგი, დანარჩენებმა საერთოდ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. განხილვას ცოტა დეპუტატი ესწრებოდა, კენჭისყრაზე კი დარბაზი სავსე იყო. მითხრეს, იქნებ შეეშალათ და ვერ გაიგეს, რა საკითხი იხილებოდაო. თუ დეპუტატი იმას ვერ ხვდება, რას უნდა მისცეს ხმა და ვერ ერკვევა, რა საკითხი გადის, პარლამენტში რა უნდა?! სწორედ ბინადრობის კანონპროექტის ჩაგდებამ გადამაწყვეტინა, არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა.
- რატომ პარტია - "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა მოძრაობა" - და რატომ გლდანი?
- არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და არც ერთ არჩევნებში კანდიდატად არ მიმიღია მონაწილეობა. არც ამჯერად ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, კენჭი მეყარა პარტიიდან, რომელთა წევრებმა სამშობლოს ერთგულება სისხლით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად და სიცოცხლის შეწირვით დაუმტკიცეს! რაც შეეხება იმას, თუ რატომ გლდანი: იმიტომ, რომ 23 წელი ვცხოვრობდი მუხიანში. ბრძოლა უთანასწორო იქნება, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, ფინანსების გარეშე მომიწევს, თუმცა ხალხს არჩევანის საშუალება ნამდვილად ექნება და თუ სურთ, პარლამენტში ჰყავდეთ საკუთარი ინტერესების დამცველი და საქმის მკეთებელი, არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ. თუ გლდანის მოსახლეობას სურს აირჩიოს ლევან კობიაშვილი, რომელიც 4 წელი პარლამენტში იყო და ერთხელ სიტყვითაც არ გამოსულა ან ნიკანორ მელია, რომელიც იმ პარტიის წევრია, კონსტიტუციაში "ქორწინების დეფინიციისა" და "სასოფლო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის" ჩაწერას ფაშიზმს რომ უწოდებს, - კი, ბატონო! სხვათა შორის, ნიკანორ მელია კენჭისყრაზე არც მოსულა, ლევან კობიაშვილი კი დარბაზში იყო და მხარი არ დაუჭირა! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამის გათვალისწინებით, გლდანელებისთვის არჩევანის გაკეთება იოლია... ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს, ვიცხოვროთ ღირსეულად და თუ დღეს ბევრი გაჭირვებულია, ეს არის ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის, ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებისა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შედეგი. ამიტომ, რასაც პირველად გავაკეთებ, იქნება ის, რომ რეფერენდუმის უფლებას დავუბრუნებ ხალხს და მიწის კოდექსის მიღებაზე ვიზრუნებ.
ნანა გონგაძე, მეუღლე:
- 29 სექტემბერს 24 წელი გახდება, რაც დაოჯახებულები ვართ. პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით, ჩემი დაც ჩვენი კლასელი იყო, ამიტომ მეგობრები უფრო ხშირად ჩვენს სახლში მოდიოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ზვიდმა სისტემატურად დაიწყო ჩემი გაცილება სამხატვრო აკადემიაში, ყვავილებს მჩუქნიდა, მოკლედ, დიდ ყურადღებას იჩენდა. ერთხელაც მამაჩემს უთხრა, ნანა მიყვარს და თუ წინააღმდეგი არ ხართ, მინდა, მისი ხელი გთხოვოთო. ივნისში ნიშნობა გვქონდა, სექტემბერში კი - ქორწილი. დღევანდელი გადასახედიდან, ნამდვილად ადრეა 19 წლის ასაკში დაოჯახება... 3 შვილი გვყავს - გიორგი გიორგობას დაიბადა, მარიამი - მარიამობას, ნუგო კი - კვირიკებას. სახელი ზვიადმა სიმამრის პატივსაცემად დაარქვა.
- გემოვნებით და მყუდროდ გაქვთ მოწყობილი ბინა - ბევრი ნახატითა და ხელნაკეთი ნივთით დამშვენებული.
- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ტანსაცმლის დიზაინის განხრით. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ხელოვნებისა და კულტურის უნივერსიტეტში პირველკურსელებს ლექციებს ვუკითხავდი. ამჟამად თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ხელოვნების პედაგოგად ვმუშაობ. ვიდრე 3 შვილი მეყოლებოდა, აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში და წარმატებებიც მქონდა. ვიმუშავე კოლექციაზეც, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ შევძელი, ამ საქმეს გავყოლოდი. თუმცა, ახლაც მყავს მოსწავლეები, ვხატავ, საკარნავალო ნიღბებს ვამზადებ. ამ სახლში, რასაც ხედავთ, უმეტესობა სწორედ ჩემი ნახატია.
- როგორ მიიღეთ მეუღლის გადაწყვეტილება, იბრძოლოს პარლამენტარის წევრობისთვის და აქტიურად ჩაებას პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- ვიცი, რა ბრძოლაშიც მოუწევს შესვლა, მაგრამ კანდიდატურა აუცილებლად უნდა დაეყენებინა, რადგან დიდი ხანია, უამრავი ადამიანი ითხოვდა და ელოდა მისგან ამ ნაბიჯს, შესაბამისად, ხალხს ვერ დააღალატებდა. მე კი ზვიადის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მის გვერდით ვდგავარ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ადამიანები აბრაზებენ ზაალ წულუკიძეს
სოსო არჩვაძე: "სიტუაცია დრამატულია, მაგრამ არა - ტრაგიკული"
ადამიანი ვერასდროს ჩასწვდება ღმერთის ჩანაფიქრს
თამარ ცანავა: "ეს გზაა ერთმანეთის მხარში დგომით უნდა გავიაროთ!"
"...საქართველოში დასავლური რაციონალიზმი და აღმოსავლური სიბრძნე უნდა გადაიკვეთოს"
დედა პოტამიას გულახდილი ინტერვიუ და რწმენის ძალა
"საქართველოში ქალთა უფლებები კარგად არის დაცული, კაცები კი უუფლებოდ დარჩნენ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი