ვინ სძულს ლექს-სენს და როგორ გაანაწილებს მილიონ დოლარს?
font-large font-small
ვინ სძულს ლექს-სენს და როგორ გაანაწილებს მილიონ დოლარს?
ზაფხულში 6 კონცერტი მქონდა და ექვსივე სუპერკონცერტი გამოვიდა

სახელი, გვარი: ლექსო ქავთარაძე.
ფსევდონიმი: ლექს-სენი.
ასაკი: 39 წლის.
პროფესია: კულტუროლოგი.
ჰობი: ცხოველებზე ზრუნვა და ავტორბოლა.
ცხოვრების დევიზი: "იყავი ის, რაც ხარ..."


- ლექსო, ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- ორ რამეს: პირველი ბარიერი, წინააღმდეგობა მაშინ შემხვდა, როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. მაშინ თუ გავლენიანი ნაცნობი არ გყავდა, უნივერსიტეტის მიღმა რჩებოდი - აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში ფულით "ეწყობოდნენ". გამოცდები მარტივად, საკუთარი შესაძლებლობებით ჩავაბარე. გზის გაკვალვაში დედა აქტიურად მეხმარებოდა. ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩემი სპეციალობა - კულტუროლოგია იმ წელს გაიხსნა - პირველი ნაკადის წარმომადგენელი ვარ. რადგან სიახლე იყო, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რამხელა მიღწევა იყო, რომ ასე "უკაპიკოდ" ჩავაბარე და "უფასოზე" ვსწავლობდი... შემდეგ ჩემი ჰობის (რეპი, ჰიპ-ჰოპი...) განვითარება დავიწყე - მსურდა, რაღაც შემექმნა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ყველა ფიქრობდა - აი, ფული გინდა, ტელევიზია გჭირდებაო... ვთქვი, - ვცდი-მეთქი. მწამდა, რომ გამომივიდოდა. მაშინ არაფრის საშუალება არ მქონდა: არც სტუდია გამაჩნდა, არც - მაგნიტოფონი... მუშაობა დავიწყე და იმას მივაღწიე, რომ სახელი ლექს-სენი, ეპოქა შევქმენი...
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?
- არა. მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ვცდილობ, ვიღაცის თუ რაღაცის მიმართ სარგებლიანი ვიყო.
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?
- ეს რთული საკითხია: არ დამითვლია, მაგრამ ალბათ, ამ მხრივ, ნორმაში ვერ "ვჯდები".
- ჯერ საუზმობთ თუ სოციალურ ქსელს სტუმრობთ?
- საერთოდ, დილით ჭამა არ შემიძლია. რომ ვიღვიძებ ან წყალს ვსვამ, ან ყავას, ან ჩაის... საკვებს შუადღისკენ მივირთმევ. შესაბამისად, პირველ ადგილს სოციალური ქსელი იკავებს (იღიმის).
- სოციალურ ქსელში, ყველაზე უცნაური რა შეტყობინება მიგიღიათ?
- ახალმა თაობამ ჩემი ძველი სიმღერების (მაგალითად - "დილამდე", რომელიც "ტიკ-ტოკის" ჰიტი გახდა) სათაურები ხომ არ იცის, არა? თავად მღერიან, ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერს მიგზავნიან და მეკითხებიან, - აუ, ეს სიმღერა როგორ ვიპოვოო? ასეთი შეტყობინებები მეუცნაურება - ვაა, ეს როგორ არ იცი-მეთქი?.. შეტყობინებების თვალსაზრისით, სოციალურ ქსელში ორი ვარიანტია: ერთ მხარეს "ტროლების" და "ფეიკების" აგრესიაა, მეორეზე - პატივისცემა და სიყვარული. ამ 20 წლის განმავლობაში, ეს ორი მხარე სულ ერთმანეთს ეჯიბრება.
- ძირითადად, რომელი მხარე იმარჯვებს?
- რა თქმა უნდა, მაინც პოზიტივი იმარჯვებს, რადგან ბოლო პერიოდში, მსმენელებისგან ძლიერ დადებითი ენერგიას და სიყვარულს ვიღებ. ჩემთვის ეს სასიამოვნოა - ხელახლა დაბადებას ჰგავს.
GzaPress
- ეს რამ გამოიწვია, როგორ ფიქრობთ?
- "ახალი ცოცხი კარგად გვის" - ეს პრინციპია: როცა ახალი ხარ, გისმენენ. შემდეგ გაიზრდები, ბერდები, მაგრამ როცა ხედავენ, ეს ადამიანი ბერდება, მაგრამ ახალ მუსიკას ქმნის, არ ჩერდება და რაც გაუკეთებია, ყველაფერს ჯობია - მასზე კარგს ვერავინ აკეთებს, ხალხი მასზე კონცენტრირდება. ალბათ, მიზეზი ეს არის. მსმენელები განსაკუთრებულად "იუთუბზე" აქტიურობენ.
- მეუღლე არ ეჭვიანობს, როცა ლამაზი გოგონები შეტყობინებებს გიგზავნიან ან "ტიკ-ტოკზე" ე.წ. დადუეტებას გთხოვენ?
- არა, საბავშვო ბაღი ხომ არაა? იცის, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. პირიქით, მქომაგობს - ვაა, მიდი, "ჩაუწერე", ეს კარგი გოგოაო (იცინის)...
- შვილი უცნაური შეკითხვებით გაბნევთ?
- კი, ეს ბუნებრივია - 10 წლის არის. ამას წინათ, ავტომობილის საბურავს ვხსნიდი და მკითხა, - მანქანა როგორ ჩერდებაო? გარკვეული მოვლენების მიმართ კითხვები უჩნდება, თუ რატომ, როგორ ხდება, რაც შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში არათემატური იყოს და ადამიანს გაგიკვირდეს, მაგრამ ეს ასაკის ბრალია.
- რეპის მიმართ ინტერესს თუ იჩენს და როგორი ფორმით?
- ჰო, რაღაცებს უსმენს. მაჩვენებს, - აი, შენ ეს იციო? ცოტათი მეცინება, ისეთ "მაიმუნობებს" უსმენს (იცინის), მაგრამ ეს ბუნებრივია - თავისი თაობის ამერიკელი რეპერების ჰიტები მოსწონს. კარგია, რომ ორივეს ერთი და იგივე სტილი გვხიბლავს, მაინც "რეპშია"... კალათბურთელი გახლავთ - ჯერჯერობით, სპორტის ამ სახეობას "მივყვებით". კალათბურთი და რეპი მაინც "ერთად არიან".
- თქვენი სიმღერების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?
- რაღაცების ამოჩემება იცის ხოლმე. მაგალითად, როცა ავტომობილში ვსხდებით, პირდაპირ მეუბნება, - მეთხუთმეტე (სიმღერებს მათი ნომრების მიხედვით იმახსოვრებს) ჩართე, რაო...
- როცა ეკრანზე საკუთარი თავი პირველად იხილეთ, როგორი რეაქცია გქონდათ?
- როგორც მახსოვს, ვიდეოკლიპში ვნახე... აღვფრთოვანდი. მიხაროდა, რომ ტელეეკრანზე ვჩანდი. სუფთა ადამიანური აღტყინება დამეუფლა, მეტი - არაფერი. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს კრიტიკულად ვუყურებდი.
- ადვილად გწყინთ?
- შეიძლება ითქვას - კი, მაგრამ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ამ პრინციპით ვარ განწყობილი: ვიღაცისგან არაფერი მეწყინება, ვიღაცისგან - მეწყინება. პრინციპში, იმ ასაკისაც არ ვარ, რომ ადვილად მეწყინოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც არის ხოლმე, განწყობას გააჩნია.
- წყენას როგორ გამოხატავთ?
- ხან დუმილით, ხან - წასვლით, ხან - ცოტა აგრესიით, ადეკვატური პასუხით, მეტ-ნაკლები კონფლიქტით...
- დამისახელეთ პოპულარული მომღერალი, რომელიც არ მოგწონთ...
- მაგალითად - რობი უილიამსი ვერ "დავამუღამე"...
- საკვები, რომელიც თქვენს მაცივარში ყოველთვის არის...
- იოგურტი.
- ბოლოს ვისგან და რის გამო მიიღეთ შენიშვნა?
- მეგობრისგან - ჩვენი საერთო მეგობრის არასწორი ქცევის გამო. როცა ჩემს გარემოცვაში ვიღაც არასწორად იქცევა, ეს ჩემს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, ასე ვთვლი.
- მეგობრის უსაქციელობის გამო თქვენ გსაყვედურობენ?
- ჰო. ეს სწორი და ნორმალური ფორმაა, როცა მეგობარი გეუბნება, - ის გააფრთხილე, სხვა დროს ასე არ მოიქცესო...
- ბოლოს კმაყოფილების განცდა რის გამო დაგეუფლათ?
- აგვისტოში, ბათუმში გამართული ჩემი კონცერტის გამო, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
- ანშლაგს ელოდით?
- სიმართლე გითხრათ, ველოდი, რადგან ზაფხულში 6 კონცერტი მქონდა და ექვსივე სუპერკონცერტი გამოვიდა! კიდევ ოთხი-ხუთი მქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამიუქმეს, იძულებით... მსმენელები ყოველი კონცერტის მერე მწერდნენ, - რა მაგარი იყო, კიდევ როდის იქნებაო? ეს უკვე სერიოზული სტიმულია.
- ისეთივე ძლიერი კონცერტები იყო, როგორიც იმ პერიოდში, როცა საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდით?
- შეიძლება ითქვას, რომ თუ იმაზე მეტი არა, ნაკლები არ ყოფილა, რადგან ახლა მსმენელთა სხვა ტალღა წამოვიდა - კონცერტზე ხალხი გაცნობიერებულად მოდის. მაშინ ყველანი პატარა ასაკის ვიყავით. ფაქტობრივად, საქართველოში შოუბიზნესის შექმნა იმ პერიოდში დაიწყო. ამ კულტურის (კონცერტზე შემსრულებელსა და მსმენელებს შორის კომუნიკაცია) შექმნაშია ჩემი წვლილი. მხოლოდ მუსიკის ჩაწერა და კლიპის "გამოტანა" საკმარისი არ არის - მთავარი შესრულებაა... მერე თაობაც გაიზარდა. რომ ვუყურებ, ჩემს კონცერტებზე 35-45 წლის ადამიანები მოდიან, ცეკვავენ, ერთობიან... ეს არის დასავლური კულტურა - სწორი გზა, რომელიც მაგარია და მერე ისტორიას, ეპოქას რჩება. შესაბამისად, ამ მხრივ, ახლანდელი კონცერტები ჯობია კიდეც იმას, რაც მაშინ იყო...
- გამკაცრებული რეგულაციების გამო გაუქმებულმა კონცერტებმა პროტესტის განცდა გაგიჩინათ?
- რა თქმა უნდა. პროტესტი კი არა, გაგიჟებას ვართ: "ჩემ უკან" ხალხია - 5-6-კაციანი ჯგუფი ვართ (ჩემი დამხმარეები არიან). სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს - პირწმინდად ამაზე დამოკიდებული ვარ. ასე რომ, გაუქმებული კონცერტები ჩემთვის ცალსახად დამანგრეველია...
- მობილური ტელეფონის ნომერი რამდენჯერ შეცვალეთ?
- უჰ, ბევრჯერ (იცინის)... ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მინიმუმ - სამჯერ.
- მილიონი დოლარი რომ მიიღოთ, როგორ გაანაწილებთ, თქვენს ცხოვრებას როგორ წარმართავთ?
- ასეთ სიტუაციაზე ბევრჯერ მიფიქრია: ერთი ვარიანტი ის არის, რომ როცა ადამიანს ამხელა ფული გაქვს, უბრალოდ, შეგიძლია, ამ ქვეყნიდან გაემგზავრო და წყნარად, ნერვებმოუშლელად, სადმე კარგ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრო. შემდეგ ხვდები, რომ ეს გაქცევაა, მაგრამ როცა შენი ქვეყნის ბედი სხვებს არ აწუხებთ და მხოლოდ შენ წუხხარ, ალბათ, ამას "გაქცევა" აღარ ჰქვია... მეორე ვარიანტია, რომ აქ გარკვეული გეგმების განხორციელება მინდა: ჰიპ-ჰოპ ცენტრის, სკოლის შექმნის იდეა მაქვს. ბევრ საინტერესო ადამიანს დავასაქმებდი, ბიზნესის ხაზს შევქმნიდი და ვაჩვენებდი - როცა შეძლებული ხარ, როგორ შეიძლება, სხვებსაც დაეხმარო. "დახმარებაში" იმას ვგულისხმობ, რომ ფეხზე დადგომა ასწავლო და არა - ლუკმაპური გადაუგდო...
- ვინმე თუ გძულთ?
- უჰ, რა თქმა უნდა, რამდენიც გინდა (იცინის)... ჩემთვის საძულველია უუნარო ადამიანი, რომელსაც გაფუჭების მეტი არაფერი შეუძლია, ხოლო ვინც მასზე მეტია და რამეს აკეთებს, იმას აძაგებს.
- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- 10 მცნებიდან - პატივი ეცი მოყვასს, არ მოიპარო და არ იცრუო. კარგია, ადამიანმა ამ ღირებულებებით რომ იცხოვრო...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ადამიანები აბრაზებენ ზაალ წულუკიძეს
სოსო არჩვაძე: "სიტუაცია დრამატულია, მაგრამ არა - ტრაგიკული"
ადამიანი ვერასდროს ჩასწვდება ღმერთის ჩანაფიქრს
თამარ ცანავა: "ეს გზაა ერთმანეთის მხარში დგომით უნდა გავიაროთ!"
"...საქართველოში დასავლური რაციონალიზმი და აღმოსავლური სიბრძნე უნდა გადაიკვეთოს"
დედა პოტამიას გულახდილი ინტერვიუ და რწმენის ძალა
"საქართველოში ქალთა უფლებები კარგად არის დაცული, კაცები კი უუფლებოდ დარჩნენ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი