როდის აღწევს ადამიანი სრულ ჰარმონიას
font-large font-small
როდის აღწევს ადამიანი სრულ ჰარმონიას
ნიშნები ჩვენ გარშემო, რომელიც უნდა ამოვიცნოთ ჩვენივე კეთილდღეობისთვის

მარიამ ციმინტია - ეს არის ქალი, რომელიც გაგაოცებთ თავისი სიძლიერით. ის არის დედა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი შვილის კეთილდღეობისთვის და როცა ყველაზე მეტად უჭირდა, სწორედ მაშინ შეძლო ფეხზე წამოდგომა. მას იცნობენ, როგორც მომღერალს, მსახიობს, ბოლო დროს კი სახელი გაითქვა როგორც ექსტრასენსმა, ნათელმხილველმა, რასაც ხელი შეუწყო "ექსტრასენსთა ბრძოლაში" მონაწილეობამ.


ცხოვრების რთული პერიოდი
- ერთი პერიოდი ძალიან ცუდი მატერიალური მდგომარეობა გვქონდა: დედაჩემმა დაკარგა სამუშაო, მამაჩემმაც ინფარქტი მიიღო, ბებია დავკარგე, მარტო მე ვმუშაობდი და მეუღლესაც დავშორდი იმ პერიოდში, არც არავინ გვეხმარებოდა. ერთი ადგილიდან სესხს ავიღებდი, მერე ის რომ გადამეფარა, კიდევ სხვაგან ვიღებდი და ასე ვწვალობდი. ვტიროდი, უკვე აღარ შემიძლია, ასე როდემდე უნდა იყოს-მეთქი? 4 სამსახური მქონდა და თითოეულიდან აღებულ მცირედს "კაპიკ-კაპიკ" ვაგროვებდი და სესხის დაფარვას მაინც ვერ ვახერხებდი. რა მექნა, ოჯახს საშიმშილოდ ვერ გავიმეტებდი, ბავშვს ცეკვაზე უნდოდა სიარული და ვერ ვეუბნებოდი. მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი, მოუწესრიგებელი. ხშირად ვიჯექი ჩემთვის და ბევრს ვფიქრობდი, გარშემო ნიშნებს ვეძებდი, რა გამეკეთებინა.
ერთ დღეს ქუჩაში გავედი, თმა შევიჭერი და ყველა მეუბნებოდა: უკაცრავად, თქვენ მერილინ მონროს ჰგავხართო. მივედი მეგობრის დაბადების დღეზე, ვცეკვავ და ვიღაც ბიჭი მეუბნება, - ღმერთო ჩემო, მერილინ მონროს ფანი ვარ და როგორ ჰგავხართ მასო. ჰოდა, ვიფიქრე, ეს არის ნიშანი-მეთქი და დავიწყე ამ ტიპაჟზე მუშაობა.
რადგან მომღერალიც ვარ და მსახიობიც, ამასთან სინაზით გამორჩეული ვერ ვარ, როკი და მერილინის სტილი გავაერთიანე, მაგალითი ავიღე ამერიკული "ნიჭიერის" ერთ-ერთი კონკურსანტისგან. როცა ეს ნომერი საზოგადოებას წარვუდგინე, ძალიან მოეწონათ და უკვე შეკვეთებს ვიღებდი, სამღერად მეპატიჟებოდნენ და მატერიალური მდგომარეობა გამიუმჯობესდა. ამასთანავე, მერილინს ვეკონტაქტებოდი. ხშირად ვაკეთებ მედიტაციას და ამ დროს ტრანსში ვარ. როგორც მედიუმი, ახლაც ვეკონტაქტები სულებს.

როცა გრძნობ, რა მოხდება და ცდილობ, არ დაიჯერო...
- ერთი პერიოდი მხოლოდ მეგობრების წრეში თუ ვიყენებდი ჩემს ნიჭს. მარიამ მიმკითხავეო, მეტყოდნენ ხოლმე. სამსახურშიც იცოდნენ და თითქოს გამოცდას მიწყობდნენ. მაგალითად, - აბა, მითხარი, ჩემი მეუღლე როგორიაო? ხუმრობა ხუმრობაში მათ ისეთებს ვეუბნებოდი, გიჟდებოდნენ, საიდან იცი ასეთი დეტალებიო? თავიდან ყველა ფანტაზიორს მეძახდა, მაგრამ რასაც ვამბობდი, ხდებოდა.
მომავალი მეუღლე 15 წლის ასაკში გავიცანი. იმ პერიოდში ვიცოდი და დედაჩემსაც ვუთხარი, ეს ჩემი საქმროა-მეთქი. იმასაც ვგრძნობდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დავშორდებოდი. ცხადია, ეს არ მომწონდა, მაგრამ როცა გიყვარს, მერე წინათგრძნობასაც ნაკლებად აქცევ ყურადღებას. არის პერიოდი, როცა გრძნობ, რაც მოხდება, მაგრამ არ გინდა ამის დაჯერება. ზოგჯერ საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობ.
ბედი არის ის, რაც ჩვენ თვითონ დავწერეთ, სანამ აქ მოვიდოდით. აი, კარმა არის ღმერთისგან ბოძებული, მისი დაწერილი. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ პარაზიტი ხართ ადამიანის სხეულში. ორივეს გაქვთ აქ სამუშაო, უნდა განიწმინდოთ ენერგეტიკულად. თქვენ შეხვედით სხეულში, საიდანაც იმავე გზით გამოხვალთ, მანამდე კი თქვენზეა დამოკიდებული ბევრი რამ. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, გამოსვლის დრო ოდნავ გადასწიოთ... როცა ჩემთან მოდიან მამაკაცები, ისინი კითხვას მისვამენ სწორად: რა გავაკეთო, რომ ასე და ასე მოხდესო? ქალბატონები კი მეკითხებიან: "რა მოხდება?" მოკლედ, ჩვენ ყოველთვის სასწაულებს ველოდებით. ადამიანებს მომავალზე საუბრისას მხოლოდ რჩევას ვაძლევ: ასე წახვალ? - ეს მოხდება, ისე წახვალ? - ასე დაგემართება, ანუ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. არ მაქვს უფლება, ვიმოქმედო ვინმეზე. არც ხალხის შეშინება მჩვევია ბევრისგან განსხვავებით, რადგან როცა ვინმეს ეუბნები, ცუდი რაღაც გელოდება, მას შიში შეიპყრობს, ცუდის მოლოდინი გამოიწვევს უარყოფითის მოზიდვას. არ მესმის, ადამიანი რატომ უნდა დავსტრესო? მე შემიძლია ის დავაყენო სწორ გზაზე, მაგრამ ღმერთი არ ვარ, ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი.
GzaPress
ბავშვობა
- ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო უცნაურობები, მაგრამ არ შევიმჩნიე, 13 წლისას ხილვები მქონდა. ბაბუას ჯადო რომ გაუკეთეს, ეგ დავინახე: მისთვის რაღაც მიმქონდა და უცებ შევამჩნიე ვიღაც ქალი, რომელიც ლეიბის ქვეშ რაღაცას ტენიდა. ის იჯდა ბებიაჩემის ადგილას, მისი პერანგით. გავბრაზდი და აგრესიული გავხდი, დარტყმა დავუწყე. ვარტყმევინებდი თავს კედელზე. რეალურად კი თურმე, ვდგავარ ხელში ლანგრით და ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, ბაბუა გადავრიე. მეძახდა, - მარიამ, რა ხდება, გამოფხიზლდიო. ამის მერე, მთელი ბავშვობა მატარებდნენ ენცეფალოგრამაზე. ოჯახის წევრებს დიდად არ სჯეროდათ ჩემი, მაგრამ ლეიბი მაინც დაშალეს. იქ ვერაფერი, მაგრამ ბალიშებში კი იპოვეს ჯადოს მსგავსი რაღაცები.
დიღომში ვცხოვრობდით. დედაჩემიც ნათელმხილველია, მაგრამ მან უარი თქვა ამ ყველაფერზე, ძალიან ემოციურია. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, დედამ თავის დაქალთან ერთად ე.წ. თეფშის დატრიალება რომ გადაწყვიტა, სული გამოვიძახოთო. მაშინ მოდაში იყო ასეთი რაღაცები, ყველა აკეთებდა. დაატრიალეს თეფში, არასწორად გამოიძახეს სული, დაბალი ვიბრაციებით. მამა მოულოდნელად დაბრუნდა სახლში, ქალებს შეეშინდათ და დამალეს ეს ყველაფერი. ჰოდა, მას მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. ღამღამობით ვხედავდი მამაკაცის ჩრდილს, რომელსაც თითქოს ქუდი ეხურა და წითელი თვალები ჰქონდა, ასე მახსოვს. თითს ტუჩთან მიიდებდა და, - ჩუუო, მეუბნებოდა. მინდოდა ტირილი, მაგრამ ის ტელეპათიურად მაჩუმებდა, მგელივით მიყურებდა. მეგონა, თუ ვიყვირებდი, მომკლავდა. იმ პერიოდში დედა იღვიძებდა დალურჯებული ხელებით, ფეხებით, ანუ ღამით აწვალებდა. დანა-ჩანგლების რახარუხიც ბევრჯერ გაგვიგონია. მერე მოიყვანეს მღვდელი და ვიღაც ქალბატონი, მგონი მონაზონი. სამი დღე გაგვიშვეს ბინიდან, აკურთხეს იქაურობა და სახლის "გასუფთავებას" ცდილობდნენ...

"ვერ ვიტან სიტყვას "მკითხავი"...
- ნებისმიერი მწერალი, მხატვარი ეზოტერიკია. ბევრ მწერალს დაუწერია წინასწარმეტყველური წიგნი. მე პროფესიით მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მოდელირების კუთხით. მერე, როცა მიჭირდა, დამოუკიდებლად ვისწავლე გრაფიკოს დიზაინერობა, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ვხვდებოდი, "ჩემი" არ იყო.
ვინ ვარ? არ ვიცი, ვერ გეტყვით... ბაბუა რომ ცოცხალი იყოს, იტყოდა, სასწრაფოდ რელანიუმი გაუკეთეთ, თეთრი ხალათი ჩააცვითო (იცინის). ექიმების ოჯახში გავიზარდე. ბაბუა ცდილობდა, ყველაფერი მეცნიერული თვალსაზრისით აეხსნა ჩემთვის. ვერ ვიტან სიტყვას "მკითხავი". მე არ ვარ მკითხავი და ზოგჯერ უარს ვამბობ რაღაცებზე, არ მინდა ადამიანს ტვინი სისულელით გამოვუჭედო. მე უფრო აზროვნება ვარ, რომელიც მოვიდა აქ და ცხოვრობს რამდენიმე განზომილებაში. მარიამი, რომელსაც თქვენ ხედავთ, ამქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ თავის გარშემო რამდენიმე ადამიანი გააღვიძოს.
მეცნიერულადაც ვუდგები ყველაფერს. ცხოვრება არის მატრიცა, მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო ღრმად არ ვისაუბრებ, არ მინდა ვინმემ გიჟად ჩამთვალოს (იცინის)... არ მინდა შიზოფრენიამდე მივიყვანო ხალხი, მაგრამ ერთს ვიტყვი: როცა ჩვენი სული დაიჭერს ბალანსს სხეულთან, მხოლოდ ეს არის სრული ჰარმონია.

განწყობის თეორია
- იმას ვიზიდავთ, რაც გვინდა. დაახლოებით 10 წლის წინ, როცა "ექსტრასენსთა ბრძოლას" ვუყურებდი, დედაჩემს ვეუბნებოდი, მე იქ წავალ, უნდა გავიცნო ეს ხალხი-მეთქი. როცა დამირეკეს, - მონაწილედ დაგარეგისტრირებთო, გაოცდნენ. არ მოგატყუებ, 4 წლის განმავლობაში ვავსებდი ანკეტას და არ მირეკავდნენ. მეხუთე წელს გამომივიდა.
ნიშნები ჩვენ გარშემო
- მაქვს სკოლა და ბევრი მოსწავლე მყავს. საინტერესოა ეს გაკვეთილები. ვიდრე ადამიანებს რამეს ვასწავლი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვცდი. დაქალმა რუსეთში ჰიპნოზით გამთიშა, ისიც ექსტრასენსია. ვლაპარაკობდი პანდემიაზე და ეს ონლაინრეჟიმში ხდებოდა.
როგორ ამოვიცნოთ ნიშნები ჩვენ გარშემო? - სიტყვაზე, დილით იღვიძებ და გაინტერესებს რაღაც. დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა, რა მელოდება სამსახურში? მერე დაიწყე მოძრაობა, გააკეთე საქმე, ჩართე ტელევიზორი, სადაც გაიგონებ სიტყვებს, რომელიც შენს კითხვას პასუხობს - უბრალოდ, ეს უნდა დაიჭირო. დაახლოებით 7 წლის წინ სამებაში ვლოცულობდი, რომ ჩემს დას შვილი შესძენოდა. უკვე გავდიოდი ეკლესიიდან, როცა რაღაცას დავადგი ფეხი. დავხედე და, საწოვარაა. ჩემთვის ეს ნიშანი იყო. ჩემს დას ვუთხარი, - ნახავ, მალე დაფეხმძიმდები-მეთქი. 2 თვეში გამახარა ახალი ამბით (იღიმის).

შვილი
- ჩემთვის შვილი, პირველ რიგში, დასავით არის. ერთად გავიზარდეთ. ის 17-ის ხდება, ჩემნაირი ჯიუტია. ორივე ძლიერი პიროვნება ვართ. მას კარგი მამა ჰყავს. მართალია, ერთ დროს მის გამო დიდი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ ახლა იმ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. მთავარია, რომ ჩემს შვილს კარგ მამობას უწევს. ცდილობს, რაც მინუსები ჰქონდა ახალგაზრდობაში, გამოასწოროს.
- დაბრუნებასაც ხომ არ აპირებს?
- არა, მაგრამ მირეკავს ხოლმე და ვსაუბრობთ, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. მინდა კარგად იყოს.
ჩემს შვილსაც აქვს ეს ნიჭი, მაგრამ უარყოფს. ბავშვობიდან ველაპარაკებოდი ჩვენს გენეტიკურ ნიჭზე. 3 წლის იყო, როცა ლოგინთან უჯდებოდა ვიღაც ქალი, რომელსაც მეც ვხედავდი... ერთ დღეს, როცა სკოლიდან დაბრუნდა, შემომჩივლა: მგონი ვერ ვარო. რატომ-მეთქი? - გზაში დავინახე მამაკაცი, რომელსაც ჩემოდანი ეჭირა და სადღაც ჩავვარდი და მერე დავინახე, თითქოს ამ კაცს ჩემოდნის მაგივრად, რაღაც შავი არსება ჰყავდა გვერდით და მას ჭამდა. მერე უცებ დრო აჩქარდა და ის კაცი ვეღარ დავინახე, ძალიან მეშინიაო. - გინდა, რომ ასეთ რაღაცებს ხედავდე-მეთქი? - არაო. - მაშინ ეს ძალა უარყავი-მეთქი... როგორ უნდა უარვყოთ ჩვენთვის მონიჭებული ნიჭი? - კავკასიელებს გვახასიათებს მსგავსი ნიჭიერება, რადგან ემოციურები, მგრძნობიარეები ვართ. ღამის 3 საათზე სამჯერ უნდა თქვათ: მე უარვყოფ ამ ძალას, ამ ენერგიას, არ მინდა ჩემში შემოვიდეს. ყველაფერი, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, არსებობს, ოღონდ სხვადასხვა განზომილებაში. ადამიანები ძალიან პრიმიტიულები ვართ და ახლა მეხუთე დონეზე გადავდივართ, ამისთვის ვემზადებით.
დედამიწის ვიბრაცია და ჩვენი ენერგეტიკული სხეულის ფორმა იცვლება და ეს ძალიან კარგია. დაბადებაც ხომ რთულია. ქალიც განიცდის ტკივილს, როცა შვილს აჩენს. ასე რომ, ყოველი ტკივილის შემდეგ რაღაც კარგი ხდება... იცოდეთ, მარტო არ ხართ, მალე დამთავრება ენერგეტიკული ზეწოლა ჩვენზე.
GzaPress
უცხოპლანეტელები...
- მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არსებობს. ჩემს ბავშვობაში უფრო არ სჯეროდათ ადამიანებს ასეთი რაღაცების, მაგრამ მე, ყოველღამე ვიტანჯებოდი, რადგან მოდიოდნენ რაღაც არსებები, თეთრი მფრინავი თეფშით და მერე ვხედავდი, რომ თეთრ მაგიდაზე ვწევარ, ისინი უცნაურად ლაპარაკობენ, თავში რაღაცას მიკეთებდნენ. როცა გავიზარდე, მერე საშვილოსნოზეც მიკეთებენ რაღაცას. ეს ხდებოდა თითქოს ჩემს სიზმარში და როცა ვიღვიძებდი, ხელი ყოველთვის დამწვარი მქონდა. მეშინოდა დაძინების და ვტიროდი ხოლმე. როცა გავიზარდე, სიზმრების მართვაც ვისწავლე, ანუ ვხვდები, რომ სიზმარია და ვცდილობ შევაჩერო.
მე ვმკურნალობ ადამიანებს წმინდა ენერგეტიკით, მასაჟებს ვუკეთებ, ვთიშავ და რელაქსაციას იღებენ, ენერგეტიკულად ვასუფთავებ მათ. ტელეწამყვანი და მსახიობი მარატ ბაშაროვი ალბათ გსმენიათ. ერთხელ მან მოიყვანა თავისი მეგობარი, პარლამენტარი. დავინახე, ამ ადამიანს თირკმელზე ჰქონდა პრობლემა. მომიტანა სურათი, ერთი თირკმელი ცუდ დღეში იყო, მეორეში "ქვები" გახლდათ. ვუთხარი, - ვცადოთ 15 სეანსი და ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი. ეს ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო. შაკიკებს, ნეგატივს ვხსნიდი, ნევროზისგან და წელის ტკივილისგანაც განმიკურნავს ადამიანი, მაგრამ მსგავსი რამ ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდებოდა. მოკლედ, 15 სეანსი ჩავუტარე და მერე გაიკეთა ექოსკოპია. ქვები აღარ ჰქონდა, ოღონდ მეორე თირკმელი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო, მხოლოდ ოდნავ გაიშალა.

2021 წელი...
- 2021-ში ქვეყნებს შორის კანონები იქნება სხვანაირი. ცალკე გლობალური მოვლენა მოხდება 21 ან 22 წელს, რაზეც ხალხი გაგიჟდება. ჩვენ გვამზადებენ რაღაც დიდისთვის. მერწმუნეთ, ბევრი რამ შეიცვლება. რომ ამბობენ, უცხოპლანეტელები კონტაქტზე გამოვლენო, ეს პროცესი კარგა ხანია, დაწყებულია. ისინი დიდი ხანია აქ არიან, გვმართავენ და მიდის ბრძოლა. ფაქტობრივად, ეს არის მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ უხილავი... მთავარია, ხილულ მესამე მსოფლიო ომს გადავურჩით. ეს უნდა ყოფილიყო 2020-ში...
ისე, ეს პანდემიაც ომია. პანიკის გარკვეულ დონემდე რომ მივალთ, ადამიანი ყველაფერზე წამსვლელი იქნება, რადგან მატერიალური პრობლემა ექნება. ვირუსები არსებობს კაცობრიობის გაჩენის დღიდანვე და ისინი ყოველთვის ევოლუციის საწყისი იყო. ეს ვირუსიც ჩვენს დნმ-ს შეცვლის. ჩვენი შვილები, შვილიშვილები სხვანაირები იქნებიან. იმ ძალას, რომელიც მართავს ჩვენს განზომილებას, არ აწყობს ჩვენი "გაღვიძება" და ამიტომაც იგონებენ ვაქცინებს... ყველა გადაიტანს ამ ვირუსს, ადრე თუ გვიან, სხვანაირად არ შეიძლება. ვაქცინა შეასუსტებს იმას, რამაც უნდა "გამოგვაღვიძოს". თუმცა, აქვე ვიტყვი, ვირუსი არის ძლიერი.
ხალხს წარმოუდგენია, რომ ეშმაკი - ეს არის რქიანი მამაკაცი. ეგრე არაა. ეშმაკი უკვე აქაა, ყველგან. ჩიპიზაცია - ეს არის მონური პრინციპი. ისედაც ვიყავით მონები, მაგრამ ახლა ოფიციალური მონები გავხდებით, თუ არ გამოვიღვიძებთ. ეს სატყუარაა. ამდაგვარი საქციელით ცდილობენ მიგვანიშნონ და შეგვაშინონ, კონტროლის ქვეშ ხართო. არადა, ამის არ უნდა გვეშინოდეს. ნუ გეშინიათ იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება გმართოთ. უბრალოდ, იცხოვრეთ. მე ჩემი სამყარო მაქვს და თუ არ მინდა, ვერაფერს მიზამენ, მაგრამ საშუალებას თუ მივცემ, მარიონეტივით გამომიყენებენ. მე სულიერი ვარ, სული უკვდავია - ამიტომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ.
წარმატებული წელი გქონოდეთ!
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით
"სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა..."
ვირუსი გადაჰქონდათ ამ ორ ლაბორატორიას შორის, მათი კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით
ცხოვრება რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან
60 წლის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება და ემიგრანტი, რომელსაც როიალზე დაკვრა ენატრება
ნუგზარ კვაშალი: "ჩვენს ანსამბლში დიდი სიყვარული ტრიალებდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი