"მაინცდამაინც "ურწმუნო თომამ" მოიგო მწვანე ბარათი"
font-large font-small
"მაინცდამაინც "ურწმუნო თომამ" მოიგო მწვანე ბარათი"
60 წლის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება და ემიგრანტი, რომელსაც როიალზე დაკვრა ენატრება

ბოლო დროს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ძალიან აქტიურობენ და არაერთი ღონისძიება გამართეს. ამ ღონისძიებებს "ლაივების" მეშვეობით ვადევნებდი თვალს და ჩემი ყურადღება მიიქცია ქალბატონმა, რომელიც ღონისძიების დასაწყისშივე ცდილობდა, თავისი ცეკვით კარგი განწყობა შეექმნა სხვებისთვის. ეს ქალბატონი 67 წლის ნატალია (ნაირა) სულაშვილია, რომელიც ამერიკაში თავს ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან ლაღიც ჩანს, მაგრამ გულით სამშობლოს მონატრებას დაატარებს.


- რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა და როგორ მოახერხეთ მიზანი საქმედ გექციათ?
- 2010 წელს, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და სიდუხჭირის გამო გადავწყვიტე წავსულიყავი ემიგრაციაში, ცოტა ამოსუნთქვის საშუალება რომ მიმეცა ოჯახისთვის და ფინანსურად წელში გავმართულიყავით. ჩემი ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო იტალიაში, ქალაქ ბარში, სადაც 5 სრული წელი დავყავი...
ძნელი იყო, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში მარტოდმარტო თავის გატანა, სხვა პრობლემებს ემატებოდა ენის არცოდნაც, არ მქონდა საბუთები - ამის გამო ახალჩასულებს ძალიან უჭირთ სამსახურის დაწყება. ჰოდა, მეც ხშირად მიგრძნია თავი უსუსურად და ვფიქრობდი უკან, სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დედობრივმა გრძნობამ გამაძლიერა. ვიცოდი, რომ ჩემს იმედად იყვნენ ბავშვები და მათ იმედს ვერ გავუცრუებდი. ძლიერი და ჩემი შვილებისთვის ნათელი წერტილი, დიდი იმედი უნდა ვყოფილიყავი. ასე თუ ისე, მე ეს შევძელი! ღმერთმა მომცა დიდი ძალა და მადლობა უფალს ჩემი გაძლიერებისთვის!
- პროფესიით ვინ ხართ?
- დავიბადე 1953 წლის 28 ივლისს, ანუ მალე 68 წლის გავხდები. 1975 წელს მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მათემატიკური სპეციალობით. 1970-დან 1995 წლის ჩათვლით ვმუშაობდი საქართველოს ცენტრალური სტატისტიკის გამოთვლით ცენტრში, ჯერ ოპერატორად, ხოლო ბოლოს უფროს ინჟინერ-პროგრამისტად!
GzaPress
- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- ჩემი ბედი დავუკავშირე და გავთხოვდი სტატისტიკის სამმართველოში უფროს რევიზორად, ეკონომისტად მომუშავე ავთანდილ სულაშვილზე. 1982 წლიდან ერთად ვწევთ ჩვენს ოჯახურ ჭაპანს, 4 შვილი გვყავს: ნინო, ივანე (ვანო), გიორგი და თამარი დაოჯახებულები არიან. მათი წყალობით გვყავს 8 შვილიშვილი!..
- იტალიიდან ამერიკაში რატომ გადახვედით?
- იტალიაში ყოფნისას შევიძინე ძალიან საყვარელი მეგობრები; სწორედ ერთ-ერთი მათგანის წყალობით ამოვყავი თავი ამერიკაში.
- რას გულისხმობთ?
- ბელა მოსიაშვილმა გადამიღო სურათი თეთრ კედელთან და მერე მითხრა, - უკვე 14 წელია ჩემს საბუთებს თბილისში ვგზავნი, "გრინ კარტის" შესავსებად. ამ შენს სურათს და მონაცემებსაც გავგზავნიო. ძალიან გამიკვირდა, რას ამბობ-მეთქი? მაშინ ისიც არ ვიცოდი, რას წარმოადგენდა ეს ეგრეთ წოდებული "გრინ კარტა", ანუ მწვანე ბარათი!.. როცა ამიხსნა, მერე თბილისში ჩემს მეუღლესაც ვთხოვე, განაცხადი შეევსო იმავე ოფისში, სადაც ჩვენ გავგზავნეთ მონაცემები. პესიმისტურად მიპასუხა, რა აზრი აქვს? ტყუილად რას მახარჯვინებ ფულს? ამ თანხით წავალ და ლუდს დავლევო (იცინის). თუმცა, ჩემი დაჟინებული თხოვნით, როგორც იქნა, შეავსო განაცხადი და... ჰოი, საოცრებავ, 7 თვის შემდეგ მირეკავს მეუღლე - ავთანდილი და მეუბნება: დაჯექი, თუ დგახარ! მეშინია, სიხარულისგან ცუდად არ გახდე. "მწვანე ბარათი" მოვიგე, დღეიდან ჩვენ პოტენციური ამერიკის მოქალაქეები ვართო. თურმე, ასეც ხდება და მაინცდამაინც იმ "ურწმუნო თომამ" მოიგო (იცინის).
- რამდენი წელია, რაც ამერიკაში იმყოფებით და შეგიძლიათ გვითხრათ, რა განსხვავებაა ემიგრანტისთვის ამერიკულ და იტალიურ ყოფას შორის?
- 2015 წლიდან ვიმყოფებით აქ, ამერიკაში, კერძოდ - ნიუ-იორკში... როცა მეგონა, უკვე 62 წლის ასაკში იტალიიდან სამშობლოში, ოჯახში დავბრუნდები და ჩემს შვილიშვილებს ჩავეხუტები, შევასრულებ ბებიის მოვალეობას-მეთქი, უცებ თავი ამერიკაში ამოვყავი და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა... რით განსხვავდება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების ყოფა იტალიაში მყოფებისგან?
ხელფასი აქ 4-ჯერ მეტია; აქ უფრო მეტი მეგობარი შევიძინე, გარშემო ძალიან ბევრი ქართველია; ყოველ შაბათ-კვირას "გამოწერილი" გვაქვს დროს ტარება, ექსკურსია და მეგობრების გარემოცვაში მოლხენა... სხვა რა გითხრათ. უბედნიერესი ქალი ვარ და მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ყველას, ყველას, ყველას მოვუწოდო, რომ არასოდეს თქვან არასოდეს! ადამიანმა არ იცის, რა ხდება მომდევნო დღეს, როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება, თუნდაც ჩემს ასაკში...
- რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
- ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანაა - მე ასე ვფიქრობ და არაფერი მენატრება, გარდა ერთისა - ეს არის ჩემი ქვეყანა, ახლობლები... ვიმეორებ, მე დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან უამრავი მეგობარი მყავს არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში (იტალია, საბერძნეთი, თურქეთი) და მერწმუნეთ, ყველა ქართველ ემიგრანტს ერთი ტკივილი გვაერთიანებს - ჩვენი სამშობლოსა და ოჯახის ნოსტალგია...
GzaPress
- დაბოლოს, ახლო მომავალში შინ დაბრუნებას არ აპირებთ? ან რა შემთხვევაში დააპირებთ?
- რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ის დღე, როცა საბოლოოდ დავბრუნდები საქართველოში და ტკბილი სიბერით ვიცხოვრებ ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახში! მაგრამ ჯერ აქ უნდა ვიყო.
- ახლახან ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ორი დიდი ღონისძიება მოაწყვეს: კონკურსი ბებიებისთვის და "სამოსი სამშობლო". ორივე ღონისძიებაზე საკმაოდ აქტიურობდით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოცეკვავე ხართ...
- დიახ, 7-დან 27 წლამდე ვცეკვავდი სხვადასხვა ანსამბლში. აგრეთვე, დავამთავრე კონსერვატორია, ოთარ ცინცაძის კლასი, ფორტეპიანოს განხრით. თუმცა წლებია, რაც როიალთან აღარ ვმჯდარვარ. საოცრება ის იყო და არის, რომ ემიგრაციაში ყოფნის ამდენი წლის მანძილზე, არც ერთ ოჯახში პიანინო არ შემხვედრია, არც იტალიაში და არც ამერიკაში. მხოლოდ ე.წ. მეისისის სავაჭრო ცენტრში ვნახე, გარეთ ჰქონდათ გამოტანილი მეტისმეტად დანჯღრეული პიანინო, რომელსაც კლავიშები ჩავარდნილი ჰქონდა და გული დამწყდა!
- მაინც დაუკარით?
- ვერ დავუკარი, რადგან გარდა ჩავარდნილი კლავიშებისა, ნიღაბიც მიშლიდა ხელს, კარგად ვერ ვსუნთქავდი. მოგეხსენებათ, როცა ადამიანი სწრაფად უკრავს, სუნთქვას აკონტროლებს, რათა მალე არ დაიღალოს და ბოლომდე შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. მე კი ამაში ორი რამ მიშლიდა ხელს და ამიტომ შევეშვი.
- გული დაგწყდათ?
- სიმართლე გითხრათ, კი. იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა ჩემი მშვიდი სამყარო მქონდეს, როცა არსად მეჩქარება, არაფერია სადარდებელი, მაქვს საუკეთესო როიალი და ჩემთვის საყვარელ მელოდიებს ვასრულებ...
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მირჩევნია, თუ ვიპოვი, ყველაფერი პირადად ვუთხრა
ნუცა დოიჯაშვილი: "ყურში ჩამესმის მამის დარიგება..."
პროფესიონალ დიზაინერებს შორის თუ დამასახელებდნენ, ნამდვილად არ მეგონა
"დოკუმენტურად გვაჩვენონ შეთანხმება ან ხელშეკრულების პასუხების ასლები"
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი