"ჩინელმა ცოლ-ქმარმა კანადის საზღვარი 19-ჯერ გადაკვეთა და "კოვიდ-19"-ად წოდებული ვირუსი სინჯარებით გადაჰქონდათ" - გზაპრესი

"ჩინელმა ცოლ-ქმარმა კანადის საზღვარი 19-ჯერ გადაკვეთა და "კოვიდ-19"-ად წოდებული ვირუსი სინჯარებით გადაჰქონდათ"

დავით ბოთერა (ბოთერაშვილი) ისრაელში ცხოვრობს. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია და "კოვიდ-19"-ზე "გზას" ისეთ ინფორმაციას უმხელს, რომელიც ჯერ არსად გაჟღერებულა.

- 2019 წლის შემოდგომაზე, კანადაში, მონრეალის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ჩინური წარმოშობის წყვილი - ცოლ-ქმარი, ლინ და ჰან ჰიუნები, რომელთაც სინჯარით გარკვეული ნივთიერებები გადაჰქონდათ. გაირკვა, რომ სინჯარაში კორონას ვირუსები იყო - "კოვიდ-19"-ად წოდებული, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით (რასაც "ჯანმო" 2020 წლის დასაწყისიდან ავრცელებს), ღამურებში არსებული ვირუსი გახლდათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასავლეთ კანადაში, კერძოდ - ვაიპინგში მდებარეობს ნატოს ეგიდით მოქმედი სამხედრო ლაბორატორია, ამავდროულად, ჩინეთის ქალაქ უხანიდან 20 კილომეტრში განთავსებულია, სახელმწიფო ეგიდით მოქმედი სამხედრო ლაბორატორია, რომელიც MD-3-ის სახელითაა ცნობილი. ამ ლაბორატორიების დანიშნულება შემოიფარგლება გენური ინჟინერიის მიმართულებით ცდების ჩატარებით. ორივე ლაბორატორია გახლავთ უმაღლესი - მეოთხე რანგის.

წყვილს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, 12 წლის განმავლობაში, კერძოდ - 2008-2020 წლებში 19-ჯერ აქვთ გადაკვეთილი კანადისა და ჩინეთის საზღვარი და ყოველ ჯერზე, განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე მდგომი ვირუსი გადაჰქონდათ ამ ორ ლაბორატორიას შორის, მათი კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით. მეცხრამეტე ჯერზე დააკავეს კანადის საბაჟოზე და იმის გამო, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება გახლდათ და კანადის ხელისუფლებას არ სურდა ამ საქმეში მისი მონაწილეობა გამჟღავნებულიყო, საქმე არ გაახმაურა და ორმაგი აგენტები დაუყოვნებლივ გააბრუნა ჩინეთში. 2019 წლის დასასრულ, ცდების ჩატარებისას (ცდებს ატარებდნენ ძირითადად მაიმუნებზე), როდესაც კორონას ვირუსებით მაიმუნები დაასნებოვნეს, მათ ვერ გადაიტანეს ვირუსის ზემოქმედება და დაიხოცნენ. დაინფიცირებული მაიმუნების ხორცი რაღაც გზებით აღმოჩნდა უხანის ბაზარზე, სადაც გაიყიდა როგორც საკვები და სწორედ აქედან დაიწყო "კოვიდ-19"-ის გავრცელება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა, ამ მაიმუნების ხორცი შემთხვევით აღმოჩენილიყო გასაყიდად ბაზარზე? ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ჩინეთში არსებული ლაბორატორიის MD-3-ის ტექნიკური აღჭურვილობა ყოვლად შეუფერებელი იყო იმ პირობებისთვის, რომელიც განაპირობებდა ვირუსის დაცვას. დასავლეთის ოფიციალური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ, შემოიფარგლება იმის მტკიცებით, რომ ანტისხეულების წარმოება განპირობებული იყო ღამურებში არსებული ვირუსის ადამიანებისთვის თავიდან არიდებით.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ "კოვიდ-19"-ის ხელოვნური დამზადება საფუძველი უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ოფიციალური განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აშშ, ისევე, როგორც ჩინეთი და კანადაც უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს არის შეთქმულება (ჩონსპირაცყ). თუმცა, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის მიერ უკვე ჩატარებული ეპიდემიოლოგიური გამოძიების შედეგად გააკეთებს განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით და სიმართლეს გააჟღერებს. ჩინელმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ტასუკუ ჰონდიუმ უკვე განაცხადა, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი. არსებულ გარემოებას ვერც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უარყოფს. პირიქით, საფუძველს ჩაუყრის მომავალ კარანტინებსა და ვაქცინაციას. ხოლო რაც შეეხება "კოვიდ-19"-ს, ასეთ ვირუსებს "ღმერთი უსათუოდ გვიმრავლებს". ერთი მხრივ, გავამართლებ კიდეც მათ, ვინც ამ სიცრუეს ემსახურება. 20-25 წელიწადში თუ მკვეთრი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული სიტუაციის შესაცვლელად, მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება და შესაძლოა, 20 მილიარდს მიაღწიოს, ხოლო 50-70 წელიწადში - 50-70 მილიარდს. ამდენ ადამიანს დედამიწა ვერ დაიტევს. თვით სამყოფი პროდუქტით ან სამუშაო ადგილებითაც რომ უზრუნველყონ სახელმწიფო ხელისუფლებებმა ამ რაოდენობის მოსახლეობა დედამიწაზე, იმ ნაგავს ვერ დაიტევს დედამიწა, რასაც ვაწარმოებთ. ამიტომ ცხადია, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება აუცილებელ პირობას წარმოადგენს კაცობრიობის მოდგმის შენარჩუნებისთვის და მან მხოლოდ გარკვეულ ზღვარს უნდა მიაღწიოს.

GzaPress

დასავლეთიც და აღმოსავლეთიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ვირუსის გავრცელება არ იყო მიზანმიმართული და ინფიცირებული მაიმუნების ხორცი შემთხვევით მოხვდა ბაზარზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას (ვირუსის გავრცელებას ვგულისხმობ), ყველა სახელმწიფოს ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდა და ნებადართული იყო ყველა სახელმწიფოს მიერ. ზოგადად, ისრაელს ორი პიროვნება წარმოდგენს, ისეთი მოლაპარაკებების დროს, როცა სახელმწიფოების სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფი ნებართვებს გასცემს მსგავსი პროცესების დაწყებაზე, რომელიც დაკავშირებულია ისეთი საჭირბოროტო საკითხების განხილვებთან, როგორიც ხელოვნური ვირუსების საშუალებით დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის დაგეგმარება და გაფილტვრაა.

- საქართველოც მონაწილეობდა ამ "შეთქმულებაში"?

- ამასთან დაკავშირებით ერთი პოზიტიური შედარება მინდა მოგიყვანოთ: როდესაც დუტუ მეგრელმა ყველასთვის ცნობილი ლექსი წაიკითხა: "ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო", სვანი მივიდა მასთან, ხანჯალზე ხელდადებული და ჰკითხა: - შენ, შემთხვევით, რამე ხომ არ გეშლებაო? - რით გამოვიწვიე თქვენი გულისწყრომაო? - დუტუმ ჰკითხა. - სვანები რატომ არ ვართ ნახსენები ამ ლექსშიო? დუტუს სახეზე იდუმალება გამოესახა და ჩუმად უთხრა: ასეთ პატიოსან სვანებს ამ ჩათლახებში რა გესაქმებათო? - ჰო, აი სწორი ხარო, - მიუგო სვანმა და გზა განაგრძო... მიმიხვდით ალბათ, რისი თქმაც მინდოდა.