რატომ გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა მსახიობმა ლიაკო გოგიძემ
font-large font-small
რატომ გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა მსახიობმა ლიაკო გოგიძემ
"სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა..."

მსახიობის - ლიაკო გოგიძის ოჯახის წევრების უმეტესობა არტისტია და მათ საზოგადოება კარგად იცნობს. ლიაკომ, თავადაც წარმატებულმა არტისტმა, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადასულიყო, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია და ალბათ ტყუილად არ ეძახიან ამერიკას ოცნებების ახდენის ქვეყანას - იმედია, ლიაკოც გაგვახარებს თავისი ამერიკული წარმატებებით.


პაპა, რომელმაც კითხვა შეაყვარა...
- ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ ოჯახში დავიბადე. მე თუ დღეს კარგ პიროვნებად შევდექი, ეს მათი დამსახურებაა. პაპამ - გუჯი გოგიძემ კითხვა შემაყვარა. მახსოვს, ბავშვობაში ძალიან ხშირად მიკითხავდა ინანიშვილის მოთხრობებს, მირჩევდა ლიტერატურას, რა უნდა წამეკითხა და დღეს უკვე მე ვურჩევ, რა წაიკითხოს (იღიმის)...

ქუდბედიანი სეხნიები...
- ბებოს - ლია სულუაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არც კი ვიცი, როგორ უნდა გადმოვცე. ალბათ მასზე მოგონებებს ცალკე წიგნად თუ დავბეჭდავ ოდესმე. მისგან ვისწავლე პროფესიული საქმე. რაც ყველაზე მთავარია, სულ იძახის, ჩემი საჩუქარი ხარო და ასეცაა: მის დაბადების დღეს დავიბადე. წარმოიდგინეთ, ე.წ. ქუდბედითაა დაბადებული და მეც ასევე დავიბადე; მისი სახელი მქვია და გარეგნულადაც საოცრად ვგავართ ერთმანეთს. იმედია, ისეთივე გენიალური მსახიობი და ადამიანი გავხდები ოდესმე, როგორიც ბებიაა.

დედა...
- რაც შეეხება დედაჩემს - ხათუნა ღუღუნიშვილი მესხეთის თეატრის მსახიობია. 19 წლის იყო, როცა გამაჩინა და ფაქტობრივად, დებივით ვართ. დედა - ეს ჩემი იმედია! მას ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩემი. ყველა ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. გავიხსენებ "ფლექსის" ტურებს, სადაც რასაც ჰქვია, ძალით გამაგდო. - კარგი, რა, დედა, მე ვინ გამიშვებს ამერიკაში-მეთქი, ვეუბნებოდი. შენ განსაკუთრებული ხარო, დამაიმედა. სულ ტირილით წავედი და საბოლოოდ, მართლაც გავიმარჯვე, ამერიკაში სასწავლებლად წავედი 1 წლით. ასე რომ, დედას მადლობა უნდა გადავუხადო ყველაფრისათვის (იღიმის)...

ახლო მეგობარი
- მამა - კახა გოგიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია; ის ადამიანია, ვისთანაც ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მას ვურეკავ და სანამ მიპასუხებს, უკვე ხვდება, რომ რაღაც მიჭირს და მესმის პასუხი: აბა, მომიყევიო... ძალიან დიდ ძალას მაძლევს მასთან ურთიერთობა. საათობით ვლაპარაკობთ, განვიხილავთ ყველა საინტერესო თემას. უკვე ფილოსოფიურ საუბრებსაც შევუდექით (იღიმის). ერთ ფაქტს გავიხსენებ: როცა პატარა ვიყავი, მამა საოცრად მკაცრი იყო ჩემ მიმართ და წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვს ტოპსაც არ მაცმევდა (დღემდე არ იცის, რატომ იქცეოდა ასე). "ენა, მამული, სარწმუნოება" - ამ პრინციპებზე გავიზარდე და მადლობა ჩემს ოჯახს ყველაფრისათვის.
- ლიაკო, ზოგადად, არტისტი მშობლები არ ურჩევენ შვილებს მსახიობობას, რადგან შემოსავლების მხრივ არასტაბილური საქმეა. შენს შემთხვევაში, ასეთი რჩევები არ ყოფილა?
- სწორედ ჩემმა ოჯახმა შემაყვარა ეს პროფესია და რასაკვირველია, გავლენაც მოახდინა ჩემს არჩევანზე, მთელი ბავშვობა თეატრში გავატარეთ მე და ჩემმა ძმამ. შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა - ხომ იცით, ეს ერთგვარი ტრადიციაა (იცინის). დაღლილებს ხან საგრიმიოროში გვეძინებოდა, ხან კულისებიდან ვუყურებდით რეპეტიციების მსვლელობას, ხანაც დარბაზიდან. არ ვიცი, ჩემი ბავშვური ემოციები იყო თუ რა, მაგრამ საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა მესხეთის თეატრში. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც მხოლოდ დედაქალაქის თეატრებს აქცევენ ყურადღებას და საოცარი ნამუშევრები ისე იკარგებოდა, ერთ თეატრმცოდნესაც არ ჰქონდა ნანახი. ალბათ გასაკვირი არაა, რომ მეც მსახიობობა ავირჩიე. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, ერთადერთი დედამ მთხოვა, იქნებ კარგად დაფიქრდე და სხვა რამეც მოსინჯოო. ჩემი გადაწყვეტილებით ყველაზე გახარებული ბებია იყო.
- გაიხსენე პირველი ნაბიჯები და პირველი წარმატება სცენაზე...
- ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო ყვავილის თამაშით, მერე ჩიტებსა და ცხოველებზე გადავედი (იცინის). გავიხსენებ პირველ სერიოზულ როლს - ეს იყო ვაჟა-ფშაველას "გველის მჭამელი", რომელიც ჩემთვის ერთ-ერთმა საყვარელმა რეჟისორმა, სოსო ნემსაძემ დადგა და სადაც განვასახიერე მზია. თუ არ ვცდები, მაშინ 19 წლის ვიყავი. მოგეხსენებათ, როგორი საინტერესოა გენიალური ვაჟას ნაწარმოებები და როგორი რთულად მოსარგებია მისი პერსონაჟების როლები. იმდენად განვიცდიდი ჩემი გმირის მდგომარეობას, რომ სიცხე მიწევდა ხოლმე. ერთ-ერთი რეპეტიციისას, ფინალური სცენის დროს ისე ამომიჯდა გული, რომ ცხარე ცრემლებით ვტიროდი. - აღარ შემიძლია ბატონო სოსო-მეთქი. ამ დროს რეჟისორი ბედნიერი, გაბადრული სახით მიყურებდა დარბაზიდან, - აი, შენ დღეს ვაჟა იგრძენი მთელი სიდიადითო... საოცრად მახსენდება ეს რეპეტიციები. ამდენი წლის მერეც კი მახსოვს ტექსტი. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩემი პირველი სერიოზული შეხება იყო თეატრთან და მსახიობობასთან.
- გარდა ამისა, კიდევ არაერთი როლი გაქვს მორგებული, თანაც წარმატებით...
- კი და თან, განსხვავებულ ჟანრებში. შემიძლია გამოვყო ბოლოდროინდელი მედეას როლი - "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ" და ანას როლი "მოპარულ ბედნიერებაში". სწორედ ამ სპექტაკლით გავხსენით უკრაინაში, ქალაქ ხერსონში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სადაც "სცენის ოსტატის" ტიტული მომანიჭეს. სასიხარულოა, როცა უცხოელი თეატრმცოდნეები ასე აფასებენ შენს შემოქმედებას. ერთ-ერთი ურთულესი და საინტერესო გმირი იყო ჩემთვის ორივე. მედეას შემთხვევაში თავიდან მომიწია გავცნობოდი მის პიროვნებას, რათა ჩავწვდომოდი მის შინაგან სამყაროს. საკმაოდ რთულია ამის გაგება, თუმცა ნამდვილად შევეცადე...
პროფესიულად ძალიან გამზარდა ამ ორმა გმირმა. ადამიანური თვისებების საოცარ მხარეებთან მომიხდა შეხება. ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანში ყველა თვისებაა თავმოყრილი, უბრალოდ გააჩნია, რას მოერევა და რას ვერა. ყველა ქალშია ცოტა მედეა, ჯულიეტა, ლედი მაკბეტი. მიმაჩნია, რომ ყოველი გმირი თავისი თვისებებით საინტერესო და საყურადღებოა; ყოველ როლზე მუშაობა ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას მაძლევს. ჩვენი პროფესია ხომ დაუსრულებელი სწავლის პროცესია - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია.
GzaPress
- საოცნებო როლი თუ გაქვს?
- საოცნებო როლი? იცი, ეს კითხვა ერთი წლის წინ რომ დაგესვა, აუცილებლად ვისაუბრებდი საოცნებო როლებზე, მაგრამ დღეს ამ კითხვაზე პასუხი აღარ მაქვს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ყველა როლი, რაც მითამაშია და რასაც მომავალში ვითამაშებ, უკვე საოცრად საინტერესოა. ჩვენ ხომ ადამიანების თვისებებსა და მათ შინაგან სამყაროსთან გვაქვს შეხება; არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების თამაშიც არ ყოფილა მარტივი. ხშირად გვიწევდა ზღაპრების დადგმა ჩვენთან, თეატრში, პატარა მაყურებლებისთვის და ცხოველის განსახიერება განუსაზღვრელ სიამოვნებას მანიჭებდა. ბოლოს მელია ვითამაშე და ვერ აგიხსნით, ისე მიყვარს ჩემი მელია. სიხარულით ველოდებოდი ყოველი სპექტაკლის დანიშვნას (იღიმის).
- როგორ ფიქრობ, როცა პროფესიულ არჩევანს აკეთებდი, სწორი გადაწყვეტილება მიიღე?
- ჯერ კიდევ ადრეა ამაზე ლაპარაკი. სულ ვამბობ, - აი, როცა ბებიაჩემის ხნის გავხდები, მერე ვიტყვი, შევდექი თუ არა მსახიობად-მეთქი. იყო კარგი მსახიობი - ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მე კი ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. დღევანდელ რეალობაში მსახიობი უნიკალური უნდა იყოს. ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ, ბევრი წავიკითხო, განვვითარდე, დანარჩენს კი დრო მანახვებს.
- და მაინც, საქართველოდან წასვლა გადაწყვიტე...
- ქვეყნიდან წამოსვლა ალბათ, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ უმთავრესი უკეთესი პირობებისა და მომავლის შექმნაზე ზრუნვაა ჩემი ოჯახისა და შვილისათვის. როცა "აგვისტოს 5 დღეზე" ვმუშაობდი, უცხოელები სულ მეუბნებოდნენ: ჩამოდი ამერიკაში, ამერიკელ ინდიელს ჰგავხარ და ეგეთ გარეგნობას ეძებენ ჩვენთანო... აჰა, ჩამოვედი და ვნახოთ (იცინის) - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. უკეთესი მომავალია მიზეზი იმისა, რომ აქ წამოვედი.
- რატომ მაინცდამაინც ამერიკა?
- ალბათ იმიტომ, რომ ერთი წელი აქ ვსწავლობდი და ასე თუ ისე ვიცი აქაური ცხოვრება. მეორედ 2019-ში ვიყავი შვილთან ერთად, ერთი თვით, დასასვენებლად. ევროპაშიც ხშირად მიმოგზაურია და მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების ცხოვრებისადმი მიდგომა ბევრად მომწონს, მაინც ამერიკაში ვარჩიე ჩამოსვლა, რადგან ამ ქვეყანას ბევრი პერსპექტივა აქვს მრავალ ფლანგზე: მიიღე განათლება, იმუშავე და შექმენი შენი ცხოვრება, აისრულე სურვილები - ამ ყველაფრის საშუალებას გაძლევს შეერთებული შტატები...
- შენს ამერიკულ ცხოვრებაზე მომიყევი: რას საქმიანობ, რა პერსპექტივა გაქვს მანდ და ა.შ.
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახალი ჩამოსული ვარ, ბევრის ლაპარაკი არ შემიძლია. აქ ისევ კოვიდსიტუაციაა, დაკეტილია ყველაფერი... გეგმები, მიზნები მაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
- ყველაზე რთული რა არის ემიგრაციაში ყოფნისას?
- რთული ალბათ შენი ქვეყნისა და ოჯახის მონატრებაა. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო.
- რჩევა, რომელიც ოჯახის წევრებმა უცხო ქვეყანაში გაგაყოლეს, რა იყო?
- რჩევა? მთელი ჩემი ბავშვობა რჩევებით იყო სავსე. ოჯახში არ არსებობს თემა, რაზეც არ ვსაუბრობთ და არ განვიხილავთ, ვისმენთ ერთმანეთის აზრს. რჩევა არ ვიცი, მაგრამ წამოსვლის წინ მითხრეს: იცოდე, რომ ჩვენ ყოველთვის შენ გვერდით ვართ, რაც უნდა მოხდესო. ამაზე მნიშვნელოვანს ალბათ, ვერც ვერაფერს მეტყოდნენ. ვცდილობ ისეთი ადამიანი ვიყო და ისე ვიცხოვრო, როგორც მასწავლიდნენ. სხვათა შორის, სულ მახსოვს მამაჩემის სიტყვები: "არასოდეს მოექცე ადამიანებს უსამართლოდ!" ნუ, რასაკვირველია, ამ ფრაზის უკან დეტალური საუბარი იყო და ვცდილობ, მაქსიმალურად სამართლიანი ვიყო, კეთილი და მადლიერი.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მირჩევნია, თუ ვიპოვი, ყველაფერი პირადად ვუთხრა
ნუცა დოიჯაშვილი: "ყურში ჩამესმის მამის დარიგება..."
პროფესიონალ დიზაინერებს შორის თუ დამასახელებდნენ, ნამდვილად არ მეგონა
"დოკუმენტურად გვაჩვენონ შეთანხმება ან ხელშეკრულების პასუხების ასლები"
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი