პირველი ქართველი მის ევროპა - 1906
font-large font-small
პირველი ქართველი მის ევროპა - 1906
ქონების გატაცების მიზნით, ქმარს ცხელი უთო ჩაარტყა თავში და მოკლა...



ყველა დროში, ქალის სილამაზე განსაკუთრებული ყურადღების არეში იყო მოქცეული. იცვლება მხოლოდ სილამაზის შეფასების კრიტერიუმები და მისი დემონსტრირების მასშტაბები. დღეს, ლამაზ ქალს მთელი მსოფლიოს დასანახავად შეუძლია, მოიპოვოს ”მის სამყაროს” ტიტული და ამით საკუთარი სახელი პლანეტის ლამაზმანთა სიაში ჩაწეროს. მაგრამ ამჯერად, ერთი, გაცილებით მოკრძალებული სილამაზის კონკურსის შესახებ გიამბობთ, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში, პარიზში მოეწყო და რომლის გამარჯვებულიც, ქართველი თავადის ქალი - ეკატერინე თარხან-მოურავი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკატერინესთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონები ”მის ევროპის” ტიტულისთვის იბრძოდნენ.

ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:
- გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია, სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი - ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ”ივერიაში” მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.

GzaPress

ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

- მისი სილამაზის წყალობით, ეკატერინეს ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა...

- დიახ. ბებიამ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. თუმცა, ბებია ორჯერ იყო გათხოვილი და არც ერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი - მამაჩემი ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო ბებიაჩემისგან, მამაჩემი კი, თავის გვარზე დაწერა. ბებია მეორედ გათხოვდა და ამჯერად, გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად...

- საქართველოში რას საქმიანობდა ეკატერინე თარხან-მოურავი?
- თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა... ბებია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ გადაურჩა ჩვენი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. 1937-ში, ბებიაჩემის მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ალბათ, სწორედ ამის წყალობით, ოჯახის არქივი სრულყოფილი სახით შემოგვრჩა, მათ შორის - უძველესი ფოტოები, ჩანაწერები, საქმიანი ქა-ღალდები და ა.შ. გრიგოლი ალბათ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, რომ არა მისი მეორე ცოლის ვერაგული საქციელი: ქონების გატაცების მიზნით, ქმარს ცხელი უთო ჩაარტყა თავში და მოკლა...

GzaPress




- რაიმე საინტერესო ნივთი თუ შემოგრჩათ ბებიისგან?

- რამდენიმე ოქროს სამკაული, ჯვრები, ხატი და იმ დროისთვის უჩვეულოდ ”აჟურული” ღამის პერანგი. ჩვენი წინაპრებისგან კი, დაგვრჩა სახლი ახალქალაქში, რომელსაც მართალია, ძალზე მცირე რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ, მაგრამ ძველებური სიდიადე მაინც აქვს შემორჩენილი. სხვათა შორის, თარხან-მოურავებს ახალქალაქში ბევრი თვალსაჩინო სახლი ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანში სარკეებიანი დარბაზიც კი იყო. ჩემი წინაპრებისგან მსმენია, რომ ამ სახლში ალექსანდრე დიუმა იყო ნამყოფი.

- მამათქვენის, ნიკოლოზის შესახებაც მიამბეთ რაიმე.
- მამა განათლებით იურისტი გახლდათ, მაგრამ მწერლობითაც იყო გატაცებული. 1935 წელს, დრამატურგიაში მეორე ხარისხის პრემია მიანიჭეს. ცოტა ჯიუტი კაცი იყო. მარჯანიშვილის თეატრის მესვეურებს სურდათ, მისი პიესა დაედგათ, ოღონდ, რაღაც დეტალების შეცვლა სურდათ. მამაჩემი უარზე დადგა: ჩემ მიერ დაწერილ პიესას მე თუ ვერ ვიცნობ, მაგისთანა არაფერი მინდაო... მამა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჰოლანდიაში, ტექსელის კუნძულზეც მუშაობდა.
- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთიდან თქვენი ნათესავები გამოგეხმაურნენ, რომელთა არსებობის შესახებ თითქმის არაფერი იცოდით...
- როგორც უკვე გითხარით, მამაჩემის მამა გვარად სეგალი გახლდათ. მახსოვს, ერთხელ, დედაჩემის მეგობარმა, რომელმაც დედა და მამა ერთმანეთს გააცნო, მითხრა: ოდესღაც, მიშას ძმა ვალენტინი აუცილებლად მოგძებნითო. მაშინ ბავშვი ვიყავი და ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ცოტა ხნის წინ კი, თბილისის მერიაში საფრანგეთიდან მოვიდა წერილი, სადაც ფრანგი სეგალები ითხოვდნენ, მათი გვარის წარმომადგენლები საქართველოში მოეძებნათ. ბედად, ქალაქის მერიაში ჩვენი ნათესავი გოგონა მუშაობდა, რომელმაც ჩვენი ოჯახის ისტორია იცოდა. ასე გავიცანი ჩემი ნათესავი ჟორჟ სეგალი და დავადგინეთ, რომ მამაჩემის მამა და მისი მამა ძმები იყვნენ. ჟორჟი შვილთან ერთად საქართველოშიც იყო ჩამოსული და კასპში, სააკაძეობაზე დასწრების შესაძლებლობაც მიეცა...

GzaPressGzaPress


ემა ტუხიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
09.01.2018
სეგალი არის ებრეელური გვარი ფრანგების და მაროკოელების....
09.01.2018
ძალიან საინტერესო ისტორიაა.
თამარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი