ამერიკული ვესტერნის გურული გმირები
font-large font-small
ამერიკული ვესტერნის გურული გმირები
თურმე ვესტერნის მთავარ ხიბლს - ტრიუკებს, ამერიკელები გურულებს უნდა უმადლოდნენ

თბილისი და ქუთაისი არ ჰქონდათ ნანახი და უცებ ნიუ-იორკში მოხვდნენ, ფული იშოვეს

კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე ცნობილი წიგნების: "გურული მხედრები ამერიკაში"", "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები"", "უაილდ ვესთის მხედრები"", "ერთი მუჭა ვესტერნის"" ავტორია. ამ წიგნებში წლობით ნაგროვები ფაქტებიც არის და ავტორის ემოციაც, უცხოელთა აზრიც და ჩვენი დამოკიდებულებაც. ყველაზე საინტერესოდ ის მომეჩვენა, რომ ირაკლი მახარაძემ მოახერხა, არც მოდას აჰყოლოდა, არც ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცეულიყო და ისეთივე გულწრფელობით ჰყვარებოდა ვესტერნი, როგორითაც ადრეულ სიყმაწვილეში, იმ შორეულ წარსულში ამერიკაში გადახვეწილი გურულები რომელთა შესახებ მასალები მისხალ-მისხალ უგროვებია. მერე, ისიც აღმოაჩინა, რომ თურმე ვესტერნის მთავარ ხიბლს - ტრიუკებს, ამერიკელები გურულებს უნდა უმადლოდნენ...
ირაკლი მახარაძე: - ბავშვობიდან მაინტერესებდა ვესტერნი. ანაგის ქუჩაზე იყო კინოთეატრი "გაზაფხული"", დიდუბეში - "კოსმოსი". იქ, ომის შემდეგ, გერმანიიდან შემოტანილ ე.წ. "ნადავლ" ფილმებს", მათ შორის, ამერიკულ სურათებს უჩვენებდნენ, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვობაში, გურიაში მსმენია, გურულებმა გადარიეს მთელი ამერიკა, მაგრამ თვითონაც გადარეულები დარჩნენო. 10 წელიწადს ვიკვლევდი ამ ამბავს და ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ არსებობდა ერთი საინტერესო კავშირი - აღმოვაჩინე, რომ თავად ამერიკელები წერენ: ყველაზე დიდი გავლენა კოვბოების ტექნიკის ჩამოყალიბებაზე რუსმა კაზაკებმა მოახდინესო. რუს კაზაკებს სწორედ ამერიკაში ჩასულ გურულებს უწოდებდნენ...
სხვათა შორის, გასული საუკუნის დასაწყისში ლუკმაპურის საშოვნელად შორეულ ამერიკაში ჩასულ გურულ მოჯირითეებსა და მუშაითებს შორის ქალებიც იყვნენ. ამ მოჯირითე ქალბატონებს გურულ-აჭარულ-ლაზური ჩაქურა ემოსათ ტანთ. მოხერხებულმა და ლამაზმა სამოსმა ამერიკელთა ყურადღება მიიქცია და... სწორედ ჩაქურა დაედო საფუძვლად ამერიკულ ბრიჯებს.

- საინტერესო წრე შეიქმნა. თქვენ დაინტერესდით ვესტერნით და იქამდე მიხვედით, რომ ამ ფილმებში ქართველებსაც ჰქონიათ წვლილი შეტანილი...

- მეტიც... ცნობილი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის საცირკო სანახაობამ - ველური დასავლეთის შოუმ, კოვბოის მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც ახალი მიწების ამთვისებელს, თავისუფალ ადამიანს, უბადლო მსროლელსა და ინდიელებთან მებრძოლს. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომლებიც ამერიკული შოუბიზნესის საწყისად არის მიჩნეული, კოვბოები ბრძოლისა და ძარცვის სცენებს აჩვენებდნენ, ატარებდნენ შეჯიბრებებს ჯირითში, ლერიეტეს ხმარებასა და მიზანში სროლაში. ამ შოუში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც. თომას ინსმა, ჰოლივუდის სტუდიური სისტემის ფუძემდებელმა, კონტრაქტი გაუფორმა ველური დასავლეთის შოუს და მის მონაწილე ცხენოსნებს ფილმებში იღებდა. ამიტომ ბევრი ფული აღარ სჭირდებოდა ვესტერნების შესაქმნელად. გადმოცემით ვიცი, გურული მხედრები ამბობდნენ, კინოშიც გვიღებენო. როგორც ჩანს, ვესტერნებში იღებდნენ.

- ეს სადმე ხომ უნდა იყოს დაფიქსირებული?
- რაკი სტატისტებს არასოდეს აფიქსირებდნენ, მათი გვარებიც ფილმის ტიტრებში ვერ მოხვდა. ისიც არის, რომ ქართველებმა გვარები გადაიკეთეს. სომხები გვარს არასოდეს იცვლიდნენ, ქართველები კი იოლად აკეთებდნენ ამას... სხვათა შორის, ამას წინათ გავიგე, ერთ ფირცხალაიშვილს ახლახან გვარად სმიტი მიუღია...

- თუ არსებობდა ცხენოსნობის ქართული სკოლა?
- არა, გლეხები ღარიბები იყვნენ, ამის საშუალება საიდან ექნებოდათ? ხშირად ცხენიც არ ჰყავდათ და დაბმულს თუ წააწყდებოდნენ, ახსნიდნენ და ჯირითობდნენ. იმიტომაც წავიდნენ საქართველოდან, რომ შეჭირვებულნი იყვნენ. თბილისი და ქუთაისი არ ჰქონდათ ნანახი და უცებ ნიუ-იორკში მოხვდნენ, ფული იშოვეს და თავიანთი პროფესიონალიზმით პატივისცემაც დაიმსახურეს. ისეც მომხდარა თურმე, მთვრალი გურული ხმლით შევარდნილა კაფეში და დაულეწავს ყველაფერი...

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეიქმნა ქართული კინო, სადაც ჩვენი ტრადიციული ცხენოსნობის ილეთებს გამოვიყენებდით? აუცილებლად ამერიკაში უნდა ესარგებლათ გურულების ნიჭიერებით?
- ჩვენთანაც იყო ვესტერნის ზეგავლენით გადაღებული ფილმები, თუნდაც, ივანე პერესტიანის "წითელი ეშმაკუნები"". ამ ფილმის მიხედვით, შემდეგ, რეჟისორმა კეოსაიანმა "მოუხელთებელი შურისმაძიებლები"" გადაიღო, საბჭოეთში ძალზე პოპულარული ფილმი.

- საბჭოთა პერიოდში ჩაკეტილი იყო სივრცე და "წითელ ეშმაკუნებს"" ამერიკაში ვინ ნახავდა?
- მართალს ბრძანებთ... სხვათა შორის, 20-იან წლებში ვესტერნი ძალზე პოპულარული ჟანრი იყო ჩვენში, მაგრამ 30-იან წლებში აიკრძალა, ხალხის მეხსიერებაში კი დარჩა. მას მერე, ეს ჟანრი მსოფლიო კინემატოგრაფს მოედო. იმხანად დიდი პოპულარობა  ჯაზმაც მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა იდეოლოგიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და სასტიკად იდევნებოდა. კოვბოი, როგორც პერსონაჟი, ბორის ბარნეტმა - რუსმა რეჟისორმა განასახიერა ერთ-ერთ მუნჯ ფილმში. ყველა კინემატოგრაფისტი სწავლობდა ამ ჟანრს. საქართველოშიც გადაიღეს რამდენიმე კარგი ვესტერნი - "მაცი ხვიტია", "მიზანი" და სხვ. მაგრამ ჩვენ ერთი სენი გვჭირს - ბაქიაობა. ყველას გვინდა, ტარკოვსკი, იოსელიანი, მიქელანჯელო ანტონიონი ვიყოთ. ყველას საავტორო ფილმების გადაღება გვინდა.
- არაკომერციულ ფილმებს გულისხმობთ?
- საერთოდ, რა არის არაკომერციული კინო?
- როცა ფილმი კინოს მოყვარულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა საინტერესო. მე ძალიან მიყვარს იოსელიანის "პასტორალი"", მაგრამ ბევრს არ აინტერესებს...
- მერე რა?! გვქონდეს "მაკდონალდსიც" და დახვეწილი იტალიური რესტორანიც. საბჭოთა დროს საშუალება გვქონდა, ერთიც გადაგვეღო და მეორეც. ქართველი ხელოვნები ქედმაღლები არიან. როცა ვესტერნზე ველაპარაკებოდი, ეს რა არისო? - მხრებს იჩეჩდნენ.. როგორ შეგიძლია თქვა, ეს რა არისო, როცა ჯონ ფორდი, კუროსავა მუშაობდნენ ამ ჟანრში. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა სემ ფექინფა, რეჟისორი, რომელსაც ჩვენთან არ იცნობენ და რომელმაც კინოში ძალადობა სულ სხვაგვარად აჩვენა - კაცის მოკვლა სინამდვილეში იოლი საქმე ხომ არ არის, ისე, როგორც ფილმშია ხოლმე ნაჩვენები. რა უძღვის ამას წინ, ეს ხომ საშინელი გრძნობაა. ერთი სიტყვით, ვესტერნს, რომელიც 105 წლისაა, დახვეწილი მაყურებლისთვისაც იღებდნენ. ბაფალო ბილი - ველური დასავლეთის შოუსთვის გურულების დამქირავებელი - ლამის ნაციონალური გმირია. მან გაუთქვა სახელი ამერიკელ კოვბოის, თორემ მანამდე ის უმდაბლესი ფენის წარმომადგენელი იყო.

- ისევე, როგორც საქართველოში კინტოები და ყარაჩოხელები, არა?
- ასეც არის. ძველ თბილისზე ფილმები მაქვს გადაღებული. თავისი ხიბლი ჰქონდათ მათაც. რა იყო ცუდი იმაში, კინტო რომ ხილსა და ბოსტნეულს მოგართმევდა შინ? კინტოებს თავიანთი ამქარი ჰყავდათ, თავიანთი ცხოვრების წესი ჰქონდათ. ასევე იყვნენ ყარაჩოხელებიც.
- ქართველები მხოლოდ ყარაჩოხელობას ვიჩემებთ...
- მერე კარგია? კინოშიც ასე მოხდა, შიგნით ერთი დარჩა და გარეგნულად სხვას იჩემებენ. საშინელებაა.

ლელა ჯიყაშვილი
"გზა", 2012 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
14.02.2015
Amerikashi chamosuli gurulebis natsili darcha satsxovreblad,zogma ikortsina DA dges matma nashierebma isits ki Ar itsian said moian ra dzvirpasi tsinapari kavdat rats guldasatkvetia,bevri dabrunda ukan DA zgaprebad ukvebodnen amerikul tsxovrebas,magram paktia gurulebma gadaries amerika DA sheidzleba martlats amis merea gadareulebi ROM daiarebian mtel msoplioshi DA sxvasats agijeben,gaumarjos gadareul gurulebs,kvelani mixvarxart!
erterti gadareuli guruli
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი