ოკუჯავები და გალაკტიონი
font-large font-small
ოკუჯავები და გალაკტიონი
“სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,/ სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა/ მას შემდეგ, რაც შენი სახება ბინდბუნდზე/ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა”... ოლია ოკუჯავა გალაკტიონის სახლიდან ბოლოს 1932 წელს გავიდა და აღარ დაბრუნებულა...
პოეტის უსიტყვო და უსაყვედურო მოლოდინის, ოლიასა და გალაკტიონის დაუჯერებლად უგონო სიყვარულისა თუ ოკუჯავების ეპოქას შეწირულ ბედისწერაზე ოლია ოკუჯავას ბიძაშვილის შვილი, ნატო ოკუჯავა მოგვითხრობს.


GzaPress- ოლიას მამა და ბაბუაჩემი ძმები იყვნენ. სამეგრელოდან წამოსული 2 ძმიდან ოლიას მამა, სტეფანე, ქუთაისში დარჩა, ბაბუა თბილისში ჩამოვიდა. სტეფანეს 9 შვილი ეყოლა, ერთი გარდაიცვალა. ბაბუაჩემს კი 6 შვილი ჰყავდა. 1936 წლის შემდეგ დაიქსაქსნენ ნათესავები.
- როგორ გაიცნეს ოლიამ და გალაკტიონმა ერთმანეთი და როგორ ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობა?
- ერთმანეთი ქუთაისში გაიცნეს, გალაკტიონი იმ დროს 20 წლის იყო. ოლია გარეგნულად არ იყო ლამაზი, “უშნოდაც” კი აღწერენ. წარმოიდგინეთ, რამხელა სულიერი კავშირი იყო მათ შორის, რომ ამის მიუხედავად, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. ცოტა ხანში ოლია ჭიათურაში მოეწყო მასწავლებლად, განშორებას ორივე საშინლად განიცდიდა. ოლია ამბობდა თურმე, სულ მგონია, კარი გაიღება და ჩემი გალაკტიონი შემოვაო. ნოდარ ტაბიძე მათ სიყვარულს “უდიდეს და უმძაფრეს პოემას” უწოდებს. დედის მონაყოლიდანაც მახსოვს მათი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ.

- გალაკტიონი ოლიასადმი მიწერილ წერილებში ამბობს, თქვენებისთვის უცხო და “ქუჩის ბიჭი” ვარო. რეალურად ეს ასე იყო თუ უბრალოდ, თვითონ მას ჰქონდა ეს შეგრძნება გამძაფრებული? ჭიათურაში მართლა გალაკტიონთან დაშორების მიზნით გაუშვეს ოლია?
- არსებობს აზრი, რომ ოკუჯავებს გალაკტიონი არ უყვარდათ. პირიქით, ძმებს ძალიან უყვარდათ პოეტი, განსაკუთრებით, ოლიას უფროს ძმას, მიშას. ოლიასა და გალაკტიონის ქორწინების წინააღმდეგი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ დედა, ლიზიკო იყო. მას თავის თავზე ჰქონდა ნაწვნევი რას ნიშნავს, როცა მეუღლე სვამს. სტეფანე უაღრესად განათლებული კაცი იყო. ქუთაისში, ბაზართან კანტორა ჰქონდა და რუსულად და ქართულად საქმიან წერილებს წერდა. როცა მისი დაწერილი წერილები პატრონს წარმატებას მოუტანდა, მადლობის ნიშნად, სულ სუფრაზე იწვევდნენ. ასე მიეჩვია სმას და ბოლოს ალკოჰოლიკად გადაიქცა. 8 შვილის გაზრდა და ძირითადი საოჯახო საქმეები ოლიას დედის კისერზე გადადიოდა. შვილების ბედისწერამ მეტად მიიზიდა სასმლისკენ. ერთხელ სარკეში ჩაუხედავს თურმე და უთქვამს, უკვე მეტყობა, რომ ბევრს ვსვამ, ასეთი ბავშვებმა არ უნდა მნახონო. სრულიად ფხიზელი წასულა და “წითელი ხიდიდან” რიონში გადამხტარა. ერთ სამხედროს უცდია მისი გადარჩენა, მაგრამ სტეფანეს არ მიუცია საშუალება... ამიტომაც არ სურდა ლიზიკოს შვილისთვის სმის მოყვარული მეუღლე, მაგრამ ოლიას იმდენად უყვარდა გალაკტიონი, არავის დაუჯერა და მაინც გაჰყვა ცოლად. ოლიას ჭიათურაში წასვლის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის სიდუხჭირე იყო.

GzaPress- მაგრამ ამბობენ, გალაკტიონმა დალევა ოლიას მეორე გადასახლების შემდეგ დაიწყოო...
- მართალია, მერე მოუხშირა სმას. თუმცა, მანამდეც სვამდა. ყოფილა შემთხვევა, როცა რამეზე ნაწყენ გალაკტიონს ოლია თვითონ სთავაზობდა სასმელს. იცოდა, რომ ეს შვებას ჰგვრიდა მის საყვარელ ადამიანს. როცა გალაკტიონი ნასვამი იყო, ოლია ერთი წამით არ აგრძნობინებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას, ისე ესაუბრებოდა, როგორც ფხიზელს. თუ ვინმე დალევისთვის უსაყვედურებდა, გალაკტიონი ამბობდა თურმე: თქვენ რა იცით, ვინ ვარ მე! მე მაქვს უფლება დავლიო, ეს საქმეში ხელს კი არ მიშლის, პირიქით, მეხმარებაო.

- გალაკტიონი არასოდეს საყვედურობდა მეუღლეს, რომ მის გვერდით თითქმის არ იყო?
- მათ საოცრად ესმოდათ ერთმანეთის. არსებობს ასეთი მოგონება: თურმე, როცა ოლია და გალაკტიონი ოლიას ძმების კამპანიაში იყვნენ და ძმები ოლიას ეუბნებოდნენ, ზედმეტად იდეალისტი ხარო, მხოლოდ გალაკტიონი დაუდგებოდა დამცველად... 1916 წელს ხელი მოაწერეს და მოსკოვში წავიდნენ. იქ ორივემ სარეჟისორო კურსები გაიარა. გალაკტიონი თურმე ხშირად ამბობდა, თუ პოეტი ვერ ვიქნები, რეჟისორად მაინც გამოვდგებიო. სიდუხჭირის გამო პოეტი იძულებული იყო, ქუთაისში დაბრუნებულიყო, ოლია კი იქ დარჩა სწავლის გასაგრძელებლად. ოლია გადასახლებიდან (უზბეკეთში ცხოვრება განუსაზღვრეს) სულ იმაზე ზრუნავდა, რა ეცვა, რას ჭამდა გალაკტიონი. თუ პოეტი ფულს გაუგზავნიდა, ის იქიდან ეჩხუბებოდა: მე ნუ მიგზავნი, შენთვის გამოიზოგეო და თან არიგებდა, რა უნდა ეყიდა. თითქმის ყოველდღე სწერდა წერილებს, მაგრამ გალაკტიონის პასუხები არ მიდიოდა ოლიამდე და ამას უკიდურესად განიცდიდა. ყველა წერილში ემუქრებოდა, აღარ მოგწერო, მაგრამ მაინც გამუდმებით სწერდა პასუხის მოლოდინში. თბილისში, როცა ერთად ცხოვრობდნენ, უჭირდათ ძალიან, ძლივს გაჰქონდათ თავი. ოლიამ მხოლოდ 1 წელი იცხოვრა მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა მუზეუმია გახსნილი.

GzaPress- ამბობენ, ოლია ერთადერთი ადამიანი იყო გალაკტიონის გვერდით, ვინც მის გენიას სათანადოდ ცნობდა და აფასებდაო...
- გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. თვითონაც უნიჭიერესი და მრავალმხრივ განვითარებული ქალი იყო, ისიც წერდა.

- გალაკტიონს ოლიას გარდა 2 ცოლი ჰყავდა...
- როგორც ცნობილია, გალაკტიონს რუსი ცოლიც ჰყავდა, მაგრამ მან დიდხანს ვერ გაუძლო პოეტის ხასიათს. რაც შეეხება მესამე ცოლს, ნინო კვირიკაძეს, ის ყველანაირად ხელს უწყობდა, მზრუნველობდა, უვლიდა. ნინო გალაკტიონს გათხოვებამდე ჰყოლია ნანახი და მოსწონებია. მოგვიანებით მისი ცოლად შერთვა კი ასე მომხდარა: გალაკტიონის სახლის წინ, ხიდთან უნახავს პოეტს ნინო. მას შეუჩივლია, ქმარი დამეღუპა და სამადლოდ ვიღაცასთან ვარ შეკედლებულიო. პოეტს თავის ბინაში გადასვლა შეუთავაზებია, ვცადოთ, იქნებ შევეწყოთ ერთმანეთსო. ნინოც გადასულა და დარჩა კიდეც იმ სახლში. მიუხედავად ამ ქალთან გატარებული მრავალი წლისა, ამბობენ, რომ გალაკტიონი მუდამ ოლიას ელოდებოდა. არსებობს ასეთი გადმოცემაც: როცა გალაკტიონი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადასავარდნად ემზადებოდა, უთქვამს: “ოლია, მოვდივარ!”

- ოლია თავისი პარტიულობით ძმებს და ოჯახს უწევდა ანგარიშს თუ თავად იყო ასეთი?
- ოლიას ძმებთან უთანხმოებაც კი ჰქონდა პოლიტიკურ თემებზე. ის ისეთი თავგადაკლული კომუნისტი იყო, მოსკოვში სწავლისას კომუნისტურ შაბათობებზე დადიოდა. ერთხელ, მორების ზიდვისას, მარცხენა ხელში ხიწვი შეერჭო, სისხლი მოეწამლა და აუცილებელი გახდა ხელის ამპუტირება. მაგრამ ოლიამ ამაზე დაჟინებით განაცხადა უარი: მე გალაკტიონის მეუღლე ვარ და უხელო ვერ ვიქნებიო. ხელი გაუხმა, უმოქმედოდ ჰქონდა. გიზო ზარნაძის წიგნში ოლიას ძმის, შალვას მეუღლის სიტყვებია: “ოლიას ისევე ფანატიკურად უყვარდა გალაკტიონი, როგორც პარტია”. ოლიას, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე კომუნისტების სჯეროდა.

- ამბობენ, ლენინი ოლიას უფროს ძმას, მიშას, ძალიან პატივს სცემდა და წყალობდაო...
- ჭკვიანი კაცი იყო ლენინიც და მიშაც, და ჭკვიანებს ესმით ერთმანეთის, მაგრამ ხშირად ეშინიათ კიდეც... ლენინი მიშაზე ამბობდა, ქართველი კომუნისტების სინდისიაო... მიშა გამორჩეულად ზრუნავდა დედაზე, ბოლოს ლიზიკო მას ჩააკვდა ხელში. მის ტანსაცმლის კარადაში ერთადერთი კოსტიუმი და 2 პერანგი ეკიდა მხოლოდ. მიშა იმდენად პოპულარული და დაფასებული იყო იმდროინდელ საზოგადოებაში, რომ ბევრ ოჯახში, მარქსის სურათთან ერთად, მისი პორტრეტიც ეკიდა... მეორე ძმას, შალიკოს, სომეხი ცოლი ჰყავდა. სწორედ ეს ქალი მოსწონდა ბერიას. როცა ცოლ-ქმარმა კონსერვატორიის წინ ბინა მიიღო და წვეულებით აღნიშნა, ბერია დაუპატიჟებლად მივიდა სტუმრად.

- ეს ხომ არ იყო მიზეზი შალიკოს შემდგომი გადასახლებისა?
- ძმების ბედისწერა სტალინზე მეტად ბერიამ გადაწყვიტა. სწორედ ბერიას “წყალობით” გაგზავნეს შალიკო მოსკოვში, იქიდან კი ურალზე. იქ ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს კიდეც. დღეს იმ ქალაქში, სადაც შალიკო დახვრიტეს, მისი ძეგლია აღმართული.

- რა ბედი ეწიათ სხვა ოკუჯავებს?
- ოლიას უფროსი ძმის, მიშას შვილი, ვაჟა ოკუჯავა, 39 წლის უკვე აკადემიკოსი იყო. კოლიას შვილი, ნიკოლოზი, სამთო ინჟინერი გახლდათ. ტყიბულში, შახტაში წყალი შევარდა, ყველა მუშა გადაარჩინა, თავად კი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მამაჩემი მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ციხეში ბიძაშვილების სანახავად დადიოდა. მამას სურათიც კი არ დაგვრჩენია, დაპატიმრებისას წაიღეს ყველაფერი. დედმამიშვილებიდან, ერთადერთი მანია გადარჩა. მოსკოვში ცხოვრობდა, ქმარი რუსი ჰყავდა და გვარიც რუსული ჰქონდა, რადიოქარხანაში მუშაობდა. მოსკოვში რომ ვცხოვრობდით, ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მხოლოდ არავინ იცოდა, რომ ოკუჯავა იყო. დანარჩენი ვერც ერთი დედმამიშვილი დაპატიმრებას ვერ გადაურჩა. ყველაზე პატარა ძმა, ვასიკო, რომელსაც გალაკტიონი ხშირად ახსენებს წერილებში, ასპირანტი ეკონომისტი იყო და უნივერსიტეტის შენობიდან დააპატიმრეს. მან ტანჯვას ვერ გაუძლო და სულით დაავადდა.

შორენა ლაბაძე
"გზა", 2012 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
09.04.2016
ამაღელვებელია გალაქტიონის და ოლღას სიყვარულის ისტორია. ჩემი ბაბუა ესტატე და მხეილი ბიძაშვილები იყვნენ. მიხეილის დაპატიმრების შემდეგ დააპატიმრეს ბაბუა და გადაასახლეს შუა აზიაში, საიდანაც იგი ვეღარ დაბრუნდა. მამა, სერგო ოკუჯავა, კარგად იცნობდა ვაჟას და მეც გამაცნო. რამდენიმეჯერ შევხდი. ვსაუბრობდით გვარის წარმომავლობაზე, წინაპრებზე, სურდა ეხილა თამაკონი.
ოკუჯავა გოდერძი
03.05.2015
ბატონი ვაჟას დედა გახლდათ მოდებაძის ქალი. იგი გაზარდა დეიდამ შესანიშნავმა ქალბატონმა ლიუდმილა მოდებაძემ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი