ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და "დენიკინის განძეულის საქმე"
font-large font-small
ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და "დენიკინის განძეულის საქმე"
ის კარგად თამაშობდა ბანქოს და არალეგალური სათამაშო სახლი ჰქონდა მოწყობილი

გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში მომხდარმა ქურდულმა ანგარიშსწორებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...
ქურდულ გარჩევაზე ალაპარაკდა ყველა - უბრალო პარიკმახერებითა და ტაქსის მძღოლებით დაწყებული, კრემლის მესვეურებით დამთავრებული. რასაკვირველია, იმ დროს ამ თემაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამიც კი მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს.

“დენიკინის განძის საქმის” მთავარი ეჭვმიტანილი საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოიხელთა და ცხადია, ვერც მის მიერ საზღვარგარეთ გატანილ განძეულობას მიაგნეს სადმე. ამის გამო, კრემლის მესვეურებმა საქმე დახურეს, ცხრაკლიტულშიც ჩაკეტეს და მათ, ვისაც “დენიკინის განძეულობაზე” ერთი სიტყვაც წამოსცდებოდა, ტრადიციულად, ციხით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწი-ლე პირთაგან ბევრი დღესაც კი ცოცხალია, ამიტომაც ვარჩიე, რომ მათი სახელები და გვარები შემეცვალა.

GzaPressამბავი სრულიად ბანალურად დაიწყო: 1961 წლის 7 მაისს დილით ადრე, მრგვალ ბაღთან მილიციამ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახა. ის იქვე ახლოს მცხოვრები ვინმე არტურ სოროკინი აღმოჩნდა. გამომძიებელმა შველიძემ, რომელსაც ამ ფაქტის გამოძიება მიანდვეს, გარდაცვლილის მეზობლებისაგან ერთგვაროვანი ჩვენებები მიიღო - სოროკინი თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ბინა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ეყიდა და მეზობლებთან ნაკლებად ურთიერთობდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზე ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი: არტურ სოროკინი ზურგში, გულის მხარეს, წვრილი და ბასრი საგნის ჩარტყმით მოეკლათ და არც გაეძარცვათ. დათვალიერებისას, გვამს გულის ჯიბეში ჩადებულ საფულეში 500 მანეთი უპოვეს. ეს გარემოება გამომძიებელ შველიძეს აფიქრებინებდა, რომ სოროკინი რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო უნდა მოეკლათ. გარდა ამისა, არტურ სოროკინს არარუსული, ოდნავ მონღოლოიდური გარეგნობა ჰქონდა და შველიძე ამანაც დააეჭვა - გვარი და სახელი შეცვლილი არ ჰქონდესო.

შველიძემ დამაეჭვებელი გარემოებების შესახებ უფროსობას მოახსენა, მოკლულის თაობაზე კი კარტოთეკაში ცნობები მოიძია, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა. გამომძიებელს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ცნობების მოძიების მოთხოვნით, რუს კოლეგებს წერილით მიმართა. სანამ რუსეთიდან პასუხი მოვიდოდა, შველიძემ მოკლულის ბინა გაჩხრიკა, თუმცა, გამოძიებისთვის საინტერესო რამ არც იქ აღმოჩნდა: ბინა უბრალო იყო, სამოთახიანი. გამომძიებელმა შენიშნა, რომ ყველაფერი ფაქიზად იყო დალაგებული, არადა, სოროკინი მარტო ცხოვრობდა.
გამომძიებელმა მოკლულის ბინაში პატარა სეიფიც აღმოაჩინა, რომელიც ციფრული კომბინაციით იღებოდა და იკეტებოდა. ის მოგვიანებით სპეციალისტმა გახსნა, მაგრამ შიგ არაფერი აღმოჩნდა, გარდა შემნახველი სალაროს ორი წიგნაკისა. ერთ წიგნაკში დაგროვილ თანხად 300 მანეთი იყო აღნიშნული, მეორეში კი - 400. ამდენად, გამოძიებამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა, თუმცა სწორედ ამ დროს მოვიდა პასუხი რუსეთიდან.

საბჭოთა კავშირის მთავარი პროკურატურიდან იტყობინებოდნენ, რომ მოკლულის თითის ანაბეჭდები ზუსტად დაემთხვა ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი პირის - დიმიტრი ცუნვაძუს ანაბეჭდებს. საინტერესო კი ის იყო, რომ რუს სამართალდამცველებს დიმიტრი ცუნვაძუ კარგა ხნის გარდაცვლილი ეგონათ: წერილში აღნიშნული იყო, რომ ცუნვაძუ ოთხიოდე წლის წინ, მაგადანის ერთ-ერთი კოლონიიდან გაიქცა, მაგრამ ტაიგაში გზა ვერ გაიგნო და მგლებმა შეჭამეს. “სამართალ-დამცველებმა ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგისა და კამჩატკის ოლქის საზღვარზე, ტყეში, შრომა-გასწორებითი კოლონიიდან 2 კილომეტრში ნახეს მონღოლოიდური რასის მამაკაცის ჩონჩხი, რომელსაც ზედ ტანსაცმლის ნაგლეჯები ჰქონდა შერჩენილი და სწორედ ამით იცნეს კოლონიის ყოფილი პატიმარი დიმიტრი ცუნვაძუ” - ეწერა წერილში.

დიმიტრი ცუნვაძუს ბიოგრაფიაში გამომძიებელმა შველიძემ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს მიაქცია ყურადღება: ის დედით რუსი იყო, მამით კი ჩინელი და დაბადებული გახლდათ ხარბინში 1925 წელს. მისი მშობლები - ანია ნიკიტსკაია და ნიკოლაი ვა ძუ საბჭოთა კავშირში 1927 წელს ჩამო-ვიდნენ და სოჭში დასახლდნენ, თუმცა ავბედით 1937 წელს ვერც ერთი ვერ გადაურჩა - ორივენი დაიჭირეს და დახვრიტეს, მათი შვილი კი ქალაქ ორიოლში, ბავშვთა სახლში გაამწესეს. 16 წლის დიმიტრიმ მუშაობა ორიოლის ერთ-ერთ ქარხანაში დაიწყო, მერე ტექნიკუმი დაამთავრა და კრიმინალურ სამყაროშიც ცნობილი გახდა - ის კარგად თამაშობდა ბანქოს და არალეგალური სათამაშო სახლი ჰქონდა მოწყობილი. პირველად სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს, მეორედ კი უფრო სერიოზული დანაშაულისათვის - მან სოჭში, ერთ თანამზრახველთან ერთად, ბანქოს თამაშის შემდეგ მოკლა ახალგაზრდა მოსკოველი ისტორიკოსი, ვინმე საველიევი.

მიუხედავად ყველაფრისა, გამომძიებელი შველიძე მაინც უკმაყოფილო დარჩა - ეს ცნობები თითქმის ვერაფერს ცვლიდა. ერთი რამ კი თავიდანვე აშკარა იყო - დიმიტრი ცუნვაძუ, იგივე არტურ სოროკინი კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. გამომძიებელი შველიძე კიდევ ერ-თხელ ეწვია მოკლულის ბინას და პარალელურად, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, რუსეთში ცუნ-ვაძუს მცირერიცხოვან ნათესავებს თბილისში მომხდარის შესახებ, პროკურატურის მეშვეობით აცნობა.
გამომძიებელს მოკლულის ერთ-ერთმა მეზობელმა - 10 წლის ბავშვმა, სახელად გიორგიმ აცნობა, რომ “არტურა ძიასთან” ხშირად შედიოდა ხოლმე, რადგანაც მისი მშობლები გვიანობამდე მუშაობდნენ და სკოლიდან მოსულს, სახლში არავინ ხვდებოდა. ბავშვმა თქვა, რომ მოკლულთან ხშირად მოდიოდა ორი კაცი: ვოვა და პავკა. აქედან ერთს - ვოვას, საუბრისას ენა ებმოდა ხოლმე. გიორგიმ დაასახელა ერთი “დეიდაც” - ვინმე ნასტია, რომელიც არტურ სოროკინს შედარებით იშვიათად სტუმრობდა.
შველიძეს ამის გაგონებისთანავე, რატომღაც მაშინვე მოაგონდა, რომ სოროკინ-ცუნვაძუს ბინაში ყველაფერი ფაქიზად იყო დალაგებული და სეიფიც ცარიელი იყო. მან გიორგის სთხოვა, კარგად გა-ეხსენებინა იმ “დეიდას” გარეგნობა. ბავშვმაც უპასუხა, რომ “დეიდა” რუსულად ლაპარაკობდა და სახეც იმგვარი ჰქონდა, როგორიც არტურა ძიას. “ნასტიას ჩვენც შეხვდით ერთხელ, როცა სამსახურიდან დავბრუნდით და არტურ სოროკინთან გიორგის წამოსაყვანად მივედით. მან ძალიან ზრდილობიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა”, - უთხრა გამომძიებელს გიორგის დედამაც.

სანამ შველიძე საქმეს იძიებდა, კიდევ ერთი მასშტაბური მკვლელობა მოხდა - 1961 წლის 29 მაისს, წყნეთში ერთ-ერთ აგარაკზე უცნობმა მკვლელმა სამი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლა და მილიციის გამოჩენამდე მიიმალა. აგარაკზე მეოთხე ქურდიც იმყოფებოდა, მაგრამ ის იმდენად მძიმედ დაიჭრა, რომ მკვლელს ეგონა, მოკვდაო და საკონტროლო გასროლის გარეშე მიატოვა.
ბედის ირონიით, დაჭრილი ქურდი სწორედ ის ვოვა აღმოჩნდა, რომელიც ცუნვაძუს მეზობელმა გიორგიმ დაასახელა. თუმცა, ამას სამართალდამცველები მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ, როცა დაჭრილი გონს მოვიდა და პირველი ჩვენება მისცა. ამიტომ, საჩქაროდ საქმე გამომძიებელ შველიძეს გადააბარეს. შველიძემ დაჰკითხა ვოვა და მოულოდნელად, ფრიად საგულისხმო ინფორმაცია მიიღო - ვოვამ თავდამსხმელის ვინაობა გაამხილა: მისი თქმით, ქურდები სოჭიდან ჩამოსულმა ჩინელმა ქალბატონმა, ვინმე ნასტიამ დახოცა.
“კარგად ვიცი, რომ დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ და არ მინდა, მკვლელის ვინაობა და ჩვენი საიდუმლო საფლავში ჩავიტანო... თქვენ რომც ვერ იპოვოთ, ქურდები მაინც გაუსწორდებიან იმ ქალს”... - უთხრა ვოვამ გამომძიებელ შველიძეს. მართლაც, ექიმები ქურდის გადარჩენის ვერავითარ შანსს ვერ იძლეოდნენ. ვოვამ გამომძიებელს ცუნვაძუს საქმის ყველა საიდუმლოებით მოცული დეტალი უამბო და იმ საღამოს, მიუხედავად ექიმების დიდი მონდომებისა, გარდაიცვალა. შველიძემ კი მისი მონათხრობის შესახებ მაშინვე შეადგინა სათანადო პატაკი.

როგორც გამოირკვა, დიმიტრი ცუნვაძუ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ეძებდა ცნობილი რუსი თეთრგვარდიელი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ გადამალულ განძს. დედამისი - ანია ნიკიტსკაია დენიკინის ადიუტანტის შვილი იყო და სწორედ მას ჰქონდა რუკა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი გადამალული განძის ადგილსამყოფელი. დედის გადასახლების შემდგომ, რუკა დიმიტრის ჩაუვარდა ხელში და სწორედ მაშინ გადაწყვიტა განძის მოძებნა, მაგრამ რუკა ძველსლავური საიდუმლო ანბანით იყო შედგენილი და მისი ამოხსნის მიზნით, ცუნვაძუმ მოსკოვში მოინახულა თავისი ბავშვობის მეგობარი - მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტი ლევ საველიევი.
საველიევი განათლებით ისტორიკოსი იყო, კარგად ერკვეოდა სლავურ ანბანებშიც და ცუნვაძუს დახ-მარებაზე დათანხმდა. მას ძველი რუკის წაკითხვა არ გასჭირვებია და ამოიკითხა, რომ განძი დამალუ-ლი უნდა ყოფილიყო გაგრასთან ახლოს, ზღვაში ჩაძირულ პატარა მეჩეჩთან. ის და ცუნვაძუ სასწრაფოდ ჩამოვიდნენ გაგრაში, განძსაც მიაგნეს და ამოთხარეს კიდეც - განძეულობა მოთავსებული იყო მოზრდილ, უჟანგავი ფოლადის სკივრში, რომელიც ზღვის ფსკერზე, მეჩეჩთან იყო ჩამარხული. იქ საკმაო რაოდენობის ოქროს ზოდები აღმოჩნდა და მეგობრებმა ყველაფერი სოჭში, ერთ პატარა სასტუმროში საიდუმლოდ გადაზიდეს და გაყოფამდე, საიმედო ადგილას დააბინავეს.
დიმიტრი ცუნვაძუს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ლევ საველიევისთვის წილი არ მიეცა და მოეშორებინა თავიდან. ამიტომ მოკლა იგი, თუმცა მიმალვა ვეღარ მოასწრო და მილიციამ აიყვანა. ცუნვაძუს ყველა იცნობდა, როგორც აზარტულ მოთამაშეს, ამიტომაც გამოძიებამ ადვილად დაიჯერა დანაშაულის ჩადენის მისეული საბაბი - საველიევმა “თავანი” არ ჩამაბარა, “ჩაშვებითაც” დამემუქრა და მოვკალიო.

ცუნვაძუ განზრახ მკვლელობისთვის მაგადანში გაამწესეს. მან იქ ხუთიოდე წელი დაჰყო. განძს კი, მანამდე მისივე თანამზრახველი, ქუთაისელი ქურდი ვოვა ინახავდა. მოგვიანებით ცუნვაძუმ დრო იხელთა და იმავე ვოვას დახმარებით, ზონიდან გამოიქცა. თან კი ერთი იაკუტი პატიმარი წაიყვანა. ისინი გზად მართლაც გადაეყარნენ მგლებს, მაგრამ ცუნვაძუმ გადარჩენა იმით მოახერხა, რომ მაღალ ხეზე აძვრა, თანამგზავრს კი ხელი ჰკრა და ძირს, მგლებს ჩაუგდო. მეორე დილით, როდესაც მგლები იქაურობას გაშორდნენ, ცუნვაძუმ გზა მარტომ განაგრძო, ერთ ჩუქჩურ სოფლამდე მიაღწია და იქ მეირმეების არტელის თავმჯდომარეს არაოფიციალურ მოჯამაგირედ დაუდგა.
ზონიდან გამოქცეულმა ცუნვაძუმ, მოიკეთა თუ არა, მასპინძელი გაძარცვა და იმ ფულით ჯერ ირ-კუტსკში ჩააღწია, მერე იქიდან ვოვას დაუკავშირდა და თბილისშიც ჩამოფრინდა, სადაც თანამზრახველებმა ახალი პასპორტი და ბინა დაახვედრეს. აქედან თურქეთში უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ სანამ საზღვარზე გადამყვანს მოძებნიდნენ, “არტურ სოროკინს” თბილისში ცხოვრებამ მოუწია და სწორედ აქ გაიცნო ჩინური წარმოშობის ახალგაზრდა გოგონა - ნასტია იუ ფა. ნასტია იმდენად დაუახლოვდა მას, რომ ცუნვაძუმ ბინის გასაღებიც კი დაუთმო.

ამის შემდეგ, ცუნვაძუ მრგვალ ბაღში მოკლეს და გამომძიებელ შველიძეს ვოვამ ვერ უთხრა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მკვლელი, თუმცა ეჭვი ნასტიაზე მიიტანა, რადგან ცუნვაძუს თანამზრახველები სწორედ ნასტიამ დახოცა: “დიმაც მაგისი მოკლული უნდა იყოს, მაგრამ ვინ არის, არ ვიცი... არც თქვენიანი უნდა იყოს, მაგაში დარწმუნებული ვარ”, - უთხრა ვოვამ შველიძეს.
“დენიკინის განძის საქმემ” ზემდგომი ორგანოების ყურადღებაც მიიპყრო. შველიძე სასწრაფოდ დაიბარეს მოსკოვში, ლუბიანკაზე და აიძულეს, საქმე კა-გე-ბეს მკაცრი კონტროლით მიეყვანა ბოლომდე. სწორედ კა-გე-ბეს მესვეურებმა გაარკვიეს ნასტია იუ ფას ნამდვილი ვინაობაც - ის მოსკოვში მცხოვრები ჩინელი დიპლომატის ნათესავი აღმოჩნდა, ნამდვილი სახელით - ლი იუნ კამი. უშიშროებამ ისიც გაარკვია, რომ გოგონა ლევ საველიევის შეყვარებული იყო და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ.

რაღა თქმა უნდა, სწრაფად დაიწყო სამძებრო ოპერაცია, მაგრამ გაირკვა, რომ ლი იუნ კამი უკვე ჩინეთში იმყოფებოდა. მასთან ერთად გაქრა ცუნვაძუს ბინის სეიფიდან წაღებული დენიკინის განძეულობაც. ლი იუნ კამს ქურდული სამყაროც ეძებდა, მაგრამ მილიარდიან ჩინეთში ის ვერავინ იპოვა. ამდენად, ძალოვნები იძულებულნი გახდნენ, საქმე დაეხურათ, ქურდებმა კი ძებნა შეწყვიტეს. ამ ყველაფერს გამომძიებელი შველიძე შეეწირა - მან ციმბირში 10 წელიწადი გაატარა.

“ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ლი იუნ კამი შურისძიების მიზნით დაუახლოვდა ცუნ-ვაძუს, მრგვალ ბაღში ზურგიდან სპიცის ჩარტყმით მოკლა ის, მერე კი განძი გაიტანა ბინიდან. ამის შემდეგ, წყნეთში "სხოდკაზე" ეწვია განძეულობის საქმეში ჩარეულ ქურდებს და სიცოცხლეს გამოასალმა ისინი. მერე, თავისი ნათესავის ხელშეწყობით ისარგებლა და დიპლომატიური პასპორტით დაბრუნდა ჩინეთში. თან კი განძიც გაიტანა", _ წერია "დენიკინის განძეულის საქმის" ბოლო გვერდზე.

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2013 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
17.10.2015
საინტერესო სტატიაა, მაგრამ რამდენჯერ უნდა დაწეროთ.
უცნობი
16.10.2015
Amis damtsers qartul enas vin astsavlida skolashi?
??????????
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი