სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"
font-large font-small
სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"
"...ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო..." - ლევან გოთუა. ვორკუტა, 1951 წელი.

თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელიწადი შორეულ ჩრდილოეთში, "მავთულსიქითა" სამყაროში გაატარა. "განცვიფრებას იწვევს, როგორ გაუძლო მან საკონცენტრა-ციო ბანაკებში გამეფებულ არაადამიანურ პირობებს და მაინც ბოლომდე დარჩა სულიერად სპეტაკ ადამიანად. ან როგორ შეძლო "სიკვდილმისჯილთა საკანში" მრავალგზის ჩაბორკილმა, ასეთი ამაღლებული მემკვიდრეობის შექმნა, რომელმაც ხალხის ჭეშმარიტი სიყვარული მოუპო-ვა", - ამბობს სპელეოლოგი და ჟურნალისტი, ბატონი ჯუმბერ ჯიშკარიანი, რომელსაც, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მწერალსა და მთამსვლელ ლევან გოთუასთან 13-წლიანი მე-გობრობა აკავშირებდა.
მომავალი ოთხშაბათიდან "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად XX საუკუნის ერთ-ერთი საუკე-თესო შემოქმედისა და საქართველოს მოჭირნახულე, ფათერაკიანი სვე-ბედის კაცის, ლევან გოთუას 7-ტომეულის პირველ ტომს წარმოგიდგენთ. ჩვენს გამოცემაში შევიტანეთ მისი რომანები - "გმირთა ვარამი" და "მითრიდატე" (ეს უკანასკნელი წლებია, არ გამოცემულა), და კიდევ, ბატონი ლევანის წერილი საიდუმლოებით მოცული ხვამლის მთის შესახებ: ლეგენდურ ქართველ მთამსვლელებთან - და-ძმა ჯაფარიძეებთან და რამდენიმე ცნობილ მოღვაწესთან ერთად, 1940-იანი წლების ხვამლის ექსპედიციის უშუალო მონაწილის, ლევან გოთუას მონათხრობი წიგნად პირველად სწორედ "ჩემს რჩეულში" გამოიცემა.
1920-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მიმოწერისთვის თუ ფაშისტური ორგანიზაციის შექმნისთვის, სამშობლოს ღალატის, პროპაგანდის და აგიტაციის გზით საბჭოთა კავშირის დამხობის მცდელობის მუხლით.

ლევან გოთუას ბარათებიდან:
"...ისევ შორეული მხარე და მარტოობა, თითქოს განგებას შემოწერილი მაქვს. რა ვქნა, რა გზას და-ვადგე, ვერაფერი ვერ შევძელი, რაც არის, არის..."
"ჩემდა საბედნიეროდ, მოსკოვმა ჩემს მიმართ ადამიანობა გამოიჩინა - დახვრეტა შემიცვალა და ათი წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით, როგორც გამოუსწორებელ, მძლავრ პოლიტიკურ მოღვაწეს..."
"ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყ-ვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარე-მოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!"
სოლოვკების, ნარიმის, ბიისკის ბანაკების შემდეგ ლევან გოთუა ვორკუტაში აღმოჩნდა - საკონცენ-ტრაციო ბანაკში, რომელსაც მწერალი ნადირებით სავსე ბუნაგს უწოდებს. იმ "ბუნაგში" მეფობდა არაადამიანური პირველყოფილი ყოველგვარი სიდუხჭირე, წამება და წვალება, მორალური თუ ფიზი-კური განადგურება. იქ პატიმრები ყოველგვარ უფლებას მოკლებული მონები იყვნენ: "ვერც კი წარმომიდგენია, საიდან მოდის ეს სისასტიკე და გესლი. მე მიკვირს, კაცს, რომელმაც რა არ გადავიტანე".

სწორედ იმ შორეულ ჩრდილოეთში, იმ სისასტიკეში - ვორკუტის უმკაცრესი რეჟიმის საკონცენტრა-ციო ბანაკში იწერებოდა ლევან გოთუას "გმირთა ვარამიც". მწერლის "ვორკუტლაგერელი" ქართველი მეგობარი, ბატონი რეზო ტყავაძე იხსენებდა: "პოლიტპატიმრებს ზურგზე, მარცხენა მკლავზე და მარჯვენა ბარძაყზე ჩვენი კუთვნილი ნომრები გვქონდა დაკერებული. საღამოს ათ საათზე, როდესაც საღამოს ცვლის ბრიგადები სამუშაოდან ბრუნდებოდნენ და ღამის ცვლა სამუშაოდ გადიოდა, ბარაკებ-ში ყოველდღიური "გადათვლა" ტარდებოდა. შემდეგ ბარაკები დილის ექვს საათამდე მჭიდროდ ჩაიკე-ტებოდა. ბარაკის ფანჯრები გისოსებით იყო "გამაგრებული". ასეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო ბატონ ლევანს სამუშაო პირობები ჰქონოდა და მაინც, გამოინახა საშუალება: ბატონმა ლევანმა ელექ-ტრიკოსის პროფესია "შეიძინა". იგი ყოველდღე გადიოდა სამუშაოდ მაღაროში, მეორე ჰორიზონტის მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო სადგურში, რომლის კარებზეც მიამაგრა ფირფიტა წარწერით - "სასიკვდილოა!" აბა, რომელი ზედამხედველი გაბედავდა იქ შესვლას! ბატონი ლევანი თავაუღებლად მუშაობდა, ტრანსფორმატორის კედლის გვერდით ამოთხრილ ორმოში ჩაწოლილი, სანთლის შუქზე... ასე იწერებოდა ქართული პროზის ერთ-ერთი მშვენება - "გმირთა ვარამი". რაც შეეხება ხელნაწერის თბილისში გადმოგზავნას, ამ საქმეში დიდი წვლილი შეჰქონდა ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს - ერთ-ერთი მაღაროთა სამმართველოს მთავარ ინჟინერს; იმ დროს ვორკუტაში მცხოვრებ ინჟინერს, ბატონ კოლია კალაძეს; ომის დროს ვორკუტაში გასახლებულ გერმანელებს და ბევრ სხვა მადლიან ადამიანს".

ჯუმბერ ჯიშკარიანი:
- თუ როგორ მოიხადა ბატონმა ლევანმა თავისი მწერლური და მოქალაქეობრივი ვალი სამშობ-ლოს წინაშე, დღეს საყოველთაოდ ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა უკეთ დააფასებს ერისთვის თავგანწირული მამულიშვილის ღვაწლს... მწერლის ყოველი წერილი თავისებურად საინტე-რესოა, რადგან თითოეულ მათგანში მისი ტკივილიანი ბედ-იღბლის გარკვეული მონაკვეთი, ეპოქის სუნთქვა და უმკაცრესი სინამდვილეა აღწერილი. განსაკუთრებით სულისშემძვრელია მწერლის ერთ-ერთი უკანასკნელი ბარათი. ესაა წერილი-აღსარება. უფრო სწორად, ეს გახლავთ მწერლის ბიოგრაფია, რომელშიც დაუფარავადაა გაშიშვლებული იმ ავბედითი წლების მთელი მანკიერებანი და მწერლის თავს დატეხილი მრავალი განსაცდელი. წერილი 1955 წლის 28 ივლისითაა დათარიღებული. "...ჩემო კარგებო! ჩემი ვადა დამთავრდა 12. VII, დღეს კი ისევ გამომიცხადეს ბანაკის დატოვება და კომენდა-ტურასთან შეთანხმებით თავისუფალ გადასახლებაში გადასვლა. ესეც ისევ ჩემი ბედის უკუღმა ტრია-ლია. მე, რა თქმა უნდა, განთავისუფლებაზე უარი განვაცხადე; ისევ დავწერე განცხადება, რომ სანამ მოსკოვიდან ჩემ შესახებ პასუხი არ მოვა, ჩათვლები უკან წაიღეთ და მე აქ დამტოვეთ-მეთქი..." ბანაკის ჯოჯოხეთური რეჟიმისგან განაწამები ხალხი ცდილობდა, როგორმე ციხიდან გაეღწია, ის კი კვლავ ბანაკში დარჩა და ნებაყოფლობითი პატიმრობა განაგრძო, რადგან ბატონი ლევანისთვის თავისუფლებას, საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა... "პატიმრები, ზედამხედველები და უფროსები გაკვირვებულები არიან და შეწუხებულები შემომცქერიან, ჩემს ჯიუტობას ჭკუაზე შეშლას აბრალებენ. "ლევანი ისე მიაჩვიეს ამ ცხოვრებას, რომ თავისუფლად უკვე ვეღარ იცოცხლებსო," - ირონიით ამბობენ ისინი. ჩემს ტრაგიკომედიას დასცინიან. ასეთი რამ ბანაკის პირობებში არ მომხდარაო... ჩრდილოელი ქართველები შეწუხებულები და აღშფოთებულები მეხვეწებოდნენ და მარწმუნებდნენ, - ლევან, ქალაქში მაინც სხვაა, ზედამხედველების, ძაღლების, ნომრის, იძულებითი შრომის, დამცირებისა და დაცინვის გარეშე იქნები ჩვენთან ერთად. ჩვენ დაგეხმარებით ყოველმხრივ, უფრო მეტს დაწერ და შენს მწერლობას გააღრმავებო. მე გავჯიუტდი. ეს ხომ ჩემი სამუ-დამოდ საქართველოს, თბილისის და თქვენ გარეშე არსებობა იქნება და არა ცხოვრება, რომელიც ვგრძნობ, თანდათან იფერფლება... მე ახლა ხანდაზმული ვარ, 50 წლისა. გადატანილი ჭირ-ვარამით მთელ ჩემ ცხოვრებაზე, ბევრად ასაკოვანი და ხანდაზმული. ახლა კი ჩემს თავზე ექსპერიმენტებს ვე-ღარ ავიტან. მე მარტო ჩემი სამშობლო მინდა, რომ იქ მერგოს სასუფეველი..." ნებაყოფლობითი პა-ტიმრობის ორმოცდამეექვსე დღეც მიიწურა. ბატონ ლევანს სხვებმაც მიჰბაძეს. პატიმრობის ვადადამ-თავრებულებმა თავისუფალ გადასახლებაში წასვლაზე უარი განაცხადეს და ბანაკში დარჩნენ. მოსკოვი-დან კი პატიმართა მოთხოვნაზე პასუხი იგვიანებდა. ან როგორღა მოვიდოდა? თურმე ბანაკის ადმინის-ტრაცია მოსკოვში გასაგზავნ წერილებს (საჩივრებს) კი არ გზავნიდა, უბრალოდ, ადგილზე აგროვებდა. პატიმრები გათამამდნენ. მალე სამუშაოზე გასვლაც შეწყვიტეს და გაფიცვა გამოაცხადეს. "გაფიცვა სა-ყოველთაო გახდა... გაფიცვას სათავეში ჩაუდგა ჩვენი მეგობარი იგორ დობროშტანი. როგორც ყოველ-თვის, ქართველები ისევ მოწინავე ხაზზე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ეს გაფიცვა უსათუოდ თავისუფლებას მოგვიტანს, თუ სადმე დარჩა სამართალი. თითქოს წინათგრძნობაც ამას მეუბნება..." ახდა ბატონი ლევანის წინათგრძნობა: 1955 წლის აგვისტოში ჯოჯოხეთგამოვლილი ადამიანი, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა. ამჯერად უკვე სამუდამოდ. დაიწყო მჩქეფარე შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. "გმირთა ვარამს" არნახული წარმატება ჰქონდა... ზედიზედ ბეჭდავს რომანებს, ნოველებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პუბლიცისტურ წერილებს, მოგზაურობს საქართველოს მთასა და ბარში, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მხოლოდ 17 წელიწადს დასცალდა. ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს, 67 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია არმაზში, თავისი აგარაკის ეზოში.

ირმა ხარშილაძე
"გზა", 2013 წელი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
01.04.2015
თამარს. კი ნაწილობრივ გადაიღეს, არის ასეთი ფილმი წიგნი ფიცისა, სადაც ძირითადად გმირთა ვარამის ეპიზოდებია გამოყენებული.
ვარამი
27.03.2015
რამდენი ჭეშმარიტი მამულიშვილი და საქართველოსათვის გულანთებული პატრიოტი გაუზარდა სამეგრელომ სამშობლოს, მაინც არ ვუყვარვართ...რატო? რას გვერჩიან ვერ გამიგია, ისეთმა ადამიანმა (ღრმა კახეღში) მითხრა, ნება რომ მოცენ ერთ მეგრელს არ დავტოვებდიო ცოცხალსო, რომელიც სამეგრელოში ნამყოფიც არ იყო და საერთოდ არ იცნობდა არცერთ მეგრელს. გულდასაწყვეტია.
რუსუდანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი