ელაშვილების ოჯახში მომხდარი საშინელი ტრაგედია
font-large font-small
ელაშვილების ოჯახში მომხდარი საშინელი ტრაგედია
"ერთ ღამეში 17 ადამიანი ამოხოცეს"

პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, - ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო...

დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა... ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...
ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:

GzaPress

ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.  

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.
ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ "აბარტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.
ერთ კვირადღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.
- სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? - უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, - ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.
დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.
ელაშვილების სახლი უზარმაზარი ვენახის შუაში მდგარა. ახლოს მეზობელი არ ჰყოლია. 3 ძმა და ერთ-ერთის ვაჟიშვილი მინდორში ცხვარ-ძროხასა და ღორებს მწყემსავდნენ. დანარჩენები შინ იყვნენ.

20 დეკემბრის ცივი და ქარიანი ამინდი იდგა, რაც თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობა გახლდათ, რადგან ადამიანები სახლებში იყვნენ შეყუჟული და ხმაურს ვერავინ გაიგონებდა. თავდამსხმელები მეტყავიანთ სახლის ახლოს, დიდი კაკლის ძირში შეჩერდნენ და მხნეობისთვის რამდენიმე ჭიქა არაყი გადაკრეს. კარგა ხნის დაბნელებული იყო და მათი ყველა ქმედება გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ დროს ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:
- მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ "ბოლშევიკები" მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.



ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს.
ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.
ამასობაში თავდამსხმელებიც მოვიდნენ და ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, ერთ ოთახში მოამწყვდიეს.
ყაჩაღებმა პირველ რიგში ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ქალებს სამკაულები მოახსნევინეს და ფულის ძებნა დაიწყეს. ალბათ იფიქრეს, რომ ტომრით მოტანილ ფულს ბალიშებში გადამალავდნენ და მათ დაჭრა-დახევას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ დროს, ოჯახის უფროსმა დიასალისმა, მართა ბებიამ (ტიტას ცოლი) საუბედუროდ მძარცველთა შორის ნათლიის ძმა ამოიცნო და დაანამუსა, - რატომ არა გრცხვენია, ჩვენი ნათლიის ძმა არა ხარ? რატომ გვძარცვავო?
პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, - ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო.

არყით შეზარხოშებულ კავალერისტებს ბრძანების გამეორება არ დასჭირვებიათ. ხმლებითა და კარაბინებით დაერივნენ უიარაღო ადამიანებს და უმოწყალოდ დაუწყეს ჩეხა. არ არჩევდნენ დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს.
როცა მომხდურებმა იფიქრეს, რომ ცოცხალი აღარავინ დარჩა, ფულის ძებნას თავი დაანებეს და სასწრაფოდ გაქუსლეს. ასე გადარჩა გატაცებას ერთი ტომარა ფული, რომელიც იქვე, ბუხართან იდო (სხვა ვერსიით - განჯინაში).

დილით ჯუგაანში საშინელი ამბავი გავრცელდა მეტყავიანთ ამოხოცილი ოჯახის შესახებ. მთელი სოფელი მიაწყდა მათ სახლს. ვინც შიგნით შეღწევა მოახერხა, შეძრწუნებული გამოდიოდა. სახლის ორივე სართულზე, ოთახებში სისხლის გუბეები იდგა და იატაკზე მიმოყრილი იყო ტყვიით დახოცილთა და ხმლებით აჩეხილთა გვამები. იმ ღამით 17 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
დახოცილთა შორის იყვნენ: ძმები - სოსია და ნიკო, ბებია მართა, სოსიას მეუღლე - ოლღა, ანდრეას მეუღლე - ანა, შაქროს მეუღლე - მანანა, მიხაკოს მეუღლე - ოლღა, მისი 2 ქალიშვილი და ვაჟიშვილი, ნიკოს 2 ვაჟიშვილი და ახალგათხოვილი ქალიშვილი, ძუძუთა ბავშვით.

ამ არადაამიანურ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა სოსიას ვაჟიშვილი - გოგია, რომელიც ბუხარში დაიმალა; 6 თვის თამარი, რომელიც აკვანში იწვა; აკვანი გადაბრუნებულიყო და მომხდურებს შეუმჩნეველი დარჩათ; ანდრიას გოგონა - ელო და მეტყავიანთ ოჯახში აღსაზრდელად აყვანილი ობოლი ელენე, რომლებიც ანდრიას მეუღლემ, ანამ კაბის კალთის ქვეშ დამალა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. თუმცა, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ. ასევე ცოცხალი გადარჩა თვითონ ტიტა, რომელიც იმ დროს უკვე ღრმად მოხუცი იყო, უსინათლო გახლდათ და არც სიარული შეეძლო. ის ქვედა სართულზე იწვა და არც გაუგონია, მის ოჯახში რა ხდებოდა.
28-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ 11 დარჩა ცოცხალი. ისინიც იმიტომ, რომ ამ დროს შინ არ იყვნენ.
GzaPress
ერთ-ერთი ჩემი რესპონდენტის, ბატონი ჯენერის მამა, 10 წლის ბესო გახლდათ.
ჯუგაანში დატრიალებული უბედურება მაშინვე მოედო სიღნაღის მაზრას. ადგილზე მაშინვე მივიდა ახალშექმნილი სახალხო მილიციის უფროსი, სიკო ზურაშვილი. ის ყოფილი კავალერისტი იყო და დახოცილთა გვამებზე მიყენებული ჭრილობების მიხედვით იოლად მიხვდა, რომ ეს საშინელება კავალერისტების ჩადენილი იყო. ზურიაშვილმა მალე მიაგნო დამნაშავეთა კვალს და მიხვდა, რომ ეს კვალი წითელწყაროში (ახლანდელი დედოფლისწყარო) დაბანაკებული მე-11 არმიის ჯარისკაცებისკენ მიდიოდა.
საქმე ის გახლდათ, რომ მეტყავიანთ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება თავიდანვე დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. როგორც კი სიკო ზურიაშვილმა გაამხილა, რომ ეჭვი მე-11 არმიის მებრძოლებზე ჰქონდა, მაშინვე აუკრძალეს ეჭვმიტანილთა დაკავება და დაკითხვა. გაფრთხილებაც მიიღო - თუ წითელარმიელებზე ცილისწამებას თავს არ დაანებებდა, მისი საქმე ცუდად წავიდოდა. ამის გამო, ზურიაშვილი იძულებული იყო, გამოძიება ჩუმად ეწარმოებინა.

ერთ დღეს, სიკო რამდენიმე მილიციელთან ერთად წითელწყაროში წავიდა. სამოქალაქო ფორმაში გადაცმულები იმ რესტორანში შევიდნენ, სადაც წითელარმიელები იკრიბებოდნენ ხოლმე. რამდენიმე კავალერისტი მაგიდას მისჯდომოდა და ლაპარაკობდა. სიკო და მისი თანმხლებნი კი გვერდითა მაგიდას მიუსხდნენ და ყური მიუგდეს.
ეჭვმიტანილებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხო ადამიანები და მაგიდასთან მიიწვიეს, რომ მათი ვინაობა გაეგოთ, მაგრამ სიკომ და მისმა თანამესუფრეებმა ქართულად უპასუხეს, - რუსული არ ვიცით და რას გვეუბნებით, ვერ გაგვიგიაო.
კავალერისტები დამშვიდდნენ და თამამად ალაპარაკდნენ. ერთმა თქვა, - ტყუილად ამოვხოცეთ იმდენი ადამიანი, ფული ვერ წამოვიღეთო.
ზურიაშვილისთვის ეს საკმარისი მტკიცებულება იყო. ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, იქვე დააპატიმრა კავალერისტები და სასწრაფოდ სიღნაღში წამოიყვანა.

როცა სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების დაპატიმრების შესახებ გაიგეს, ყველაფერი უკვე გვიანი იყო. დამნაშავეებს ჩადენილი დანაშაული ნაღიარები ჰქონდათ და დანარჩენი მონაწილეების გვარებიც - დასახელებული.
სიკო ზურიაშვილი თვითნებობისთვის დასაჯეს - ორგანოდან დაითხოვეს და კარგა ხანს უმუშევრად დატოვეს. უფრო მკაცრი სასჯელი ვერ გამოუტანეს, რადგან ბოროტმოქმედებაში მხილებული კავალერისტების საქმე დამთავრებული იყო.
თუმცა, საბჭოთა სასამართლო დამნაშავეთა დასჯას აჭიანურებდა და გახსნილი საქმე კიდევ დიდხანს იდო უმაღლეს სასამართლოში.
როცა მეტყავიანთ ოჯახში ცოცხლად დარჩენილ ძმებს მოთმინების ფიალა აევსოთ, თბილისში ჩავიდნენ და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიაკითხეს.
ერთ-ერთმა მას მაგიდაზე დაღუპულ ოჯახის წევრთა კუბოების ფოტოსურათი და კავალერისტის მიერ, ძმისთვის მოჩეხილი მტევანი დაუდო, რომელიც შენახული ჰქონია და ქიზიყური პირდაპირობით შეეკითხა: - თქვე გამჩენძაღლებო, ამის გამკეთებლებს ხელს რატომ აფარებთო?
სასამართლოს თავმჯდომარემ მიხაკოს პირდაპირობა ჯერ შეურაცხყოფად მიიღო და გაიფიქრა, - ჭკუას ვასწავლი ამ გაუთლელ ქიზიყელებსო, მაგრამ ამდენი გარდაცვლილის ჭირისუფალს ვეღარაფერი გაუბედა და დაჰპირდა, - დამნაშავეებს მალე დავსჯითო.

მეტყავიანთ ოჯახის მხეცური ხოცვა-ჟლეტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2 წლის შემდეგ, სიღნაღში შედგა და 3 დღეს გრძელდებოდა. უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის განაჩენით, დახვრეტა მიესაჯა პეჩინსკის და ექვს წითელარმიელს. მჭედლიშვილს (ვინც "ნაკოლი" მისცა კავალერისტებს) და დოლაშვილს (ყაჩაღების მიერ გაგზავნილი კაცი, რომელმაც იარაღი გადაამალვინა) 10-10 წლით პატიმრობა აკმარეს. სამი წითელარმიელი კი მეთაურთა დახმარებით რუსეთში გაიქცა და სასჯელს თავი აარიდა.
სიკვდილმისჯილები 2 დღის შემდეგ, სიღნაღის გალავანთან, სახალხოდ დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტას მეტყავიანთ ოჯახის წევრები და ჯუგაანის მცხოვრებნი ესწრებოდნენ.

პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, - ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
19.05.2017
რუსები რა შუაშია ვერ გავიგე? რუსებმა რა იცოდნენ მეტყავიაანთ ფულის ამბავი, ამ არაკაცს რომ არ წაეყვანა არმიელები საყაჩაღოდ!!?
ივანე
18.05.2017
ქართველს ქართველზე დიდი მტერი არასდროს არ ჰყოლია,არაკაცობას სხვას ნუ აბრალებთ, ეს არის მწარე სიმართლე.
ჯემალ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი