ენ­დ­რიუ ლო­იდ-ვე­ბე­რის ფე­რა­დი სიზ­მ­რე­ბი
font-large font-small
ენ­დ­რიუ ლო­იდ-ვე­ბე­რის ფე­რა­დი სიზ­მ­რე­ბი

სა­კულ­ტო მი­უ­ზიკ­ლი­სა და ცნო­ბი­ლი რო­კო­პე­რის - "ი­ე­სო ქრის­ტე-სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" ავ­ტო­რი, ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის ერთ-ერ­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი
, კლა­სი­კი­სა და რო­კის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი - ენ­დ­რიუ ლო­იდ-ვე­ბე­რი კვლა­ვაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის წყურ­ვი­ლი­თაა შეპყ­რო­ბი­ლი.


1948 წლის 22 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი შე­იძ­ლე­ბო­და, ის­ტო­რი­კო­სი გამ­ხ­და­რი­ყო. ბავ­შ­ვო­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ინ­ს­პექ­ტო­რო­ბა­ზე ფიქ­რობ­და. 1956 წელს ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რის სკო­ლა­ში შე­ვი­და, სა­დაც მე­დი­ე­ვის­ტი­კით (ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შუა სა­უკ­უ­ნე­ე­ბის და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ის­ტო­რი­ას სწავ­ლობს) იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 1965 წელს, რო­ცა ოქ­ს­ფორ­დის სტი­პენ­დია მი­ი­ღო, არ­ჩე­ვა­ნი უყოყ­მა­ნოდ, ის­ტო­რი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ა­ჩე­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ტო­რი­ის მი­მართ პი­რა­დი მის­წ­რა­ფე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში შეძ­ლო: უკ­ვე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი კა­რი­ე­რის მქო­ნე კომ­პო­ზი­ტორ­მა ჰემ­ფ­ში­რის გა­რე­უ­ბან­ში მა­მუ­ლი - შყდმონ­ტონ ჩო­ურტ შე­ი­ძი­ნა, სა­დაც არა მხო­ლოდ XVI სა­უ­კუ­ნის რამ­დე­ნი­მე ნა­გე­ბო­ბა, არა­მედ ნამ­დ­ვი­ლი სა­სახ­ლე­ცაა აღ­მარ­თუ­ლი. სწო­რედ იქ ეწყო­ბა ხოლ­მე ამ­ჟა­მად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც უმე­ტე­სად, ამ მა­მუ­ლის მფლო­ბე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სრულ­დე­ბა.

მი­სი მუ­სი­კის ის­ტო­რია
მარ­თა­ლია, ენ­დ­რიუ თით­ქოს სა­კუ­თა­რი საყ­მაწ­ვი­ლო ოც­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ იქ­ცა კომ­პო­ზი­ტო­რად, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მი­სი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გაგ­რ­ძელ­და: ვე­ბერ­თა სახ­ლი მუ­დამ მუ­სი­კით იყო სავ­სე. მა­მა ორ­გა­ნის­ტი გახ­ლ­დათ და ლონ­დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, დე­და - ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლა­სის პე­და­გო­გი, უმ­ც­რო­სი ძმა - ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტი იყო. საკ­ვირ­ვე­ლი არც არის, რომ ენ­დ­რი­უს ბავ­შ­ვო­ბი­დან ემარ­ჯ­ვე­ბო­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვ­რა. 9 წლის ასაკ­ში კი 6-ნა­წი­ლი­ა­ნი სი­უ­ი­ტა და­წე­რა.
სტუ­დენ­ტ ლო­იდ-ვე­ბე­რის­თ­ვის ის­ტო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ერთ სე­მეს­ტ­რ­ში დას­რულ­და. ის ოქ­ს­ფორ­დი­დან გა­იქ­ცა, რა­თა მი­უ­ზიკ­ლის - თჰე ლი­კეს ოფ უს ("ი­სე­თე­ბი, რო­გო­რიც ჩვენ ვართ") დად­გ­მა­ზე ემუ­შა­ვა. მი­უ­ზიკ­ლ­ში მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა ბრი­ტა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ფი­ლან­ტ­რო­პის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც ობოლ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­საფ­რებს მფარ­ვე­ლობს. სწო­რედ ამ მი­უ­ზიკ­ლის წყა­ლო­ბით (რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, არას­დ­როს დად­გ­მუ­ლა) და­ი­ბა­და ბრწყინ­ვა­ლე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტან­დე­მი: ენ­დ­რიუ ლო­იდ-ვე­ბე­რი-ტიმ რა­ი­სი (მუ­სი­კო­სი-პო­ე­ტი). მა­თი პირ­ვე­ლი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გახ­და მი­უ­ზიკ­ლი - "ი­ო­სე­ბი და მი­სი საკ­ვირ­ვე­ლი ფე­რა­დი სიზ­მ­რე­ბის მო­სას­ხა­მი" (1968 წ.; გა­ნახ­ლ­და 1972 წ.). უკ­ვე ამ ნა­მუ­შე­ვარ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ლო­იდ-ვე­ბე­რის მო­მა­ვა­ლი "სა­ფირ­მო ნი­შა­ნი" - სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის მუ­სი­კის ურ­თი­ერ­თ­შერ­წყ­მა: ფრან­გუ­ლი რეს­ტორ­ნუ­ლი შან­სო­ნით დაწყე­ბუ­ლი, აფ­რი­კულ-კა­რი­ბუ­ლი კა­ლიფ­სოს ჰან­გე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი; ქან­თ­რით და რო­კით დაწყე­ბუ­ლი - ჯა­ზუ­რი იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
სა­ნამ ენ­დ­რი­უს­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გე­ბო­და, ტი­მო­ტი მა­ილს ბინ­დონ რა­ი­სი იური­დი­ულ კან­ტო­რა­ში საქ­მი­ა­ნობ­და. ლექ­სე­ბი მხო­ლოდ ჰო­ბი რო­დი გახ­ლ­დათ - ეს მი­სი უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა იყო, ისე­ვე რო­გორც - რო­კი. ამი­ტო­მაც, რო­ცა ნაც­ნობ­მა შე­ატყო­ბი­ნა, რომ ახალ­გაზ­რ­და ლო­იდ-ვე­ბე­რი ტექ­ს­ტის ავ­ტორს ეძებ­და, ტიმ­მა ენ­დ­რი­უს მის­წე­რა და ისი­ნი მა­შინ­ვე შე­უდ­გ­ნენ მუ­შა­ო­ბას. მათ წინ მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბი ჰქონ­დათ, ასე­ვე - ჯილ­დო­ე­ბიც და... გან­შო­რე­ბაც (რო­გორც იტყ­ვი­ან - ხა­სი­ა­თით ვერ შე­ეწყ­ვ­ნენ).

მთა­ვა­რი ჰი­ტი
"ი­ე­სო ქრის­ტე-სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" (1971 წ.) და­ი­წე­რა ჟან­რ­ში, რო­მელ­შიც კლა­სი­კუ­რი ოპე­რა და რო­კი გა­ერ­თი­ან­და. მი­უ­ზიკ­ლი ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებ­ზე, სა­კულ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბად იქ­ცა (აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ას­ლი გა­ი­ყი­და) და რო­კო­პე­რებს შო­რის პირ­ვე­ლო­ბას დღემ­დე არც ერთს არ უთ­მობს. სწო­რედ ამ მი­უ­ზიკ­ლი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ლო­იდ-ვე­ბე­რი­სა და რა­ი­სის ცნო­ბილ ტრა­დი­ცი­ა­საც - ჯერ დის­კი ჩა­ე­წე­რათ და შემ­დეგ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ დად­გ­მა.
ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, ლო­იდ-ვე­ბერ­მა შექ­მ­ნა მი­უ­ზიკ­ლი "ჯივს" (ვუდ­ჰა­უ­სის რო­მა­ნე­ბის მი­ხედ­ვით). 1976 წელს ტან­დემ­მა ისევ ერ­თად იმუ­შა­ვა და გა­მო­უშ­ვა მი­უ­ზიკ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი დიქ­ტა­ტო­რის (ხუ­ან პე­რო­ნის) ცოლ­ზე, მსა­ხი­ობ ევა პე­რონ­ზე - "ე­ვი­ტა". კრი­ტი­კო­სებ­მა ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ა­ცამ­ტ­ვე­რეს. ლო­იდ-ვე­ბერს კი "სა­ცო­დავ მიმ­ბაძ­ვე­ლად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ: ბრალს სდებ­დ­ნენ იმა­ში, რომ უხე­შად გა­მო­ი­ყე­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი და მა­თი ელე­მენ­ტე­ბის კომ­პი­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. თუმ­ცა, "ვი­ღაც კრი­ტი­კო­სებს" არ შე­ეძ­ლოთ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მუ­სი­კის წე­რა სურ­და, მით უმე­ტეს - ალ­ბო­მი "ე­ვი­ტა" წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბო­და ბრი­ტა­ნეთ­ში, მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­გ­ვა­რი თავ­დას­ხ­მი­სა.
ენ­დ­რიუ გა­ნაგ­რ­ძობ­და წე­რას, ქმნი­და ნა­წარ­მო­ებ­თა ციკ­ლებს ვი­ო­ლონ­ჩე­ლოს­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­კუ­თა­რი ძმის - ჯუ­ლი­ა­ნის­თ­ვის.
მომ­დევ­ნო ჰი­ტად მი­უ­ზიკ­ლი "კა­ტე­ბი" (1981 წ.) იქ­ცა, რო­მე­ლიც თო­მას ელი­ო­ტის სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი წიგ­ნის მო­ტი­ვებ­ზე და­იდ­გა. ტიმ რა­ი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად იყო მიწ­ვე­უ­ლი, რა­თა და­ე­წე­რა ტექ­ს­ტი მსოფ­ლიო ჰი­ტად ქცე­უ­ლი სიმ­ღე­რის­თ­ვის - Mემორი. თუმ­ცა, სა­ფი­ნა­ლო დად­გ­მა­ში სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რის - ტრე­ვორ ნა­ნის ვერ­სია შე­ვი­და. იმ დრო­ის­თ­ვის, ტიმ­სა და ენ­დ­რი­უს შო­რის უკ­ვე უთან­ხ­მო­ე­ბა ჩა­მო­ვარ­და. Mემორი-ს ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. რა­ის­მა შვე­დურ ჯგუფ ABBA-სთან ერ­თად შექ­მ­ნა მი­უ­ზიკ­ლი - ჩჰესს ("ჭად­რა­კი"), ლო­იდ-ვე­ბერს კი რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რია გა­დახ­და თავს, რო­მელ­მაც ის მო­რიგ ჰი­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნა, უკ­ვე - რა­ი­სის გა­რე­შე.
შტრი­ხე­ბი პორ­ტ­რე­ტის­თ­ვის
ვე­ბე­რის მა­მა გუ­ლის შე­ტე­ვით, 68 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დე­და კი - 72 წლის. ენ­დ­რიუ იგო­ნებ­და, რომ დე­დის ერ­თა­დერ­თი მო­წო­დე­ბა მუ­სი­კა იყო. რო­ცა პირ­ვე­ლი დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ ("ი­ე­სო ქრის­ტე-სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" გა­მოს­ვ­ლა) დიდ­ძა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო, დე­დას­თან მი­ვი­და და მა­ცივ­რის ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზა. ქალ­მა უარი უთხ­რა - ის ძალ­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლ­დათ. რო­ცა სა­სიკ­ვ­დი­ლო დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ევ­თა­ნა­ზია მო­ითხო­ვა. თუმ­ცა, კი­დევ 5 წლის სი­ცოცხ­ლე დარ­ჩე­ნო­და (იმ ქვეყ­ნად 1993 წელს წა­ვი­და) და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებს ისევ ატა­რებ­და, რა­საც შემ­დ­გომ დი­დი მად­ლი­ე­რე­ბით იგო­ნებ­დ­ნენ მი­სი მო­წა­ფე­ე­ბი.
ლო­იდ-ვე­ბე­რი მძი­მე სენს (პროს­ტა­ტის კი­ბო) თვი­თო­ნაც ებ­რ­ძო­და 2000-იან წლებ­ში. ახ­ლა ის კვლავ ფორ­მა­შია და სავ­სეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბით.

მუ­სი­კის ან­გე­ლო­ზი

ერ­თ­მა მომ­ღე­რალ­მა "კა­ტე­ბის" მოს­მე­ნე­ბი­სას ენ­დ­რიუ ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მო­ა­ჯა­დო­ვა. მა­ლე მათ სიყ­ვა­რუ­ლიც ეწ­ვი­ათ. ქალს სა­რა ბრა­იტ­მა­ნი ერ­ქ­ვა. 1983 წელს სა­რა და ენ­დ­რიუ შე­უღ­ლ­დ­ნენ. მის გა­მო მა­ეს­ტ­რო პირ­ველ ცოლს - სა­რა-ჯე­ინ ჰა­გილს გა­ე­ყა­რა, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი ჰყავ­და.
1984 წელს სა­რა ბრა­იტ­მან­მა, პლა­სი­დო დო­მინ­გოს­თან ერ­თად, ლო­იდ-ვე­ბე­რის "რეკ­ვი­ე­მი" შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა მა­მის ხსოვ­ნას მი­უძღ­ვ­ნა. სწო­რედ სა­რა აღ­მოჩ­ნ­და ის მუ­ზა, რო­მელ­მაც კომ­პო­ზი­ტორს ახა­ლი მი­უ­ზიკ­ლის - "ო­პე­რის აჩ­რ­დი­ლის" და­წე­რა შთა­ა­გო­ნა. პრე­მი­ე­რა­ზე მთა­ვა­რი რო­ლი - კრის­ტინ და­ეს პარ­ტია შე­ას­რუ­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სი­უ­ჟე­ტი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ფრან­გი მწერ­ლის ლე­რუს რო­მან­ზე - "ო­პე­რის აჩ­რ­დი­ლი". ეს გახ­ლავთ მუ­სი­კის გე­ნი­ო­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­ხეს მა­ლავს და პა­რი­ზის ოპე­რის მი­წის­ქ­ვე­შეთ­ში ბი­ნად­რობს. "მოჩ­ვე­ნე­ბას" ერთ-ერ­თი მო­ცეკ­ვა­ვე შე­უყ­ვარ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ი­მი­სოდ, რა­თა გო­გო­ნა თე­ატ­რის პრი­მა­დო­ნად აქ­ცი­ოს. პრე­მი­ე­რა 1986 წელს, ლონ­დონ­ში, "ვესტ-ენ­დ­ში" შედ­გა, ხო­ლო 1988 წლი­დან, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ო­პე­რის აჩ­რ­დი­ლი" ბროდ­ვე­ი­ზე კვი­რა­ში 8-ჯერ ავ­სებ­და დარ­ბაზს. 30 წლის მან­ძილ­ზე მი­უ­ზიკლს 70-ზე მე­ტი ჯილ­დო მი­ე­ნი­ჭა.

სერ ენ­დ­რიუ
სა­კუ­თარ "მუ­სი­კის ან­გე­ლოზს", სა­რა ბრა­იტ­მანს ლო­იდ-ვე­ბე­რი 1990 წელს და­ემ­შ­ვი­დო­ბა. ის მად­ლენ გერ­დონ­ზე და­ქორ­წინ­და და გა­ნაცხა­და, რომ სურს, წერ­ტი­ლი და­უს­ვას მი­უ­ზიკ­ლე­ბის შეთხ­ზ­ვას. ახ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვი კი­ნო­ში უნ­და მო­სინ­ჯოს - მა­გა­ლი­თად, სპილ­ბერ­გ­თან ერ­თად გა­ა­კე­თოს "კა­ტე­ბის" კი­ნო­ვერ­სია.
თუმ­ცა, წე­რის­თ­ვის თა­ვი არ და­უ­ნე­ბე­ბია. 1993 წელს გა­მო­უშ­ვა მი­უ­ზიკ­ლი ბი­ლი უაილ­დე­რის ფილ­მის - "სან­სეტ-ბულ­ვა­რის" მი­ხედ­ვით; კი­ნო­ვერ­სი­ად იქ­ცა მი­სი მი­უ­ზიკ­ლი "ე­ვი­ტა" (რე­ჟი­სო­რი ალან პარ­კე­რი, მთა­ვარ რო­ლებ­ში - მა­დო­ნა და ან­ტო­ნიო ბან­დე­რა­სი).
ენ­დ­რიუ ლო­იდ-ვე­ბერ­მა მო­ი­პო­ვა სიმ­დიდ­რეც, სა­ხე­ლიც და ამა ქვეყ­ნის ძლი­ერ­თა აღი­ა­რე­ბაც. 1997 წელს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა ელი­სა­ბედ მე­ო­რემ რა­ინ­დის წო­დე­ბა უბო­ძა.
2000 წელს, მან ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერ­თი მსხვი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია - Stoll Moss შე­ი­ძი­ნა, რაც 85 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და­უჯ­და.


ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი