თაღ­ლი­თის მი­ერ გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აფე­რე­ბი
font-large font-small
თაღ­ლი­თის მი­ერ გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აფე­რე­ბი
ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც, ამ აფე­რის­ტე­ბის მი­ერ ერთ-ერთ ბან­კ­ში მოწყო­ბი­ლი
ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი "სპექ­ტაკ­ლი" იყო


ძნე­ლად თუ ვინ­მე წარ­მო­იდ­გენ­და, რომ XX სა­უ­კუ­ნის თაღ­ლი­თე­ბის მე­ფედ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი აფე­რის­ტი ჯო­ზეფ უეილი ცი­ხე­ში ან­და პო­ლი­ცი­ე­ლის ტყვი­ით კი არ და­ი­ღუ­პე­ბო­და, არა­მედ, ას წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში და­ლევ­და სულს.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ უეილს თაღ­ლი­თის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სხვა თვი­სე­ბაც - ფან­ტა­ზია, გამ­ძ­ლე­ო­ბა, გა­ბე­დუ­ლე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯის სწო­რად გათ­ვ­ლის უნა­რი იმ­დე­ნად კარ­გად ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­ა­შიც ისე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ერ­კ­ვე­ო­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მას სა­კუ­თარ ფულ­სა თუ სხვა ქო­ნე­ბას სრუ­ლი­ად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და ხში­რად სი­ხა­რუ­ლი­თაც კი უთ­მობ­დ­ნენ.
1875 წელს და­ბა­დე­ბულ­მა უეილ­მა ავან­ტი­უ­რის­ტი­სა და მატყუ­ა­რის თვი­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან ად­რე გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა. ჯო­ზე­ფი ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იყო, რომ ბეც (თა­ნაც - რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით) ფერ­მე­რებს ოქ­როს­ფ­რად შე­ღე­ბილ­ჩარ­ჩო­ი­ან სათ­ვა­ლე­ებს ოქ­რო­სად სრუ­ლი­ად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ასა­ღებ­და და რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ოც­ჯერ მეტ თან­ხა­საც სულ ღი­ღინ-ღი­ღი­ნით ახ­დე­ვი­ნებ­და. "ოქ­როს" სათ­ვა­ლე­ე­ბის შემ­დეგ მუც­ლის ჭი­ე­ბის "ჯა­დოს­ნუ­რი" წამ­ლის ჯე­რი დად­გა. ჯო­ზეფ­მა წა­მა­ლი თვი­თონ და­ამ­ზა­და და მი­სი დახ­მა­რე­ბით, მარ­თა­ლია, ჭი­ებს ვე­რაფ­რით, მაგ­რამ სურ­დოს კი რა­ტომ­ღაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უმ­კ­ლავ­და. "მცი­რე­ო­დე­ნი ცდო­მი­ლე­ბის" მი­უ­ხე­და­ვად, აფე­რის­ტი სა­კუ­თა­რი "გა­მო­გო­ნე­ბით" მა­ინც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა და მის გა­სა­ღე­ბა­საც თა­ვად­ვე შე­უდ­გა.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ჯა­დოს­ნუ­რი" წა­მა­ლი მშვე­ნივ­რად იყი­დე­ბო­და, უეილს მა­ინც მოს­ვე­ნე­ბა ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი, რად­გან თავ­ში გა­მუდ­მე­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სულ ახალ-ახალ გზებ­ზე ფიქ­რი უტ­რი­ა­ლებ­და. თა­ნაც, ფიქ­რი მხო­ლოდ ფიქ­რად არას­დ­როს რჩე­ბო­და და მა­ლე თაღ­ლით­მა ადა­მი­ა­ნე­ბის მოტყუ­ე­ბის იმ­დენ გზა­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას მი­აგ­ნო თუ თა­ვად­ვე მო­ი­გო­ნა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, პო­ლი­ცი­ის ყუ­რადღე­ბის არე­შიც მო­ექ­ცა.
პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც ჯო­ზეფ უეილის უშუ­ა­ლო "მე­ურ­ვე­ო­ბა" და­ე­ვა­ლა, ფრედ ბაკ­მინ­ს­ტე­რი ერ­ქ­ვა და ჩი­კა­გოს პო­ლი­ცი­ის თაღ­ლი­თო­ბას­თან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ე­ლი უეილს სულ რამ­დე­ნი­მე დღე უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­და, სა­ნამ ბე­დი გა­უ­ღი­მებ­და და თაღ­ლითს ფაქ­ტ­ზე აიყ­ვან­და. თუმ­ცა, ყო­ჩაღ ბაკ­მინ­ს­ტერს არა­თუ ჯო­ზეფ უიელი არ მი­უყ­ვა­ნია პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, არა­მედ იქ თა­ვა­დაც აღა­რა­სო­დეს გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამის მიზეზი კი 8 ათა­სი დო­ლა­რი გახ­და, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის დამ­ც­ველს ჯო­ზეფ­მა ქრთა­მად გა­და­უ­ხა­და და თან ისიც დას­ძი­ნა, - ეს მხო­ლოდ ჩე­მი დი­ლის "ა­მო­ნა­გე­ბი­ა" და თუ მხარ­ში ამო­მიდ­გე­ბი, შენც გვა­რი­ა­ნად გა­ხე­ი­რე­ბო...
XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში 8 ათა­სი დო­ლა­რი უზარ­მა­ზა­რი თან­ხა იყო და ბაკ­მინ­ს­ტერ­მაც ცდუ­ნე­ბას ვე­რაფ­რით გა­უძ­ლო. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უეილ-ბაკ­მინ­ს­ტე­რის მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი წყვი­ლი იმ­დენ და ისეთ უბ­რ­წყინ­ვა­ლეს აფე­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რომ მა­თი სა­ხე­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ის­ტო­რი­ის "სკივ­რებ­შიც" კი შე­ი­ტა­ნეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც, ამ აფე­რის­ტე­ბის მი­ერ ერთ-ერთ ბან­კ­ში მოწყო­ბი­ლი ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი "სპექ­ტაკ­ლი" იყო, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და, რომ შემ­დ­გომ­ში ამა­ზე ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს.
იმ პე­რი­ოდ­ში უეილი და ბაკ­მინ­ს­ტე­რი არარ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის გა­ყიდ­ვით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი და ამას იმ­დე­ნად ოს­ტა­ტუ­რად აკე­თებ­დ­ნენ, რომ მათ ხა­ფან­გ­ში ერ­თხელ თვით ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნიც კი გა­ე­ბა. თუმ­ცა, ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ერ­თ­სა­ა­თი­ან "სპექ­ტაკლს" სულ სხვა გაბ­რიყ­ვე­ბუ­ლი გმი­რი - კა­ნა­დე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყავ­და, რო­მელ­საც ბაკ­მინ­ს­ტერ­მა "სა­ი­დუმ­ლოდ" გა­ან­დო, - ბან­კის მე­პატ­რო­ნე ნავ­თო­ბით მდი­დარ მი­წას მე­ოთხედ ფა­სად ერ­თა­დერ­თი - ნაღ­დი ფუ­ლის გა­დახ­დის პი­რო­ბით ყი­დი­სო. მი­ლი­ო­ნერს პი­რო­ბა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და, რად­გან ამ გზით, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თ­ვის თა­ვის არი­დე­ბას ბევ­რად უფ­რო იოლად მო­ა­ხერ­ხებ­და და ამი­ტო­მაც, მი­წის მფლო­ბელ­თან შეხ­ვედ­რას მა­შინ­ვე და­თან­ხ­მ­და. ად­გილ­ზე ჩა­სულ კა­ნა­დელს "ლინ­კოლ­ნი" და­ახ­ვედ­რეს და ისე მი­აბ­რ­ძა­ნეს ბან­კ­ში, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ჩქეფ­და და გად­მოჩ­ქეფ­და: შე­სას­ვ­ლელ­ში დაც­ვა ფხიზ­ლობ­და, სა­ლა­რო­ებ­თან რი­გე­ბი გა­ჭი­მუ­ლი­ყო, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი კლი­ენ­ტებს სა­ბუ­თებს უფორ­მებ­დ­ნენ ან სა­ერ­თო დარ­ბაზ­ში ზედ­მი­წევ­ნით საქ­მი­ა­ნად და­ფუს­ფუ­სებ­დ­ნენ. მი­ლი­ო­ნე­რი მთე­ლი სა­ა­თი ელო­და მე­პატ­რო­ნეს და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ბან­კ­ში ფუ­ლის არ­ნა­ხუ­ლი მო­ჭარ­ბე­ბის გა­მო დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი თუ ეს­მო­და. ამის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, უეილიც გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნერს ძა­ლი­ან ცი­ვად მი­ე­სალ­მა და მა­შინ­ვე მის კუთ­ვ­ნილ მი­წა­ზე ნავ­თო­ბის არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აუფ­რი­ა­ლა ცხვირ­წინ. დო­კუ­მენ­ტე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ მი­ლი­ო­ნე­რი თან­ხის გა­დახ­დის­თ­ვის უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ მზად იყო, მაგ­რამ საქ­მე­ში ახ­ლა უკ­ვე ბაკ­მინ­ს­ტე­რი ჩა­ერ­თო და ერ­თხანს გა­ჯი­უ­ტე­ბულ უეილს სა­ბო­ლო­ოდ, ხუ­თა­სის ნაც­ვ­ლად, ოთხა­სი ათას დო­ლა­რად და­ათ­მო­ბი­ნა მი­წა. მი­ლი­ო­ნერ­მა ფუ­ლი მა­შინ­ვე გა­და­ი­ხა­და და სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი გა­ემ­გ­ზავ­რა სამ­შობ­ლო­ში. მაგ­რამ აფე­რა მა­ლე­ვე გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და და საბ­რა­ლო კა­ნა­დე­ლიც პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი დარ­ჩა.
ეს "ო­პე­რა­ცი­ა" კი იმით და­იწყო, რომ ჯო­ზეფ უეილი შემ­თხ­ვე­ვით წა­აწყ­და გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ვაჭ­რო ბან­კი უნციე ახალ ოფის­ში გა­და­დი­ო­და. თაღ­ლი­თი მა­შინ­ვე მე­პატ­რო­ნეს­თან გა­ქან­და, შე­ნო­ბა იქი­რა­ვა და ბან­კის გა­დას­ვ­ლის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­კა­ვა. რა­ღა თქმა უნ­და, კა­ნა­დე­ლი მი­ლი­ო­ნე­რიც იქ სწო­რედ იმ დღეს მი­იწ­ვია, რად­გან ბან­კის გა­რე თუ ში­და აბ­რე­ბი ჯერ კი­დევ ჩა­მო­უხ­ს­ნე­ლი იყო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, სა­ვაჭ­რო ბან­კის შე­ნო­ბა, სა­დაც კა­ნა­დელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი პა­ტი­ოს­ნად ისე გა­და­ი­ხა­და, რომ არც მე­ო­რე მხა­რის პა­ტი­ოს­ნე­ბა­ში შეჰ­პარ­ვია იოტი­სო­დე­ნი ეჭ­ვი, ლა­მის იქი­დან მი­სი გას­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­ცა­რი­ელ­და. რო­გორც უკ­ვე შევ­ნიშ­ნეთ, ესო­დენ გე­ნი­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ გულ­გ­რი­ლი ჰო­ლი­ვუ­დიც კი ვე­ღარ დარ­ჩა და მა­ლე მის "მო­ტი­ვებ­ზე" ფილ­მი "ა­ფე­რა" გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს პოლ ნი­უ­მე­ნი და რო­ბერტ რედ­ფორ­დი ას­რუ­ლე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა ჯო­ზეფ უეილს, მან 101 წე­ლი იცოცხ­ლა და 1976 წელს, სრუ­ლი­ად გა­ღა­ტა­კე­ბულ­მა, სი­ცოცხ­ლე უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში და­ას­რუ­ლა. ყვი­თე­ლი ფე­რის ჰალ­ს­ტუ­ხე­ბი­სა და ცხვირ­სა­ხო­ცე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო "ყვი­თელ გა­დამ­გ­დე­ბად" შე­რაცხი­ლი, XX სა­უ­კუ­ნის თაღ­ლი­თე­ბის უგ­ვირ­გ­ვი­ნო მე­ფე ჩი­კა­გო­ში, უქო­ნელ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
21.02.2016
რედფორდის ფილმის სიუჟეტი სულ სხვა რამეზეა პრინციპში.
გოგა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი