მე­რი ბე­ი­კე­რი - თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ
font-large font-small
მე­რი ბე­ი­კე­რი - თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ
გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის გაბ­მა და მი­სი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის გარ­კ­ვე­ვა ვე­რაფ­რით შეძ­ლეს

1817 წლის 3 აპ­რილს ბრის­ტო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ტა­რა და მა­ნამ­დე თით­ქ­მის არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ სო­ფელ ალ­მონ­ს­ბე­რი­ში საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს ცი­დან ჩა­მო­ვარ­დაო, სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნ­და გო­გო­ნა, რო­მელ­საც უბ­რა­ლო შა­ვი კა­ბა ეც­ვა, თავ­ზე შა­ვი შა­ლის ჩალ­მა ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. უც­ნა­ურ გო­გო­ნას მთე­ლი თა­ვი­სი ბარ­გი-ბარ­ხა­ნა ერთ პა­ტა­რა ფუ­თა­ში ჰქონ­და გა­მოკ­რუ­ლი და იმ­დე­ნად ქან­ც­გაწყ­ვე­ტი­ლი ჩან­და, თით­ქოს ამ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში მოხ­ვედ­რამ­დე ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ჰქო­ნო­და შე­მოვ­ლი­ლი.


სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა იფიქ­რეს, რომ გო­გო­ნა უცხო­ე­ლი იყო და საგ­რა­ფოს მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თ­ლე სე­მუ­ელ უორალს მი­უყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ბერ­ძე­ნი მსა­ხუ­რი ჰყავ­და. მაგ­რამ ვერც მო­სა­მარ­თ­ლემ და ვერც მის­მა მსა­ხურ­მა გო­გო­ნას ვე­რა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, ჯი­ბე­ში ყალ­ბი მო­ნე­ტა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რაც მას სას­ჯე­ლად ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბას უქად­და. ასე რომ, მო­სა­მარ­თ­ლეს ბევ­რი აღარ უფიქ­რია და, საქ­მის გა­სარ­კ­ვე­ვად, გო­გო­ნას ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა. მაგ­რამ თა­ვად გო­გო­ნა იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და იმ ყვე­ლაფ­რით, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბო­და და ისე სა­ცო­და­ვად და, რაც მთა­ვა­რია, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რომ თვით სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­ულ მო­სა­მარ­თ­ლე­საც კი მო­ულ­ბო გუ­ლი და მა­ნაც ერ­თი ღა­მით სოფ­ლის სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნის ნე­ბა მის­ცა.

სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბულ­მა უც­ნა­ურ­მა სტუ­მარ­მა კე­დელ­ზე გა­მო­ფე­ნილ ერთ-ერთ ნა­ხატ­ზე ანა­ნასს მოჰ­კ­რა თვა­ლი და მის­კენ ხე­ლი სი­ხა­რუ­ლით გა­იშ­ვი­რა, მე­რე კი და­სა­ძი­ნებ­ლად იატაკ­ზე დაწ­ვა. გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლით გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ გა­ი­ფიქ­რა, რომ მი­სი სამ­შობ­ლო `სადღაც სამ­ხ­რეთ­ში~ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მე­ტის გარ­კ­ვე­ვა ვე­ღარ მო­ას­წ­რო, რად­გა­ნაც მე­ო­რე დი­ლით სას­ტუმ­რო­ში მო­სა­მარ­თ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­მო­ძა­ლე­ბუ­ლი მე­უღ­ლე გა­მოცხად­და და სტუ­მა­რი თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. მო­სა­მარ­თ­ლის სახ­ლ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას ყუ­რადღე­ბა უკ­ვე ჩი­ნურ­მა გრა­ვი­უ­რებ­მა და სტა­ტუ­ე­ტებ­მა მი­იქ­ცია და, მა­თი ნახ­ვით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა, რა­ღა­ცის სხა­პას­ხუ­პით მო­ყო­ლა და­იწყო. თუმ­ცა­ღა, მო­სა­მარ­თ­ლის მე­უღ­ლე მხო­ლოდ იმას თუ მიხ­ვ­და, რომ უც­ნა­ურ გო­გო­ნას ასე­ვე უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი `კა­რა­ბუ~ ერ­ქ­ვა და, ამით კი­დევ უფ­რო და­ინ­ტ­რი­გე­ბუ­ლი, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარს მა­ნამ ეხ­ვე­წა და ემუ­და­რა, სა­ნამ ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნის ნაც­ვ­ლად, სტუ­მა­რი თა­ვი­ანთ სახ­ლ­ში არ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.
ამის შემ­დეგ უორა­ლე­ბის სახ­ლ­ში თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მი­დი­ოდ­ნენ მრა­ვალ­ქ­ვე­ყა­ნა­ნა­ნა­ხი და ათას ქარ­ცეცხ­ლ­ში გა­მოვ­ლი­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი თუ უბ­რა­ლოდ უცხო ენე­ბის კარ­გად მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის გაბ­მა და მი­სი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის გარ­კ­ვე­ვა მა­თაც ვე­რაფ­რით შეძ­ლეს. ის-ის იყო, ყვე­ლას ხე­ლი უნ­და ჩა­ექ­ნია, რომ ისევ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალ­მონ­ს­ბე­რი­ში გა­მოჩ­ნ­და ვი­ღაც პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რი, რო­მელ­მაც კა­რა­ბუს ნახ­ვის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, გო­გო­ნას ლა­პა­რა­კი მშვე­ნივ­რად მეს­მის და ის ვინ­მე უსახ­ლ­კა­რო მო­ხე­ტი­ა­ლე კი არა, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ იავა­სუს პრინ­ცე­საა, რო­მე­ლიც მის გამ­ტა­ცე­ბელ მე­კობ­რე­ებს ხე­ლი­დან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­უს­ხ­ლ­ტაო.

შემ­დ­გო­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ტერ და მი­სის უორა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მათ სახ­ლ­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრინ­ცე­სის სა­ნა­ხა­ვად მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბით­ღა იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებ­ზე არც ერთ მათ­განს არა­ფე­რი სმე­ნო­და, უცხო­ტო­მე­ლი პრინ­ცე­სას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი მა­ინც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად და ამაღ­ლე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. თა­ნაც, მთლად გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არც თა­ვად პრინ­ცე­სა იჯ­და და სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობ­და ხელს. ამ მიზ­ნით, ჯერ იყო და უორა­ლე­ბის პი­რად მკე­რავს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის მე­ტის­მე­ტად უცხო და ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­მო­სი შე­ა­კერ­ვი­ნა, მე­რე კი ტბა­ში შიშ­ვ­ლად ბა­ნა­ო­ბა, ფა­რი­კა­ო­ბა და ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ცეკ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც და­იწყო. ერ­თი სიტყ­ვით, პრინ­ცე­სა კა­რა­ბუს ამ­ბა­ვი სულ უფ­რო და უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი და და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით ივ­სე­ბო­და. კვი­რა­ში ერ­თხელ პრი­ცე­სა ლონ­დონ­ში ჩაჰ­ყავ­დათ, სა­დაც მხატ­ვ­რე­ბი მის პორ­ტ­რე­ტებს ხა­ტავ­დ­ნენ, გა­ზე­თებ­ში კი იდუ­მალ კა­რა­ბუ­ზე სულ ახალ-ახა­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ჩნდე­ბო­და.
მაგ­რამ ეს ცხოვ­რე­ბა ხომ დიდ­ხანს არა­ვის გა­ა­ხა­რებს და ერ­თხე­ლაც პრის­ტო­ლის ერთ-ერ­თ­მა მცხოვ­რებ­მა, ვინ­მე მი­სის ნილ­მა ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნალ­ში პრინ­ცე­სა კა­რა­ბუს ამ­ბა­ვი ამო­ი­კითხა და მა­შინ­ვე მიხ­ვ­და, ვის­ზეც იყო სა­უ­ბა­რი. თურ­მე, ნუ იტყ­ვით და არ­ც­თუ დი­დი ხნის წინ კა­რა­ბუ მის სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და, მის­სა­ვე ქა­ლიშ­ვილს მსა­ხუ­რად ედ­გა და, დრო­დად­რო, დე­და-შვილს თა­ვი­სი გა­მო­გო­ნი­ლი და ბო­შუ­რი სიტყ­ვე­ბის ნა­ზა­ვით შექ­მ­ნილ ენა­ზე ლა­პა­რა­კი­თაც არ­თობ­და. რო­გორც ჩანს, გო­გო­ნამ ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრინ­ცე­სო­ბაც ნი­ლებ­თან ყოფნისას გა­დაწყ­ვი­ტა, რად­გან მა­თი სახ­ლი­დან უკ­ვე თავ­ზე `ჩალ­მა­შე­მოხ­ვე­უ­ლი~ წა­ვი­და. მი­სის ნილ­მა უორა­ლებს მა­შინ­ვე შე­ატყო­ბი­ნა, რომ მათ­თან გან­ცხ­რო­მით მცხოვ­რე­ბი პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მე­წა­ღის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვინ­მე მე­რი ბე­ი­კე­რი (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ში უილ­კოკ­სი) იყო.
თვით­მარ­ქ­ვია უმალ იც­ნო ერ­თ­მა ბრის­ტო­ლელ­მა ყმაწ­ვილ­მაც, რო­მელ­თა­ნაც გო­გო­ნამ სა­კუ­თარ გარ­და­სახ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ივახ­შ­მა და, თან, ბიფ­შ­ტექსს რო­მიც გემ­რი­ე­ლად და­ა­ყო­ლა. არა­და, პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ ხორცს და სპირ­ტი­ან სას­მელს პირ­საც არ აკა­რებ­და. გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბულ­მა მე­რი ბე­ი­კერ­მა თა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბა იმით­ღა სცა­და, რომ ინ­დო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქა­უ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი მაქვს გად­მო­ღე­ბუ­ლიო, მაგ­რამ მი­სი მო­რი­გი სიც­რუე ამ­ჯე­რად უკ­ვე ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და.
ამ ამ­ბით მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შო­კის შემ­დეგ გონ­ს­მო­სუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა ახ­ლა უკ­ვე თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ შეთხ­ზუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით აჭ­რელ­და, რომ­ლებ­შიც, გა­ოგ­ნე­ბას­თან ერ­თად, აღ­ტა­ცე­ბაც უწინ­დე­ბუ­რად გა­მოს­ჭ­ვი­ო­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმა­საც კი და­უ­ფა­რა­ვი აღ­ფ­თო­ვა­ნე­ბით ჰყვე­ბოდ­ნენ, უბ­რა­ლო ოჯა­ხი­დან გა­მო­სულ­მა გო­გო­ნამ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორ მო­ატყუა და ამ გზით ამ ფე­ნის­თ­ვის ჩვე­უ­ლი უსა­ფუძ­ვ­ლო ქედ­მაღ­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­ა­შიშ­ვ­ლა. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სა ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კულ­ტო პერ­სო­ნა­ჟად უკ­ვე მე­ო­რედ იქ­ცა, რა­საც იმა­ნაც დი­დად შე­უწყო ხე­ლი, რომ იმ დროს ძვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბი უკ­ვე ყვე­ლას თვალ­წინ ირ­ღ­ვე­ო­და და ნა­პო­ლე­ო­ნის ან­და რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ბა­ი­რო­ნი­სა თუ შე­ლის იდე­ე­ბი სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის გულ­ში პო­უ­ლობ­და გა­მო­ძა­ხილს. ამ პი­რო­ბებ­ში კი უბ­რა­ლო მე­წა­ღის შვილს, ავან­ტი­უ­რისტ მე­რი ბე­ი­კერ­საც შე­ეძ­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გმი­რის რო­ლის მორ­გე­ბა და მო­ირ­გო კი­დეც.

ბო­ლომ­დე მა­ინც აუხ­ს­ნე­ლი დარ­ჩა, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გა­უ­ნათ­ლე­ბელ­მა სოფ­ლელ­მა გო­გო­ნამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მოტყუ­ე­ბა, რო­მელ­თა შო­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც კი იყ­ვ­ნენ. დღემ­დე ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ ვინ იყო ის იდუ­მა­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რი, ვინც თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას მო­ნა­ყო­ლის გა­გე­ბა შეძ­ლო. და რად­გა­ნაც არც იმის რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რომ გო­გო­ნა და მეზღ­ვა­უ­რი ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობ­დ­ნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, პი­რი ჰქონ­დათ შეკ­რუ­ლი, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მეზღ­ვა­უ­რიც მე­რი ბე­ი­კე­რი­ვით და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი დი­დე­ბის მა­ძე­ბა­რი თვით­მარ­ქ­ვია იყო.
მე­რი ბე­ი­კე­რის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნი დარ­ჩა, რად­გან თა­ვის თავ­ზე სა­უბ­რი­სას ყო­ველ­თ­ვის სულ ახალ-ახალ ამ­ბავს იგო­ნებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ მე­რი 1791 წელს, დე­ვო­ნის საგ­რა­ფო­ში და­ი­ბა­და. მი­სი მშობ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და გო­გო­ნაც თა­ვის რჩე­ნას მო­სამ­სა­ხუ­რე­ო­ბით ცდი­ლობ­და, თუმ­ცა­ღა დიდ­ხანს არ­სად ჩერ­დე­ბო­და. ექ­ს­ცენ­ტ­რი­კუ­ლი მე­რი იმ­დე­ნად თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ფან­ტა­ზი­ო­რიც გახ­ლ­დათ, რომ მის მი­ერ მო­ნათხ­რობ ამ­ბებ­ში სი­მარ­თ­ლი­სა და სიც­რუ­ის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, ჰყვე­ბო­და, რომ ლონ­დო­ნი­დან დე­ვონ­შირ­ში მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელ­ში გა­დაც­მუ­ლი მივ­დი­ო­დი, გზა­ში მძარ­ც­ვე­ლე­ბი დამ­ხ­ვ­დ­ნენ და შე­მიპყ­რეს, მაგ­რამ ხელ­ში ქა­ლი რომ შერ­ჩათ, მა­შინ­ვე გა­მო­მიშ­ვე­სო. Gგოგონა ასე­ვე ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ ბე­ი­კე­რი იმ მა­მა­კა­ცის გვა­რია, რო­მელ­მაც მარ­თა­ლია, ცო­ლად სიყ­ვა­რუ­ლით შე­მირ­თო, მაგ­რამ მე­რე მა­ინც მი­მა­ტო­ვა და საზღ­ვარ­გა­რეთ სა­შო­ვარ­ზე წა­ვი­დაო.

უქ­მ­როდ და უსახ­ს­როდ დარ­ჩე­ნი­ლი მე­რი ერ­თხანს ინ­გ­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ხე­ტი­ა­ლე ბო­შე­ბის ბა­ნაკს მი­ე­კედ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრის­ტოლ­ში იმ მიზ­ნით დაბ­რუნ­და, რომ იქი­დან ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გე­მით გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა­ღა, მგზავ­რო­ბის ფასს - 5 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს ვე­რაფ­რით შეს­წ­ვ­და და ამე­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა­ზე ხე­ლი სა­ერ­თოდ აიღო. ამის შემ­დეგ ერ­თხანს თავს მათხოვ­რო­ბით ირ­ჩენ­და, მე­რე კი სწო­რედ ის მი­სის ნი­ლი გა­იც­ნო, რო­მელ­მაც ჯერ თა­ვის­თან და­ა­საქ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ამ­ხი­ლა კი­დეც.
მე­რი ბე­ი­კე­რი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გამ­ბ­რიყ­ვე­ბე­ლი პირ­ვე­ლი თვით­მარ­ქ­ვია ქა­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ საქ­მე­ში მა­სა­ვით დი­დი წარ­მა­ტე­ბა წი­ლად ცო­ტა ვინ­მეს თუ რგე­ბია. მე­რის მთა­ვა­რი კო­ზი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის იმა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბის უნა­რი იყო, რომ თით­ქოს, ინ­გ­ლი­სუ­რი სა­ერ­თოდ არ იცო­და. ამის შემ­დეგ გო­გო­ნას გარ­შე­მო მყოფ­თა სა­უბ­რე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ მოს­მე­ნი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოც­დის­თ­ვის დრო­უ­ლად მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­ლო­ბით კი არ­ჩე­ულ როლს თავს ყო­ველ­თ­ვის ჩი­ნე­ბუ­ლად არ­თ­მევ­და.

აფე­რის­ტის წარ­მა­ტე­ბას დი­დად შე­უწყო ხე­ლი მო­სა­მარ­თ­ლის ცო­ლის ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა­მაც, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სურ­და, მი­სი იდუ­მა­ლი სტუ­მა­რი უთუ­ოდ უცხო­ე­ლი პრინ­ცე­სა ყო­ფი­ლი­ყო. ამას ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ არ­ც­თუ მცი­რე­რიცხო­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ქედ­მაღ­ლო­ბაც და­ერ­თო, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნო­ტო­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის იდუ­მა­ლე­ბით მო­სი­ლი შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ამ­ბე­ბით გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სურ­დათ.

მე­რი ბე­ი­კე­რის სა­ი­დუმ­ლოს გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბის შემ­დეგ ფრი­ად სა­ჩო­თი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა მის­ტერ და მი­სის უორა­ლებ­მა გო­გო­ნა სას­წ­რა­ფოდ გემ­ზე დას­ვეს და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით გა­ამ­გ­ზავ­რეს. ფი­ლა­დელ­ფი­ე­ლებ­მა ბრი­ტა­ნელ ავან­ტი­უ­რისტს აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დახ­ვედ­რა მო­უწყ­ვეს და მი­სი მო­ნა­ყო­ლით კარ­გა ხანს ერ­თო­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა კი თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას ისე­დაც გაზ­ვი­ა­დე­ბულ ამ­ბავს სულ ახალ-ახალ პი­კან­ტუ­რ დე­ტა­ლებს ამა­ტებ­და. ერ­თ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ისიც კი და­წე­რა, რომ ამე­რი­კის­კენ გა­მომ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი პრინ­ცე­სას გე­მი ძლი­ერ­მა ღელ­ვამ წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე გა­რი­ყა, სა­დაც გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტე გა­იც­ნო. ნა­პო­ლე­ონს გო­გო­ნა ისე შე­უყ­ვარ­და, რომ მას­თან დარ­ჩე­ნა სთხო­ვა, თუმ­ცა­ღა პრინ­ცე­სას­გან მტკი­ცე უარი მი­ი­ღოო. მაგ­რამ, ამე­რი­კე­ლე­ბი აბა, რი­სი ამე­რი­კე­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას მო­ნა­ყოლ ზღაპ­რებს დიდ­ხანს რომ აჰ­ყო­ლოდ­ნენ და მა­ლე მი­სი არ­სე­ბო­ბაც კი და­ა­ვიწყ­დათ. ასე რომ, უფუნ­ქ­ცი­ოდ და, რაც მთა­ვა­რია, უსახ­ს­როდ დარ­ჩე­ნილ მე­რი ბე­ი­კერს ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უხ­და. 1828 წელს მე­რი სა­ბო­ლო­ოდ ბრის­ტო­ლის მახ­ლობ­ლად დამ­კ­ვიდ­რ­და, გათხოვ­და, ქა­ლიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნა და ამის შემ­დეგ ქა­ლა­ქის დო­კუ­მენ­ტებ­ში ერთ-ერ­თი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს­თ­ვის წურ­ბ­ლე­ბის მიმ­წო­დებ­ლადღა თუ მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ. მე­რი ბე­ი­კე­რი 1864 წელს, 75 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა და ახ­ლა ერთ-ერთ უსა­ხე­ლო საფ­ლავ­ში გა­ნის­ვე­ნებს.

რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი