"ცოცხ­ლად და­მარ­ხუ­ლი" გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რი
font-large font-small
"ცოცხ­ლად და­მარ­ხუ­ლი" გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რი
სიკ­ვ­დი­ლამ­დე ინა­ხავ­და ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მი­ერ ამე­რი­კა­ში იყო გა­ცე­მუ­ლი...

...ჯგუფ­ში მუ­ლა­ტი ლა­მაზ­მა­ნი ცეკ­ვავ­და, რო­მელ­მაც ტერ­მე­ნი მო­ხიბ­ლა არა მარ­ტო რო­გორც ბა­ლე­რი­ნამ, არა­მედ - რო­გორც ქალ­მა. მეც­ნი­ერ­მა მას­თან შე­უღ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. თავ­ში აზ­რა­დაც არ მო­უ­ვი­დო­და, რომ ფე­რად­კა­ნი­ან ქალ­თან ქორ­წი­ნე­ბა მის ცხოვ­რე­ბას ძი­რე­უ­ლად შეც­ვ­ლი­და. რო­გორც კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს, ტერ­მე­ნის­თ­ვის ნიუ-იორ­კის მრა­ვა­ლი სახ­ლის კა­რი და­ი­ხუ­რა: ამე­რი­კა მა­შინ ჯერ კი­დევ არა­ფერს უწყო­და პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. შე­საძ­ლოა, მეც­ნი­ე­რის­თ­ვის მშვე­ნი­ე­რი ლა­ვი­ნია უილი­ამ­სის სიყ­ვა­რუ­ლი გა­ცი­ლე­ბით ღი­რე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე "როკ­ფე­ლე­რებ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ...

ტერ­მენ­მა ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი და­კარ­გა, რა­მაც საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. და აი, 1938 წელს უბ­რ­ძა­ნეს, სას­წ­რა­ფოდ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო რუ­სეთ­ში, ლა­ვი­ნი­ას კი უთხ­რეს, რომ ქმარ­თან ჩა­სას­ვ­ლე­ლად, მომ­დევ­ნო გე­მით გამ­გ­ზავ­რე­ბა მო­უ­წევ­და. ქალს შე­ექ­მ­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქმა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ აბა, მას ვინ ჰკითხავ­და რა­მეს?.. ამის შემ­დეგ, მე­უღ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნე­თი აღარ უნა­ხავთ. ლევ ტერ­მე­ნი სიკ­ვ­დი­ლამ­დე ინა­ხავ­და ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მი­ერ ამე­რი­კა­ში იყო გა­ცე­მუ­ლი...
მოს­კოვ­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე მეც­ნი­ე­რი და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო ერ­თი თვის შემ­დეგ, "ლუ­ბი­ან­კა­ზე" ("კა­გე­ბეს" შტაბ­ბი­ნა) ოს­ტა­ტუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად, მან "ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი" აღი­ა­რა, მა­გა­ლი­თად - ის, რომ ას­ტ­რო­ნომ­თა ჯგუფ­თან ერ­თად, კი­რო­ვის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­და. ვერ­სია ასე­თი გახ­ლ­დათ: კი­რო­ვი (რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თ­ვის უკ­ვე დი­დი ხნის მოკ­ლუ­ლი იყო!) პულ­კო­ვოს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აპი­რებ­და. ას­ტ­რო­ნო­მებ­მა ფუ­კოს ქან­ქა­რა­ში ფუ­გა­სუ­რი ნაღ­მი ჩა­ა­მონ­ტა­ჟეს, ხო­ლო ტერ­მენს ის ამე­რი­კი­დან(!) რა­დი­ო­სიგ­ნა­ლით უნ­და აეფეთ­ქე­ბი­ნა, რო­გორც კი კი­რო­ვი ქან­ქა­რას მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და...
მო­სა­მარ­თ­ლე არც იმ ფაქტს შე­უ­წუ­ხე­ბია, რომ ფუ­კოს ქან­ქა­რა მდე­ბა­რე­ობს არა პულ­კო­ვო­ში, არა­მედ - ყა­ზა­ნის ტა­ძარ­ში... ჰო­და, ლევ ტერ­მენს 8-წლი­ა­ნი გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს და კო­ლი­მა­ზე გა­ამ­წე­სეს.
ბა­ნაკ­ში მან სას­წ­რა­ფოდ გა­მო­ი­გო­ნა თვით­მა­ვა­ლი ური­კა მო­ნო­რელ­სით და ამი­ტო­მაც, ძა­ლი­ან მა­ლე, ქა­ლაქ ტუ­პო­ლე­ვის ე.წ. "შა­რაშ­კა­ში" გა­და­ის­რო­ლეს, სა­დაც ასის­ტენ­ტად, შემ­დ­გომ­ში "საბ­ჭო­თა კოს­მო­სის მამა" - სერ­გეი კო­რო­ლი­ო­ვი და­უ­ნიშ­ნეს.
და­იწყო ომი და ტერ­მენ­მა უპი­ლო­ტო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის რა­დი­ო­მარ­თ­ვის მოწყო­ბი­ლო­ბა და სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო შე­ი­მუ­შა­ვა. ამას მოჰ­ყ­ვა შემ­დ­გომ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა "ბუ­რა­ნი", რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დღემ­დე იყე­ნე­ბენ.
ამ გა­მო­გო­ნე­ბის "გვირ­გ­ვი­ნად" იქ­ცა ხის პა­ნო, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ელჩს საბ­ჭო­თა პი­ო­ნე­რებ­მა აჩუ­ქეს. პა­ნო ელ­ჩის კა­ბი­ნეტ­ში და­კი­დეს და... მა­ლე და­იწყეს ძი­ე­ბა იმის და­სად­გე­ნად, თუ სა­ი­დან გა­ე­დი­ნე­ბო­და კო­ლო­სა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. მხო­ლოდ 7 წლის შემ­დეგ(!), აღ­ნიშ­ნულ პა­ნო­ში იპო­ვეს ცი­ლინ­დ­რი მემ­ბ­რა­ნით. კი­დევ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­დ­ნენ ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის ინ­ჟინ­რე­ბი ამო­ეხ­ს­ნათ გა­მო­ცა­ნა - რა იყო ეს? აღ­მოჩ­ნ­და, რომ მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე სახ­ლი­დან ელ­ჩის კა­ბი­ნე­ტის ფან­ჯა­რა­ზე მო­მარ­თუ­ლი იყო სხი­ვი, ხო­ლო მემ­ბ­რა­ნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მეტყ­ვე­ლე­ბის ტაქ­ტ­ში ირ­ხე­ო­და, მას უკან ირეკ­ლავ­და; იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­უ­ბა­რიც იწე­რე­ბო­და.
შემ­დ­გომ­ში, ტერ­მენ­მა თა­ვი­სი გა­მო­გო­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და მოს­მე­ნა მემ­ბ­რა­ნის გა­რე­შეც გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი - მი­სი ფუნ­ქ­ცია ფან­ჯ­რის მი­ნამ იტ­ვირ­თა.
საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გა­მო­გო­ნე­ბამ იმ­დე­ნად გა­ა­ხა­რა, რომ ტერ­მე­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში­ვე, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის სტა­ლი­ნუ­რი პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ვა. მე­რე გა­მო­უშ­ვეს კი­დეც, რაც ძალ­ზე ჰუ­მა­ნის­ტურ აქ­ტად და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში შეწყა­ლე­ბის უმაღ­ლეს ზე­ი­მად ით­ვ­ლე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნი­თაც "გა­ა­ბედ­ნი­ე­რეს".
60-იან წლებ­ში მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბელს სურ­და, ელექ­ტ­რო­ნულ მუ­სი­კას დაჰ­ბ­რუ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­მე­ლი­ღაც "პარ­ტი­ულ-კა­გე­ბეშ­ნიკ­მა" ნა­ძი­რა­ლამ ლა­მის თვა­ლებ­ში შე­ა­ფურ­თხა და "შე­ახ­სე­ნა": "დე­ნი სამ­შობ­ლოს გამ­ყიდ­ველ­თა სა­წა­მებ­ლად არ­სე­ბობს და არა - მუ­სი­კის შე­საქ­მ­ნე­ლად". აი, ასე­თი მო­აზ­როვ­ნე­ნი წყვეტ­დ­ნენ ტერ­მე­ნი­სა და სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ე­რე­ბის ბედს საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში.
რა­ღა თქმა უნ­და, ტერ­მე­ნი ღრმად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და დაზ­ვერ­ვა­ზე მუ­შა­ო­ბას აგ­რ­ძე­ლებ­და, იმი­ტომ, რომ სხვა­გან სა­მუ­შა­ოდ არ­სად იღებ­დ­ნენ. თა­ვი­დან სამ­ხედ­რო ჰიდ­რო­ა­კუს­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და; მე­რე და­ა­ვა­ლეს, გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნა "სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად". ამ­გ­ვა­რი იდი­ო­ტიზ­მი მეც­ნი­ერს არა­ფერს შთა­ა­გო­ნებ­და, ამი­ტო­მაც 1964 წელს ის სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და ორ­გა­ნო­ე­ბი­დან და წყნარ გა­რე­მო­ში, მოს­კო­ვის მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის აკუს­ტი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ასე­ვე გა­აგ­რ­ძე­ლებ­და, ერთ ავად­სახ­სე­ნე­ბელ დღეს, "ნიუ-იორკ ტა­იმ­სის" კო­რეს­პონ­დენტს რომ არ მოს­ვ­ლო­და აზ­რად, რე­პორ­ტა­ჟი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­დან და­ე­წე­რა. ჰო­და, სწო­რედ ამ დროს წა­აწყ­და ტერ­მენს. მთე­ლი მსოფ­ლიო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ 1938 წელს, საბ­ჭო­თა რეპრესიულმა მან­ქა­ნამ ის, რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, თა­ვის "ხორ­ც­სა­კეპ­ში" გა­ა­ტა­რა და სი­ცოცხ­ლე­საც გა­მო­ა­სალ­მა. რო­ცა ამე­რი­კა­ში შე­იტყ­ვეს, რომ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მეც­ნი­ე­რი ცოცხა­ლი იყო, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა.
აშშ-ის სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. კო­ლე­გა-მეც­ნი­ე­რე­ბის წე­რი­ლე­ბის ნა­კა­დი ტერ­მე­ნის­კენ და­იძ­რა. უამ­რავ­მა რე­პორ­ტი­ორ­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ა­კითხა...
მას სტენ­ფორ­დ­ში, პა­რიზ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ... ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იმ­დე­ნად და­აფ­რ­თხო, რომ ტერ­მე­ნი უმი­ზე­ზოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, ხო­ლო მი­სი აპა­რა­ტუ­რა და ნაშ­რო­მე­ბი ნა­გავ­ში მო­ის­რო­ლა. არა­და, ის იმ სინ­თე­ზა­ტო­რის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც ცო­ტა ხან­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი შე­ას­ხა იაპო­ნურ­მა ფირ­მა - "ი­ა­მა­ხამ" და შე­დე­გად მი­ლი­ო­ნე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.
შემ­დ­გო­მი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტა­ლან­ტით, ალ­ბათ ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი­საც კი შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, - ერთ მომ­ც­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მე-6 თან­რი­გის მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და. ცხოვ­რობ­და ოჯახ­თან ერ­თად, ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში; უყუ­რებ­და ალ­ბათ ტე­ლე­ვი­ზორს, რომ­ლის გა­მო­გო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მის­ცეს; ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი - როკ­მუ­სი­კო­სე­ბის კონ­ცერ­ტებს, რომ­ლე­ბიც "ი­ა­მა­ხის" სინ­თე­ზა­ტო­რებ­ზე უკ­რავ­დ­ნენ...
ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დ­ნენ, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი შექ­მ­ნეს. ლე­ნი­ნის პროს­პექ­ტ­ზე, პა­ტა­რა ორო­თა­ხი­ან­ში, ხუ­თი სუ­ლი ცხოვ­რობ­და: მეც­ნი­ე­რი, ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია, სი­ძე და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. ტერ­მენ­მა დი­დი წვა­ლე­ბით მი­აღ­წია მის­თ­ვის კი­დევ ერ­თი ოთა­ხის გა­მო­ყო­ფას რწყი­ლე­ბი­ან კო­მუ­ნა­ლურ საცხოვ­რის­ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი შხა­მავ­დ­ნენ და გა­სა­ქანს არ აძ­ლევ­დ­ნენ.
ტერ­მენ­ვოქ­ს­ზე დაკ­ვ­რა ლევ სერ­გე­ე­ვიჩ­მა სა­კუ­თარ დის­შ­ვილს - ლი­და კა­ვი­ნას ას­წავ­ლა. ოცი წლის ლი­და ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ვირ­ტუ­ო­ზი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი გახ­და და კონ­ცერ­ტე­ბით მთე­ლი ევ­რო­პა შე­მო­ი­ა­რა. 1989 წელს ტერ­მე­ნი პა­რიზ­ში, ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე და­პა­ტი­ჟეს. და ის - 93 წლი­სა! - გა­ემ­გ­ზავ­რა.
რო­ცა ჰამ­ბურ­გის ერთ-ერთ თე­ატ­რ­ში ტერ­მენ­ვოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, გა­ირ­კ­ვა, რომ იმ­ხა­ნად, ევ­რო­პა­ში ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე დაკ­ვ­რა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს - ლი­დია კა­ვი­ნას შე­ეძ­ლო. შემ­დ­გომ წლებ­ში სი­ტუ­ა­ცია საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იც­ვა­ლა და ახ­ლა ტერ­მენ­ვოქ­ს­ზე დაკ­ვ­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ას­წავ­ლი­ან, ხო­ლო მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე დაკ­ვ­რის ფეს­ტი­ვა­ლებ­საც კი ატა­რე­ბენ.
ყვე­ლა­ზე მე­ტად ტერ­მენ­მა გარ­შე­მო მყოფ­ნი თა­ვი­სი დღე­ე­ბის დამ­ლევს გა­ა­ო­ცა, რო­ცა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის რი­გებ­ში ჩა­ე­წე­რა. მი­სი არ­გუ­მენ­ტი იყო: "ლე­ნინს დავ­პირ­დი". ლევ ტერ­მენ­მა თურ­მე ად­რეც სცა­და, მაგ­რამ არ იღებ­დ­ნენ - "სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის გა­მო". ასე რომ, ლევ ტერ­მე­ნი კო­მუ­ნის­ტი მხო­ლოდ 1991 წელს გახ­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაქ­ცე­ვას­თან ერ­თად.
და­საწყი­სი

და­სას­რუ­ლი

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
30.04.2016
ადამიანი უდზლურია ბედისწერის წინააგმდეგ
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი