და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მძი­მე ტვირ­თი
font-large font-small
და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მძი­მე ტვირ­თი
"ქა­ლაქ­ში დაგ­რო­ვილ­მა სა­ნი­ტა­რი­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა, 1919 წლის და­საწყის­ში, სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია"

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთელ პე­რი­ოდს, წი­თელ ზო­ლად გას­დევს უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბას გა­უ­საძ­ლისს ხდი­და. უმუ­შევ­რო­ბა, გაზ­რ­დი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ფო­ნი, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბის სა­გან­თა მუდ­მი­ვი დე­ფი­ცი­ტი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თან­ამ­დე­ვი იყო.
ჯერ კი­დევ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მა, დი­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. სი­ტუ­ა­ცია კი დღი­თი დღე რთულ­დე­ბო­და. სა­ყო­ველ­თაო ქა­ო­სის კვა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ტფი­ლი­სის იერ­სა­ხე­სა და მის სა­ნი­ტა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აისა­ხა. პრაქ­ტი­კუ­ლად მოშ­ლი­ლი იყო ქა­ლა­ქის ყვე­ლა ის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც ტფი­ლი­სის სი­სუფ­თა­ვე­ზე უნ­და ეზ­რუ­ნა.



ქა­ლა­ქი სავ­სე იყო ნაგ­ვით, სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბით. თვე­ო­ბით არ იც­ლე­ბო­და ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბით გავ­სე­ბუ­ლი ორ­მო­ე­ბი. და­ბინ­ძურ­და სას­მე­ლი წლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი. ქუ­ჩე­ბი წა­ლე­კეს და­ძონ­ძილ­მა მათხოვ­რებ­მა. ტფი­ლის­ში და­თა­რე­შობ­დ­ნენ ვირ­თხე­ბი. ეზო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდ ნა­გავ­საყ­რე­ლად გა­და­იქ­ცა, სა­დაც სა­ში­ნე­ლი სუ­ნი იდ­გა. მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი იმ­დე­ნად ღა­რი­ბი იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აბა­ნო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ ჰქონ­და, ამი­ტომ ტა­ნის და­ბა­ნა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ თვე­ში ერ­თხელ შე­ეძ­ლოთ. ზედ­მე­ტი იყო სა­უ­ბა­რი აფ­თი­აქ­ში გაძ­ვი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა­სა და ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე.
ბინ­ძუ­რი, მო­უვ­ლე­ლი, ჭუჭყ­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ში ჩაფ­ლუ­ლი ტფი­ლი­სი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით კი­დევ ლტოლ­ვი­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს გა­ნიც­დი­და, ეპი­დე­მი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის ნო­ყი­ერ ნი­ა­დაგს წარ­მო­ად­გენ­და.
ქა­ლაქ­ში დაგ­რო­ვილ­მა სა­ნი­ტა­რი­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა, 1919 წლის და­საწყის­ში, სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. მო­სახ­ლე­ო­ბას ტი­ფი და ქო­ლე­რა ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­ატყ­და თავს. უბე­დუ­რე­ბა პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის გავ­რ­ცე­ლე­ბით და­იწყო.

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 19 თე­ბერ­ვა­ლი:


"ჩვენს სამ­შობ­ლოს დი­დი უბე­დუ­რე­ბა ეწ­ვია. სას­ტი­კი, და­უნ­დო­ბე­ლი სე­ნი მო­ე­დო ქა­ლაქ­სა და სო­ფელს და ხალხს დიდ ზი­ანს აყე­ნებს. უეჭ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი აწინ­დე­ლი დი­დი ეპი­დე­მი­ი­სა ბევ­რი­სათ­ვის ცხა­დი იყო რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნად და ამის­თ­ვის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლო­ბი­თი ნი­ჭი სა­ჭი­რო არ იყო. უაღ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი – შიმ­ში­ლი, სი­ტიტ­ვ­ლე, ტა­ნის უსუფ­თა­ო­ბა, ბი­ნის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ვიწ­რო­ვე და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბი­ნის სი­ბინ­ძუ­რე _ ყვე­ლა ეს გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი არ გახ­ლავთ.
ომი თან­და­თან არ­თუ­ლებ­და ცხოვ­რე­ბის აუტა­ნელ პი­რო­ბებს და ჰქმნი­და იმ ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს, რო­მელ­ზე­დაც პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა და მთელს რეს­პუბ­ლი­კას მო­ე­დო. ეპი­დე­მი­ის­თ­ვის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ბუ­დეთ გა­და­იქ­ცა ტფი­ლი­სი და აქე­დან სნე­ბა ჯერ ქა­ლა­ქის ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ზე გა­და­ვი­და და მე­რე რკი­ნის გზას გაჰ­ყ­ვა და მთლად და­ი­ჭი­რა ლი­ან­და­გის მი­და­მო ქა­ლაქ-სოფ­ლე­ბი: გო­რი, სუ­რა­მი, ხა­შუ­რი, ბორ­ჯო­მი და ბევ­რი სო­ფე­ლი.

თუ ჩვე­უ­ლებ­რივ დროს გა­დამ­დე­ბი სე­ნი სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში შე­მო­დის, ომი­ა­ნო­ბის ხა­ნა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის ამ კა­ნონს უკუღ­მა ატ­რი­ა­ლებს და ქა­ლაქს ხდის სოფ­ლე­ბი­სათ­ვის ეპი­დე­მი­ის მი­ზე­ზად. ამ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს: ტფი­ლის­მა ომის დროს და ომის შემ­დეგ უკა­ნას­კ­ნელ ხა­ნამ­დე მი­ი­ღო საცხოვ­რებ­ლად თა­ვის მი­და­მო­ში მა­გა­ლი­თად რუ­სე­თის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ჯა­რე­ბი, ომის საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის აუარე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ხალ­ხი, ლტოლ­ვილ­ნი, ნე­მე­ცე­ბის ჯა­რი, მო­კავ­ში­რე­თა ჯა­რი. თვი­თე­ულ­მა ამ მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა ტფი­ლი­სის სტუ­მარ­მა რამ­დე­ნი­მე ხა­ნი მა­ინც დაჰ­ყო ქა­ლაქ­ში და ასე თუ ისე, ცო­ტათ თუ ბევ­რად უსუფ­თა­ო­ბა შე­მო­ი­ტა­ნა და აქ დას­ტო­ვა. ამ 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტფი­ლი­სი რა­ღაც დიდ სას­ტუმ­როს წარ­მო­ად­გენ­და. აუარე­ბე­ლი ხალ­ხი მი­დი-მო­დი­ო­და, ცხოვ­რობ­და შიგ, აჭუჭყი­ა­ნებ­და მას და ამა­ვე დროს ქა­ლა­ქი არამც თუ აძ­ლი­ე­რებ­და სა­ნი­ტა­რი­ულ ზო­მებს, პი­რი­ქით, ის სა­ნი­ტა­რი­ის ჩა­ნა­სა­ხიც კი, რო­მე­ლიც ქა­ლაქს ება­და, თან­და­თად სუს­ტ­დე­ბო­და და ბო­ლოს სრუ­ლი­ად მო­ის­პო. ამი­ტო­მაა, რომ ქა­ლა­ქი ამ ბო­ლო დროს, რა­ღაც დიდ სა­ნაგ­ვე მო­ე­დანს, ორ­მოს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ იყო, რომ ქა­ლაქ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფი ბუ­დობ­და და ამ ბო­ლო დროს კი სა­ში­ნელ ეპი­დე­მი­ად გა­და­იქ­ცა".

ტი­ფის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 1918 წელს გა­მოჩ­ნ­და. და­ა­ვა­დე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კა მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას ეპი­დე­მი­ის სა­ხე ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. იან­ვარ­ში ტი­ფით 18 მო­ქა­ლა­ქე და­ა­ვად­და, აპ­რილ­ში _ 73, ივ­ლის­ში _ 91, ოქ­ტომ­ბერ­ში _ 80. გა­სა­გე­ბი იყო, რომ ასე­თი ვი­თა­რე­ბა დიდ­ხანს არ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბო­და. თუ ტი­ფის წი­ნა­აღ­მ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დამ­ჭ­რელ ზო­მებს არ მი­ი­ღებ­და, იგი მთელ ქვე­ყა­ნას მო­ე­დე­ბო­და. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, თა­ვის ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ, წლის ბო­ლოს იფეთ­ქა. დე­კემ­ბერ­ში ავად­მ­ყოფ­თა რიცხ­ვ­მა ერ­თ­ბა­შად 900-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, 1919 წლის იან­ვარ­ში კი მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და და 2 ათასს მი­უ­ახ­ლოვ­და. და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბამ 10 პრო­ცენტს მი­აღ­წია.

ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გე­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კა იყო, მაგ­რამ ტფი­ლის­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა მი­ახ­ლო­ე­ბი­თაც კი ვერ ასა­ხავ­და. იგი მხო­ლოდ ლა­ზა­რეთ­ში მო­თავ­სე­ბულ ავად­მ­ყო­ფებს აღ­რიცხავ­და. რამ­დე­ნი იყო ისე­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს სა­ერ­თოდ არ მი­ა­კითხა, არა­ვინ იცო­და. ამ მო­ნა­ცე­მებ­ში არც ტფი­ლი­სის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი შე­დი­ოდ­ნენ.
გა­ზე­თი "ერ­თო­ბა" 1919 წლის 1-ლი თე­ბერ­ვა­ლი:

"ეს მე­სა­მე თვეა, ჩვენ­ში, ქა­ლა­ქათ და სოფ­ლად პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებს. ქა­ლა­ქის გა­დამ­დებ სენ­თა ბა­რაკ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­ში ყო­ველდღე სა­მო­ცამ­დე ახა­ლი ავად­მ­ყო­ფი მიჰ­ყავთ. უნ­და ვი­გუ­ლის­ხმოთ, რომ ეს რიცხ­ვი ნა­ხე­ვარს არც კი შე­ად­გენს იმ რიცხ­ვი­სას, რო­მე­ლიც ყო­ველდღე ავათ გამ­ხ­დარ­თა სი­ნამ­დ­ვი­ლეს გა­მო­ხა­ტავს.
ქა­ლაქს არა აქვს სტა­ტის­ტი­კუ­რი ბი­უ­რო და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ტი­ფის თვი­თე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ზედ ბი­უ­როს აც­ნო­ბებ­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ავ­ლაბ­რის, ორ­თა­ჭა­ლის და სხვა ღა­რიბ უბ­ნე­ბის ბევ­რი ავად­მ­ყო­ფი ექი­მის უნა­ხა­ვი ბი­ნა­ზედ რჩე­ბა და სტა­ტის­ტი­კურ აღ­რიცხ­ვა­ში არ შე­დის.

ტი­ფის ეპი­დე­მია აგ­რეთ­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია პრო­ვინ­ცი­ა­შიც, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­სუ­ლე­ბი გულ­შემ­ზა­რავ ცნო­ბებს გად­მოგ­ვ­ცე­მენ ავათ­მ­ყოფ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და სოფ­ლის ამ მხრივ გა­ჭირ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რო­გორც ქა­ლა­ქად, ასე­ვე სოფ­ლად, ტი­ფის ეპი­დე­მია ერთ თა­ნა­ბარ ნი­ა­დაგ­ზე აღ­მო­ცენ­და, რო­მე­ლიც დიდ­მა ომ­მა დაგ­ვი­ტო­ვა. ნა­ხევ­რად მში­ერ-ტიტ­ვე­ლი ხალ­ხი, ქა­ლა­ქად მე­ტის-მე­ტი სი­ვიწ­რო­ვი­თა სცხოვ­რობს. სახ­სა­რი არა აქვს, რომ ბი­ნი­სა და პი­რა­დი სი­სუფ­თა­ვე და­იც­ვას, ყვე­ლაფ­რის უაღ­რე­სი სიძ­ვი­რის გა­მო. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნა, მდი­და­რი პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბით მე­ტის-მე­ტად დიდს და ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და გან­ც­დას აყე­ნებს ხალ­ხის სხე­უ­ლის ნერ­ვი­ულ აგე­ბუ­ლე­ბას და შე­სამ­ჩ­ნე­ვად ასუს­ტებს, ადუ­ნებს მას და უკარ­გავს სხვა­დას­ხ­ვა სე­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ თავ­დაც­ვის უნარს. აი, ის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­უ­რი ნი­ა­და­გი, რო­მე­ლიც პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მი­ის­თ­ვის უაღ­რეს ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­და­გად გა­და­იქ­ცა".
სწავ­ლა გა­და­ი­დო სა­ხელ­მ­წი­ფო და კო­მერ­ცი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში. დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა "კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი", კლუ­ბე­ბი და თე­ატ­რე­ბის ნა­წი­ლი. 1919 წლის 7 თე­ბერ­ვალს გა­მოქ­ვეყ­ნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნა­წი­ლის სა­გან­გე­ბო რწმუ­ნე­ბუ­ლის, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ გო­პა­ძის სა­გან­გე­ბო ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ტფი­ლის­ში ტი­ფის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის გამ­კაც­რე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. ბრძა­ნე­ბა რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა ექიმს ავალ­დე­ბუ­ლებ­და, გა­დამ­დე­ბი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, მათ შე­სა­ხებ სრუ­ლი ცნო­ბა მი­ე­წო­დე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სა­ნი­ტა­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვის. იგი­ვე ევა­ლე­ბო­დათ სახ­ლის, სას­ტუმ­რო­ე­ბის, თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და სხვა მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს.
ავად­მ­ყოფ­თა ლა­ზა­რეთ­სა და სპე­ცი­ა­ლურ ბა­რა­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნა, მა­თი ნივ­თე­ბი­სა და ბი­ნე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია ქა­ლა­ქე­ბი­სა და ერო­ბე­ბის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს და­ე­ვა­ლათ. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ უნ­და აეყ­ვა­ნათ აგ­რეთ­ვე, ავად­მ­ყო­ფის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­ტ­როლს ამ­კაც­რებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე, კერ­ძოდ: ღა­რიბ­თა უბ­ნებ­ზე, აბა­ნო­ებ­ზე, სას­ტუმ­რო­ებ­ზე, რეს­ტორ­ნებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ზე.

აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო გა­დამ­დე­ბი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ეტ­ლით გა­დაყ­ვა­ნა, ტი­ფით გარ­დაც­ვ­ლილ­თა ცხე­დ­რის ახ­დი­ლი კუ­ბო­თი გას­ვე­ნე­ბა, ძვე­ლი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, თუ ისი­ნი სა­დე­ზინ­ფექ­ციო კა­მე­რა­ში არ იყო გა­ტა­რე­ბუ­ლი. ავად­მ­ყოფ­თა სა­კუ­თარ ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და, თუ ამის ნე­ბას თა­ვად ექი­მი დარ­თავ­და.
მკაც­რად გა­ი­წე­რა ტი­ფით დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ლა­ზა­რეთ­ში მი­ღე­ბის წე­სი: სა­ნამ პა­ლა­ტა­ში შე­იყ­ვან­დ­ნენ, ავად­მ­ყო­ფის­თ­ვის თმა უნ­და გა­ეკ­რი­ჭათ, და­ე­ბა­ნათ და სუფ­თა თეთ­რე­უ­ლით შე­ე­მო­სათ. ავად­მ­ყო­ფის ტან­საც­მელს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დე­ზინ­ფექ­ცია უტარ­დე­ბო­და.
შეწყ­და პა­ტი­მარ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა იმ სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­დან, სა­დაც პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა, ხო­ლო ახალ პა­ტიმ­რებს ცი­ხე­ში მი­ღე­ბამ­დე ზუს­ტად სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა უნ­და გა­ევ­ლოთ.
რკი­ნიგ­ზის უწყე­ბას და­ე­ვა­ლა ყვე­ლა მა­ტა­რებ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა. აიკ­რ­ძა­ლა სად­გუ­რებ­ზე ღა­მის გა­თე­ვა. სას­ტი­კი კონ­ტ­რო­ლი და­წეს­და ზედ­მე­ტი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე. და­ი­ხუ­რა სად­გუ­რის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­და­ლა­ქო.

სა­ერ­თო ქა­ოს­ში რეს­პუბ­ლი­კის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნა­წი­ლის სა­გან­გე­ბო რწმუ­ნე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა თით­ქ­მის არ სრულ­დე­ბო­და. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია გო­პა­ძის მე­ო­რე ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი კვი­რის შემ­დეგ გა­მოს­ცა. გა­ზე­თი "ერ­თო­ბა" 1919 წლის 26 თე­ბერ­ვა­ლი:
"მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი ბრძა­ნე­ბი­სა, ძვე­ლი ნივ­თე­ბით მო­ვაჭ­რე­ნი გა­ნაგ­რ­ძო­ბენ სა­დე­ზინ­ფექ­ციო კა­მე­რა­ში გა­უ­ტა­რე­ბელ, კა­მე­რის პლომ­ბით და­უ­ბეჭ­დავ ძვე­ლი ტა­ნი­სა­მო­სი­სა და სხვა ნივ­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას. ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ მი­ი­ღოს ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ მკაც­რი და უტყუ­ა­რი ზო­მე­ბი.
სა­სახ­ლის ქუ­ჩის #3 სახ­ლ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სო­მეხ­თა ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო. იქ დღი­თი დღე და­ი­ა­რე­ბა მრა­ვა­ლი რიცხ­ვი ლტოლ­ვი­ლე­ბი­სა სხვა­დას­ხ­ვა ცნო­ბე­ბი­სათ­ვის. ამ სახ­ლის შე­სას­ვ­ლელ­თან და იქ მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ებ­თან ლტოლ­ვი­ლე­ბი ბლო­მად იყ­რი­ან თავს და ბევ­რი მათ­გა­ნი მთე­ლი დღე იქ წვა­ნან, მათ შო­რის ავათ­მ­ყო­ფე­ბიც არი­ან ხოლ­მე. ამ­გ­ვა­რი მოვ­ლე­ნა მა­შინ, რო­დე­საც ლტოლ­ვილ­თა შო­რის მე­ტად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფი და ისიც ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. სო­მეხ­თა ეროვ­ნულ საბ­ჭომ ლტოლ­ვი­ლე­ბი­სად­მი ცნო­ბე­ბის მი­საწ­ვ­დო­მად აირ­ჩი­ოს ად­გი­ლი არა ქა­ლა­ქის შუა გულ­ში, არა­მედ სად­მე გა­ნა­პი­რა ად­გი­ლას.

ამ­ჟა­მად ქა­ლაქ­ში მე­ტად გახ­შირ­და მათხოვ­რო­ბა, თით­ქ­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე შეხ­ვ­დე­ბით მათ. გა­ბინ­ძუ­რე­ბულ­ნი, კბე­ნა­რე­ბით სავ­სე ძონ­ძებ­ში გახ­ვე­ულ­ნი, ან და­ი­ა­რე­ბი­ან, ან წვა­ნან იქ, სა­დაც ხალ­ხი ბლო­მად იყ­რის თავს და ავ­რ­ცე­ლე­ბენ სხვა და სხვა გა­დამ­დებ ავათ­მ­ყო­ფო­ბას. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და შეწყ­დეს მა­თი ქუ­ჩებ­ზე ხე­ტი­ა­ლი. ყვე­ლა მათხო­ვა­რი უნ­და იქ­მ­ნენ გა­დაგ­ზავ­ნი­ლი მე-300 ვერ­ს­ზედ. სა­სურ­ვე­ლია, რომ მცი­რე წლო­ვა­ნი მათხოვ­რე­ბი მო­თავ­სე­ბულ იქ­მ­ნენ ან კავ­ში­რი "კა­პე­ი­კა­ში" ან და ამე­რი­კე­ლე­ბის მცი­რე წლო­ვან­თა თავ­შე­სა­ფარ­ში.

ყვე­ლა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი (ა­ნუ კი­ნო­თე­ატ­რი. _ რედ.) უნ­და და­ი­კე­ტოს ჯერ­ხ­ნო­ბით ორი კვი­რით. შე­ნო­ბე­ბი უნ­და გა­სუფ­თავ­დეს. იატა­კი და საჯ­დო­მე­ბი უნ­და და­ი­რეცხოს სა­პონ-ნავ­თით. ამ ვა­დის შემ­დეგ, მხო­ლოდ ის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფე­ბი გა­იხ­ს­ნე­ბა, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ექი­მის მოწ­მო­ბა, რომ შე­სა­ფე­რი­სი დე­ზინ­ფექ­ცია გა­ტა­რე­ბუ­ლია.

სა­ნი­ტა­რი­უ­ლი წე­სე­ბი­სა და ჩე­მი ბრძა­ნე­ბის დამ­რ­ღ­ვევ­ნი წარ­მო­მედ­გი­ნონ მე სას­ჯე­ლის და­სა­დე­ბად".
მაგ­რამ უსახ­ს­რო­ბის გა­მო, სა­ხელ­მ­წი­ფოს ფი­ზი­კუ­რად არ შე­ეძ­ლო, ტი­ფის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კამ­პა­ნია ეფექ­ტი­ა­ნად ეწარ­მო­ე­ბი­ნა. და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბე­ბის ხარ­ჯ­ზე კი, ტი­ფის ეპი­დე­მია არ აილაგ­მე­ბო­და. მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად სა­ვა­ლა­ლო იყო, რომ ზოგ­ჯერ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პერ­სო­ნა­ლი უარს აცხა­დებ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. 1919 წლის 25 თე­ბერ­ვალს ტი­ფის ლა­ზა­რე­თის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გა­ავ­რ­ცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც იუწყე­ბოდ­ნენ, რომ ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ არ შე­ას­რუ­ლა ლა­ზა­რე­თის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის მოთხოვ­ნა, რო­მე­ლიც ავად­მ­ყო­ფე­ბი­სა და მომ­ვ­ლე­ლი პერ­სო­ნა­ლის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბო­და, ისი­ნი აღარ იმუ­შა­ვებ­დ­ნენ. სა­ერ­თო კრე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­სა და სამ­ხედ­რო-სა­ფერ­შ­ლო სკო­ლას­თან არ­სე­ბუ­ლი ტი­ფი­ან­თა ლა­ზა­რე­თე­ბი 28 თე­ბერ­ვალს და­ი­კე­ტა. ექი­მებ­მა სნე­ულ­თა ახ­ლობ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ სა­კუ­თა­რი ავად­მ­ყო­ფე­ბის­თ­ვის თა­ვად უნ­და მი­ე­ხე­დათ.
გა­ზაფხუ­ლის მი­წუ­რულს ტი­ფის ეპი­დე­მი­ამ მხო­ლოდ ტფი­ლის­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი გათ­ვ­ლე­ბით, 200-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ეპი­დე­მია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნას შე­ე­ხო. ტიფს ეწი­რე­ბოდ­ნენ რო­გორც ღა­რიბ­თა უბ­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, 1919 წლის 29 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი ჩიხ­ლა­ძე.
მა­ი­სი­დან ტი­ფის ეპი­დე­მი­ამ კლე­ბა და­იწყო, მაგ­რამ მას უკ­ვე ქო­ლე­რა შე­ე­ნაც­ვ­ლა. ამის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­გითხ­რობთ.

მი­ხე­ილ ბა­სი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი