ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა გა­საბ­ჭო­ე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
font-large font-small
ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა გა­საბ­ჭო­ე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ზაფხულ­ში ქო­ლე­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­აღ­წია

1919-1920 წლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ტფი­ლის­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის ბუ­დეს წარ­მო­ად­გენ­და. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი­სა და დევ­ნილ­თა უწყ­ვე­ტი ნა­კა­დის გა­მო, ტფი­ლი­სი მუდ­მი­ვად ეპი­დე­მი­ის საფ­რ­თხეს გა­ნიც­დი­და. 1919 წლის ზამ­თარ­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში ტიფ­მა იფეთ­ქა, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძვინ­ვა­რებ­და. და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. აპ­რი­ლის­თ­ვის პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მია ჩაცხ­რა, მაგ­რამ იგი მა­შინ­ვე მე­ო­რე სა­სიკ­ვ­დი­ლო სენ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქო­ლე­რის ეპი­დე­მია და­ატყ­და თავს. ამას თან და­ერ­თო შა­ვი ჭი­რიც ანუ, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეძახ­დ­ნენ - შა­ვი სა­ხა­დი.


ქო­ლე­რის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ტფი­ლის­ში 1919 წლის იან­ვარ­ში და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ მა­შინ ავად­მ­ყო­ფო­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი არ იყო და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა აღი­ნიშ­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და შა­ვი ჭი­რის და­ა­ვა­დე­ბაც. შა­ვი ჭი­რით სნე­ულ ადა­მი­ა­ნებს არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გა­მო, ავად­მ­ყო­ფო­ბა ხში­რად მედ­პერ­სო­ნალ­ზეც გა­და­დი­ო­და.

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 25 იან­ვა­რი:

"ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი: უფ­რო­სი ორ­დი­ნა­ტო­რი ექი­მი ცი­ციშ­ვი­ლი, ექი­მი სლუც­კაია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­სამ­სა­ხუ­რე. ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და. რას აკე­თებს ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ის ხა­ნა­ში? კა­ნო­ნის ძა­ლით, ავად­მ­ყო­ფი იმ წამ­ს­ვე უნ­და იქ­ნას წაყ­ვა­ნი­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, რო­გორც კი აც­ნო­ბე­ბენ ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ნამ­დ­ვი­ლად კი 4-5 დღე გა­დის შეტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ ავად­მ­ყო­ფის წაყ­ვა­ნამ­დის, რაც ხელს უწყობს სე­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბას.
თუ კერ­ძო ეტ­ლით მი­იყ­ვა­ნეთ სა­ხა­დი­ა­ნი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ამ ეტლს დე­ზინ­ფექ­ცი­ას არ უშ­ვე­ბი­ან და სე­ნი გა­და­დის მათ­ზეც, ვინც ეტ­ლ­ში ჯდე­ბა.
იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ახა­ლი საბ­ჭო დღი­დან თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბი­სა დიდ ყუ­რადღე­ბას მი­აქ­ცევს დან­გ­რე­უ­ლი და მი­ვიწყე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მ­ნას. მაგ­რამ საბ­ჭო მო­მავ­ლის სა­კითხია. და­ყოვ­ნე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ში­ნე­ლი სე­ნი მუსრს ავ­ლებს ხალხს. ამი­ტომ, თუ ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა უძ­ლუ­რია რა­ი­მე გა­ა­კე­თოს, მთავ­რო­ბა უნ­და ჩა­ე­რი­ოს ამ საქ­მე­ში".
რამ­დე­ნი­მე დღე­ში, იგი­ვე გა­ზე­თი კი­დევ ერთ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ქო­ლე­რის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ვი­გებთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უარე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა და სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას უკ­ვე სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის. წე­რილ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია, რომ ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თ­ვე­ლო­ბა უძ­ლუ­რია სე­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს და თუ მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ თვით­დი­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მიშ­ვე­ბუ­ლი, ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის მას­შ­ტა­ბუ­რი ეპი­დე­მია და­იწყე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი კვლავ უც­ვ­ლე­ლი იყო - გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქი და სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია.GzaPress

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 28 იან­ვა­რი:

"ე.წ. "ის­პან­კას" მოჰ­ყ­ვა ხო­ლე­რა, რო­მე­ლიც სა­ში­ნე­ლის სის­წ­რა­ფით ვრცელ­დე­ბა. ქა­ლა­ქის ლა­ზა­რე­თე­ბი სავ­სეა ავად­მ­ყო­ფე­ბით, ხო­ლო ბევ­რი იძუ­ლე­ბუ­ლია სახ­ლ­ში იწ­ვეს უად­გი­ლო­ბის გა­მო, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ურ­ბი­ან ავად­მ­ყო­ფის ლა­ზა­რეთ­ში მო­თავ­სე­ბას, რად­გან იმე­დი არა აქვთ, რომ იქ სა­თა­ნა­დო მოვ­ლას არ მო­აკ­ლე­ბენ მას.
ექი­მე­ბი ვრცელ წე­რი­ლებს ბეჭ­და­ვენ და მცხოვ­რებთ აც­ნო­ბენ სე­ნის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­სა და მის მომ­ს­პობ სა­შუ­ა­ლე­ბებს. მთავ­რო­ბა სა­გან­გე­ბო უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს ნიშ­ნავს და ზო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ან­დობს, მაგ­რამ სე­ნი თა­ვი­სას შვრე­ბა, კი­დევ უფ­რო ვრცელ­დე­ბა და რო­გორც ქა­ლაქს, ასე­ვე სო­ფელს საფ­რ­თხე­ში აგ­დებს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის ვერც ექი­მე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მსჯე­ლო­ბა და ვერც, ამა თუ იმ პი­რის სა­გან­გე­ბო უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა. სა­ჭი­როა, მთე­ლი რი­გი პრაქ­ტი­კულ ზო­მე­ბი­სა, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. ამ მხრით, თით­ქ­მის არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. არის ბევ­რი ისე­თი ეზო, სა­დაც მთე­ლი თვე­ო­ბით გროვ­დე­ბა ნა­გა­ვი, სა­დაც ათას­გ­ვარ სი­ბინ­ძუ­რეს ას­ხა­მენ.
ტრამ­ვა­ის ვა­გო­ნე­ბი სა­შინ­ლად ივ­სე­ბა ხალ­ხით. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა რკი­ნის გზა­ზე. და რაც ყვე­ლა­ზე უფ­რო შე­უწყ­ნა­რე­ბე­ლია, ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი გამ­გე­ო­ბა ვერ ახერ­ხებს სა­ხა­დი­ა­ნი ავად­მ­ყო­ფე­ბის დრო­ზე გა­და­ზიდ­ვას და დე­ზინ­ფექ­ცი­ის მოხ­დე­ნას. მაცხოვ­რებ­ლებს თი­თონ უხ­დე­ბათ სა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვის ხვეწ­ნა-მუ­და­რა, რომ მათ ეს მო­ვა­ლე­ო­ბა მო­ა­გო­ნონ. და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს საქ­მე სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით ან სრუ­ლი­ად არ სრულ­დე­ბა.

სხვა­თა შო­რის, გა­და­სა­ზიდ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა უქონ­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ მი­ზე­ზად, რაც პირ­და­პირ გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ქა­ლაქ­ში აუარე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და ცხე­ნია ისე­თი პი­რე­ბის ხელ­ში, რო­მელ­თაც კარ­გად შე­ეძ­ლოთ უავ­ტო­მო­ბი­ლოთ და უეტ­ლოდ მსა­ხუ­რი".
ზამ­თარ­ში ქო­ლე­რის ეპი­დე­მია შე­ნელ­და. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ საფ­რ­თხემ გა­და­ი­ა­რა. და­ა­ვა­დე­ბის ახა­ლი კე­რე­ბის შე­სა­ხებ სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია გა­ზაფხულ­ზე გაჩ­ნ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს საფ­რ­თხე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ემუქ­რე­ბო­და. ქა­ლა­ქის სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნი­ტა­რუ­ლი ბი­უ­როს ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში ქო­ლე­რის სა­მი, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქა­ლაქ ელი­ზა­ვე­ტო­პოლ­ში ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა აღი­ნიშ­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უდს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქო­ლე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­მო­აღ­წევ­და.
29 აპ­რილს ტფი­ლი­სის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში ქო­ლე­რის შე­საძ­ლო ეპი­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი ჩა­ტარ­და, სა­დაც მოხ­სე­ნე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნი­ტა­რუ­ლი ბი­უ­როს ინ­ს­პექ­ტო­რი, ვინ­მე მი­ქე­ლა­ძე გა­მო­ვი­და. მი­ქე­ლა­ძის თქმით, სა­ჭი­რო იყო ქა­ლა­ქის ლტოლ­ვი­ლე­ბის­გან სას­წ­რა­ფოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აგ­რეთ­ვე, ქა­ლა­ქის მაქ­სი­მა­ლუ­რად გაწ­მენ­და ნაგ­ვის­გან, ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბისა და ნარ­ჩე­ნე­ბის­გან.
გარ­და ამი­სა, მი­ქე­ლა­ძემ ქა­ლა­ქის თვითმ­მარ­თ­ვე­ლო­ბას წა­რუდ­გი­ნა ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვა ქო­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აც­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მი­სი აზ­რით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო ვაქ­ცი­ნა­ცია და ქო­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აც­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ეს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სულ ახალ ლტოლ­ვი­ლებს ეხე­ბო­და, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის სა­შიშ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ.
გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვ­და სას­მე­ლი წყა­ლი, რად­გან ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ის დროს, და­ა­ვა­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ წყლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბო­და. თათ­ბირ­ზე ტფი­ლი­სის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ და­ად­გი­ნა, თხოვ­ნით მი­ე­მარ­თა ქვეყ­ნის დამ­ფუძ­ნე­ბელი კრე­ბისთვის, რა­თა მას ბი­უ­ჯე­ტი­დან 100 ათა­სი რუბ­ლი გა­მო­ე­ყო, სუფ­თა სას­მე­ლი წყლის შე­სა­ძე­ნად. ამა­ვე თათ­ბირ­ზე გა­დაწყ­და, რომ მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი, რა­თა ქა­ლა­ქის სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მა­ში ქო­ლე­რის ემ­ბ­რი­ო­ნე­ბი არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. აიკ­რ­ძა­ლა ავ­ჭა­ლის წყალ­სა­ცავ­ზე ქა­ლა­ქის­თ­ვის სას­მე­ლი წყლის აღე­ბა სა­ნა­პი­რო ზო­ლი­დან, სა­დაც ათა­სგვარი სი­ბინ­ძუ­რე იყო და სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ტან­საც­მელს რეცხავ­და. და­ად­გი­ნეს, რომ წყალ­სა­ცა­ვი­დან ტფი­ლი­სის­თ­ვის სა­ჭი­რო წყა­ლი, მხო­ლოდ მდი­ნა­რის შუა ნა­წი­ლი­დან შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ.
ტფი­ლი­სის თვითმ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ თხოვ­ნა გა­უგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, რა­თა ამ უკა­ნას­კ­ნელს ქო­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სპე­ცი­ა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ამის სა­პა­სუ­ხოდ, სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ გა­ნაცხა­და, რომ მზა­დაა, უსას­ყიდ­ლოდ და­ა­რი­გოს 10 ათა­სი აც­რის­თ­ვის სამ­ყო­ფი ვაქ­ცი­ნა და და­იწყოს მუ­შა­ო­ბა ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. რო­გორც მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კ­ვა, სწო­რედ სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბა.
ზაფხულ­ში ქო­ლე­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­აღ­წია. გა­ზეთ­ში ქა­ლა­ქის თა­ვის, ბე­ნია ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბაც და­ი­ბეჭ­და.GzaPress

გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა", 1919 წლის 1-ლი ივ­ლი­სი:


"ქა­ლაქ­ში უკ­ვე და­ფიქ­სირ­და ქო­ლე­რით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლით დას­რულ­და. იწყე­ბა ცხე­ლი დღე­ე­ბი და შე­საძ­ლოა ქა­ლაქ­ში ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქოს.
მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! დრო­უ­ლად გა­ი­კე­თეთ აც­რე­ბი, რა­თა თა­ვი და­იზღ­ვი­ოთ სა­ში­ნე­ლი ავად­მ­ყო­ფო­ბი­სა­გან და და­იც­ვათ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვი, ასე­ვე ახ­ლობ­ლე­ბი".
ტფი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, აიკ­რ­ძა­ლა ქუ­ჩებ­ში ცი­ვი წყლით ვაჭ­რო­ბა. 10 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნ­და შრო­მის კო­მის­რის ელ­ბა­ქი­ა­ნის დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ტფი­ლის­სა და გუ­ბერ­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფაბ­რი­კა-ქარ­ხ­ნე­ბის, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის, სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებ­და: სა­წარ­მო­ებ­ში გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მო­მა­რა­გე­ბას, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი­სა და მუ­შა­თა სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბას და დე­ზინ­ფექ­ცი­ას.
მი­უ­ხე­და­ვად მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი­სა, 1919 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ქო­ლე­რა ტფი­ლის­ში მა­ინც გავ­რ­ცელ­და, მაგ­რამ მი­სი მას­შ­ტა­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო იყო.
სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის შე­დე­გად, 1919 წელს, ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის ფარ­თო ეპი­დე­მი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­ხერ­ხ­და. თუმ­ცა, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხ­ვა ეპი­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე იდ­გა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­რი­გი გამ­წ­ვა­ვე­ბა 1920 წლის ივ­ლის­ში და­იწყო. საფ­რ­თხე კვლავ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და. 28 ივ­ლისს ტფი­ლი­სის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­ს­პექ­ტო­რის მე­უ­ნარ­გი­ას მოხ­სე­ნე­ბა მოისმინეს, რო­მელ­მაც სხდო­მა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

გა­ზე­თი "ბორ­ბა", 1920 წლის ივ­ლი­სი:

"მი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ყი­რიმ­ში ხო­ლე­რის ეპი­დე­მია გავ­რ­ცელ­და, კონ­ს­ტან­ტი­ნე­პოლ­ში კი შა­ვი ჭი­რი მძვინ­ვა­რებს. არ­სე­ბობს დი­დი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სულ მა­ლე ბა­თუმ­ში, შემ­დეგ კი ტფი­ლის­შიც გავ­რ­ცელ­დეს. ტფი­ლი­სის დღე­ვან­დე­ლი ფრი­ად სა­ვა­ლა­ლო ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რ­ცელ­დე­ბა და ეპი­დე­მი­ის სა­ხეს მი­ი­ღებს.
ამ ცნო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ნი­ტა­რულ­მა უწყე­ბამ ქა­ლა­ქის გაწ­მენ­დი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. გა­დაწყ­ვე­ტი­ლია ქა­ლა­ქი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვი­ლი ნა­გა­ვი და ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბი გა­ი­ტა­ნონ. მაგ­რამ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ქა­ლაქს შე­სა­ბა­მი­სი სახ­ს­რე­ბი არ გა­აჩ­ნია. საქ­მე გა­და­დე­ბას ვერ მო­ით­მენს. ამი­ტომ ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა იღებს რა მხედ­ვე­ლო­ბა­ში ეპი­დე­მი­ის რე­ა­ლურ სა­შიშ­რო­ე­ბას, მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­მარ­თოს მთავ­რო­ბას, რა­თა ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბის­თ­ვის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 48 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გა­მო­ი­ყოს".
რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სულ მა­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეპი­დე­მი­ის ახა­ლი ტალ­ღა და­ატყ­და თავს. შე­მოდ­გო­მა­ზე ქო­ლე­რის ეპი­დე­მია გავ­რ­ცელ­და ტფი­ლი­სის სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში. ტფი­ლი­სის სა­გუ­ბერ­ნიო #1 ცი­ხე­ში (ორ­თა­ჭა­ლა) ქო­ლე­რის გავ­რ­ცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცი­ხე­ე­ბის ინ­ს­პექ­ტორ­მა ყი­ფი­ან­მა 6 სექ­ტემ­ბერს სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი მო­იწ­ვია, რო­მელ­საც ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის უფ­რო­სე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. თათ­ბი­რის დად­გე­ნი­ლე­ბით, შეწყ­და ახა­ლი პა­ტიმ­რე­ბის მი­ღე­ბა ცენ­ტ­რა­ლურ (ორ­თა­ჭა­ლის) ცი­ხე­ში, დრო­ე­ბით აიკ­რ­ძა­ლა პა­ე­მა­ნი; სა­ეჭ­ვო პა­ტიმ­რე­ბი იზო­ლი­რე­ბულ­ნი იქ­ნენ სა­ერ­თო მა­სი­დან; აიკ­რ­ძა­ლა პა­ტიმ­რე­ბის­თ­ვის ნედ­ლი ხი­ლის მი­წო­დე­ბა; მსჯავ­რ­დადე­ბუ­ლებს თვე­ში სამ­ჯერ და­ე­ნიშ­ნათ აბა­ნო; ცი­ხის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს და­ე­ვა­ლათ პა­ტიმ­რე­ბის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სუფ­თა თეთ­რე­უ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.
სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნი­ტა­რუ­ლი ბი­უ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1920 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის ტფი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი შემ­დე­გი იყო: მუც­ლის ტი­ფით 7 მო­ქა­ლა­ქე და­ა­ვად­და, დე­ზინ­ტე­რი­ით - 1, ყვა­ვი­ლით - 5, ქო­ლე­რით - 6. სექ­ტემ­ბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ციფ­რ­მა კი­დევ უფ­რო იმა­ტა: პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფით - 3; მუც­ლის ტი­ფით - 32; ყვა­ვი­ლით - 9; ქო­ლე­რით - 43. მათ­გან ყვა­ვი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა ხუ­თი ადა­მი­ა­ნი, ხო­ლო ქო­ლე­რით - 19.
ოქ­ტომ­ბერ­ში ქო­ლე­რას შა­ვი ჭი­რის და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მა­ტა.
ოქ­ტობ­რის შემ­დეგ, ტფი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ზე­თებ­ში ცნო­ბე­ბი აღარ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც ჩანს, შე­მოდ­გო­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა გავ­რ­ცე­ლე­ბამ იკ­ლო ან ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, ქო­ლე­რი­სა და შა­ვი ჭი­რის­თ­ვის არა­ვის ეცა­ლა.

მი­ხე­ილ ბა­სი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი