და­მან­გ­რე­ვე­ლი მი­წის­ძ­ვ­რა გორ­ში
font-large font-small
და­მან­გ­რე­ვე­ლი მი­წის­ძ­ვ­რა გორ­ში
გო­რის მაზ­რა­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა 19 თე­ბერ­ვ­ლი­დან 20 თე­ბერ­ვ­ლის ღა­მეს, 02:55 სა­ათ­ზე აღი­ნიშ­ნა.


"გორ­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში დი­დი მი­წის­ძ­ვ­რა მოხ­და დღეს, 20 თე­ბერ­ვალს, დი­ლის 3 სა­ათ­ზე. და­ინ­გ­რა უამ­რა­ვი სახ­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და სო­ფე­ლი ხი­დის­თა­ვი, რო­მე­ლიც თით­ქ­მის მთლი­ა­ნად და­ინ­გ­რა. მი­წის­ძ­ვ­რის გა­მო, ტფი­ლი­სი­დან გორ­ში სას­წ­რა­ფოდ გა­ემ­გ­ზავ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი ამ­ხა­ნა­გი ჭი­ჭი­ნა­ძე, სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვ­ლის უფ­რო­სი, აგ­რეთ­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ინ­ჟინ­რე­ბი და მუ­შე­ბი. მი­წის­ძ­ვ­რა ტფი­ლის­შიც საკ­მა­ოდ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ბიძ­გე­ბი დი­ლის 3 სა­ათ­ზე და­იწყო და რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და", - ასე აუწყა გა­ზეთ­მა "ბორ­ბამ" 1920 წლის 20 თე­ბერ­ვ­ლის ნო­მერ­ში სა­კუ­თარ მკითხ­ველს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­მან­გ­რე­ვე­ლი მი­წის­ძ­ვ­რის შე­სა­ხებ.

გო­რის მაზ­რა­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა 19 თე­ბერ­ვ­ლი­დან 20 თე­ბერ­ვ­ლის ღა­მეს, 02:55 სა­ათ­ზე აღი­ნიშ­ნა.
ბიძ­გე­ბის სიმ­ძ­ლავ­რემ რიხ­ტე­რის სკა­ლით 6,2 ბალს გა­და­ა­ჭარ­ბა. და­ზი­ან­და გორ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ზო­გი­ერ­თი სახ­ლი კი მთლი­ა­ნად და­ინ­გ­რა. თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, ღა­მის მი­წის­ძ­ვ­რა იმ უბე­დუ­რე­ბის მხო­ლოდ და­საწყი­სი იყო, რო­მე­ლიც გო­რის მაზ­რას მე­ო­რე დღეს და­ატყ­და თავს.

20 თე­ბერ­ვალს ბიძ­გე­ბი 14 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე გან­მე­ორ­და და გა­ცი­ლე­ბით და­მან­გ­რე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამ­ჯე­რად სიმ­ძ­ლავ­რემ 8-9 ბალს მი­აღ­წია. პირ­ვე­ლი მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ნო­ბა უკ­ვე პირ­წ­მინ­დად გა­ნად­გურ­და. რა სიმ­ძ­ლავ­რის იყო მი­წის­ძ­ვ­რა, ამის დად­გე­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში მა­შინ­ვე ვერ მო­ა­ხერ­ხეს. მი­ზე­ზი ბა­ნა­ლუ­რი იყო: რო­გორც "ბორ­ბა" იუწყე­ბა: "ტფი­ლი­სის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ცნო­ბით, მი­წის­ძ­ვ­რა და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და. რად­გან ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის კუთ­ვ­ნი­ლი სე­ის­მოგ­რა­ფუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა ამ­ჟა­მად შე­კე­თე­ბა­შია და იგი გა­უ­მარ­თა­ვია, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, თუ რა სიმ­ძ­ლავ­რის მი­წის­ძ­ვ­რა იყო".
რა თქმა უნ­და, ასე­თი ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა ტფი­ლის­შიც საკ­მა­ოდ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, მაგ­რამ გორ­თან შე­და­რე­ბით, მი­წის რყე­ვა ისე­თი და­მან­გ­რე­ვე­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და. დე­და­ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ შე­ნო­ბე­ბი და­იბ­ზა­რა, ფან­ჯ­რებ­ში შუ­შე­ბი ჩა­იმ­ს­ხ­ვ­რა, ხო­ლო ზო­გი­ერთ საცხოვ­რე­ბელ სახლს სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ენ­გ­რა.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა პირ­ვე­ლი­ვე მი­წის­ძ­ვ­რის დროს და­იწყო. გავ­რ­ცელ­და ათა­სი ჭო­რი, რო­მე­ლიც ისე­დაც არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობ­და ხელს. ჭო­რე­ბის აღ­საკ­ვე­თად, ტფი­ლი­სის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ავ­რ­ცე­ლა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის მი­წის­ძ­ვ­რის თა­ო­ბა­ზე მეც­ნი­ე­რულ ცნო­ბას აწ­ვ­დი­და: "ტფი­ლი­სის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მყა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს მი­წის­ძ­ვ­რა კვლავ გან­მე­ორ­დე­ბა, დღეს ღა­მის 3 სა­ათ­ზე, ისე­ვე რო­გორც ეს გუ­შინ მოხ­და, ყო­ველ­გ­ვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ობ­სერ­ვა­ტო­რია აცხა­დებს, რომ მსგავ­სი მარ­ჩი­ე­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბას მი­წის­ძ­ვ­რის ზუს­ტი დრო­ის დად­გე­ნა არ ძა­ლუძს. ახ­ლა მხო­ლოდ ერ­თი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა: მი­წის­ძ­ვ­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა მი­უ­თი­თებს, რომ ძლი­ერ ბიძ­გებს შემ­დეგ უკ­ვე მი­წის მცი­რე რყე­ვე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ ქრე­ბა".

სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტ­რ­ში კი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო. გო­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა ღა­მით სა­კუ­თა­რი ბი­ნე­ბი და­ტო­ვეს და და­ზი­ა­ნე­ბულ სახ­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­საც ვერ ბე­დავ­დ­ნენ. თე­ბერ­ვ­ლის სუს­ხ­ში, ხალ­ხი ღია ცის ქვეშ დარ­ჩა. მე­ო­რე დღეს, ზო­გი­ერ­თ­მა დაბ­ზა­რულ შე­ნო­ბებ­ში შეს­ვ­ლა და იქი­დან სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის გა­მო­ტა­ნა სცა­და, მაგ­რამ სტი­ქი­ამ მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მის­ცა. დღის სამ სა­ათ­ზე გან­მე­ო­რე­ბით­მა მი­წის­ძ­ვ­რამ ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად ნან­გ­რე­ვე­ბად აქ­ცია.

22 თე­ბერ­ვალს გა­ზეთ­მა "ბორ­ბამ" უბე­დუ­რე­ბის ზო­ნი­დან ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი და­ბეჭ­და, სა­დაც მთე­ლი სიცხა­დით ჩანს გო­რის მაზ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა: "რო­გორც იუწყე­ბი­ან, მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად გორ­ზე მე­ტად გო­რის შე­მო­გა­რე­ნი და სოფ­ლე­ბი და­ზა­რალ­დ­ნენ. მაგ­რამ გუ­შინ 20 თე­ბერ­ვალს, სა­დი­ლო­ბის შემ­დეგ, მი­წის­ძ­ვ­რა კვლავ გან­მე­ორ­და და ამის შემ­დეგ გორ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გ­რა. ქა­ლაქ­ში მრთე­ლი არც ერ­თი სახ­ლი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. და­ინ­გ­რა ძვე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე და ქა­ლა­ქის საპყ­რო­ბი­ლე, სად­გუ­რის შე­ნო­ბა. მი­წის­ძ­ვ­რას ვერც გო­რის­ჯ­ვ­რის ეკ­ლე­სია გა­და­ურ­ჩა, რო­მე­ლიც მთა­ზე იდ­გა.
გორ­სა და სო­ფელ სკრას შო­რის მდე­ბა­რე კლდე­ში დი­დი ნაპ­რა­ლე­ბი გაჩ­ნ­და. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მი­წის­ძ­ვ­რა გან­მე­ორ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კლდე სა­ერ­თოდ ჩა­მო­იქ­ცეს და ეს ნა­შა­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­დე­ბა. ეს კი მდი­ნა­რის კა­ლა­პოტს შე­ც­ვ­ლის და წყა­ლი გო­რის­კენ იბ­რუ­ნებს პირს. გო­რი-სკრას გზა­ზე პი­რი და­ა­ღო მი­წამ და გა­ჩე­ნი­ლი ნაპ­რა­ლე­ბი­დან ამო­დის კვამ­ლი, რო­მელ­საც მო­ლურ­ჯო ქვი­შა მოჰ­ყ­ვე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რის დროს, გო­რი რა­ღაც უც­ნა­უ­რი ნა­თე­ბით გა­ნათ­და.
მი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და შემ­დე­გი სოფ­ლე­ბი: კავ­თის­ხე­ვი, სა­სი­რე­თი, დო­ე­სი, ყა­რა­ღა­ჯი, მე­ტე­ხი, უფ­ლის­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, გრა­კა­ლი, სკრა, ხი­დის­თა­ვი, ოხე­რა და მრა­ვა­ლი სხვა.

20 თე­ბერ­ვალს სო­ფელ ხი­დის­თავ­ში ნან­გ­რე­ვე­ბი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს 33 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი, ხო­ლო სო­ფელ ოხე­რა­ში - 13 ადა­მი­ა­ნი. მსხვერ­პ­ლი იყო თა­ვად ქა­ლაქ გორ­შიც. სა­ერ­თო ჯამ­ში, მარ­ტო გორ­ში, ოხე­რა­ში და ხი­დის­თავ­ში, დღეს 54 გვა­მი იპო­ვეს. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შის გა­მო, დან­გ­რე­ულ შე­ნო­ბებ­თან ახ­ლოს ვერ მი­დის, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში.
სოფ­ლად ასე­თი მსხვერ­პ­ლი იმით აიხ­ს­ნე­ბა, რომ გლეხ­თა სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცუ­დად არის აშე­ნე­ბუ­ლი და ისი­ნი პირ­ვე­ლი­ვე მი­წის­ძ­ვ­რის დროს და­ინ­გ­რა. ნგრე­ვა იმ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­და, რომ ხალ­ხ­მა გა­რეთ გა­მოს­ვ­ლაც ვერ მო­ას­წ­რო".
რო­გორც თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, მი­წის რყე­ვას თან სა­ში­ნე­ლი გუ­გუ­ნი ერ­თ­ვო­და და მი­წა ისე ქა­ნა­ობ­და, რომ ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზე ვერ დად­გე­ბო­და. შუ­ადღი­სას კი, რო­დე­საც 8-ბა­ლი­ა­ნი ბიძ­გე­ბი და­ფიქ­სირ­და, ქა­ლაქ­ში ისე­თი მტვე­რი ავარ­და, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე ცა მთლი­ა­ნად და­ფა­რა და ირ­გ­ვ­ლივ წყვდი­ა­დი იყო.
გორ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გ­რა: გა­ნად­გურ­და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­ნო­ბა, ცი­ხე, ფოს­ტის შე­ნო­ბა, სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლე­ბი, სამ­ხედ­რო ყა­ზარ­მე­ბი. ნა­წი­ლობ­რივ და­ინ­გ­რა ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და გო­რის ცი­ხე, ქვე­მო რი­ე­თის ეკ­ლე­სია, ნათ­ლის­მ­ცემ­ლის ეკ­ლე­სია. ერ­თა­დერ­თი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მი­წის­ძ­ვ­რამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ და­ა­ზი­ა­ნა, სა­ხელ­მ­წი­ფო ხა­ზი­ნის შე­ნო­ბა გახ­ლ­დათ.
მი­წის­ძ­ვ­რის ეპი­ცენ­ტ­რ­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კ­ვ­ნით, ნგრე­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ შე­ნო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­დ­გე­ნას უბ­რა­ლოდ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. სა­ჭი­რო იყო ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბის დაშ­ლა და მა­თი თა­ვი­დან აშე­ნე­ბა.
მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თ­ვის და უსახ­ლ­კა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად, 22 თე­ბერ­ვალს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის რაჟ­დენ არ­სე­ნი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მთავ­რო­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. შე­იქ­მ­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის ბი­უ­როც, რო­მე­ლიც შე­მო­წი­რუ­ლო­ბას აგ­რო­ვებ­და.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი, კარ­ვე­ბი. და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი. გორ­ში გა­და­ის­რო­ლეს სა­არ­მიო ნა­წი­ლე­ბი და მე­სან­გ­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც დან­გ­რე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გაწ­მენ­და და იქ ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ე­ვა­ლათ. ჯა­რის­კა­ცებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მო­ხა­ლი­სე სტუ­დენ­ტე­ბიც. და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ტფი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ქა­ლა­ქი თა­ვად და­ტო­ვა, ნა­წი­ლის ევა­კუ­ა­ცია კი მთავ­რო­ბამ ხა­შუ­რის, სუ­რა­მი­სა და ბორ­ჯო­მის მაზ­რებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო.

მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გებს დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერს სერ ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი გახ­ლ­დათ და იმ პე­რი­ოდ­ში ტფი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. 1920 წლის 25 თე­ბერ­ვალს იგი გორ­ში ჩა­ვი­და და ნა­ნა­ხის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თა­ვის მე­უღ­ლეს მარ­გა­რეტ კო­ლეტს წე­რილ­ში გა­უ­ზი­ა­რა: "გუ­შინ მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გე­ბის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დით. ზა­რა­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. გორ­ში 30 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და თუ აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნილ ხის ქო­ხებს არ ჩავ­თ­ვ­ლით, არც ერთ მათ­განს აღარ აქვს თავ­ზე ჭე­რი. ბიძ­გე­ბის დროს მთა­ზე მდგა­რი უძ­ვე­ლე­სი ცი­ხის კედ­ლე­ბი ჩა­მო­ი­შა­ლა და მთის ქვეშ მდგომ სახ­ლებს და­ე­ყა­რა, სა­ი­და­ნაც, მარ­ტო ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის დროს, ოთხი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ცხე­და­რი გა­მო­ას­ვე­ნეს.

ბიძ­გე­ბი დრო­დად­რო მე­ორ­დე­ბა, თუმ­ცა მე ვე­რა­ფერს ვგრძნობ. ალ­ბათ ეს ქა­ლა­ქი ერ­თი­ა­ნად უნ­და აიყა­როს და სად­მე სხვა­გან აშენ­დეს. გუ­ლი მო­მიკ­ლა საბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვამ, რომ­ლე­ბიც კარ­ვებ­სა და სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­ჭი­მულ ხა­ლი­ჩებს შეჰ­ფა­რე­ბოდ­ნენ. ცრემ­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე, რო­ცა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი და­ვი­ნა­ხე, აკან­კა­ლე­ბუ­ლე­ბი, მშივ­რე­ბი, გა­უ­საძ­ლის ყინ­ვა­სა და თოვ­ლ­ში უსახ­ლ­კა­როდ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი.
ქა­ლაქ­ში ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ კი­დევ უარე­სია ახ­ლო სოფ­ლებ­ში, რო­მელ­თა­გა­ნაც 47 მეტ-ნაკ­ლე­ბად, დან­გ­რე­უ­ლია. მათ და­სახ­მა­რებ­ლად ჯერ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ბავ­შ­ვე­ბის ჩათ­ვ­ლით, ში­შის­გან გა­გიჟ­და. ქა­ლებს მი­წის­ძ­ვ­რის დროს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ეწყოთ. პირ­ველ­მა შოკ­მა იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ხალ­ხ­ზე, რომ რყე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლებ­ში არა­ვინ შებ­რუ­ნე­ბუ­ლა საჭ­მ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაც კი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა მე­ო­რე, უფ­რო ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა მოხ­და, უკ­ვე ყვე­ლა გა­რეთ იყო. ნან­გ­რე­ვებ­ში ხან­ძა­რი არ გა­ჩე­ნი­ლა. მე ჯერ გორ­ში წა­ვე­დი, მე­რე კი სო­ფელ ხი­დის­თავ­ში. სა­ში­ნე­ლე­ბას, რო­მე­ლიც იქ ვნა­ხე, ნამ­დ­ვი­ლად ვერ აღ­ვ­წერ. ვნა­ხე ამი­ლახ­ვ­რე­ბის სახ­ლი, სა­დაც 1897 წელს ჩვენს ოჯახს უმას­პინ­ძ­ლეს. ფა­სა­დი ჯერ კი­დევ დგას, მაგ­რამ სხვა ყვე­ლა­ფე­რი მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი.

ერის­თა­ვე­ბის სახ­ლიც მთლი­ა­ნა­დაა დან­გ­რე­უ­ლი. მი­შო ერის­თა­ვი და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ხა­ლი­ჩის­გან სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მარ­თულ კა­რავ­ში, თოვ­ლ­ში, ჭყაპ­სა და ყინ­ვა­ში ცხოვ­რო­ბენ. ხალ­ხი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი ვი­ზი­ტი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა არა­ვის და­ვიწყე­ბია. თი­თო­ე­ულ მათ­განს უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დია და­ატყ­და თავს.
გუ­შინ, რო­ცა მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი საბ­რა­ლო ხალ­ხი ვნა­ხე, დავ­ფიქ­რ­დი კი­დევ ასო­ბით ათას ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ზუს­ტად იმა­ვე­ნა­ირ სი­ღა­რი­ბე­სა და უიმე­დო­ბა­ში ცხოვ­რობს იმ პო­ლი­ტი­კოს­თა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც ჩა­მოხ­რ­ჩო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.
წე­რილ­თან ერ­თად გო­რის მი­წის­ძ­ვ­რის ფო­ტო­ებ­საც გიგ­ზავ­ნი, მაგ­რამ ვში­შობ, რომ მი­წის­ძ­ვ­რით გა­მოწ­ვე­ულ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც ვერ შე­გექ­მ­ნე­ბა".
1920 წლის სა­ში­ნელ მი­წის­ძ­ვ­რას ქა­ლაქ გორ­ში 18 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. მთლი­ა­ნად კი ამ კა­ტას­ტ­რო­ფის შე­დე­გად 114 მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

მიხეილ ბასილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
03.05.2017
მართლაც ძალიან საინტერესო ცერილია , როგორც გადმოცემით ვიცი გორისციხის ჩრდილოეთ მხარეს ბევრი საცხოვრებელი სახლები ყოფილა და სულ დანგრეულა
ვასილი
26.04.2016
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები
???
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი