წერილი, რომლის გამოც 73 წლის დიმიტრი ყიფიანი სამუდამოდ გადაასახლეს
font-large font-small
წერილი, რომლის გამოც 73 წლის დიმიტრი ყიფიანი სამუდამოდ გადაასახლეს
დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი - მო­ხუ­ცი წა­მე­ბუ­ლის გვირ­გ­ვი­ნით

"პა­ტივ­ცე­მუ­ლი მო­ხუ­ცი ჯერ ისევ სავ­სეა ენერ­გი­ით და სუ­ლის სიმ­ტ­კი­ცით. ბო­ლოს დროს სჩი­ვის მხო­ლოდ - გუ­ლი რო­გორ­ღაც კარგს არას მე­უბ­ნე­ბა და მე­ში­ნი­ან ისე არ მოვ­კ­ვ­დე, რომ სამ­შობ­ლო მი­წა ვერ ვნა­ხო­ვო. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ უფ­რო ის აღო­ნებ­და, რომ ვა­ი­თუ მოვ­კ­ვ­დე და ჩე­მი ძვლე­ბი აქ დას­ტო­ვონ და არ დამ­მარ­ხონ ჩემს საყ­ვა­რელს მი­წა-წყალ­ში­ო", - იწე­რე­ბო­და, თურ­მე, სტავ­რო­პო­ლი­დან დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ერ­თი ნაც­ნო­ბი, მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე. ცო­ტა ხნის შემ­დეგ კი...


1887 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს გა­ზეთ "ი­ვე­რი­ის" პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დ­ზე და­ი­ბეჭ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კვი­რას, 25 ოქ­ტომ­ბერს სტავ­რო­პო­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი დე­პე­შა იუწყე­ბო­და, ამ დი­ლით დი­მიტ­რი ივა­ნეს ძე ყი­ფი­ა­ნი "მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს თა­ვის სად­გურ­ში. გა­მო­ძი­ე­ბა სწარ­მო­ებს!" იმა­ვე სა­ღა­მოს მე­ო­რე დე­პე­შაც მო­სუ­ლა: "გა­მო­ძი­ე­ბით ჩნდე­ბა, რომ ყი­ფი­ა­ნის გა­ძარ­ც­ვა სდო­მე­ბი­ათ და ამ გან­ზ­რახ­ვით მო­უკ­ლავთ". მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და კრი­ტი­კო­სი ვა­ლე­რი­ან გუ­ნია წერს, ბან­კ­ში მი­სულ ამ ამ­ბით შეძ­რ­წუ­ნე­ბულ, პირ­მო­კუ­მულ და წარ­ბ­შეკ­რულ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ჯერ ქვე­და ტუ­ჩი აუთ­რ­თოლ­და, შემ­დეგ "ო­რი მსხვი­ლი ცრემ­ლი გად­მო­ე­წუ­რა და ლა­მაზ ულ­ვა­შებ­ზე და­ენ­თხია. მე არას­დ­როს არ მე­ნა­ხა ასე­თი ჩუ­მი, მუნ­ჯი და, ამა­ვე დროს, უმაღ­ლე­სად მეტყ­ვე­ლი მწუ­ხა­რე­ბა­ო"...
ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე "ი­ვე­რი­ის" რამ­დე­ნი­მე ნო­მერ­ში ზე­დი­ზედ უძღ­ვ­ნის სტა­ტი­ებს დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს და კითხუ­ლობს: რა უნ­დო­დათ, რას და­ხარ­ბ­დ­ნენ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, მის გა­ხუ­ნე­ბულ და დაძ­ვე­ლე­ბულ ტან­საც­მელს? რას მო­ე­ლოდ­ნენ ამ ღა­რი­ბი და დღე­მი­ლე­უ­ლი კა­ცის­გა­ნო?! და იქ­ვე და­ურ­თავს: მი­სი - ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლის სიმ­დიდ­რე, ხომ, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მხო­ლოდ ორი­ო­დე დღე­ღა იყო, თით­ქოს ესეც შე­შურ­დათ და წა­არ­თ­ვე­სო. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე სხვა სიმ­დიდ­რე­ზეც ლა­პა­რა­კობს, იმა­ზე, რაც არც წა­სარ­თ­მე­ვია და არც მო­სა­ტა­ცე­ბე­ლი და რაც სწო­რე­დაც რომ ჰქონ­და დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს - მი­სი სამ­სა­ხუ­რი და ღვაწ­ლი, რო­მე­ლიც "მა­გარს ცი­ხე­შია და იმ ცი­ხეს ხსოვ­ნა ჰქვი­ან: ვე­რა­ვინ შე­ამ­ტ­ვ­რევს, ვე­რა­ვინ შე­ან­გ­რევს"...

დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი - სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პუბ­ლი­ცის­ტი, ლი­ტე­რა­ტო­რი და მთარ­გ­მ­ნე­ლი 1814 წლის 14 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლა და ად­რე­ვე და­ობ­ლე­ბულს, უფ­რო­სი ძმა - ქა­ი­ხოს­რო პატ­რო­ნობ­და. ამ უკა­ნას­კ­ნელს იგი ჯერ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში შე­უყ­ვა­ნია, მა­ლე­ვე - კე­თილ­შო­ბილ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში. თურ­მე, იქ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თხანს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და, მე­რე - თა­ვი­სი­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში მას­წავ­ლებ­ლად. 17 წლი­სა ოთხ სა­განს ას­წავ­ლი­და - არით­მე­ტი­კას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ქარ­თულ და რუ­სულ ენებს, მაგ­რამ პე­და­გო­გად დიდ­ხანს არ უმუ­შა­ვია: 1832 წლის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, 20 წლი­სა ვო­ლოგ­და­ში გა­და­ა­სახ­ლეს. დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1837 წელს დაბ­რუნ­და...

ამ გა­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით და­არ­ს­და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლი "ცის­კა­რი", მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა კი მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­თი და­იწყო; დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო-ის­ტო­რი­ულ ნაშ­რო­მებ­საც წერ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე; თურ­მე, წე­რას­თან ერ­თად, ხატ­ვაც კარ­გად ემარ­ჯ­ვე­ბო­და;

იგი გახ­ლ­დათ კავ­კა­სი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი. ბევ­რ­მა არც იცის, რომ მე-19 სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში "ხვან­ჭ­კა­რის" წარ­მო­ე­ბას სწო­რედ დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მას "ა­ლექ­სან­დ­რო­უ­ლი­სა" და "მუ­ჯუ­რე­თუ­ლის" უნი­კა­ლუ­რი ყურ­ძ­ნის ჯი­შე­ბის­გან არას­რუ­ლი დუ­ღი­ლის მე­თო­დით მი­უ­ღია შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ნა­ხევ­რად ტკბი­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო, რო­მელ­საც იმხა­ნად "ყი­ფი­ა­ნის ღვი­ნოს" უწო­დებ­დ­ნენ. სწო­რედ ამ ღვი­ნოს მი­უ­ღია ოქ­როს გრან-პრი (ეს სიმ­ბო­ლო დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა) ბელ­გი­ის ქა­ლაქ ოს­ტენ­ში მოწყო­ბილ ევ­რო­პის ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე.
დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის თა­ნად­გო­მით და­არ­ს­და "ტფი­ლი­სის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა" და ამით ის მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნის­თ­ვის გახ­და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

იგი იყო სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს ქო­ნე­ბის მე­ურ­ვე, რა­თა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის მა­მუ­ლე­ბი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და ამით იქა­უ­რი მი­წე­ბი ცა­რიზ­მის სა­კო­ლო­ნი­ზა­ციო ფონ­დ­ში შე­ტა­ნის­გან და­ეც­ვა; დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი დრა­მა­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გამ­გე­ო­ბის წევ­რი გახ­ლ­დათ; ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­ველ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­დაც ის აირ­ჩი­ეს; მას­ვე ეკუთ­ვ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კის და­არ­სე­ბის იდეა და ბან­კის წეს­დე­ბის ხუ­თი პრო­ექ­ტი თა­ვად შე­ად­გი­ნა, მი­სი დაწყე­ბუ­ლი სა­ბან­კო საქ­მე კი სა­ბო­ლო­ოდ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­იყ­ვა­ნა ბო­ლომ­დე...

თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რად ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენის მო­ძუ­ლე, ეგ­ზარ­ქოს პავ­ლეს ჩა­რე­ვით და­ნიშ­ნულ­მა მღვდელ­მა ჩუ­დეც­კიმ სას­წავ­ლე­ბელ­ში აუტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი შექ­მ­ნა. შე­დე­გად, მოს­წავ­ლე იოსებ ლა­ღი­აშ­ვილ­მა იგი სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მა. ამის­თ­ვის შავ­რაზ­მელ­მა ეგ­ზარ­ქოს­მა სი­ო­ნის ტა­ძარ­ში დაწყევ­ლა მკვლე­ლი და მას­თან ერ­თად - მთე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ერი. 1886 წლის 8 ივ­ნისს დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­მა წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა ეგ­ზარ­ქოსს: "...თუ ყო­ვე­ლი­ვე ეს, უფა­ლო, მარ­თა­ლია, თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის ღირ­სე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ იმით შე­იძ­ლე­ბა, რომ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი ქვეყ­ნი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნას გაყ­ვა­ნი­ლი". ამის გა­მო, 73 წლის დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი სა­მუ­და­მოდ გა­და­ა­სახ­ლეს სტავ­რო­პოლ­ში.

"პა­ტიმ­რო­ბით და­ვიწყე ცხოვ­რე­ბა და პა­ტიმ­რო­ბით ვამ­თავ­რებ", ­- უთ­ქ­ვამს გა­და­სახ­ლე­ბის წინ აკა­კი წე­რეთ­ლის­თ­ვის და სა­ხე­ზე სევ­და რომ შე­უმ­ჩ­ნე­ვია, ღი­მი­ლით და­უ­მა­ტე­ბია: "ნუ გშურს, ჩემ­თ­ვის ეს დი­დი წყა­ლო­ბაა! უკე­თეს ჯილ­დოს მე ვერც კი მო­ვი­ფიქ­რებ... ქარ­თ­ველ­თა­გან ციმ­ბირ­ში ჯერ იდე­უ­რად არა­ვინ დას­ჯი­ლა და დეე, პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლიც მე ვი­ყო! მარ­თა­ლია, პირ­ველ მერ­ცხალს ხან­და­ხან სუს­ხი დაჰ­კ­რავს და გა­ზაფხულს ვერ მო­ეს­წ­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც პირ­ვე­ლი მა­ხა­რო­ბე­ლია და გა­ზაფხუ­ლი მა­ინც მო­ვა".

დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი "გა­ზაფხუ­ლამ­დე" მოკ­ლეს სტავ­რო­პოლ­ში. მთელ­მა ქა­ლაქ­მა გვირ­გ­ვი­ნით შე­ამ­კო მი­სი კუ­ბო და სი­ნა­ნუ­ლით გა­მო­ა­ცი­ლა, ასე­თი კა­ცის მათ ქა­ლაქ­ში სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ბო­დიშს იხ­დიდ­ნენ. ყვე­ლა - წუხ­და, გლო­ვობ­და, მის­ტი­რო­და მას - "დი­დი თუ პა­ტა­რა, ყრმა თუ ხნი­ე­რი, სწავ­ლუ­ლი თუ უს­წავ­ლე­ლი, მა­ღა­ლი თუ მდა­ბა­ლი, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, მახ­ლო­ბე­ლი თუ შო­რე­უ­ლი - ყვე­ლა­ნი ერ­თად და თვი­თო­ე­უ­ლი ცალ­კე გრძნობს, რომ რა­ღაც და­აკ­ლ­და, რა­ღაც და­ე­კარ­გა, რა­ღაც ძარ­ღ­ვი ჩას­წყ­და გულ­ში", - წერ­და "ი­ვე­რი­ა­ში" ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ამის მი­ზეზ­საც თვი­თონ ასა­ხე­ლებ­და: "ი­გი იყო გულ­თა-სრუ­ლი კა­ცი... კა­ცი ხა­სი­ა­თი­სა. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს დი­დი და ძვირ­ფა­სი სი­კე­თე მარ­ტო ჩვენს ძვე­ლებს-ღა მოს­დევთ და აი რას მივ­ტი­რით, რო­ცა იგი­ნი მი­დი­ან... მძლედ მო­ბურ­თალ­ნი ქვეყ­ნი­ე­რო­ბის მო­ე­დან­ზედ მარ­ტო დიდ­ხა­სი­ა­თის კაც­ნი არი­ან. ქვეყ­ნის ღერძს მარ­ტო ის ატ­რი­ა­ლებს, ვი­საც მიჰ­მად­ლე­ბია გულ­თა-სრუ­ლო­ბა, დიდ ხა­სი­ა­თო­ბა იმის­და მი­უ­ხე­და­ვად - ტრი­ა­ლი ემარ­ჯ­ვათ, თუ ემარ­ცხათ... აღარ არის დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი! აღარ არის ის, ვი­საც "ფე­ხი მთებრ ედ­გა ქვე­ყა­ნად,/ ტი­ნუ­რად გამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი... თვალ-წინ გვიდ­გა იგი, წარ­მო­სა­დე­გი მო­ხუ­ცი წა­მე­ბუ­ლის გვირ­გ­ვი­ნი­თა. მის დი­ა­დად მეტყ­ველს და მხნე­ო­ბით სავ­სე სა­ხეს ზედ დაჰ­ფე­ნია შა­რა­ვან­დე­დი ტან­ჯ­ვით მოკ­ლუ­ლი­სა"...

გარ­დაც­ვ­ლი­ლის პრო­ცე­სი­ას გზა­დაგ­ზა ემა­ტე­ბო­და აზ­ვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბა. ხო­ლო თბი­ლის­ში, მა­მა­და­ვი­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, პრო­ცე­სი­ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შ­ტა­ბი მი­ი­ღო და დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის დაკ­რ­ძალ­ვას ცა­რიზ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი დი­დი და გა­ბე­დუ­ლი დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­აც უწო­დეს! სწო­რედ ეს იყო დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სე­უ­ლი "გა­ზაფხუ­ლი" - აკი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წერ­დ­ნენ კი­დეც: "იმ მო­ხუ­ცის წყა­ლო­ბით, მთაწ­მინ­და­ზე მი­წას რომ აბა­რია, გა­დაჭ­რით და სა­მუ­და­მოდ გა­მო­ვერ­კ­ვი­ეთ ძი­ლი­სა­გან და ბუ­რა­ნი­სა­გან. მაშ, გა­ნის­ვე­ნე მშვი­დო­ბი­ა­ნად, დი­დო მო­ხუ­ცო, შე­ნი სა­ხე­ლი აღ­ბეჭ­დი­ლია ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი შე­მეც­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში"...

აკა­კი წე­რე­თელ­მა დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს "მე­ო­რე დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი", ხო­ლო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ - "გულ­თა-სრუ­ლი კა­ცი" უწო­და; აკა­კიმ მას სა­უცხოო ლექ­სი - "გან­თი­ა­დი" მი­უძღ­ვ­ნა, ილი­ამ - შე­სა­ნიშ­ნა­ვი წე­რი­ლე­ბი...
2007 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ იგი წმინ­და­ნად შე­რაცხა და მი­სი ხსე­ნე­ბის დღედ 26 აპ­რი­ლი და­ა­წე­სა.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ბეჭდვა