5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი
font-large font-small
5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი
კრი­მი­ნა­ლი დამოუკიდებელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დის გა­ზე­თე­ბი სავ­სეა სხვა­დას­ხ­ვა კრი­მი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით. რა ტი­პის და­ნა­შა­ულს არ აღ­წე­რენ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბა, მკვლე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, თაღ­ლი­თო­ბა. სა­ერ­თო ქა­ო­სის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა იმ­დე­ნად მოშ­ლი­ლი იყო, რომ კრი­მი­ნა­ლი ახალ­გაზ­რ­და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ თა­ნამ­დე­ვად გა­და­იქ­ცა. რაც ყვე­ლა­ზე სა­გუ­ლის­ხ­მოა, კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თა­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბიც კი იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი.


მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის (მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ა) ცენ­ტ­რა­ლურ­მა ბეჭ­დ­ვით­მა ორ­გა­ნომ _ გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" 1919 წლის აპ­რი­ლის ერთ-ერ­თი ნომ­რის წამ­ყ­ვა­ნი გვერ­დი, მთლი­ა­ნად ამ პრობ­ლე­მას მი­უძღ­ვ­ნა.
გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 25 აპ­რი­ლი:
"ყა­ჩა­ღო­ბა, თავ­დას­ხ­მა, მკვლე­ლო­ბა, ცე­მა-ტყე­პა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნათ გა­და­იქ­ცა. დღემ­დის მი­მა­ლუ­ლი ნა­ძი­რა­ლე­ბი ისევ ამოძ­რავ­დ­ნენ და თა­ვის ბნელ საქ­მე­ებს, უშიშ­რად და და­უს­ჯე­ლათ აკე­თე­ბენ.
დღე არ გა­ივ­ლის _ ვინ­მე არ გა­ძარ­ც­ვონ; დღე არ გა­ივ­ლის _ ვინ­მე არ მოჰ­კ­ლან; დღე არ გა­ივ­ლის _ ვინ­მე არ გაჰ­ქურ­დონ. ცხოვ­რე­ბა პირ­და­პირ აუტა­ნე­ლი გახ­და და ეს ქმნის ისეთ ატ­მოს­ფე­როს, რო­ცა ობი­ვა­ტე­ლი­სათ­ვის რეს­პუბ­ლი­კა ყა­ჩაღ­თა და ნა­ძი­რალ­თა ბა­ტო­ნო­ბის სი­ნო­ნი­მი ხდე­ბა.
ყა­ჩა­ღო­ბა-ავა­ზა­კო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ბევ­რი სა­პა­ტიო მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ ერთ უმ­თავ­რეს მი­ზე­ზათ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მი­სი სრუ­ლი­ად და­უს­ჯე­ლო­ბა. და­უს­ჯე­ლო­ბა, შო­რი­დან ცქე­რა ათა­მა­მებს იოლი გამ­დიდ­რე­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლეთ და ასე ხელს უწყობს მათ გამ­რავ­ლე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბას.
არა­ფე­რი არ უთხ­რის ძირს ჩვენს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ისე, რო­გორც ეს აღ­ვირ წახ­ს­ნი­ლი თა­რე­ში ნა­ძი­რა­ლე­ბი­სა. გმი­ნავს ქა­ლა­ქი, იტან­ჯე­ბა სო­ფე­ლი და გამ­კითხა­ვი კი ცო­ტაა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ მი­ლი­ცია, სოფ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბი, ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბე­ბი ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გე­ბოდ­ნენ მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლას, მა­რა სამ­წუ­ხა­როდ ეს არ ხდე­ბა და ეს კი­დევ უფ­რო ამ­რავ­ლებს ავა­ზაკ­თა ბრბო­ებს.
კი­დევ მე­ტი. ბევრ ად­გი­ლას თვით ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მი­ლი­ცია იღებს პი­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ავა­ზა­კო­ბა­ში და მით სა­მუ­და­მოდ სცემს რეს­პუბ­ლი­კის პრეს­ტიჟს. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებ­ში, მი­ლი­ცი­ა­ში ბევ­რი უვარ­გი­სია, ბევ­რი თვით ავა­ზა­კობს. ბევ­რი ხელს უწყობს და ასე რეს­პუბ­ლი­კის ხარ­ჯით, რეს­პუბ­ლი­კას­ვე ძი­რი ეთხ­რე­ბა.
არასდროს არ ყო­ფი­ლა მო­ქა­ლა­ქის პი­როვ­ნე­ბა ისეთ საფ­რ­თხე­ში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც არის დღეს და თუ არ იქ­ნა სას­წ­რა­ფო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლათ, შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რო­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რა­ი­მე და­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა-გან­გ­რ­ძო­ბა".
მძი­მე ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლი იმ­დე­ნად მრავ­ლად იყო, რომ მათ ფონ­ზე თაღ­ლი­თო­ბი­სა და აფე­რის­ტო­ბის ფაქ­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უწყი­ნარ მოვ­ლე­ნად აღიქ­ვამ­დ­ნენ. არა­და, ამ ტი­პის კრი­მი­ნა­ლი იმ­დე­ნად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო და თაღ­ლი­თე­ბი თა­ვის ოპე­რა­ცი­ებს ისე­თი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ, რომ ამის შე­სა­ხებ ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად ღირს.

გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა", 1920 წლის 10 ნო­ემ­ბე­რი:
"5 ნო­ემ­ბერს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის გ. ბა­რა­თო­ვის ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ოლ­გის ქუ­ჩის 20 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, უც­ნო­ბი პი­რი მი­ვი­და და ოჯა­ხის წევ­რებს გა­ნუცხა­და, რომ ბა­რა­თოვ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნა. უც­ნო­ბის თქმით, ბა­რა­თოვ­მა სთხო­ვა, მის სახ­ლ­ში მი­სუ­ლი­ყო და სა­გა­რეო ქურ­თუ­კი წა­მო­ე­ღო, რად­გან მას სა­სა­მარ­თ­ლო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი ჰქონ­და და ქურ­თუ­კის გა­რე­შე პრო­ცეს­ზე გა­მოს­ვ­ლა არ სურ­და.
ბა­რა­თო­ვის ოჯა­ხის წევ­რებს უც­ნო­ბის ნათ­ქ­ვამ­ში ეჭ­ვი არ შე­უ­ტა­ნი­ათ და ქურ­თუ­კი გა­ა­ტა­ნეს. სა­ღა­მოს, რო­დე­საც ბა­რა­თო­ვი სახ­ლ­ში დაბ­რუნ­და, გა­ირ­კ­ვა, რომ მას ქურ­თუ­კის წა­სა­ღე­ბად არა­ვინ გა­მო­უგ­ზავ­ნია. მი­ლი­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შემ­დეგ, ბო­როტ­მოქ­მე­დი სწრა­ფად და­ა­კა­ვეს. იგი ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი, სტე­პან ორ­ლო­ვი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ამ ქურ­თუ­კით მშვი­დად და­სე­ირ­ნობ­და. ორ­ლო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია, ხო­ლო ქურ­თუ­კი მის მფლო­ბელს და­უბ­რუნ­და".

ბა­რა­თო­ვის ამ­ბა­ვი დი­დად სა­ყუ­რადღე­ბო არც იქ­ნე­ბო­და, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ქა­ლაქ­ში ხში­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დე­გი ის­ტო­რია გა­ცი­ლე­ბით სა­გუ­ლის­ხ­მოა და იგი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თაღ­ლი­თე­ბის დო­ნეს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. საქ­მე ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 5 მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენ­და. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თაღ­ლი­თებ­მა ბრი­ლი­ან­ტე­ბი ყო­ველ­გ­ვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე მი­ი­სა­კუთ­რეს.
1920 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზე­თებ­მა "ბორ­ბამ" და "გრუ­ზი­ამ" დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წე­რეს ბრი­ლი­ან­ტე­ბის გა­ტა­ცე­ბის ის­ტო­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­შინ მთე­ლი ტფი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და. რო­გორც გა­ზე­თე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, ტფი­ლის­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ლე­ვან ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­საც თან საგ­ვა­რე­უ­ლო ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე ჰქონ­და ჩა­მო­ტა­ნი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ბრი­ლი­ან­ტი 9-კა­რა­ტი­ა­ნი იყო.

2 აგ­ვის­ტოს ჩი­ქო­ვა­ნი სა­სახ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე არ­ჯე­ვა­ნი­ძის სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­და, რა­თა ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რის ჩა­სა­დე­ბად სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თი ეყი­და. რო­გორც ჩანს, ჩი­ქო­ვა­ნი ამ ბრი­ლი­ან­ტებს სა­ჩუქ­რად ამ­ზა­დებ­და. ან შე­საძ­ლოა, უბ­რა­ლოდ სურ­და, რომ ძვირ­ფა­სი ნივ­თის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხის ყუ­თი შე­ეკ­ვე­თა.
მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვ­ლი­სას ჩი­ქო­ვა­ნი იუვე­ლირს გა­ე­სა­უბ­რა და რა თქმა უნ­და, ბრი­ლი­ან­ტე­ბიც აჩ­ვე­ნა. ჩი­ქო­ვა­ნის გარ­და, მა­ღა­ზი­ა­ში კი­დევ ორი უც­ნო­ბი პი­რიც იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც სა­ყუ­რით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. მათ ჩი­ქო­ვანს ბრი­ლი­ან­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სთხო­ვეს და ჩი­ქო­ვა­ნიც და­თან­ხ­მ­და. კითხ­ვა­ზე _ ხომ არ ყიდ­და იგი სა­ყუ­რეს, ჩი­ქო­ვან­მა უპა­სუ­ხა, რომ შე­სა­ბა­მი­სი ფა­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა გა­ე­ყი­და კი­დეც. მა­შინ უც­ნობ­მა პი­რებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რა დათ­ქ­ვეს. ჩი­ქო­ვან­მა მათ ტფი­ლი­სის მი­სა­მარ­თი და­უ­ტო­ვა და მის­ცა ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა შესძ­ლე­ბო­დათ. ტე­ლე­ფო­ნი "კავ­კა­სი­ის ბანკს" ეკუთ­ვ­ნო­და, სა­დაც ჩი­ქო­ვანს, რო­გორც ჩანს, რა­ღაც საქ­მე­ე­ბი ჰქონ­და.

ამ ამ­ბი­დან 3 დღის შემ­დეგ, ანუ 5 აგ­ვის­ტოს, ვი­ღა­ცამ "კავ­კა­სი­ის ბან­კ­ში" და­რე­კა და ჩი­ქო­ვანს გა­ე­სა­უბ­რა. უც­ნობ­მა მას სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვედ­რა შე­ახ­სე­ნა და უთხ­რა, რომ იგი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ყუ­რით და თუ ჩი­ქო­ვანს ბრი­ლი­ან­ტე­ბის გა­ყიდ­ვა სურს, მზად არის, ფას­ზე მო­ე­ლა­პა­რა­კოს. უც­ნობ­მა შეხ­ვედ­რის ად­გი­ლიც და­ა­სა­ხე­ლა: ოლ­გის შე­სახ­ვე­ვი, სახ­ლი ნო­მე­რი ხუ­თი. მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის მან ჩი­ქო­ვანს ისიც უთხ­რა, რომ ეს სახ­ლი ნა­ფიც მსა­ჯულს, რცხი­ლა­ძეს ეკუთ­ვ­ნო­და.

ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­საც ეჭ­ვი არ გას­ჩე­ნია, აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა და თან ბრი­ლი­ან­ტე­ბიც წა­ი­ღო. მი­თი­თე­ბულ ბი­ნა­ში მას ახალ­გაზ­რ­და კა­ცი დახ­ვ­და. რო­გორც ჩი­ქო­ვა­ნი შემ­დეგ იხ­სე­ნებ­და, იერის მი­ხედ­ვით მას­პინ­ძე­ლი რუსს ჰგავ­და და გრი­გო­რი პავ­ლეს-ძე ზო­ლო­ტა­რი­ო­ვად გა­ეც­ნო. სა­ი­დან აღ­მოჩ­ნ­და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის რცხი­ლა­ძის სახ­ლ­ში უეც­რად ვინ­მე ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი, ამის შე­სა­ხებ ჩი­ქო­ვანს მა­შინ არ უფიქ­რია.
ზო­ლო­ტა­რი­ო­ვად გაც­ნო­ბი­ლი პი­რი ჩი­ქო­ვანს სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­უძღ­ვა. ბი­ნა ოთხი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბო­და და საკ­მა­ოდ კარ­გად იყო მოწყო­ბი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებ­და, რომ პატ­რო­ნი შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლ­დათ. თა­ვად ზო­ლო­ტა­რი­ო­ვიც წარ­მო­სა­დე­გი პი­როვ­ნე­ბა იყო. ჩაც­მი­სა და სა­უბ­რის მა­ნე­რა­ზეც ეტყო­ბო­და, რომ მა­ღალ წრე­ში ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო.
ჩი­ქო­ვანს ეჭ­ვიც არ გას­ჩე­ნია და წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბაც ცუდს არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­და. ზო­ლო­ტა­რი­ოვ­მა ბრი­ლი­ან­ტე­ბის ახ­ლო­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. ჩი­ქო­ვან­მა სა­ყუ­რე ამო­ი­ღო და გა­სა­ყიდ ფა­სად 5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ა­სა­ხე­ლა.
ზო­ლო­ტა­რი­ოვ­მა ბრი­ლი­ან­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­იწყო და პატ­რონს გა­ნუცხა­და, რომ ქვებს მცი­რე წუ­ნი ჰქონ­დათ და ამი­ტომ 3 მი­ლი­ონ­ზე მეტს ვერ გა­და­იხ­დი­და. ჩი­ქო­ვა­ნი ზო­ლო­ტა­რი­ოვს არ და­ე­თან­ხ­მა და მათ შო­რის ვაჭ­რო­ბა გა­ჩაღ­და.

ამ დროს გვერ­დი­თა ოთახ­ში, უეც­რად, რო­ი­ა­ლის ხმა გა­ის­მა. ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი გა­ნერ­ვი­ულ­და, ჩი­ქო­ვანს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და იმ ოთახ­ში გა­ვი­და, სა­დაც უკ­რავ­დ­ნენ. ჩი­ქო­ვანს ეს­მო­და, რო­გორ ეჩხუ­ბე­ბო­და ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი ვი­ღა­ცას და ეუბ­ნე­ბო­და, რომ რო­ი­ალ­ზე დაკ­ვ­რა შე­ეწყ­ვი­ტა. რო­გორც ჩი­ქო­ვან­მა გვერ­დი­თა ოთა­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ხმა­მა­ღა­ლი სა­უბ­რი­დან გა­არ­კ­ვია, ზო­ლო­ტა­რი­ოვს ავად­მ­ყო­ფი მე­უღ­ლე ჰყავ­და, რო­მე­ლიც გვერ­დით ოთახ­ში იწ­ვა: "ცოლს სიმ­შ­ვი­დე სჭირ­დე­ბა, რო­ი­ა­ლის ხმა კი მას მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს", _ ტუქ­სავ­და ვი­ღა­ცას მას­პინ­ძე­ლი. ამის შემ­დეგ, მუ­სი­კა სწრა­ფად შეწყ­და და ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი ჩი­ქო­ვან­თან ოთახ­ში დაბ­რუნ­და.
ხმა­მა­ღა­ლი სა­უბ­რის გა­მო, მას­პინ­ძელ­მა სტუ­მარს ბო­დი­ში კი­დევ ერ­თხელ მო­უ­ხა­და და შემ­დეგ ვაჭ­რო­ბა გა­აგ­რ­ძე­ლა. ზო­ლო­ტა­რი­ოვ­მა გა­ნაცხა­და, რომ ბრი­ლი­ან­ტე­ბი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ რად­გან მას ეს ნივ­თი ავად­მ­ყო­ფი მე­უღ­ლის­თ­ვის სურ­და, სა­ყუ­რე ჯერ ცო­ლის­თ­ვის უნ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც გვერ­დით ოთახ­ში იწ­ვა. ვი­ნა­ი­დან, მე­უღ­ლე ლო­გინ­ში იყო, ზო­ლო­ტა­რი­ოვ­მა უხერ­ხუ­ლად ჩათ­ვა­ლა ჩი­ქო­ვა­ნის იქ შეყ­ვა­ნა და სტუ­მარს სთხო­ვა, სას­ტუმ­რო ოთახ­ში და­ლო­დე­ბო­და. ჩი­ქო­ვან­მა ამა­ზე თან­ხ­მო­ბა გა­ნაცხა­და და ზო­ლო­ტა­რი­ოვს ნე­ბა დარ­თო, სა­ყუ­რე იმ ოთახ­ში გა­ე­ტა­ნა, სა­დაც მი­სი თქმით, ავად­მ­ყო­ფი მე­უღ­ლე იწ­ვა.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში ჩი­ქო­ვა­ნი ზო­ლო­ტა­რი­ოვს მორ­ჩი­ლად უც­დი­და. რო­დე­საც 10 წუ­თი გა­ვი­და და მას­პინ­ძე­ლი არ გა­მოჩ­ნ­და, ჩი­ქო­ვა­ნი პირ­ვე­ლად და­ეჭ­ვ­და. მან იმ ოთა­ხის კა­რი გა­ა­ღო, სა­დაც ზო­ლოტ­არი­ო­ვი და მი­სი მე­უღ­ლე უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იქ არა­ვინ იყო. არც ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი, არც მი­სი ავად­მ­ყო­ფი მე­უღ­ლე და არც 9-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე.

ოთახს გამ­ჭო­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­სას­ვ­ლე­ლი ჰქონ­და მე­ო­რე ქუ­ჩა­ზე. რო­გორც ჩან­და, ზო­ლო­ტა­რი­ოვ­მა ამ გა­სას­ვ­ლე­ლით ისარ­გებ­ლა და ბრი­ლი­ან­ტებ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და.
თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე აღიძ­რა. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი რცხი­ლა­ძე ტფი­ლის­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და იგი კონ­ს­ტან­ტი­ნე­პოლ­ში გახ­ლ­დათ სა­კუ­თარ საქ­მე­ებ­ზე. ისიც გა­ირ­კ­ვა, რომ მან თა­ვი­სი 4-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნა დრო­ე­ბით სა­კუ­თარ სი­ძეს _ ლე­ვან მა­ჩა­ბელს და­უ­ტო­ვა, რა­თა ამ უკა­ნას­კ­ნელს სახ­ლის­თ­ვის ეპატ­რო­ნა საზღ­ვარ­გა­რეთ მი­სი ყოფ­ნის დროს.
მა­ჩა­ბელ­მა და­კითხ­ვი­სას გა­ნაცხა­და, რომ ბი­ნის ერთ-ერ­თი ოთა­ხი, მან ახალ­გაზ­რ­და კაცს მი­ა­ქი­რა­ვა, რო­მელ­მაც თა­ვის გვა­რად ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი და­ა­სა­ხე­ლა. მა­ჩა­ბე­ლი ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გა­მო, მას 4 აგ­ვის­ტოს ტფი­ლი­სი­დან გას­ვ­ლამ მო­უ­წია და ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ 6 აგ­ვის­ტოს დაბ­რუნ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნა­ში მხო­ლოდ ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და.
შემ­დ­გომ­ში გა­ირ­კ­ვა, რომ მა­ჩა­ბე­ლი სი­მარ­თ­ლეს არ ამ­ბობ­და. მი­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აფე­რის შემ­დეგ, ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი რამ­დე­ნი­მე დღე სას­ტუმ­რო "გრანდ ოტელ­ში", იაკობ რო­მა­ნის-ძე ზა­გო­ვა­ლო­ვის ნო­მერ­ში იმა­ლე­ბო­და.

ზა­გო­ვა­ლოვ­მა და­კითხ­ვი­სას აღი­ა­რა, რომ 4 აგ­ვის­ტოს ტფი­ლი­სი­დან გას­ვ­ლამ­დე, მა­ჩა­ბე­ლი სა­ი­დუმ­ლოდ თათ­ბი­რობ­და ზო­ლო­ტა­რი­ოვ­თან, რა­ღაც მსხვილ თაღ­ლი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოწ­მის მტკი­ცე­ბით, მან მო­ის­მი­ნა, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და მა­ჩა­ბე­ლი ზო­ლო­ტა­რი­ოვს, რომ სა­ჭი­რო იყო, ეს ოპე­რა­ცია მი­სი ტფი­ლის­ში არ­ყოფ­ნის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რა­თა ეჭ­ვი არა­ვის გას­ჩე­ნო­და.
მა­ჩა­ბე­ლი და­ა­კა­ვეს. და­ა­კა­ვეს ზა­გო­ვა­ლო­ვიც, რო­მელ­მაც აღი­ა­რა, რომ ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის შემ­დეგ, ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი შე­ი­ფა­რა, ბო­ლოს კი უკ­ვე ტფი­ლი­სი­და­ნაც გა­ა­პა­რა და სა­ი­მე­დო მი­სა­მარ­თით მო­ა­მა­რა­გა, სა­დაც იგი უსაფ­რ­თხოდ იგ­რ­ძ­ნო­ბა თავს.
მი­ლი­ცი­ამ ისიც და­ად­გი­ნა, რომ ზო­ლო­ტა­რი­ო­ვი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სულ სხვა პი­რი გახ­ლ­დათ, ხო­ლო თაღ­ლი­თის ნამ­დ­ვი­ლი ვი­ნა­ო­ბა უკ­ვე ცნო­ბი­ლი იყო. თუმ­ცა ვინ იყო სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბრი­ლი­ან­ტე­ბის გამ­ტა­ცე­ბე­ლი, მო­ა­ხერ­ხა თუ არა მი­ლი­ცი­ამ მი­სი და­კა­ვე­ბა და და­იბ­რუ­ნა თუ არა ჩი­ქო­ვან­მა საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ყუ­რე­ე­ბი, ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თე­ბი არა­ფერს წე­რენ.

მი­ხე­ილ ბა­სი­ლა­ძე

ბეჭდვა