ვლადიკავკაზში საუკუნე-ნახევრის წინ აშენებული ქართული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს
font-large font-small
ვლადიკავკაზში საუკუნე-ნახევრის წინ აშენებული ქართული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს
სასწავლო დაწესებულება ოსებმა გადაარჩინეს


ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დღემდე ფუნქციონირებს თითქმის საუკუნე-ნახევრის, აკაკი წერეთლის სახელობის ქართული სკოლა, რომელმაც ისტორიულ ჟამთასვლასა და პოლიტიკურ ცვლილებებს მედგრად გაუძლო. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობის ადგილობრივმა ქართველებმა შეძლეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების კარი არ დახურულიყო. სკოლაში უამრავი თაობა აღიზარდა. იქ ახლაც გრძელდება სასწავლო პროცესი...


ნათელა ფიცხელაური, ვლადიკავკაზის აკაკი წერეთლის სახელობის სკოლის დირექტორი:
- ვინ იცის, რამდენი რამ გადავიტანეთ, ეს სკოლა რომ აქამდე მოსულიყო. მას 128 წელი შეუსრულდა და სკოლის კარი, ადგილობრივი ქართველების ძალისხმევით, ერთი დღეც არ დახურულა... დღემდე აკაკი წერეთლის სახელობის არის და ვლადიკავკაზში, ამავე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს. ახლა საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ კონტინგენტი შემცირდა. სულ 60-მდე მოსწავლე და 14-15 პედაგოგი გვყავს. ადრე, საბჭოთა წლებში, ვისაც ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, `სამიანებით~ ირიცხებოდნენ. ამან ხელი შეუწყო კონტინგენტის გაზრდას... სამი წლის წინ, საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ამ სკოლის კურსდამთავრებული, მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, 100%-იან გრანტს იღებს.
ვაჟა მარსაგიშვილი, სკოლის კურსდამთავრებული:
- ეს სკოლა XIX საუკუნეში დაარსდა. 60-80-იან წლებში, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი ქართველი გადასახლდა. ამის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, სოციალური პრობლემები იყო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, მოხევეები, მთიულები და რაჭველები მიდიოდნენ იქ და სამუშაოს შოვნის იმედით სახლდებოდნენ. ალადინის ხეობაში რაჭველები ჩასახლდნენ, სხვებმა კი, ვლადიკავკაზსა და მიმდებარე სოფლებს, ლარსს, ჩმისა და ბალთას მიაშურეს... XIX საუკუნის ბოლოს, 80-იან წლებში, ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა გახდა საჭირო, რათა ქართველი ბავშვები არ `გარუსებულიყვნენ~. ამ დროს, ჩრდილოეთ ოსეთში მიწათმოწყობის სამსახურის უფროსი იყო, ისტორიული პიროვნება, ქართველი საზოგადო მოღვაწე, მიხეილ ყიფიანი. მისი თაოსნობითა და აქტიური მოქმედებით, საფუძველი ჩაეყარა სკოლის დაარსებას. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს, როგორ გზავნიდა წერილებს თბილისში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ვლადიკავკაზში სკოლის გახსნის საკითხზე აქტიურად მუშაობდა. ასევე აქტიურობდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ყაზბეგი. მათ მიწის ნაკვეთი აიღეს და სკოლის მშენებლობა დაიწყეს. ამ საქმეში ასევე ჩართული იყო, გიორგი ყიფიანის მეგობარი, კოსტა ხეთაგუროვი, რომელთაც მართლაც სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ... ამ ადამიანებისა და საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის, ძმები სამადაშვილებისა და სხვების ფინანსური მხარდაჭერით, 1888 წელს შენობა უკვე დასრულებული იყო. ამავდროულად, იქაური სათვისტომო აწყობდა თეატრალურ დადგმებს და ასე აგროვებდა სკოლის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხას... ამ დროს ორი კეთილი საქმე ერთდროულად გაკეთდა, - თანხაც შეგროვდა და თეატრალურ დასსაც ჩაეყარა საფუძველი. სკოლის შენობას კიდევ მიუმატეს და ჩრდილოეთ კავკასიაში პირველმა ქართულმა თეატრმაც გახსნა სეზონი. მას მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი, ვლადიკავკაზელი მაყურებელი არ ჰყავდა, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, ალექსეევკიდან ჩამოდიოდნენ. მოგვიანებით, თეატრალურ დასს ძალიან ბევრი პრობლემა გაუჩნდა და ფუნქციონირება შეწყვიტა... სკოლის მმართველად ლუარსაბ გოცაძე დაინიშნა. იმ წლებში, ვლადიკავკაზში მოღვაწეობდა სასულიერო პირი, მამა გიორგი ნათაძე, რომელიც ახალი სკოლის მოსწავლეებს საღვთო საქმეს უკითხავდა.
- სხვა საგნებს ვინ ასწავლიდა, პედაგოგები საქართველოდან ჩაიყვანეს?
- სკოლის პედაგოგები ძირითადად, ადგილობრივი ქართველები იყვნენ, თუმცა, რამდენიმე თბილისიდანაც ჩამოვიდა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით. 1898 წელს, ასევე ქართველი მეცენატების დახმარებით, ქართული სალოცავიც დაარსდა, - სკოლის ეზოშივე ააშენეს წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია. მისი წინამძღვარი მამა გიორგი ანთაძე იყო.
- ამ წლებში რელიგიას არ სწყალობდნენ, როგორ დაუშვეს იქ ქართული სალოცავის აშენება?
- დიახ, ასე იყო, იმ წლებში საქართველოში ასობით ეკლესია გადაღებეს, მაგრამ ამის აშენება როგორღაც დაუშვეს. ეკლესია 1932 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგეხსენებათ, ვლადიკავკაზში დაიბადა და გაიზარდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა. ის, სწორედ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, მის დახურვამდე ერთი წლით ადრე მონათლეს... შემდეგ კი, ბოლშევიკებმა დახურეს. მამა გიორგი აიძულეს, ანაფორა გაეხადა და ეკლესიური ცხოვრება შეეწყვიტა, მაგრამ მან სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა, ისევ საღვთო საქმეს ასწავლიდა...
- ეკლესიის შენობას რა ბედი ეწია?
- როდესაც ჩრდილო ოსეთში პოლიტიკური ძვრები მოხდა და ვლადიკავკაზს დედაქალაქის სტატუსი მიანიჭეს, 1935 წელს, სკოლის დირექტორად დაინიშნა გიორგი ცხაკაია, რომელიც დიდი პედაგოგიური ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან მოხერხებული და ტაქტიანი ადამიანი იყო... ეკლესიის შენობის გვერდით, რუსული სამხედრო ნაწილი და პოსტი იყო და რუსულმა მეთაურობამ, ეკლესიის შენობის ხელში ჩაგდება მოინდომა. გიორგი ცხაკაიამ ძალიან ბევრი იბრძოლა და ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრა: - ეკლესიას გუმბათი მოხსნა და შენობა სკოლას შეუერთა. ამით შენობა, თავის ინფრასტრუქტურიანად, დანგრევა-გადაკეთებას გადაარჩინა...
- სკოლაში მოსწავლეებს სრული საშუალო განათლების მიღება შეეძლოთ?
- არა, თავიდან მხოლოდ სამი კლასი იყო, საკვირაო სკოლა იყო გახსნილი. შემდეგ, კონტინგენტის ზრდასთან ერთად, სკოლას ყოველ მეორე წელს, თითო კლასი ემატებოდა და პედაგოგების რაოდენობაც გაიზარდა. 1930-იან წლებამდე 7 კლასი იყო, ბოლოს კი, საშუალო სკოლა გახდა... ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება არ მოსწონდა ადგილობრივ ხელისუფლებას და ავიწროებდა. ერთ-ერთ აქ მცხოვრებ ქართველს, გიორგი გავაშელს ადგილობრივ მთავრობაში კარგი კავშირები ჰქონდა. ჩრდილოეთ ოსეთში მთავრობაში, პარტკომის თავმჯდომარე იყო მიხა კახიანი, ხოლო კომკავშირის კომიტეტის მეორე მდივანი - სოლომონ ფირანიშვილი, რომელსაც ეს ამბავი შესჩივლეს და მან თბილისს დახმარება სთხოვა. ცოტა ხანში, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ თბილისიდან მითითება მიიღო, სკოლისთვის ხელი არ ეხლოთ... ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი მივიდა ქართულ სკოლაში და ბოდიში მოუხადა ხელმძღვანელობას, - ამიერიდან არავინ გერჩითო...
- ეკლესია რომელ წელს აღადგინეს?
- 90-იან წლებში, მაგრამ მხოლოდ შენობის აღდგენა მოხდა, დაზიანებული სახურავი შეუცვალეს. იმ წლებში, წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობდა. სკოლის ახლანდელი დირექტორის, ქალბატონ ეთერ ფიცხელაურისა და ადგილობრივი ქართველების დამსახურებით, თანდათან იკრებს ძალას, - შაბათ-კვირას აღევლინება წირვა, წინამძღვარი არის თბილისელი ოსი, რომელიც საეკლესიო ღვთისმსახურებას ხანდახან ქართულადაც აღავლენს. საკვირაო წირვას ადგილობრივი, მართლმადიდებელი ოსებიც ესწრებიან... ეკლესიას რემონტი სჭირდება და ამის მოგვარებას იქაურები საკუთარი სახსრებით ცდილობენ... პრობლემებს ქმნის ის, რომ ეკლესია ადგილობრივ ეპარქიას ეკუთვნის და ქართულ ეკლესიის იურისდიქციაში არ არის...
- იქ დასახლებული ქართველების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირება მოხდა?
- 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო, სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე დადგა, - ვიღაცები გამუდმებით კითხულობდნენ, რატომ უნდა იყოს ვლადიკავკაზში ქართული სკოლაო? თუმცა, სკოლა თავად ოსებმა დაიცვეს. კარგად მახსოვს, როგორ დარაჯობდნენ ყოველღამე, შეიარაღებული ადამიანები, რომ სკოლასა და ტაძარში ვინმე არ შევარდნილიყო და არ დაეზიანებინა... ასე გადააგორეს რთული წლები. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 90-იანებში, იქ ქართველზე მეტი ოსი სწავლობდა... შემდეგ, თანდათან ახალი თაობა წამოვიდა და მშობლებმა შვილები რუსულ სკოლებში მიიყვანეს. სამწუხაროდ, ეს ეხება ქართველებსაც. მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ, 1983 წელს დავამთავრე და ჩემ გარშემო, ყველა იქაურ ქართველს პროპაგანდას ვუწევ, არ დაუშვას შეცდომა და ერთად გადავარჩინოთ ეროვნული საგანძური...
- ახლა როგორია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ სკოლის მიმართ?
- ეს სკოლა მერიის ბალანსზეა და ძალიან გულისხმიერად ეპყრობიან, მნიშვნელოვან შეღავათებს უწევენ, რომ თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს.
- სწავლა, რასაკვირველია, რუსეთის სახელმწიფოს პროგრამით მიმდინარეობს?
- ძალიან საინტერესო საკითხს მივადექით, - ძირითადი პროგრამა რუსულია, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კიდევ რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოები საქართველოდან ჩაგვაქვს. ეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის დაფინანსებით მოხდა, პირადად მან გაუგზავნა სკოლას საკმარისი რაოდენობის წიგნები. გასულ წლებში თავად ჩამოდიოდნენ მშობლები საქართველოში და ყიდულობდნენ სახელმძღვანელოებს... ასევე, პრეზიდენტის ფონდიდან იგეგმება მიკროავტობუსის შეძენა სკოლისთვის, რათა გარშემო სოფლებსა (ლარსი, ჩმი და ბალთა) და ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებს ტრანსპორტის პრობლემა მოეხსნათ. ჩემი ინფორმაციით, ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე, ამჟამად 12-დან 14 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, აქედან, 10 ათასამდე - ვლადიკავაზშია.

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
08.11.2016
ჩემი ნატესავები გადაცხოვრდნენ ვლადიკავკასში 90 იან წლებში. მატ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდატ ეს ქარტული სკოლა რომ დახვდატ იქ . მატ იდზულებიტი ემიგრანტობა ამ ხრივ შედარებიტ უმტკივნეულოდ გადაიტანეს . ჰმმ აქეტ დასცინოდნენ ადგილობრივ ოსებს რომ ოსური სკოლა არ ჰქონდატ , არც ახლა აქვტ და გარუსებულები იყვნენ. ადგილობრივ ოსებს რუსს ოსებს ედზახდნენ ისინი კი ქარტველ -ოსებს . ჩემტვის ყველაზე დიდი გულისტკივილი და დანაკარგი მატი იქ იდზულებიტი წასვლაარის .
თამარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი