ბრი­ტა­ნე­ლი ლორ­დი­სა და ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და კავ­ში­რი სტა­ლინ­თან
font-large font-small
ბრი­ტა­ნე­ლი ლორ­დი­სა და ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და კავ­ში­რი სტა­ლინ­თან
ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, პრო­ფე­სო­რი დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კა­თედ­რა­ზე ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს კითხუ­ლობ­და. მან საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დის მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან 50 წლის­თა­ვი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბაგ­რა­ტო­ვან­თა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლის ქე­თი ერეკ­ლეს ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, სა­დაც სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ თსუ-ის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი ბა­ტო­ნი ირაკ­ლი მურ­ცხ­ვა­ლა­ძე და სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი...

ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი
დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი და­ი­ბა­და ინ­გ­ლი­სის საგ­რა­ფო­ში. იგი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო ოჯახ­ში. მი­სი მშობ­ლე­ბი: მა­მა _ ჰენ­რი ჯე­იმს ლო­ი­დი და დე­და _ მა­რია როზ­მე­რი ჰა­ნო­ვე­რი-ლო­ი­დი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ლორ­დე­ბი და სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ... ჰა­ნო­ვერ­თა გვა­რის მემ­კ­ვიდ­რეა მი­სი სა­მე­ფო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­თა­უ­რი დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II და მი­სი სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია _ ელი­ზა­ბეთ ალექ­სან­დ­რა მე­რი უინ­ძო­რი (ყო­ფი­ლი ჰა­ნო­ვე­რი).
ბრი­ტა­ნეთ­ში უინ­ძორ­თა დი­ნას­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დი­ნას­ტიაა, რო­მე­ლიც ჰა­ნო­ვერ­თა დი­ნას­ტი­ის მემ­კ­ვიდ­რეა 1901 წლი­დან, მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის _ დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.
პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს შექ­მ­ნი­ლი ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი სიტუაციის გა­მო, ჯორჯ V-მ გა­მო­აცხა­და, რომ დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რია ჰა­ნო­ვე­რის შთა­მო­მავ­ლებს უინ­ძო­რის გვა­რი უნ­და მი­ე­ღოთ, რის გა­მოც, დღეს დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II გვა­რად უინ­ძო­რია და არა ჰა­ნო­ვე­რი. თუმ­ცა, ლორდ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დის დე­დამ არ მი­ი­ღო უინ­ძო­რის გვა­რი და ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქმრის გვარ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას ორი­ვე გვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა _ ჰა­ნო­ვე­რი-ლო­ი­დი... სტი­ვე­ნი ბე­ჯით მოს­წავ­ლედ ით­ვ­ლე­ბო­და. მან კარ­გად იცო­და ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უცხო ენე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მათ შო­რის რუ­სუ­ლით... უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რ­და ფი­ლო­ლო­გი, დოქ­ტო­რი, ლორ­დი სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში... პირ­ვე­ლად, სწო­რედ საბ­ჭო­თა რუ­სე­თი­დან და­იწყო მი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი, სა­დაც ის სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით შეხ­ვ­და დიდ­გ­ვა­რო­ვან ქარ­თ­ველ გო­გო­ნას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს _ ქე­თი ერეკ­ლეს ასულ ბაგ­რა­ტი­ონს და მას­თან ოჯა­ხის შექ­მ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა... ინ­გ­ლი­სელ­მა ლორ­დ­მა პირ­ვე­ლად ქე­თის­გან შე­იტყო, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბობს ერ­თი პა­ტა­რა, მაგ­რამ ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო ანუ `ჯორ­ჯი­ა~ ჰქვია. ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სორს ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის მო­სა­ძებ­ნად ჩან­თი­დან მსოფ­ლიო რუ­კა ამო­უ­ღია, მაგ­რამ რუ­კა­ზე არც ფე­რი ჰქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და არც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, მთლი­ა­ნად წი­თე­ლი იყო და მას­ზე 4 ასო ეწე­რა.
დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სი­ლა­მა­ზით, და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით და ქე­თის­თან ერ­თად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ბა­ტონ სტი­ვენს პა­ტა­რა ქარ­თ­ველ გო­გო­ნა­ზე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და უდი­დე­სი გრძნო­ბე­ბით შეპყ­რო­ბი­ლი, ხში­რად სა­უბ­რობ­და ხოლ­მე მე­გობ­რებ­თან უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს მან­დი­ლო­სან­ზე, ქალ­ბა­ტონ ქე­თი ბაგ­რა­ტი­ონ­ზე, რო­მე­ლიც მი­სი მე­უღ­ლე გახ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სას­ტი­კად აკ­რ­ძა­ლუ­ლი და სა­ში­ში იყო უცხო­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ქარ­თ­ველ ქალ­თან ოჯა­ხის შექ­მ­ნა. გარ­და ამი­სა, სტი­ვენს არა­ნაკ­ლებ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას მი­სი მშობ­ლე­ბიც უწევ­დ­ნენ. მათ არ სურ­დათ ქარ­თ­ვე­ლი რძა­ლი, ქე­თის ომი­სა და `ვოდ­კის~ მოყ­ვა­რულ რუსს ეძახ­დ­ნენ და ამ ქორ­წი­ნე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყ­ვ­ნენ. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამისა, ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა და ლორდ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­იდ­მა და ქე­თი ბაგ­რა­ტი­ონ­მა ფა­რუ­ლად იქორ­წი­ნეს სამ­ხ­რეთ ოსეთ­ში, ხო­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ მის­ცეს, რო­დე­საც მათ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­ით ლო­ი­დი და უმ­ც­რო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი სტი­ვენ ლორდ ლო­ი­დი. ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სახ­ლ­და და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს უკითხავ­და ქარ­თ­ველ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს და საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. მას ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და ქარ­თ­ველ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან და საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან: ნი­კო ყი­ა­საშ­ვილ­თან, ლი­ლი გოქ­სა­ძეს­თან, არი­ა­ნე ჭან­ტუ­რი­ას­თან, თი­ნა თუშ­მა­ლიშ­ვილ­თან, მა­ნა­ნა არ­ჩ­ვა­ძეს­თან, ას­მათ ხურ­ცი­ლა­ძეს­თან, ლე­ი­ლა გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ჯუ­ლი ბაქ­რა­ძეს­თან, რე­ვაზ დო­ღო­ნა­ძეს­თან, ქრი­ზან­თე­მა კო­პი­ნაშ­ვილ­თან, გი­ვი ბახ­ტა­ძეს­თან, ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ან­თან, ბი­ძი­ნა ლუ­ტი­ძეს­თან, თა­მარ გო­მარ­თელ­თან და სხვებ­თან. აგ­რეთ­ვე უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რო­ბენ მას­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­ტო­ნი სტი­ვე­ნის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე-პე­და­გო­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უკ­ვე პრო­ფე­სო­რე­ბი არი­ან და უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ უმ­ც­რო­სი სტი­ვენ ლორდ ლო­ი­დის მი­მართ: ლია სვა­ნი­ძე, რე­ვაზ ზა­რი­ძე, და­რე­ჯან (­ჯა­ნი­კო) სი­რია, ლე­ვან ალექ­სი­ძე, ლა­ლი ჯო­ხა­ძე, და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი, ლია ფე­რა­ძე, ირი­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა მი­ქა­უ­ტა­ძე, თა­მარ ჯა­ში, მაია რუ­სია, თა­მუ­ნა ქო­ბუ­ლა­ძე, ნი­ნო ლაგ­ვი­ლა­ვა, მა­ნა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნი, ლია უგ­რე­ხე­ლი­ძე, სა­ლო­მე ბოლ­ქ­ვა­ძე, მა­რი­ნა გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მან ხარ­ბე­დია, მა­ნა­ნა სოტ­კი­ლა­ვა, თა­მარ ზა­რი­ძე, მა­რი­ამ მეტ­რე­ვე­ლი, რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, მა­რი­კა ხვა­და­გი­ა­ნი, მა­რი­ნა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი, კა­ხა სუ­ლა­ბე­რი­ძე, და­ვით ფეტ­ვი­აშ­ვი­ლი, მაია კე­კე­ნა­ძე, ნე­ლი საყ­ვა­რე­ლი­ძე, ნი­ნო ქო­ქი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა გა­ხუ­ტიშ­ვი­ლი, ლე­ლა შა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ნე­ლი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე, იზო შუბ­ლა­ძე, და­ვით კა­კუ­ლია, ლე­ვან შო­ში­აშ­ვი­ლი, ივა­ნე პე­ტო­ე­ვი, გია ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი არუ­დო­პუ­ლო, ნა­თე­ლა ლა­ცა­ბი­ძე, რუ­სუ­დან ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, შო­რე­ნა ხი­დე­შე­ლი, ამი­რან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძე, ია ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, ვა­ჟა აბა­ში­ძე, კო­ტე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ლე­ი­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი, პეტ­რე ქო­ჩა­კი­ძე, ნე­ლი სა­ღა­რა­ძე, ირი­ნე ლა­ფე­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩა­ჩა­ვა, ლა­ლი ტუ­რი­აშ­ვი­ლი, ნი­ნო რო­ბა­ქი­ძე, ლეილა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, თა­მარ და­ვი­თაია, ნა­ნა ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.
ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად იხ­სე­ნებს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დის დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი­სა და მი­სი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი მე­უღ­ლის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლის ქე­თი ერეკ­ლეს ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ოჯა­ხის შე­სა­ხებ და უდი­დეს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მათ ნა­თელ ხსოვ­ნას.
საბ­ჭო­თა კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბი­ლე­ბის მკაცრ პი­რო­ბებ­ში მა­შინ­დე­ლი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა-გე-ბეს აგენ­ტე­ბი სას­ტი­კად ექ­ცე­ოდ­ნენ ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ ოჯახს, დევ­ნიდ­ნენ, მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში იბა­რებ­დ­ნენ, ავიწ­რო­ებ­დ­ნენ, მათ შვი­ლებს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შიც კი არ უშ­ვებ­დ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ ისი­ნი მა­მით, ეროვ­ნე­ბი­თა და გვარ-სა­ხე­ლე­ბით ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ხო­ლო დე­დით კი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლის _ ქე­თი ბაგ­რა­ტი­ო­ნის შვი­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა სტი­ვე­ნი­სა და ქე­ი­თის მშობ­ლე­ბის დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი კავ­ში­რი­სათ­ვის და ალ­ბათ, თა­ვის მხრივ გარ­კ­ვე­ულ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და საბ­ჭო­თა კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და წყო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის. ყო­ვე­ლი­ვე ეს უკ­ვე საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ შუ­რი ეძი­ათ მათ­ზე. თუმ­ცა ასეც მო­იქ­ც­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დიდ­ხანს ვე­ღარ გაგ­რ­ძელ­და და დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნილ ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში მოკ­ლეს.
გაგ­რ­ძე­ლე­ბა შემ­დეგ ნო­მერ­ში



მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
22.10.2016
ძალიან დამაინტერესა ქალბატონი ქეთის გენიალოგიამ სამწუხაროა რომ გარდააცვლილია ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ძალიან საინტერესო პიროვნებაა უუმცროსი. ლორდი როიდი მე მისი ერთ ერთი ლექცია ვნახე ვიდეოზე და შეიძლება ითქვას ამ პიროვნების მიმართ ერთდროულად გამიჩნდა განცვიფრება აღფრთოვანება ინტერესი მისი განათლებულობის მიმართ ის რაღაცნაირად განსხვავებულია და გამორჩეული და გამიჩდა აზრი რომ იგი გაბნეულია თავის ცოდნაში ძაზედ საინტერესო პიროვნებაა
Lali
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი