შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი
font-large font-small
შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი
ბა­ქო­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ახა­ლი სა­კავ­ში­რო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა


1946 წლის ზაფხულ­ში ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ოს­ლო მძლე­ო­სან­თა ევ­რო­პულ ჩემ­პი­ო­ნატს მას­პინ­ძ­ლობ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ კონ­ტი­ნენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ათ­ლე­ტე­ბი პირ­ვე­ლად შე­იკ­რიბ­ნენ და რე­კორ­დე­ბით ცნო­ბი­ლი "ბიშ­ლე­ტის" სტა­დი­ო­ნიც სავ­სე იყო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით. ოქ­როს მედ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას ისიც ამ­წ­ვა­ვებ­და, რომ ჩემ­პი­ო­ნატ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე მსოფ­ლი­ოს სტან­დარ­ტე­ბის შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი, ნი­ნო დუმ­ბა­ძე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ბად­რო ყვე­ლა­ზე შორს - 44,52 მ-ზე ტყორ­ც­ნა და ქარ­თ­ველ­თა­გან პირ­ველ­მა მო­ი­პო­ვა კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მას­პინ­ძ­ლებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზო­ბა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ სარ­ს­ბორ­გ­შიც მო­აწყვეს. ნი­ნო დუმ­ბა­ძემ იქაც ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. ამ­ჯე­რად მან ბად­რო 50,50 მ-ზე გა­ის­რო­ლა და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა 50-მეტ­რი­ან ზღვარს. რაც მთა­ვა­რია ეს შე­დე­გი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, გერ­მა­ნე­ლი გი­ზე­ლა მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მსოფ­ლი­ოს რე­კორდს, მაგ­რამ იმ­ხა­ნად საბ­ჭო­თა მძლე­ოს­ნე­ბი ჯერ კი­დევ არ იყ­ვ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნის რე­კორ­დიც მხო­ლოდ პი­რად მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლა.


ნი­ნო დუმ­ბა­ძე ჯერ კი­დევ ოდე­სა­ში ცხოვ­რობ­და, სა­რე­კორ­დო შე­დე­გებ­ზე რომ და­იწყო ფიქ­რი. ჩი­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. ფრენ­ბურ­თ­საც კარ­გად თა­მა­შობ­და და კა­ლათ­ბურ­თ­საც. წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და მო­ცუ­რა­ვე­თა, ნიჩ­ბო­სან­თა და ვე­ლომ­რ­ბო­ლელ­თა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ად­გი­ლი­დან სი­მაღ­ლე­ზე და სამ­მა­გი ხტო­მე­ბი მოს­წონ­და. ამ სა­ხე­ო­ბებ­ში გო­გო­ნა­თა შო­რის სა­კავ­ში­რო რე­კორ­დ­ს­მე­ნიც იყო, მაგ­რამ ერთ-ერთ ვარ­ჯიშ­ზე მუხ­ლი და­ი­ზი­ა­ნა და ექი­მებ­მა ხტო­მე­ბი აუკ­რ­ძა­ლეს. ტრავ­მა რომ მო­ი­შუ­შა, ბად­როს ტყორ­ც­ნა სცა­და. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ჩა­უჯ­და, წამ­ყ­ვა­ნი მძლე­ოს­ნე­ბის ვარ­ჯი­შის მე­თო­დი­კაც შე­ის­წავ­ლა, თუმ­ცა მათ ბრმად გა­და­ღე­ბას არ აპი­რებ­და. ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტყორ­ც­ნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი ეპოვა და იმ ვა­რი­ან­ტს მი­აგ­ნო კი­დეც.
სა­ბო­ლო­ოდ დუმ­ბა­ძემ ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სატყორ­ც­ნი სე­ქტო­რის­კენ ზურ­გ­შექ­ცე­ვით დგე­ბო­და და სწრა­ფი ბრუ­ნი­თა და ხე­ლის ტალ­ღი­სე­ბუ­რი მოძ­რა­ო­ბით, შორს ტყორ­ც­ნი­და ბად­როს. ამ მე­თო­დით 1937 წლის გა­ზაფხულ­ზე, პირ­ვე­ლი­ვე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სო­ლი­დუ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და ჯერ უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, ხო­ლო შემ­დეგ მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – 42,13 მ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სე­ზო­ნის ბო­ლოს მი­სი ბად­რო უკ­ვე 45,78 მ-ზე გაფ­რინ­და, რაც მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე შე­დე­გი იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ტყორ­ც­ნის მი­სე­უ­ლი მა­ნე­რა ბევრ სპე­ცი­ა­ლისტს მა­ინც არ მოს­წონ­და და ურ­ჩევ­დ­ნენ კლა­სი­კურ სტილს დაჰბ­რუ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მათ არ­გუ­მენ­ტებს თა­ვად დუმ­ბა­ძის შე­დე­გე­ბი აბა­თი­ლებ­და. ერთ სე­ზონ­ში ქარ­თ­ველ­მა მძლე­ო­სან­მა სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი 17 მეტ­რით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­მი რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა. იმა­საც გრძნობ­და, რომ მა­ლე მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დ­საც შეწ­ვ­დე­ბო­და.

ბე­დის ირო­ნი­ით სწო­რედ მა­შინ დუმ­ბა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, და­ა­პა­ტიმ­რეს ოჯა­ხის უფ­რო­სი, იაკობ დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ცო­ლიც იქ მო­იყ­ვა­ნა, შვე­დი ბა­რო­ნე­სა, მა­ტილ­და იკ­ს­კი­უ­ლი. 1937 წელს სწო­რედ ეს გერ­მა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ აპა­ტი­ეს მას და მთე­ლი 15 წლით შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ბა­ნა­კებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. თა­ვად ნი­ნო კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას გან­კარ­გუ­ლე­ბით მა­ლე ოდე­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს საცხოვ­რებ­ლად. ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ამ, რა­ღა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და 18 წლის სპორ­ტ­ს­მე­ნის შე­დე­გებ­ზე. კარ­გა ხანს თა­ვი­სი შე­დე­გე­ბის გა­მე­ო­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და, სა­კავ­ში­რო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში კი პრი­ზი­ო­რებ­შიც ვერ ხვდე­ბო­და. თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბულ მწვრთნელ, ბო­რის დი­აჩ­კოვ­თან გა­აგ­რ­ძე­ლა ვარ­ჯი­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი მი­სი მე­უღ­ლეც გახ­და. დუმ­ბა­ძე ისევ ტყორ­ც­ნის თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლის და­სახ­ვე­წად აგ­რ­ძე­ლებ­და წვრთნას და მის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობ­და. საკ­მა­ოდ დი­დი დრო გა­ვი­და, ვიდ­რე ჩვე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ფორ­მა აღიდ­გი­ნა და 1938 წლის ბო­ლოს ბა­ქო­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ახა­ლი სა­კავ­ში­რო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – 47,33 მ.
დი­დი დრო არ გა­სუ­ლა მას შემ­დეგ რაც ნი­ნო დუმ­ბა­ძემ ტრავ­მის გა­მო სპე­ცი­ა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და ბად­როს ტყორ­ც­ნა და­იწყო, მაგ­რამ მა­ლე ქარ­თ­ვე­ლი ათ­ლე­ტი თან­და­თან მჭიდ­როდ მი­უ­ახ­ლოვ­და მსოფ­ლი­ოს რე­კორდს და 1939 წელს ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა კი­დეც გერ­მა­ნე­ლი გი­ზე­ლა მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მიღ­წე­ვა. სექ­ტემ­ბერ­ში, ჯერ მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ დიდ სპორ­ტულ ზე­იმ­ზე მან ბად­რო 49,11 მ-ზე ტყორ­ც­ნა, ერ­თი თვის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში მი­სი ბად­რო კი­დევ უფ­რო შორს გაფ­რინ­და და 49,54 მ-ის ნიშ­ნულ­ზე და­ე­ცა. ესეც მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი იყო, თუმ­ცა ეს შე­დე­გე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დე­ბად კვლა­ვაც არ ით­ვ­ლე­ბო­და. მძლე­ოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მიღ­წე­ვას აღი­ა­რებ­და, რო­მე­ლიც ლა­მის ორი მეტ­რით ჩა­მორ­ჩე­ბო­და დუმ­ბა­ძის რე­კორდს. თბი­ლი­სუ­რი რე­კორ­დის შემ­დეგ ნი­ნო დუმ­ბა­ძის პო­პუ­ლა­რო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და. აშ­კა­რა იყო, რომ მი­სი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კით, ბუ­ნებ­რი­ვი ტა­ლან­ტი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით იგი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებ­და.

ნა­დეჟ­და დვა­ლიშ­ვი­ლი-ხნი­კი­ნა:

- დიდ სპორ­ტ­ში მარ­ტო კარ­გი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კით ან ნე­ბის­ყო­ფით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­დე­გებს ვერ აჩ­ვე­ნებ. სა­ჭი­როა, რომ ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ერ­თად იყოს თავ­მოყ­რი­ლი. გარ­და ამი­სა, თუ არ შე­გიძ­ლია ბო­ლომ­დე ბრძო­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბის რწმე­ნა თუ არა გაქვს, რაც ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტ­ს­მე­ნის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რია, ისე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ნი­ნო დუმ­ბა­ძეს ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ჰქონ­და და ამი­ტო­მაც იმარ­ჯ­ვებ­და. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, მის­ნა­ი­რი სპორ­ტ­ს­მე­ნი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი იყო და მის მი­მართ ყო­ველ­თ­ვის მო­წი­წე­ბუ­ლი გრძნო­ბა მქონ­და, სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თ­ვის. იმ დრო­ის უდი­დეს ათ­ლეტს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ლი არ ჰყავ­და მსოფ­ლი­ო­ში, მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო მე­ტო­ქე­თათ­ვის. ამას­თან მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი, ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ტყორ­ც­ნის დროს სა­ოც­რად გრა­ცი­ო­ზუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი ჰქონ­და. ამით იგი ყვე­ლა მტყორ­ც­ნე­ლის­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში ბა­ლეტ­ზე და­დი­ო­და, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მოხ­დე­ნი­ლი ტყორ­ც­ნა ამი­ტო­მაც ჰქონ­და.

1940 წელს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო დე­და გახ­და, ვა­ჟიშ­ვილს იური და­არ­ქ­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც მშობ­ლე­ბის კვალს გაჰ­ყ­ვა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც. მძლე­ოს­ნო­ბის ყვე­ლა­ზე რთულ სა­ხე­ო­ბა­ში, ათ­ჭიდ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და და რო­მის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­შიც იას­პა­რე­ზა, ერ­თხელ სა­ხე­ლო­ვან დე­დას­თან ერ­თად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხალ­ხ­თა სპარ­ტა­კი­ა­და­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა დე­დის დარ წარ­მა­ტე­ბებს ვერ მი­აღ­წია.
გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1940-50-იან წლებ­ში ნი­ნო დუმ­ბა­ძეს ტო­ლი არ ჰყავ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტებს სა­კავ­ში­რო თუ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დე­ბით იგებ­და. 1944 წელს ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნის მო­რიგ ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა, ბად­რო 49,88 მ-ზე ტყორ­ც­ნა და მჭიდ­როდ მი­უ­ახ­ლოვ­და 50-მეტ­რი­ან ზღვარს. მი­სი სტა­ბი­ლუ­რი მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი ქვეყ­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას იწ­ვევ­და და ამ პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და კი­დეც. 1945 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბის აღ­ლუმ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე, სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან ერ­თად ისიც ზე­ი­მობ­და სა­მა­მუ­ლო ომ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბას. მაგ­რამ მის მსოფ­ლიო რე­კორ­დებს და­სავ­ლეთ­ში კვლა­ვაც ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დ­ნენ. თვლიდ­ნენ, რომ ეს საბ­ჭო­ე­ლე­ბის მო­რი­გი ხრი­კე­ბი იყო. ასე გრძელ­დე­ბო­და ოს­ლოს ევ­რო­პულ ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე, ვიდ­რე ნორ­ვე­გი­ა­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში თა­ვად არ დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ ამ მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს მარ­თ­ლაც შეს­ძ­ლე­ბია ფან­ტას­ტი­კუ­რი რე­კორ­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა.
"ამ შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო უფ­რო სწრა­ფად ტყორ­ც­ნა". წერ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგ­ნ­ში - "გზა რე­კორ­დი­სა­კენ", ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო. ვიდ­რე ამ ამო­ცა­ნას გა­დავ­წყ­ვეტ­დით, მწვრთნელ­თან ერ­თად სა­ა­თო­ბით ვის­ხე­დით სა­წერ მა­გი­დას­თან, ნა­ხა­ზე­ბი­თა და კი­ნოგ­რა­მე­ბით ვარ­ჩევ­დით ტყორ­ც­ნის ტექ­ნი­კას. დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე არ გა­მომ­დი­ო­და მოძ­რა­ო­ბე­ბი, რო­გორც მინ­დო­და, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სწორ გზა­ზე ვი­დე­ქი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ვარ­ჯი­შე­ბის შემ­დეგ შევ­ძე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა".

ოს­ლოს ევ­რო­პუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ საბ­ჭო­თა მძლე­ოს­ნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი გახ­დ­ნენ და ნი­ნო დუმ­ბა­ძის პირ­ვე­ლი­ვე მიღ­წე­ვა ოფი­ცი­ა­ლურ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დად იქ­ნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. 1948 წლის 8 აგ­ვის­ტოს მოს­კო­ვის მთა­ვარ სპორ­ტულ არე­ნა­ზე, "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბის 25 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­დი ზე­ი­მი მო­ეწყო, სა­დაც ქარ­თ­ველ­მა ათ­ლეტ­მა ბად­რო 53,25 მ-ზე ტყორ­ც­ნა და მთე­ლი 5 მეტ­რით გა­და­ა­ჭარ­ბა მსოფ­ლი­ოს ძველ რე­კორდს.
50-მეტ­რი­ა­ნი ზღვა­რი ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნის­თ­ვის უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რივ შე­დე­გად იქ­ცა. ვარ­ჯი­შებ­ზე თუ სხვა­დას­ხ­ვა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, იგი სტა­ბი­ლუ­რად შორს ტყორ­ც­ნი­და ბად­როს. 1949 წლის სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტიც და ბუ­და­პეშ­ტის სტუ­დენ­ტ­თა მსოფ­ლი­ოს თა­მა­შე­ბიც სწო­რედ ასე­თი შე­დე­გე­ბით მო­ი­გო. მომ­დევ­ნო სე­ზონ­ში ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მე­ო­რე ოქ­როს მე­დალ­საც და­ე­უფ­ლა, ხო­ლო კი­დევ ერ­თი წლის შემ­დეგ, გორ­ში მსოფ­ლი­ოს მო­რი­გი რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – 53,37 მ.

1952 წლის ზაფხულ­ში ჰელ­სინ­კ­მა XV-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს უმას­პინ­ძ­ლა. საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­დებ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და სა­გან­გე­ბო­დაც ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. თა­მა­შე­ბის გახ­ს­ნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე 70-მდე ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცია გა­მო­ვი­და, მათ შო­რის 14 ათ­ლე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან იყო. მედ­ლე­ბის პირ­ვე­ლი კომ­პ­ლექ­ტი 20 ივ­ლისს, ქალ­თა შო­რის ბად­როს ტყორ­ც­ნა­ში გა­თა­მაშ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უდა­ვო ფა­ვო­რი­ტად ნი­ნო დუმ­ბა­ძეს მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რომ­ლის ბო­ლო მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დიც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის პი­რად მიღ­წე­ვებს, მაგ­რამ ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად იგი მხო­ლოდ ბრინ­ჯა­ოს მე­დალს დას­ჯერ­და.

ნა­დეჟ­და დვა­ლიშ­ვი­ლი-ხნი­კი­ნა:

- ბად­როს მტყორ­ც­ნე­ლე­ბი პირ­ვე­ლე­ბი იწყებ­დ­ნენ ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას და რა­ღა თქმა უნ­და, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­მე­დოვ­ნებ­დით, რომ ნი­ნო დუმ­ბა­ძე პირ­ვე­ლი მო­ი­პო­ვებ­და ამ ოქ­როს ჯილ­დოს. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ასე არ მოხ­და. ვფიქ­რობ აქ ნი­ნოს უწყ­ვეტ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბებ­მა იმოქ­მე­და უარ­ყო­ფი­თად. ის შეჩ­ვე­უ­ლი იყო პირ­ვე­ლო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა­ში სო­ლი­დუ­რი შე­დე­გე­ბით იმარ­ჯ­ვებ­და და მი­სი და­მარ­ცხე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ელი იყო. ჩე­მი აზ­რით, ჰელ­სინ­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე სწო­რედ ამ და­უ­მარ­ცხებ­ლო­ბის სინ­დ­რომ­მა იმოქ­მე­და მას­ზე უარ­ყო­ფი­თად. მე ორი ოლიმ­პი­ა­დის, ჰელ­სინ­კი­სა და მელ­ბურ­ნის თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე და პრი­ზი­ო­რიც ვარ და კარ­გად ვი­ცი, რომ ოლიმ­პი­ა­დე­ბი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბია. ნი­ნო იმ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დ­ს­მე­ნი კი იყო, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მან ვერ შეძ­ლო მო­ბი­ლი­ზე­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბას ვერ გა­უძ­ლო და ნი­ნა რო­მაშ­კო­ვამ და ელი­ზა­ვე­ტა ბაგ­რი­ან­ცე­ვამ გა­უს­წ­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს ბად­როს მტყორ­ც­ნე­ლის ტი­ტულს, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, იმა­ვე 1952 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე დუმ­ბა­ძემ ბად­რო 57,04 მ-ზე ტყორ­ც­ნა და თა­ვი­სი ბო­ლო, მე­სა­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რე­სი ათ­ლე­ტე­ბის­თ­ვის ორი­ენ­ტი­რი იყო.
კა­რი­ე­რის გას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო კი­დევ დიდ­ხანს რჩე­ბო­და საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნის სიმ­ბო­ლოდ. რვა­ჯერ მო­ი­პო­ვა სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ოქ­როს მედ­ლე­ბი, ორ­ჯერ ევ­რო­პულ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­შიც გა­ი­მარ­ჯ­ვა. ვარ­ჯი­შებ­სა თუ ოფი­ცი­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში 30-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დებს. მათ­გან სა­მი მძლე­ოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. იმ ეპო­ქა­ში ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და მას­ზე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ათ­ლე­ტი, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ კი, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იგი ქალ­თა შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე სპორ­ტ­ს­მე­ნად და­ა­სა­ხე­ლეს.

გოგი ფრანგიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი