ერ­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის ამ­ბა­ვი - გრი­მალ­დე­ბად და­ბა­დე­ბულ­ნი
font-large font-small
ერ­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის ამ­ბა­ვი - გრი­მალ­დე­ბად და­ბა­დე­ბულ­ნი
არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან
- რაც მეტ­ხანს აჩე­რე­ბენ, მე­ტად ფა­სო­ბენ. მო­ნა­კოს მმარ­თ­ვე­ლი გრი­მალ­დე­ბის დი­ნას­ტია უკ­ვე შვი­დი სა­უ­კუ­ნეა, რაც არ­სე­ბობს და ოდეს­ღაც მა­ნაც თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­მოთხე შიშ­ველ, უნა­ყო­ფო კლდე­ზე და­ა­ფუძ­ნა. ამ ნამ­ცე­ცა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი რე­სურ­სი კი - მი­სი იმი­ჯია.


ლე­გენ­დე­ბი გრი­მალ­დე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ
"მგე­ლი ბე­რის სა­მოს­ში" - პირ­ვე­ლი ლე­გენ­და და­სა­ბამს 1297 წლი­დან იღებს. მო­ნა­კოს ცი­ხე­სი­მაგ­რე მშვი­დად ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე მის კა­რიბ­ჭე­ზე ყა­ვის­ფე­რა­ნა­ფო­რი­ან­მა ფრან­ცის­კა­ნელ­მა მო­ხე­ტი­ა­ლე ბე­რებ­მა არ და­ა­კა­კუ­ნეს. მათ თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვეს. გუ­ლის­ხ­მი­ერ­მა მას­პინ­ძ­ლებ­მა ისი­ნი ცი­ხე­სი­მაგ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უშ­ვეს, რად­გან ვერ მი­უხ­ვ­დ­ნენ ვე­რაგ გან­ზ­რახ­ვას. ერთ-ერთ მათ­განს, ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნეს, ფრან­სუა ერ­ქ­ვა, მეტ­სა­ხე­ლად - ბო­რო­ტი. ის ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ გარ­ჯი­ლა და სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნას მი­ეძღ­ვ­ნა გრი­მალ­დ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი, რო­მელ­საც წარ­წე­რა - DEO JUVANTE (დე­ვი­ზი - "ღვთის შე­წევ­ნით") შვი­დი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ამ­შ­ვე­ნებ­და. მა­შინ "ბე­რებ­მა" სა­სახ­ლის მცვე­ლე­ბი ამო­ხო­ცეს და სულ მცი­რე დრო­ში და­ი­კა­ვეს ცი­ხე­სი­მაგ­რე. ის­ტო­რი­ამ, რა­ღა თქმა უნ­და, სი­ზუს­ტით ვერ ასა­ხა და­ხო­ცილ­თა რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა.

წყევ­ლა - გრი­მალ­დ­თა წარ­მო­შო­ბის მე­ო­რე ლე­გენ­და
მათ­მა ერთ-ერ­თ­მა ად­რე­ულ­მა წი­ნა­პარ­მა მშვე­ნი­ე­რი ჟღალ­თ­მი­ა­ნი ჰო­ლან­დი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი აც­დუ­ნა და მი­ა­ტო­ვა, რის გა­მოც ქალ­მა გულ­ბოღ­მი­ა­ნად წარ­მოთ­ქ­ვა ფრა­ზა: "ა­რას­დ­როს ეღირ­სოს ბედ­ნი­ე­რე­ბას ქორ­წი­ნე­ბა­ში მთე­ლი შე­ნი მოდ­გ­მა!" ით­ვ­ლე­ბო­და, რომ ამ წყევ­ლის გა­მო, გრი­მალ­დებ­ში გახ­შირ­და ღა­ლა­ტი; მრავ­ლად იყ­ვ­ნენ ან­ჩხ­ლი ცო­ლე­ბი და მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბი. "ბო­როტ­მა" ფრან­სუ­ამ, რო­მელ­მაც თა­ვის მოდ­გ­მას სა­ხე­ლი ვე­რა­გო­ბით გა­უთ­ქ­ვა, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის სარ­გე­ბე­ლი ვერ ნა­ხა, რო­ცა გე­ნუ­ე­ლებს კლდე­ზე მდგა­რი ცი­ხე­სი­მაგ­რე წა­არ­თ­ვა. ცნო­ბი­ლია, რომ ე.წ. ბე­რებ­მა ის და­კარ­გეს და მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ, კვლავ შეძ­ლეს და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ მო­ცე­მუ­ლი ტე­რი­ტო­რია. ეს გრი­მალ­დე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კარლ გრი­მალ­დიმ გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც ფრანგ მე­ფე­ებ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. მან მო­ნა­კოს სა­სახ­ლეს ერ­თი-ორი მა­მუ­ლიც შე­ა­მა­ტა და სა­კუ­თა­რი სამ­ფ­ლო­ბე­ლო კონ­ტი­ნენ­ტის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე გა­ა­ფარ­თო­ვა, რაც ამ­ჟა­მად, "ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­და­ა" სა­ხელ­დე­ბუ­ლი.
კარ­ლი მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ­და. ყო­ველ­თ­ვის ჩაბ­მუ­ლი იყო საზღ­ვაო და სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლა­მის ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რით ლა­მობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ის სწო­რედ იმ ად­გი­ლას და­ი­ღუ­პა, რო­მე­ლიც შემ­დეგ მის საგ­ვა­რე­უ­ლო ცი­ხე­სი­მაგ­რედ იქ­ცა.

ცო­ტა რამ ის­ტო­რი­ი­დან
მი­ლი­ტა­რის­ტი კარ­ლის ვა­ჟი - რე­ნიე II, არა­ნაკ­ლებ მე­ო­მა­რი პერ­სო­ნა გახ­ლ­დათ. ის მა­მის მსგავ­სად, საფ­რან­გე­თის სა­მე­ფო კარ­თან იყო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, მა­მუ­ლი კი თვით­დი­ნე­ბა­ზე ჰქონ­და მიშ­ვე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ისევ და­ი­კარ­გა. ერ­თი სიტყ­ვით, სა­სახ­ლე ყო­ველ ხუთ წე­ლი­წად­ში, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით, ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ვე­რა­ვინ გა­ერ­კ­ვა, რა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ნამ სამ­ფ­ლო­ბე­ლო, რი­გი­თო­ბის პრინ­ცი­პით, გრი­მალ­დის მე­სა­მე ვა­ჟის სა­კუთ­რე­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნ­და. დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ფე­ო­და­ლი არ იშ­ლი­და მე­ზო­ბე­ლი გე­ნუ­ე­ლე­ბის, მი­ლა­ნე­ლე­ბი­სა და სა­ვო­ი­ე­ლე­ბის მი­მართ თა­ვის მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ჰყავ­და სა­კუ­თა­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რი, სა­სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. XV სა­უ­კუ­ნის­თ­ვის, ამ პა­ტა­რა სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ში 1500-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და - ჭეშ­მა­რი­ტად ამა­ყი ხალ­ხი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო.

ჟან გრი­მალ­დიმ კი, მე­ზობ­ლებს შო­რის ლა­ვი­რე­ბის პო­ლი­ტი­კას მიჰ­ყო ხე­ლი. ის სხვა­დას­ხ­ვა დიპ­ლო­მა­ტი­ურ ხრიკს მი­მარ­თავ­და და ხში­რად, კომ­პ­რო­მის­ზეც მი­დი­ო­და.
ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა იმის ცოდ­ნა, რი­თი შე­იძ­ლე­ბო­და ეარ­სე­ბა ამ­გ­ვარ პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფოს, რო­მელ­საც არც ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი ჰქონ­და, მხო­ლოდ ზღვის ჰა­ე­რი და წყა­ლი ჭარ­ბად გა­აჩ­ნ­და. ძლი­ერ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა - რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თი ან ეს­პა­ნე­თი იყო - მხო­ლოდ მათ­თ­ვის სა­ო­მა­რი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ყო­ველ­თ­ვის უსაფ­რ­თხო არ გახ­ლ­დათ.

საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად, გრი­მალ­დე­ბის ფე­ო­და­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის ანუ­ლი­რე­ბა მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, კრე­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა გრი­მალ­დე­ბის­თ­ვის მა­თი დაგ­რო­ვი­ლი ქო­ნე­ბის საზღა­უ­რი მი­ე­ცა და ის სა­მა­სი ათას ფრან­კად შე­ა­ფა­სა, შემ­დეგ კი - გა­და­ი­ფიქ­რა. სა­თა­ვა­დო საფ­რან­გეთს მი­ა­კუთ­ვ­ნეს. მი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თ­ვის წერ­ტი­ლის დას­მის მიზ­ნით, სა­ხე­ლიც შე­უც­ვა­ლეს და ფორტ-ერ­კი­უ­ლი უწო­დეს. დი­დე­ბუ­ლებს ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვეს და სა­ჯა­რო ვაჭ­რო­ბის გზით გა­ყი­დეს. სა­სახ­ლე პირ­ვე­ლად ყა­ზარ­მად გა­და­ა­კე­თეს, შემ­დეგ - ჰოს­პიტ­ლად და ბო­ლოს - ცი­ხედ. თა­ვად­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს, შემ­დეგ - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ სრუ­ლი­ად უქო­ნელ­ნი და­ტო­ვეს. ეს დი­ნას­ტი­ის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი კრა­ხი იყო. ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ჩა­მორ­თ­მე­ულ­მა ოჯახ­მა ნამ­დ­ვი­ლი უბე­დუ­რე­ბა შე­იგ­რ­ძ­ნო და ვა­ლებ­ში ჩა­ი­ძი­რა.
XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბიც მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის. დი­ნას­ტია ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. ამ დროს, გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი უკ­ვე იწყებ­დ­ნენ ფიქრს სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გახ­ს­ნა­ზე, მაგ­რამ ჯერ ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს სფე­რო მა­თი აღორ­ძი­ნე­ბის სა­წინ­და­რი გახ­დე­ბო­და. ვიდ­რე ამ­გ­ვარ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­დოდ­ნენ, დი­ნას­ტი­ის სა­კუთ­რე­ბას მხო­ლოდ მო­ნე­კის კლდო­ვა­ნი მხა­რე წარ­მო­ად­გენ­და. საგ­ვა­რე­უ­ლო მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობ­და და­ეც­ვა ერ­თა­დერ­თი კლდის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ტე­რი­ტო­რი­ის სიმ­ცი­რის გა­მო, მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და­ჟი­ნე­ბა, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს სა­სა­ცი­ლოც კი იყო. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით და­იწყო.

ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბა
ონო­რე II გრი­მალ­დი წი­ნაპ­რებს შო­რის პირ­ვე­ლი კულ­ტურ­ტ­რე­გე­რი გა­მოდ­გა. იგი იმ აზ­რამ­დე მი­ვი­და, რომ სა­კუ­თა­რი მო­ნე­ტა მო­ეჭ­რა, რო­მელ­ზეც მი­სი პრო­ფი­ლი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ონო­რემ სა­თა­ვა­დოს წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნა და­იწყო: გა­ა­ლა­მა­ზა ქა­ლა­ქი; სა­სახ­ლე ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით, გო­ბე­ლე­ნე­ბი­თა და ფარ­დე­ბით მორ­თო; შე­აგ­რო­ვა ნა­ხა­ტე­ბი­სა და ავე­ჯის ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცია; დად­გა ქან­და­კე­ბე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, მო­ნა­კო­ში სტუმ­რო­ბა უკ­ვე სირ­ცხ­ვი­ლი აღარ იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თა­ვა­დი აღ­მოჩ­ნ­და პირ­ვე­ლი, ვინც სა­კუ­თა­რი მა­მუ­ლის იმი­ჯის გა­მოს­წო­რე­ბა სცა­და. ის მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც ცდი­ლობ­და კარ­გი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ვე­ბი და­ემ­კ­ვიდ­რე­ბი­ნა: აწყობ­და დღე­სას­წა­უ­ლებს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს. ხუ­თი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბო­და მო­ნა­კო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ სტუმ­რე­ბი უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან და არც არა­ვის უფიქ­რია ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის "ჯა­დოს­ნუ­რი კუთხის" იმი­ჯით გა­ყიდ­ვა.

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მო თა­ვი­დან­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვერ ამუ­შავ­და. ეს საქ­მე აქ პირ­ვე­ლად მე­წარ­მე დუ­რან­მა წა­მო­იწყო, მაგ­რამ ფი­ას­კო გა­ნი­ცა­და. მო­ნა­კო­ში სა­თა­მა­შოდ ჩას­ვ­ლა მა­შინ არა­ვის სურ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იქამ­დე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მგზავ­რო­ბა და კომ­ფორ­ტუ­ლად და­ბი­ნა­ვე­ბა. შემ­დეგ, ამ საქ­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვინ­მე ლე­ფევ­რ­მა სცა­და, მაგ­რამ ისევ არ გა­უ­მარ­თ­ლათ. კარლ გრი­მალ­დიმ, დე­დას­თან - კა­რო­ლი­ნას­თან ერ­თად კომ­პა­ნია და­ა­ფუძ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ზღვის სა­ცუ­რაო სა­ზო­გა­დო­ე­ბა". საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბან­კირ­მა - ფრან­სუა ბლან­მა მი­ი­ღო, რო­მელ­მაც ჰამ­ბურ­გ­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სით გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. სწო­რედ მი­სი მხარ­და­ჭე­რით, მო­ნა­კო­ში ოტე­ლე­ბის, თე­ატ­რე­ბი­სა და კა­ზი­ნო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­იწყეს. მთა­ვარი ამო­ცა­ნა გახ­და ის, თუ რო­გორ მი­ე­ზი­დათ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა; რო­გორ და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნათ მსოფ­ლიო ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ მო­ნა­კო­ში ხში­რი სტუმ­რო­ბა "ტრენ­დი" იყო. თა­ვა­დი კარ­ლი ამ მხრივ, ე.წ. გლა­მუ­რი­ზა­ცი­ის გე­ნი­ო­სი აღ­მოჩ­ნ­და. სწო­რედ მან შეძ­ლო შე­ექ­მ­ნა იმ­გ­ვა­რი პი­რო­ბე­ბი, რა­საც "ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბა" და­ერ­ქ­ვა. ეს იყო ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ მო­დურ სტუმ­რებს კომ­ფორ­ტის გან­ც­დას მი­ა­ნი­ჭებ­და. იქ ყვე­ლა­ფე­რი მდიდ­რუ­ლი გახ­და: ოპე­რა, ოტე­ლე­ბი, ფოს­ტა, სად­გუ­რე­ბი, ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი, სა­ფოს­ტო მარ­კე­ბი... ერ­თი სიტყ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ეს კარლ III-ის მიღ­წე­ვე­ბად იქ­ცა. სა­ხელ­წო­დე­ბა - "მონ­ტე-კარ­ლოც" მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კარ­ლის შვილ­მა - ალ­ბერ I-მა აღე­ბულ გეზს ცო­ტა სხვა მხა­რეს გა­და­უხ­ვია. მას­ში თით­ქოს, მი­ლი­ტა­რის­ტი ბა­ბუ­ის სა­პი­რის­პი­რო გენ­მა იჩი­ნა თა­ვი და პირ­წა­ვარ­დ­ნილ პა­ცი­ფის­ტად იქ­ცა. მან მო­ნა­კო­ში მშვი­დო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტი და­ა­არ­სა, რო­მელ­საც მი­სი ჩა­ნა­ფიქ­რის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ო­მა­რი კონ­ფ­ლიქ­ტი უნ­და და­ეცხ­რო. ალ­ბე­რი და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­და იმ­პე­რა­ტორ ვილ­ჰელმ II-ს, თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ომის იდე­ის­თ­ვის, მაგ­რამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი მა­ინც და­იწყო (რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვილ­ჰელ­მის­თ­ვის პა­ცი­ფიზ­მის იდეა მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­ლ­დათ). ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ალ­ბერ­მა ხმა­მაღ­ლა გა­ნაცხა­და სა­კუ­თა­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მა­ინც ვერ შეძ­ლო, რად­გან ჯა­რის­კა­ცებს მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის კუ­რორ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა და ამით, რო­გორ­ღაც გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რის პო­ზი­ცია.
ალ­ბერს "ზღვის პრინ­ცი" შე­არ­ქ­ვეს, რად­გან სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ფე­რი ისე არ აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორც ზღვის მეც­ნი­ე­რე­ბა, ზღვა­ოს­ნუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ოკე­ა­ნუ­რი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის კვლე­ვა და... რა­ღა თქმა უნ­და, მშვი­დო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მან ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მიც და­ა­არ­სა, სა­დაც დროს და­უ­ნა­ნებ­ლად ატა­რებ­და.
გაგ­რ­ძე­ლე­ბა შემ­დეგ ნო­მერ­ში

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი